საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლენუკა ყიფშიძის სინანულის ათი წელი
ლენუკა ყიფშიძის სინანულის ათი წელი

"31 წლის მო­დე­ლი ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე მი­იჩ­ნევს, რომ დროა, ძვე­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პო­დი­უ­მი ასა­კით პა­ტა­რებს და­უთ­მონ და ალ­ბათ ამი­ტო­მაც, ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ფო­ტო­კა­მე­რის წინ პო­ზი­რებს სი­ა­მოვ­ნე­ბით. ლე­ნუ­კა ცხოვ­რე­ბის 10-წლი­ან და­ნა­კარ­გსა და მო­ნა­პო­ვარ­ზე, შვილ­სა და ძმის­შვილ­ზე გვე­სა­უბ­რა...

- ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში "ჯომა სპორ­ტის" ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ. ვი­ნა­ი­დან სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში ხში­რად დავ­დი­ო­დი, შე­მომ­თა­ვა­ზეს, - "ჯო­მას" სახე ხომ არ გახ­დე­ბიო? ეს ეს­პა­ნუ­რი ბრენ­დია, მე კი საქ­მე­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩა­ვერ­თე. ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ მძლე­ოს­ნებს, მო­ჭი­და­ვე­ებ­სა და ფეხ­ბურ­თე­ლებს ვმო­სავთ. სხვა­თა შო­რის, ამ ბრენ­დის ტან­საც­მე­ლი "ვა­ლენ­სი­ას" გუნდს აც­ვია.

- სა­მო­დე­ლო სფე­როს ჩა­მო­შორ­დი?

- ფო­ტო­სე­სი­ებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ. ამ ეტაპ­ზე ჩემ­თვის კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა უფრო მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა, ვიდ­რე - პო­დი­უმ­ზე გავ­ლა, თან - იმა­საც ვფიქ­რობ, რომ დროა, "ძვე­ლებ­მა" პო­დი­უ­მი ახალ თა­ო­ბას და­ვუთ­მოთ (იცი­ნის).

- ოჯა­ხი რამ­დე­ნი წლი­სამ შექ­მე­ნი?

- 18-ის გავ­ხდი თუ არა, გა­ვი­პა­რეთ. მშობ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ სან­დროს ვხვდე­ბო­დი. მა­შინ, როცა გა­თხო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, არ მი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ ბევრ რა­მეს მოვ­წყდე­ბო­დი...

- რას გუ­ლის­ხმობ?

- პირ­ველ რიგ­ში, სწავ­ლას ვგუ­ლის­ხმობ; მე ის პე­რი­ო­დი დავ­კარ­გე, რო­მე­ლიც ამ მხრივ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რა­ტომ­ღაც, მოხ­და ისე, რომ ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ ძა­ლი­ან "ჩა­ვი­კე­ტე". ახ­ლობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ეკი­თხე­ბოდ­ნენ, - ცო­ცხა­ლი­აო?! ბავ­შვზე იმ­დე­ნად გა­და­ვერ­თე, ისე ფა­ნა­ტი­კუ­რად ვუვ­ლი­დი, რომ თა­ვად ვერც ვხვდე­ბო­დი, ლაღ ცხოვ­რე­ბას, სწავ­ლას რომ მოვ­წყდი. მოკ­ლედ, 20-დან 30 წლამ­დე პე­რი­ო­დი უბ­რა­ლოდ, დავ­კარ­გე... მინ­და, რაც სა­კუ­თარ თავს და­ვა­კე­ლი, ჩემს შვილ­სა და ძმის­შვილ­ში, ნა­ტა­ლი­ა­ში "ჩავ­დო". მათ გა­მუდ­მე­ბით იმას ვუ­მე­ო­რებ, რომ ყო­ვე­ლი დღე, ყო­ვე­ლი წუთი უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ... ისე, ჩემ­მა დიდ­მა ბე­ბი­ამ დიდ ასაკ­ში, მე­ო­რედ ჩა­ა­ბა­რა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კარ­გად ვიცი, რომ სწავ­ლა არას­დრო­საა გვი­ან. ჰოდა, ამ­ჯე­რად ინ­გლი­სუ­რი ენის დახ­ვე­წას ვა­პი­რებ.

- საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასაკ­ში გახ­დი დედა...

