Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალი პრეზიდენტი და ლიდერი საქართველოში თამარ მეფის მერე არ ყოფილა!.."
"ქალი პრეზიდენტი და ლიდერი საქართველოში თამარ მეფის მერე არ ყოფილა!.."

ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი და ოსუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო მოძ­რა­ო­ბის პრე­ზი­დენ­ტი ნეს­ტან კირ­თა­ძე 2013 წლის ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭს იყ­რის. მისი თქმით, გა­უ­გე­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხრი­დან საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და­სა­ხე­ლე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტის­თვის ბრძო­ლა. "ღირ­სე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის საკ­მა­რი­სი არ არის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან მე­გობ­რობ­დე და ამი­ტომ გერ­გოს ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის მან­და­ტი..." - ამ­ბობს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი და მი­აჩ­ნია, რომ მისი შან­სე­ბი რე­ა­ლუ­რია...

- რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო, გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი წვლი­ლი მეც შე­მე­ტა­ნა. ამ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ორი ფა­ვო­რი­ტი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა: პირ­ვე­ლი მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ი­დან და მე­ო­რე - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან", რო­მელ­საც, თუნ­დაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი შან­სი აქვს. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ამ პრო­ცე­სებ­ში სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ უნდა ჩა­ერ­თონ. გარ­და ამი­სა, 96%-იანი ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მოს­ვლის დრო წარ­სულს უნდა ჩაჰ­ბარ­დეს. ასე არ­ჩე­ულ ლი­დე­რებს ან სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფით ვი­შო­რებთ, ან რე­ვო­ლუ­ცია ხდე­ბა, ან მისი რე­ი­ტინ­გი 12%-მდე ვარ­დე­ბა, მერე კი ქუ­ჩა­ში დავ­დევთ. ამას­თან, მე დიდი მოთ­მი­ნე­ბით ვე­ლო­დე­ბო­დი და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ და მარ­თა­ლი გი­თხრათ, ძა­ლი­ან გა­ვოც­დი, რო­დე­საც დღეს უკვე მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი წარ­მო­ად­გი­ნა. მე მის, რო­გორც კო­ლე­გის, მეც­ნი­ე­რის ან, გნე­ბავთ, დამ­წყე­ბი პო­ლი­ტი­კო­სის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მოვ­ხა­ტავ, მაგ­რამ ვე­რაფ­რით მივ­ხვდი, რა­ტომ უნდა და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნათ ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად. ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია მისი პერ­სო­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ბექგ­რა­უნ­დის გა­რე­შე?!.

- მი­გაჩ­ნი­ათ, რომ მას მცი­რე შან­სე­ბი აქვს?

- დიახ, ოღონდ მე ვამ­ბობ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის", კონ­კრე­ტუ­ლად, მისი ლი­დე­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე. ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს ეს პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად ჯო­ხიც რომ წა­მო­ა­ყე­ნოს, მას უკვე დიდი შან­სი აქ­ვსო. რა გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს მარ­გვე­ლაშ­ვილს, ის, რომ ფი­ლო­სო­ფო­სია და ირო­ნი­უ­ლი იუ­მო­რი აქვს?.. ასე­თი ფსი­ქო­ტი­პის პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს საკ­მა­ოდ ძვი­რად და­უჯ­დე­ბა. არ მი­წყი­ნოს, რომ ასე ვარ მის მი­მართ გან­წყო­ბი­ლი. ალ­ბათ კი­დე­ვაც ულო­ცა­ვენ უკვე პრე­ზი­დენ­ტო­ბას, მაგ­რამ ეს არ არის გი­ორ­გის მიერ გან­ვლი­ლი გზის დამ­სა­ხუ­რე­ბა და თა­ვად ყვე­ლა­ზე კარ­გად ეცო­დი­ნე­ბა. მე, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალ პო­ლი­ტი­კოსს, მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, თუნ­დაც ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, სუ­ლაც არ არის ისე­თი უუფ­ლე­ბო, რო­გო­რა­დაც მას დღეს მა­ვა­ნი ექ­სპერ­ტი ან სუ­ლაც კო­ა­ლი­ცია წარ­მო­ა­ჩენს. დღე­საც და ხვა­ლაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ზი­დენ­ტი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღალ პოს­ტად რჩე­ბა. ამი­ტო­მაც ამ პოსტზე უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მო­სა­ლოდ­ნე­ლი კრი­ზი­სე­ბის გან­მუხ­ტვა შე­უძ­ლია, რო­გორც სა­ში­ნაო, ისე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში.

- რო­გორ ფიქ­რობთ, თქვე­ნი შან­სე­ბი რო­გო­რია?

- ასეთ პი­რო­ბებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი შან­სი მაქვს, თუმ­ცა ჩემი შან­სი პრო­ცენ­ტებ­სა და ციფ­რებ­ში არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ემო­ცი­უ­რი რე­ი­ტინ­გე­ბით არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. პრე­ზი­დენ­ტო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი კან­დი­და­ტის­თვის აფხა­ზე­თი და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი იყო, ისიც ში­გა­და­შიგ... ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ უკვე შევ­ქმე­ნით პრე­ცე­დენ­ტი, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭს იყ­რის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. არა­და, რე­ა­ლო­ბა გვაქვს ასე­თი - სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა დარ­ღვე­უ­ლია. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მე მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და ჩვენს აფხაზ­სა და ოს ძმებს სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი შევ­თა­ვა­ზოთ...

პრე­ზი­დენ­ტის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე, მის კავ­ში­რებ­სა და უნა­რებ­ზე ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლია და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ამ პოსტზე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი წა­რად­გი­ნეს, გა­დავ­წყვი­ტე, პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის მეც მებ­რძო­ლა. თუმ­ცა ვაც­ნო­ბი­ე­რებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ ქარ­თვე­ლი ერის ემო­ცი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პო­ტენ­ცი­ალს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. თუმ­ცა, იმა­საც შე­გუ­ე­ბუ­ლი ვარ, რომ შე­საძ­ლოა, ჩემ­მა ბრძო­ლამ შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღოს. არა­და, ახლა ჩემს ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან ვჭირ­დე­ბი.

- შე­საძ­ლო და­მარ­ცხე­ბას გუ­ლის­ხმობთ?

- ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ად­რეა, რად­გან ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნეს­ტან კირ­თა­ძეს გა­მორ­ჩე­უ­ლი სათ­ქმე­ლი აქვს. ჩემი გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი, კერ­ძოდ, ჩემი ღვაწ­ლით ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი და ოსუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო მოძ­რა­ო­ბის პრე­ზი­დენ­ტად მუ­შა­ო­ბი­სას. ასე რომ, ჩემი შან­სე­ბი ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რია, მაგ­რამ მე ამ არ­ჩევ­ნებ­ში პრო­ცენ­ტებს არ ვით­ვლი, მთა­ვა­რია, მო­მე­ცეს ის პლატ­ფორ­მა, რაც ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მჭირ­დე­ბა. კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში სამ­შვი­დო­ბო ფორ­მა­ტით გა­სა­მართ შეხ­ვედ­რებს ვგუ­ლის­ხმობ. მე მაქვს ახლო კავ­ში­რე­ბი პა­რიზ­ში პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კურ და დიპ­ლო­მა­ტი­ურ წრე­ებ­თან, ასე­ვე ბრი­უ­სელ­სა და ბერ­ლინ­ში. მქონ­და ორი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა რუ­სე­თის უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­თან და ამას წი­ნათ გავ­გზავ­ნე ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი აფხა­ზე­თის ლი­დერ ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­თან, ჩემს სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე.

- რა გი­პა­სუ­ხათ ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­მა?

- დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პა­სუ­ხი გამ­ცა, რომ მი­ი­ღო ჩემი წე­რი­ლი და შემ­პირ­და, რომ გა­ეც­ნო­ბო­და... ასე რომ, მე მაქვს შან­სი, მთე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სით ასე­თი­ვე დი­ა­ლო­გი წარვმარ­თო მათ­თან, აფხა­ზებ­სა და ოსებს ვგუ­ლის­ხმობ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ქალი პრეზიდენტი და ლიდერი საქართველოში თამარ მეფის მერე არ ყოფილა!.."

"ქალი პრეზიდენტი და ლიდერი საქართველოში თამარ მეფის მერე არ ყოფილა!.."

ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტი ნესტან კირთაძე 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. მისი თქმით, გაუგებარი აღმოჩნდა კოალიცია "ქართული ოცნების" მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლა. "ღირსეული პრეზიდენტობისთვის საკმარისი არ არის, პრემიერ-მინისტრთან მეგობრობდე და ამიტომ გერგოს ქვეყნის პირველი პირის მანდატი..." - ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი და მიაჩნია, რომ მისი შანსები რეალურია...

- როდესაც ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები დაიწყო, გადავწყვიტე, ჩემი წვლილი მეც შემეტანა. ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ორი ფავორიტი გამოიკვეთება: პირველი მმართველი კოალიციიდან და მეორე - "ნაციონალური მოძრაობიდან", რომელსაც, თუნდაც ადმინისტრაციული რესურსებიდან გამომდინარე, ძალიან სერიოზული შანსი აქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროცესებში სხვა პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერთონ. გარდა ამისა, 96%-იანი ხმათა უმრავლესობით ქვეყნის სათავეში მოსვლის დრო წარსულს უნდა ჩაჰბარდეს. ასე არჩეულ ლიდერებს ან სამხედრო შეიარაღებული ჯგუფით ვიშორებთ, ან რევოლუცია ხდება, ან მისი რეიტინგი 12%-მდე ვარდება, მერე კი ქუჩაში დავდევთ. ამასთან, მე დიდი მოთმინებით ველოდებოდი და ვაკვირდებოდი, როგორ გაგრძელდებოდა პოლიტიკური პროცესები ოქტომბრის არჩევნების შემდგომ და მართალი გითხრათ, ძალიან გავოცდი, როდესაც დღეს უკვე მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი წარმოადგინა. მე მის, როგორც კოლეგის, მეცნიერის ან, გნებავთ, დამწყები პოლიტიკოსის მიმართ პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, რატომ უნდა დაესახელებინათ ის პრეზიდენტობის კანდიდატად. ვინმეს წარმოუდგენია მისი პერსონა პოლიტიკური ბექგრაუნდის გარეშე?!.

- მიგაჩნიათ, რომ მას მცირე შანსები აქვს?

- დიახ, ოღონდ მე ვამბობ "ქართული ოცნების", კონკრეტულად, მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ძალიან მაწუხებს ეს პოლიტიკური რეალობა, ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად ჯოხიც რომ წამოაყენოს, მას უკვე დიდი შანსი აქვსო. რა გამოცდილება აქვს მარგველაშვილს, ის, რომ ფილოსოფოსია და ირონიული იუმორი აქვს?.. ასეთი ფსიქოტიპის პრეზიდენტი საქართველოს საკმაოდ ძვირად დაუჯდება. არ მიწყინოს, რომ ასე ვარ მის მიმართ განწყობილი. ალბათ კიდევაც ულოცავენ უკვე პრეზიდენტობას, მაგრამ ეს არ არის გიორგის მიერ განვლილი გზის დამსახურება და თავად ყველაზე კარგად ეცოდინება. მე, როგორც პროფესიონალ პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, თუნდაც ახალი კონსტიტუციით, სულაც არ არის ისეთი უუფლებო, როგორადაც მას დღეს მავანი ექსპერტი ან სულაც კოალიცია წარმოაჩენს. დღესაც და ხვალაც, საქართველოში პრეზიდენტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პოსტად რჩება. ამიტომაც ამ პოსტზე უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც მოსალოდნელი კრიზისების განმუხტვა შეუძლია, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი შანსები როგორია?

- ასეთ პირობებში გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი მაქვს, თუმცა ჩემი შანსი პროცენტებსა და ციფრებში არ გამოიხატება, ისევე, როგორც ემოციური რეიტინგებით არ განისაზღვრება. პრეზიდენტობის ნებისმიერი კანდიდატისთვის აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, ისიც შიგადაშიგ... ყველასგან განსხვავებით, ჩვენ უკვე შევქმენით პრეცედენტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის ადამიანი, რომელსაც ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. არადა, რეალობა გვაქვს ასეთი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ასეთ შემთხვევაში, მე მაქვს საშუალება, საქართველოს მთავრობასა და ჩვენს აფხაზსა და ოს ძმებს საუკეთესო გამოსავალი შევთავაზოთ...

პრეზიდენტის გამოცდილებაზე, კომუნიკაციაზე, მის კავშირებსა და უნარებზე ქვეყნის მომავალია დამოკიდებული, ამიტომაც, როდესაც გავიგე, რომ ამ პოსტზე გიორგი მარგველაშვილი წარადგინეს, გადავწყვიტე, პრეზიდენტობისთვის მეც მებრძოლა. თუმცა ვაცნობიერებ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ქართველი ერის ემოციურ დამოკიდებულებას და შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილის პოტენციალს, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით. თუმცა, იმასაც შეგუებული ვარ, რომ შესაძლოა, ჩემმა ბრძოლამ შედეგი არ გამოიღოს. არადა, ახლა ჩემს ქვეყანას ძალიან ვჭირდები.

- შესაძლო დამარცხებას გულისხმობთ?

- ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ქართველი საზოგადოებისთვის ნესტან კირთაძეს გამორჩეული სათქმელი აქვს. ჩემი გამორჩეულობა ჩემი საქმიანობით არის გამყარებული, კერძოდ, ჩემი ღვაწლით ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტად მუშაობისას. ასე რომ, ჩემი შანსები ძალიან რეალურია, მაგრამ მე ამ არჩევნებში პროცენტებს არ ვითვლი, მთავარია, მომეცეს ის პლატფორმა, რაც ჩემი საქმიანობის მიმართულებით მჭირდება. კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ფორმატით გასამართ შეხვედრებს ვგულისხმობ. მე მაქვს ახლო კავშირები პარიზში პოლიტიკურ-ეკონომიკურ და დიპლომატიურ წრეებთან, ასევე ბრიუსელსა და ბერლინში. მქონდა ორი ოფიციალური შეხვედრა რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ლიდერებთან და ამას წინათ გავგზავნე ოფიციალური წერილი აფხაზეთის ლიდერ ალექსანდრე ანქვაბთან, ჩემს სამშვიდობო ინიციატივაზე.

- რა გიპასუხათ ალექსანდრე ანქვაბმა?

- დიპლომატიური პასუხი გამცა, რომ მიიღო ჩემი წერილი და შემპირდა, რომ გაეცნობოდა... ასე რომ, მე მაქვს შანსი, მთელი საპრეზიდენტო კამპანიის, პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით ასეთივე დიალოგი წარვმართო მათთან, აფხაზებსა და ოსებს ვგულისხმობ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა