ჩინეთში გუანდუნის პროვინციის მკვიდრმა ერთ-ერთ ბანკში 400 000 იუანი (დაახლოებით 65 000 დოლარი) მიიტანა, რომელსაც იგი სახლში ინახავდა. ყველა მათგანი ჭიანჭველების მიერ იყო შეჭმული.
ბანკმა ისინი ქალს ახალ ბანკნოტებში გადაუცვალა, მაგრამ ჩინელის ფინანსური მდგომარეობა ექვსჯერ შემცირდა, რადგან მისგან მხოლოდ ის ბანკნოტები აიღეს, რომლებსაც ბანკნოტის ნომერი არ ქონდა დაზიანებული. 400 000 -ის ნაცვლად, მას მხოლოდ 60 000 იუანი (9,7 ათასი დოლარი) დარჩა.
მსგავსი შემთხვევა მოხდა ორი წლის წინ ინდოეთშიც. უმსხვილესი სახელმწიფო ბანკის ერთ-ერთ ოფისში თანამშრომლები ახალ კუპიურებს ცეცხლგამძლე კარადაში ინახავდნენ. სამი ან ოთხი თვის მანძილზე მასში არავის შუხედავს და როდესაც სეიფი გახსნეს, აღმოჩნდა, რომ 10 მლნ რუპიას (დაახლოებით 22 000 დოლარი) ოდენობის თანხა ტერმიტებმა შეჭამეს.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.