- ბავ­შვის და­ბა­დე­ბა უდი­დე­სი სას­წა­უ­ლია! ასეთ დროს ქალს ისე­თი გრძნო­ბა გე­უფ­ლე­ბა, თით­ქოს სა­ოც­რე­ბა შექ­მე­ნი და მეც, სა­კუ­თა­რი თავი დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ზე მა­გა­რი მე­გო­ნა. მახ­სოვს, როცა ნი­კუ­შას პირ­ვე­ლად დავ­ხე­დე, შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, მაგ­რამ ხმა რომ გა­ვი­გო­ნე, სულ გა­და­ვი­რიე (იცი­ნის). ის, ვინც ბავ­შვს სა­კე­ის­რო­თი აჩენს, ამ გან­ცდას მოკ­ლე­ბუ­ლია. ისე, რომ და­აკ­ვირ­დე, კარ­გად ხარ თუ ცუ­დად, სულ დე­დას ახ­სე­ნებ: "ვა­ი­მე, დედა!" "დედა, რა კარ­გია!" გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად თუ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, დღე­ში რამ­დენ­ჯერ ვამ­ბობთ ამ სი­ტყვას... დე­დო­ბა ღმერ­თის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რია. იმ პე­რი­ოდ­ში იმ­დე­ნად ვი­ყა­ვი ბავ­შვზე გა­დარ­თუ­ლი, რომ ამან ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც იქო­ნია გავ­ლე­ნა. გული მწყდე­ბა, კი­დევ ერთი შვი­ლი რომ არ მყავს. ერთ-ერთი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ გავ­ლილ 10 წე­ლი­წადს და­კარ­გუ­ლად მი­ვიჩ­ნევ, ესეც არის. ვერ გა­დავ­წყვი­ტე, რა მინ­დო­და, ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლი ვი­ყა­ვი და ამა­სო­ბა­ში, დრო თვალ­სა და ხელს შუა გა­მე­პა­რა. თუმ­ცა, იმ ათმა წელ­მა ბევ­რი რამ მას­წავ­ლა, ძა­ლი­ან შემ­ცვა­ლა და თვა­ლი ამი­ხი­ლა, ბევ­რი რა­მის გა­და­ფა­სე­ბა მოხ­და ჩემ­ში.

- შე­გიძ­ლია თქვა, რომ დე­დო­ბამ შენს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცე­ბი "შე­ი­წი­რა"?

- დე­დო­ბას არა­ფე­რი შე­უ­წი­რია, პი­რი­ქით - ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ახალ­გაზ­რდა დედა გახ­ლა­ვართ. უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი ნი­კუ­შას ჩემს შვი­ლად ვერ აღიქ­ვა­მენ და ზოგ­ჯერ მეც მა­ვი­წყდე­ბა, რომ ჩემი შვი­ლია, და-ძმა­სა­ვით ვართ. დედა, მამა, ყო­ფი­ლი დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი მეხ­მა­რე­ბი­ან მის აღ­ზრდა­ში.

- შვილ­თან მკაც­რი ხარ?

- ძა­ლი­ან მკაც­რი ვარ. არ ვამ­ბობ, რომ ჩემი უნდა ეში­ნო­დეს, მაგ­რამ შვილ­თან, მით უმე­ტეს - ბი­ჭთან სიმ­კაც­რე აუ­ცი­ლე­ბე­ლია. რა­ღაც პე­რი­ო­დი ხში­რად ვჩხუ­ბობ­დით, ახლა კი მე­გობ­რუ­ლად ვსა­უბ­რობთ. მის რჩე­ვებ­საც ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ძა­ლი­ან მინ­და, და ჰყავ­დეს, რად­გან ვფიქ­რობ, რომ დაძ­მო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფე­ნო­მე­ნია... ნი­კუ­შა ცურ­ვა­ზე და­დის; ფეხ­ბურ­თსაც თა­მა­შობ­და, მაგ­რამ დრო­ე­ბით შევ­წყვი­ტეთ.

- შენ თქვი, რომ ნა­ტა­ლია შვი­ლი­ვით გიყ­ვარს...

- ის ერთი კვი­რა დე­დას­თან არის, ერთი კვი­რა - ჩვენ­თან და ამ დროს ოჯახ­ში სამი მე­გო­ბა­რი ვართ - მე, ნი­კუ­შა და ნა­ტა­ლია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ზოგ­ჯერ "დეს" მე­ძა­ხის და ასეთ დროს ვგიჟ­დე­ბი ხოლ­მე. როცა შვი­ლის მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ, იქვე ნა­ტა­ლი­ა­ზეც მე­ფიქ­რე­ბა. ჩემი შვი­ლი და ძმის­შვი­ლი ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ: 12 წლი­სა­ნი არი­ან, ერთ კლას­ში სწავ­ლო­ბენ, ერ­თმა­ნეთს "დასა" და "ძმას" ეძა­ხი­ან. უნდა ნა­ხოთ, რო­გორ უვ­ლის ნა­ტა­ლია - მათი ყუ­რე­ბი­სას მე­ღი­მე­ბა. დიდ ბე­ბი­ას - ელე­ნეს მახ­სე­ნებს სა­უბ­რის მა­ნე­რით, მი­მი­კე­ბით...

- ნი­კუ­შა ბე­რას კლიპ­ში რო­გორ მოხ­ვდა?

- ნა­ტა­ლი­ას და ნი­კუ­შას ბერა ძა­ლი­ან უყ­ვართ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოგ­ვწე­რეს, - გვინ­და, ნი­კუ­შა კლიპ­ში გა­და­ვი­ღო­თო. რა თქმა უნდა, შე­მო­თა­ვა­ზე­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდით.

- ამ ფაქტს პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა არ მი­ე­ცა?

- კი, ასე­თი რა­ღა­ცე­ბიც თქვეს. მგო­ნია, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა და პო­ლი­ტი­კა სხვა­დას­ხვა რამ არის.

- სპორ­ტულ დარ­ბა­ზებს, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებს ხში­რად სტუმ­რობ?

- ყო­ველ­დღე სა­ლონ­ში სი­ა­რუ­ლი და სპა-მა­სა­ჟე­ბი ჩემი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი არ არის, ამის არც სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს. უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს თა­ვის მოვ­ლა. ელე­ნე მას­წავ­ლი­და, რო­გორ უნდა მი­მე­ხე­და სა­ხის კა­ნის­თვის. ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სიც მი­წყობს ხელს იმა­ში, რომ კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე: სი­გა­რეტს არ ვე­წე­ვი, ყა­ვა­საც იშ­ვი­ა­თად ვსვამ. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ, ეს ადრე და­ძი­ნე­ბა და კვე­ბის რე­ჟი­მის დაც­ვა გახ­ლავთ.

- ნი­კუ­შას და ბა­ბუ­ას რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ?

- ზურა ფეხ­ბურ­თის "მა­ნი­ა­კია". როცა ტე­ლე­ვი­ზორ­ში მატ­ჩი გა­დის, ბავ­შვი ოთა­ხი­დან გაჰ­ყავს და ერ­თად უყუ­რე­ბენ. ნი­კუ­შა ფეხ­ბურთში კარ­გად ერ­კვე­ვა... ოჯახ­ში მე­უბ­ნე­ბი­ან, - თუ გა­თხოვ­დე­ბი, ბავ­შვს არ გა­გა­ტან­თო. ზურა იმა­საც დას­ძენს ხოლ­მე: არ უნდა გა­თხოვ­დე; ხომ იცი, ჩვენ ერ­თმა­ნეთს უნდა შე­ვა­ბერ­დე­თო (იცი­ნის)...

- და­სას­ვე­ნებ­ლად შვილ­თან ერ­თად მი­დი­ხარ ხოლ­მე?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს შვილ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბა. ნი­კუ­შას გა­რე­შე სი­ცა­რი­ე­ლეს ვგრძნობ. სა­ერ­თოდ, ის უპ­რობ­ლე­მო ბავ­შვია.

- თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მა­მა­კა­ცი რომ გა­მოჩ­ნდეს...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ნი­კუ­შა უკვე იმ ასაკ­შია, რომ ვალ­დე­ბუ­ლიც ვარ, მას ამის შე­სა­ხებ აზრი ვკი­თხო. მა­მა­კაც­მა, რო­მელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­საც გა­დავ­წყვეტ, ჩემი შვი­ლიც უნდა შე­იყ­ვა­როს, მაგ­რამ თუ ამას ვერ შეძ­ლებს, მა­შინ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მეც არ მო­მინ­დე­ბა!

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ლენუკა ყიფშიძის სინანულის ათი წელი

ლენუკა ყიფშიძის სინანულის ათი წელი

"31 წლის მოდელი ლენუკა ყიფშიძე მიიჩნევს, რომ დროა, ძველი თაობის წარმომადგენლებმა პოდიუმი ასაკით პატარებს დაუთმონ და ალბათ ამიტომაც, ამ ეტაპზე მხოლოდ ფოტოკამერის წინ პოზირებს სიამოვნებით. ლენუკა ცხოვრების 10-წლიან დანაკარგსა და მონაპოვარზე, შვილსა და ძმისშვილზე გვესაუბრა...

- ამჟამად საქართველოში "ჯომა სპორტის" ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ. ვინაიდან სპორტულ დარბაზში ხშირად დავდიოდი, შემომთავაზეს, - "ჯომას" სახე ხომ არ გახდებიო? ეს ესპანური ბრენდია, მე კი საქმეში რამდენიმე თვის წინ ჩავერთე. ჯერჯერობით, მხოლოდ მძლეოსნებს, მოჭიდავეებსა და ფეხბურთელებს ვმოსავთ. სხვათა შორის, ამ ბრენდის ტანსაცმელი "ვალენსიას" გუნდს აცვია.

- სამოდელო სფეროს ჩამოშორდი?

- ფოტოსესიებში ვმონაწილეობ. ამ ეტაპზე ჩემთვის კამერასთან მუშაობა უფრო მეტად საინტერესოა, ვიდრე - პოდიუმზე გავლა, თან - იმასაც ვფიქრობ, რომ დროა, "ძველებმა" პოდიუმი ახალ თაობას დავუთმოთ (იცინის).

- ოჯახი რამდენი წლისამ შექმენი?

- 18-ის გავხდი თუ არა, გავიპარეთ. მშობლებმა იცოდნენ, რომ სანდროს ვხვდებოდი. მაშინ, როცა გათხოვების გადაწყვეტილება მივიღე, არ მიფიქრია იმაზე, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ ბევრ რამეს მოვწყდებოდი...

- რას გულისხმობ?

- პირველ რიგში, სწავლას ვგულისხმობ; მე ის პერიოდი დავკარგე, რომელიც ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია. რატომღაც, მოხდა ისე, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ძალიან "ჩავიკეტე". ახლობლები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, - ცოცხალიაო?! ბავშვზე იმდენად გადავერთე, ისე ფანატიკურად ვუვლიდი, რომ თავად ვერც ვხვდებოდი, ლაღ ცხოვრებას, სწავლას რომ მოვწყდი. მოკლედ, 20-დან 30 წლამდე პერიოდი უბრალოდ, დავკარგე... მინდა, რაც საკუთარ თავს დავაკელი, ჩემს შვილსა და ძმისშვილში, ნატალიაში "ჩავდო". მათ გამუდმებით იმას ვუმეორებ, რომ ყოველი დღე, ყოველი წუთი უნდა გამოიყენონ... ისე, ჩემმა დიდმა ბებიამ დიდ ასაკში, მეორედ ჩააბარა უნივერსიტეტში და აქედან გამომდინარე, კარგად ვიცი, რომ სწავლა არასდროსაა გვიან. ჰოდა, ამჯერად ინგლისური ენის დახვეწას ვაპირებ.

- საკმაოდ პატარა ასაკში გახდი დედა...

- ბავშვის დაბადება უდიდესი სასწაულია! ასეთ დროს ქალს ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს საოცრება შექმენი და მეც, საკუთარი თავი დედამიწაზე ყველაზე მაგარი მეგონა. მახსოვს, როცა ნიკუშას პირველად დავხედე, შოკში ჩავვარდი, მაგრამ ხმა რომ გავიგონე, სულ გადავირიე (იცინის). ის, ვინც ბავშვს საკეისროთი აჩენს, ამ განცდას მოკლებულია. ისე, რომ დააკვირდე, კარგად ხარ თუ ცუდად, სულ დედას ახსენებ: "ვაიმე, დედა!" "დედა, რა კარგია!" გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, დღეში რამდენჯერ ვამბობთ ამ სიტყვას... დედობა ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარია. იმ პერიოდში იმდენად ვიყავი ბავშვზე გადართული, რომ ამან ქმართან ურთიერთობაზეც იქონია გავლენა. გული მწყდება, კიდევ ერთი შვილი რომ არ მყავს. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გავლილ 10 წელიწადს დაკარგულად მივიჩნევ, ესეც არის. ვერ გადავწყვიტე, რა მინდოდა, ჩამოუყალიბებელი ვიყავი და ამასობაში, დრო თვალსა და ხელს შუა გამეპარა. თუმცა, იმ ათმა წელმა ბევრი რამ მასწავლა, ძალიან შემცვალა და თვალი ამიხილა, ბევრი რამის გადაფასება მოხდა ჩემში.

- შეგიძლია თქვა, რომ დედობამ შენს ცხოვრებაში რაღაცები "შეიწირა"?

- დედობას არაფერი შეუწირია, პირიქით - ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდა დედა გახლავართ. უცხო ადამიანები ნიკუშას ჩემს შვილად ვერ აღიქვამენ და ზოგჯერ მეც მავიწყდება, რომ ჩემი შვილია, და-ძმასავით ვართ. დედა, მამა, ყოფილი დედამთილ-მამამთილი მეხმარებიან მის აღზრდაში.

- შვილთან მკაცრი ხარ?

- ძალიან მკაცრი ვარ. არ ვამბობ, რომ ჩემი უნდა ეშინოდეს, მაგრამ შვილთან, მით უმეტეს - ბიჭთან სიმკაცრე აუცილებელია. რაღაც პერიოდი ხშირად ვჩხუბობდით, ახლა კი მეგობრულად ვსაუბრობთ. მის რჩევებსაც ვითვალისწინებ. ძალიან მინდა, და ჰყავდეს, რადგან ვფიქრობ, რომ დაძმობა განსაკუთრებული ფენომენია... ნიკუშა ცურვაზე დადის; ფეხბურთსაც თამაშობდა, მაგრამ დროებით შევწყვიტეთ.

- შენ თქვი, რომ ნატალია შვილივით გიყვარს...

- ის ერთი კვირა დედასთან არის, ერთი კვირა - ჩვენთან და ამ დროს ოჯახში სამი მეგობარი ვართ - მე, ნიკუშა და ნატალია. წარმოიდგინეთ, ზოგჯერ "დეს" მეძახის და ასეთ დროს ვგიჟდები ხოლმე. როცა შვილის მომავალზე ვფიქრობ, იქვე ნატალიაზეც მეფიქრება. ჩემი შვილი და ძმისშვილი ერთად გაიზარდნენ: 12 წლისანი არიან, ერთ კლასში სწავლობენ, ერთმანეთს "დასა" და "ძმას" ეძახიან. უნდა ნახოთ, როგორ უვლის ნატალია - მათი ყურებისას მეღიმება. დიდ ბებიას - ელენეს მახსენებს საუბრის მანერით, მიმიკებით...

- ნიკუშა ბერას კლიპში როგორ მოხვდა?

- ნატალიას და ნიკუშას ბერა ძალიან უყვართ. სოციალურ ქსელში მოგვწერეს, - გვინდა, ნიკუშა კლიპში გადავიღოთო. რა თქმა უნდა, შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდით.

- ამ ფაქტს პოლიტიკური შეფასება არ მიეცა?

- კი, ასეთი რაღაცებიც თქვეს. მგონია, რომ ხელოვნება და პოლიტიკა სხვადასხვა რამ არის.

- სპორტულ დარბაზებს, სილამაზის სალონებს ხშირად სტუმრობ?

- ყოველდღე სალონში სიარული და სპა-მასაჟები ჩემი ცხოვრების სტილი არ არის, ამის არც საშუალება მაქვს. უბრალოდ, ძალიან მიყვარს თავის მოვლა. ელენე მასწავლიდა, როგორ უნდა მიმეხედა სახის კანისთვის. ცხოვრების ჯანსაღი წესიც მიწყობს ხელს იმაში, რომ კარგად გამოვიყურებოდე: სიგარეტს არ ვეწევი, ყავასაც იშვიათად ვსვამ. ერთადერთი, რასაც ვერ ვახერხებ, ეს ადრე დაძინება და კვების რეჟიმის დაცვა გახლავთ.

- ნიკუშას და ბაბუას როგორი ურთიერთობა აქვთ?

- ზურა ფეხბურთის "მანიაკია". როცა ტელევიზორში მატჩი გადის, ბავშვი ოთახიდან გაჰყავს და ერთად უყურებენ. ნიკუშა ფეხბურთში კარგად ერკვევა... ოჯახში მეუბნებიან, - თუ გათხოვდები, ბავშვს არ გაგატანთო. ზურა იმასაც დასძენს ხოლმე: არ უნდა გათხოვდე; ხომ იცი, ჩვენ ერთმანეთს უნდა შევაბერდეთო (იცინის)...

- დასასვენებლად შვილთან ერთად მიდიხარ ხოლმე?

- ძალიან მიყვარს შვილთან ერთად დასვენება. ნიკუშას გარეშე სიცარიელეს ვგრძნობ. საერთოდ, ის უპრობლემო ბავშვია.

- თქვენს ცხოვრებაში მამაკაცი რომ გამოჩნდეს...

- (მაწყვეტინებს) ნიკუშა უკვე იმ ასაკშია, რომ ვალდებულიც ვარ, მას ამის შესახებ აზრი ვკითხო. მამაკაცმა, რომელთან ურთიერთობასაც გადავწყვეტ, ჩემი შვილიც უნდა შეიყვაროს, მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ მასთან ურთიერთობა მეც არ მომინდება!

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება