მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრება დაუცველ ზონაში
ცხოვრება დაუცველ ზონაში

"ძა­ლი­ან კე­თი­ლი და გულ­ღი­აა ჩემი შვი­ლი... თა­ვად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ და სულ ცდი­ლობ­და, სხვის­თვის მო­ე­მარ­თა ხელი. გა­ჭირ­ვე­ბა­ზე რომ წა­ვი­წუ­წუ­ნებ­დი, - გარ­შე­მო ყვე­ლას უჭირ­სო, მე­ტყო­და! - მე ჩემს გა­სა­ჭირს ვტი­რი, შვი­ლო-მეთ­ქი... 2008 წლის ომის შემ­დეგ იმ­დე­ნი რამე გა­და­ვი­ტა­ნეთ, გვე­გო­ნა, საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამ კუ­თხის შვი­ლე­ბის­თვის მშვი­დო­ბა ჯერ კი­დევ სა­ნატ­რე­ლია და არა­ვინ იცის, კი­დევ რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ასე", - ამ­ბობს როს­ტომ სო­სი­აშ­ვი­ლის დედა, მაია ქო­ქოშ­ვი­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის დღის წინ გა­ტა­ცე­ბუ­ლი შვი­ლის შე­სა­ხებ ჯე­რაც არა­ფე­რი იცი­ან. "ტე­ლე­ვი­ზორს ვართ მი­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი, უკე­თე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ლო­დინ­ში, მაგ­რამ ჯერ არა­ფე­რი ხდე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩემი შვი­ლი ცხინ­ვა­ლის იზო­ლა­ტორ­ში ჰყავთ"... - სა­უბ­რი­სას ხმა უწყდე­ბა. შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ნერ­ვი­უ­ლობს, რომ მე­დი­კა­მენ­ტის გა­რე­შე მისი დარ­ჩე­ნა არ შე­იძ­ლე­ბა, მუდ­მი­ვი თვალ­ყუ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა...

მაია ქო­ქოშ­ვი­ლი:

- არ ვიცი, რა გი­თხრათ... ცო­ცხალ-მკვდა­რი ვარ!.. ვე­რა­ფერს ვშვე­ლი შვილს. არ ვი­ცო­დე მა­ინც, ვის­თან გვაქვს საქ­მე. წლე­ბია, ასე გრძელ­დე­ბა. მუდ­მი­ვად შე­ზღუ­დუ­ლე­ბი ვართ - სა­კუ­თარ ბაღ­შიც ვერ გა­დავ­სულ­ვართ მო­სარ­წყა­ვად, არა­და, მო­სა­ვა­ლი და­თე­სი­ლი გვაქვს და თუ არ მორ­წყე, გახ­მე­ბა... ახლა მო­სავ­ლის დარ­დი არ მაქვს, ოღონდ შვი­ლი ცო­ცხა­ლი და­მიბ­რუნ­დეს. ეს დღე­ე­ბი ტი­რი­ლის მეტს არა­ფერს ვა­კე­თებ. ჩემი ქმა­რი დარ­დით აღარ არის. ღა­მე­ე­ბი არ გვძი­ნავს. ბიჭს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი და­უდ­გი­ნეს, მო­უკ­ვდეს დედა!.. ორ­ჯერ ამო­უ­ღეს წყა­ლი ფილ­ტვე­ბი­დან... ღამე მის ნივ­თებ­თან ჩა­ხუ­ტე­ბულს მძი­ნავს. დღე მოთ­ქმით დავ­დი­ვარ, - ჩემს და­კარ­გულ შვილ­თან ერ­თად, აქა­უ­რე­ბის სატ­კი­ვარ­საც ვტი­რი... სა­ტი­რა­ლი კი ნამ­დვი­ლად გვაქვს, - აქ, სა­დაც ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ, არც ომია და არც მშვი­დო­ბა. ერთ დღეს ყვე­ლა­ნი სად­მე გა­და­ვიხ­ვე­წე­ბით და აქა­უ­რო­ბაც და­იც­ლე­ბა...

- ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რია?

- ამ ბოლო დროს გახ­შირ­და... ხან­და­ხან სრო­ლე­ბიც ის­მის. ძა­ლი­ან ძნე­ლია კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ცხოვ­რე­ბა. მუდ­მი­ვად და­უც­ვე­ლი ხარ. ეზო­დან გას­ვლის გვე­ში­ნია... გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ შო­რი­ახ­ლოს 13-14 წლის ბავ­შვე­ბი ნა­ხირს აძო­ვებ­დნენ. როს­ტომს და­უ­ნა­ხავს, რომ ბუჩ­ქე­ბი­დან რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი გა­მო­სუ­ლან და ბავ­შვე­ბის­კენ წა­მო­სუ­ლან. ჩემს შვილს მათი გაფრ­თხი­ლე­ბა უც­დია და ამ დროს და­უ­კა­ვე­ბი­ათ. - რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბი იყ­ვნენ, როს­ტომს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და­ა­დეს, "ვი­ლის­ში" ჩას­ვეს და წა­იყ­ვა­ნე­სო, - თქვეს აქა­უ­რებ­მა.

- საით წა­უყ­ვა­ნი­ათ?

- ცხინ­ვა­ლის­კე­ნო, ასე თქვეს... იმ ტე­რი­ტო­რი­ას ქარ­თვე­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ, მაგ­რამ რუ­სე­ბი მა­ინც გად­მო­დი­ან... რო­მე­ლი ერთი ვი­დარ­დო, არ ვიცი. რას უზა­მენ ჩემს შვილს, სცე­მენ, და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ თუ რა მო­ა­ფიქ­რდე­ბათ? ცე­მას ვერ აი­ტანს. ჯან­მრთე­ლო­ბა არ აქვს, მო­უკ­ვდეს დედა... ერგნეთ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­სო, თქვეს. ჯან­მრთე­ლი მა­ინც იყოს და ეს მა­ინც არ მქონ­დეს სა­დარ­დე­ბე­ლი. პი­რა­დო­ბაც არ აქვს და იმა­საც ვნერ­ვი­უ­ლობ, ვა­ი­თუ, იქი­დან გად­მოყ­ვა­ნი­სას პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნას.

- პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა რა­ტომ არ აქვს?

- მრცხვე­ნია, ამას რომ ვამ­ბობ, მაგ­რამ სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და, რომ პი­რა­დო­ბის­თვის სა­ჭი­რო ფული გა­დაგ­ვე­ხა­და. არა­და, 24 წლის არის უკვე ბიჭი... ერთ ოთახ­ში ხუთი სული ვცხოვ­რობთ. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბაც არ გვაქვს, შეგ­ვი­ჩე­რეს და არც აუხ­სნი­ათ, რა­ტომ მო­იქ­ცნენ ასე... არც სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვა გვაქვს, მხო­ლოდ პო­ლი­სით სარ­გებ­ლო­ბა შეგ­ვიძ­ლია, მაგ­რამ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის არ­ქო­ნის გამო, ჩემს ბიჭს პო­ლი­სიც არ აქვს... გა­ჭირ­ვე­ბა ჩემი ოჯა­ხის­თვის და ზო­გა­დად, აქა­უ­რე­ბის­თვის, ახა­ლი არ არის. მე და ჩემს მე­უღ­ლეს სამი შვი­ლი გვყავს. მუ­შა­ო­ბა არ გვე­ზა­რე­ბა, მაგ­რამ მო­სავ­ლის მოყ­ვა­ნას ბო­ლომ­დე მი­ყო­ლა სჭირ­დე­ბა, ნა­თეს­მა და ნარ­გავ­მა რომ გა­ი­ხა­როს, უნდა მორ­წყა, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გვაქვს.

კახა სო­სი­აშ­ვი­ლი, როს­ტო­მის ძმა:

- როს­ტო­მი ჩემ­ზე ერთი წლით უფ­რო­სია. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. ისე­თი კე­თი­ლია, სხვის გამო, ვინც უნდა იყოს ის, გულს ამო­ი­ღებს... ბოლო დროს ძა­ლი­ან და­სუს­ტდა, უამ­რავ მე­დი­კა­მენტს იღებ­და. ხში­რად წამ­ლის ფული არ გვქონ­და და ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, - მე ვე­რა­ფერ­ში გეხ­მა­რე­ბით, პი­რი­ქით, ტვირ­თად გაწ­ვე­ბი­თო. სო­ფელ­ში ხომ იცით, სულ საქ­მეა. როს­ტო­მი სუს­ტად იყო და ვერ გვეხ­მა­რე­ბო­და.

- დიდი ხა­ნია, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს?

- ამ ბოლო დროს ძა­ლი­ან გა­უ­უ­ა­რეს­და. ისე კი, ყო­ველ­თვის სუს­ტი ბავ­შვი იყო, და­ბა­ლი სი­ცხე­ე­ბი ჰქონ­და და ახ­ვე­ლებ­და.

- კახა, ვიცი, რომ კი­დევ ერთი დედ­მა­მიშ­ვი­ლი გყავთ, არა?

- დიახ, 15 წლის დაც მყავს. სკო­ლა­ში და­დის, ოღონდ ყო­ველ­თვის ვერ ახერ­ხებს, - ხან რა პრობ­ლე­მა გვაქვს, ხან - რა. ზოგ­ჯერ, უბ­რა­ლოდ, ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლაც სა­ხი­ფა­თოა და ამი­ტო­მაც ვე­რი­დე­ბით მის გაშ­ვე­ბას, ზოგ­ჯერ კი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი უშ­ლის ხელს... ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან არც ერთი არ ვმუ­შა­ობთ. სტა­ბი­ლურ სა­მუ­შა­ოს ვგუ­ლის­ხმობ, თო­რემ მე და მა­მა­ჩე­მი დღი­უ­რი საქ­მის გა­მო­ძებ­ნას ვა­ხერ­ხებთ... აქ ყვე­ლა ასეა. თუ მო­სა­ვალ­მა გა­ა­მარ­თლა, ვი­თა­რე­ბაც მშვი­დია და თუ მისი აღე­ბა დაგ­ვა­ცა­დეს, კი­დევ არა გვი­შავს.

- სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო­დან დახ­მა­რე­ბის აღ­დგე­ნის თა­ო­ბა­ზე არა­ვინ დაგ­კავ­ში­რე­ბი­ათ?

- არა, არა­ვინ მო­სუ­ლა... დე­და­ჩემს "წი­თე­ლი ჯვა­რი­დან" და­უ­რე­კეს, გა­დას­ვლას ვა­პი­რებთ და თქვეს, მე­დი­კა­მენ­ტებს ჩა­ვუ­ტან­თო, მაგ­რამ არა­ვინ გა­და­სუ­ლა... რა ხდე­ბა, რო­გორ არის ჩემი ძმა, არა­ფე­რი ვი­ცით. რა სა­ში­ნე­ლი ყო­ფი­ლა გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ყოფ­ნა.

დათო, როს­ტომ სო­სი­აშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვი:

- აქ ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთს ვუ­მარ­თავთ ხელს და ისე ვცხოვ­რობთ. სხვა­ნა­ი­რად გაძ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამას წი­ნათ, სა­დღაც წა­ვი­კი­თხე, იქა­უ­რე­ბი რუს მე­სა­ზღვრე­ებს მშვე­ნივ­რად ეწყო­ბი­ა­ნო, - არ არის ასე. რუსი რომ ჩვენს ბაღ­ში ხილს მო­წყვეტს, მა­გის გამო თოფს ვერ ვეს­ვრით. ასე თუ მო­ვი­ქე­ცით, უა­რეს შე­დეგს მი­ვი­ღებთ და ხელს ვე­რა­ვინ შე­უშ­ლის. საკ­მა­რი­სია, აქ ერთი დღე გა­ა­ტა­როს ადა­მი­ან­მა და ამა­ში თა­ვად დარ­წმუნ­დე­ბა... ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი ხილ-ბოსტნე­უ­ლია და ზოგ­ჯერ იმა­საც გვარ­თმე­ვენ. უმუ­შევ­რო­ბა ყვე­ლას გვა­წუ­ხებს. ად­გი­ლობ­რივ­თა დიდ ნა­წილს სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზი­თა და ვა­დით შე­უ­წყვი­ტეს. თუ ბა­ღებს არ მო­ვუ­ა­რეთ და ის მცი­რე­დი შე­მო­სა­ვა­ლი მა­ინც არ მი­ვი­ღეთ, შიმ­ში­ლით და­ვი­ხო­ცე­ბით, მაგ­რამ მათი მოვ­ლა სა­რის­კოა. იმათ, ვინც რუს მე­სა­ზღვრე­ებ­თან "სა­ა­მურ" ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გვა­და­ნა­შა­უ­ლებს, ალ­ბათ არც კი იცი­ან, რომ აქ ისე­თი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი ცხოვ­რო­ბენ, რომ­ლე­ბიც დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე მდი­ნა­რე ლი­ახვში თევ­ზა­ო­ბით ირ­ჩე­ნენ თავს. ბევ­რს ისე უჭირს, შვი­ლებს სკო­ლა­ში ვერ უშ­ვე­ბენ... ვიცი, ჩემს ნა­თე­სავ სო­სი­აშ­ვი­ლებს მო­ე­რი­დე­ბო­დათ და თა­ვი­ანთ გა­სა­ჭირ­ზე ბო­ლომ­დე არ მო­გიყ­ვე­ბოდ­ნენ: - ერთ ეზო­ში ორი ძმა ცხოვ­რობს. ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში არი­ან თავ­მოყ­რი­ლი სამი შვი­ლი, მათ შო­რის - ავად­მყო­ფი როს­ტო­მი და დედ-მამა... ცოდ­ვას ვე­რა­ვინ იტყვის და მა­გათ სი­ზარ­მა­ცეს ვე­რა­ვინ და­აბ­რა­ლებს, მაგ­რამ ჩვენს შრო­მას რა აზრი აქვს?..

- სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცია და­დის სო­ფელ­ში?

- ხუმ­რობთ ალ­ბათ... ქარ­თულ პო­ლი­ცი­ას რუ­სე­ბი ან­გა­რიშს სა­ერ­თოდ აღარ უწე­ვენ. არც ჩვე­ნე­ბი რის­კა­ვენ მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას... ეს პრობ­ლე­მა მხო­ლოდ დიცს არ ეხე­ბა. სო­ფელ დვან­ში დე­დუ­ლე­თი მაქვს და იქაც ასე ხდე­ბა. სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, რის გა­მოც ბევ­რმა სახლ-კარი და­ტო­ვა... სხვი­სი არ ვიცი და ჩვენ­თვის უკე­თე­სო­ბის­კენ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

შს სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით შე­მო­ი­ფარ­გლა. რო­გორც უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და რო­გორც კი რა­ი­მე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მა­შინ­ვე აც­ნო­ბე­ბენ...

ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის ერგნეთ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კა­ხა­ბერ ქე­მოკ­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ შეხ­ვედ­რამ საკ­მა­ოდ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა.

"მო­გა­ტყუ­ებთ, თუ გე­ტყვით, რომ შეხ­ვედ­რამ მშვიდ გა­რე­მო­ში ჩა­ი­ა­რა. საკ­მა­ოდ ცხე­ლი პო­ლე­მი­კა იყო. ქარ­თუ­ლი მხრი­დან, უმ­თავ­რეს პრობ­ლე­მად, რა თქმა უნდა, რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბის მხრი­დან ოკუ­პა­ცი­ის ხაზ­ზე მავ­თულხლარ­თე­ბის უკა­ნო­ნოდ გავ­ლე­ბის სა­კი­თხი დად­გა. წარ­მო­ვად­გი­ნეთ კონ­კრე­ტუ­ლი მა­სა­ლე­ბი დიც­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი მხო­ლოდ დიცს კი არა, სხვა სოფ­ლებ­საც ეხე­ბა. მოვ­თხო­ვეთ ოსურ და რუ­სულ მხა­რე­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს (ვგუ­ლის­ხმობ ეუ­თო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნი­ტო­რინ­გის მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებს), რომ აქ­ტი­უ­რად და­ინ­ტე­რეს­დნენ ამ პრობ­ლე­მით. სამ­წუ­ხა­როდ, დე ფაქ­ტო ცხინ­ვა­ლი­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან ვე­რა­ვი­თა­რი ლე­გი­ტი­მუ­რი არ­გუ­მენ­ტი ვერ მო­ვის­მი­ნეთ. მათ არ აქვთ პა­სუ­ხი, რა­ტომ ხდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბა. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს მათი დე ფაქ­ტო სა­ზღვრის დაც­ვას. აღ­ნიშ­ნუ­ლი "არ­გუ­მენ­ტი" ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და ამა­ზე მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ცხოვრება დაუცველ ზონაში

ცხოვრება დაუცველ ზონაში

"ძალიან კეთილი და გულღიაა ჩემი შვილი... თავად გაჭირვებულები ვართ და სულ ცდილობდა, სხვისთვის მოემართა ხელი. გაჭირვებაზე რომ წავიწუწუნებდი, - გარშემო ყველას უჭირსო, მეტყოდა! - მე ჩემს გასაჭირს ვტირი, შვილო-მეთქი... 2008 წლის ომის შემდეგ იმდენი რამე გადავიტანეთ, გვეგონა, საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ამ კუთხის შვილებისთვის მშვიდობა ჯერ კიდევ სანატრელია და არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე", - ამბობს როსტომ სოსიაშვილის დედა, მაია ქოქოშვილი. რამდენიმე დღის დღის წინ გატაცებული შვილის შესახებ ჯერაც არაფერი იციან. "ტელევიზორს ვართ მიჩერებულები, უკეთესი ინფორმაციის მოლოდინში, მაგრამ ჯერ არაფერი ხდება. სავარაუდოდ, ჩემი შვილი ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ"... - საუბრისას ხმა უწყდება. შვილის ჯანმრთელობაზე ნერვიულობს, რომ მედიკამენტის გარეშე მისი დარჩენა არ შეიძლება, მუდმივი თვალყური და სამედიცინო დახმარება ესაჭიროება...

მაია ქოქოშვილი:

- არ ვიცი, რა გითხრათ... ცოცხალ-მკვდარი ვარ!.. ვერაფერს ვშველი შვილს. არ ვიცოდე მაინც, ვისთან გვაქვს საქმე. წლებია, ასე გრძელდება. მუდმივად შეზღუდულები ვართ - საკუთარ ბაღშიც ვერ გადავსულვართ მოსარწყავად, არადა, მოსავალი დათესილი გვაქვს და თუ არ მორწყე, გახმება... ახლა მოსავლის დარდი არ მაქვს, ოღონდ შვილი ცოცხალი დამიბრუნდეს. ეს დღეები ტირილის მეტს არაფერს ვაკეთებ. ჩემი ქმარი დარდით აღარ არის. ღამეები არ გვძინავს. ბიჭს ტუბერკულოზი დაუდგინეს, მოუკვდეს დედა!.. ორჯერ ამოუღეს წყალი ფილტვებიდან... ღამე მის ნივთებთან ჩახუტებულს მძინავს. დღე მოთქმით დავდივარ, - ჩემს დაკარგულ შვილთან ერთად, აქაურების სატკივარსაც ვტირი... სატირალი კი ნამდვილად გვაქვს, - აქ, სადაც ისინი ცხოვრობენ, არც ომია და არც მშვიდობა. ერთ დღეს ყველანი სადმე გადავიხვეწებით და აქაურობაც დაიცლება...

- ასეთი შემთხვევები ხშირია?

- ამ ბოლო დროს გახშირდა... ხანდახან სროლებიც ისმის. ძალიან ძნელია კონფლიქტის ზონაში ცხოვრება. მუდმივად დაუცველი ხარ. ეზოდან გასვლის გვეშინია... გადმოცემით ვიცი, რომ შორიახლოს 13-14 წლის ბავშვები ნახირს აძოვებდნენ. როსტომს დაუნახავს, რომ ბუჩქებიდან რუსი სამხედროები გამოსულან და ბავშვებისკენ წამოსულან. ჩემს შვილს მათი გაფრთხილება უცდია და ამ დროს დაუკავებიათ. - რუსი მესაზღვრეები იყვნენ, როსტომს ხელბორკილები დაადეს, "ვილისში" ჩასვეს და წაიყვანესო, - თქვეს აქაურებმა.

- საით წაუყვანიათ?

- ცხინვალისკენო, ასე თქვეს... იმ ტერიტორიას ქართველები აკონტროლებენ, მაგრამ რუსები მაინც გადმოდიან... რომელი ერთი ვიდარდო, არ ვიცი. რას უზამენ ჩემს შვილს, სცემენ, დააპატიმრებენ თუ რა მოაფიქრდებათ? ცემას ვერ აიტანს. ჯანმრთელობა არ აქვს, მოუკვდეს დედა... ერგნეთში მოლაპარაკებები მიმდინარეობსო, თქვეს. ჯანმრთელი მაინც იყოს და ეს მაინც არ მქონდეს სადარდებელი. პირადობაც არ აქვს და იმასაც ვნერვიულობ, ვაითუ, იქიდან გადმოყვანისას პრობლემები შეექმნას.

- პირადობის მოწმობა რატომ არ აქვს?

- მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ საშუალება არ გვქონდა, რომ პირადობისთვის საჭირო ფული გადაგვეხადა. არადა, 24 წლის არის უკვე ბიჭი... ერთ ოთახში ხუთი სული ვცხოვრობთ. სოციალური დახმარებაც არ გვაქვს, შეგვიჩერეს და არც აუხსნიათ, რატომ მოიქცნენ ასე... არც სამედიცინო დაზღვევა გვაქვს, მხოლოდ პოლისით სარგებლობა შეგვიძლია, მაგრამ პირადობის მოწმობის არქონის გამო, ჩემს ბიჭს პოლისიც არ აქვს... გაჭირვება ჩემი ოჯახისთვის და ზოგადად, აქაურებისთვის, ახალი არ არის. მე და ჩემს მეუღლეს სამი შვილი გვყავს. მუშაობა არ გვეზარება, მაგრამ მოსავლის მოყვანას ბოლომდე მიყოლა სჭირდება, ნათესმა და ნარგავმა რომ გაიხაროს, უნდა მორწყა, რისი საშუალებაც არ გვაქვს.

კახა სოსიაშვილი, როსტომის ძმა:

- როსტომი ჩემზე ერთი წლით უფროსია. ძალიან კარგი ადამიანია. ისეთი კეთილია, სხვის გამო, ვინც უნდა იყოს ის, გულს ამოიღებს... ბოლო დროს ძალიან დასუსტდა, უამრავ მედიკამენტს იღებდა. ხშირად წამლის ფული არ გვქონდა და ძალიან ნერვიულობდა, - მე ვერაფერში გეხმარებით, პირიქით, ტვირთად გაწვებითო. სოფელში ხომ იცით, სულ საქმეა. როსტომი სუსტად იყო და ვერ გვეხმარებოდა.

- დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს?

- ამ ბოლო დროს ძალიან გაუუარესდა. ისე კი, ყოველთვის სუსტი ბავშვი იყო, დაბალი სიცხეები ჰქონდა და ახველებდა.

- კახა, ვიცი, რომ კიდევ ერთი დედმამიშვილი გყავთ, არა?

- დიახ, 15 წლის დაც მყავს. სკოლაში დადის, ოღონდ ყოველთვის ვერ ახერხებს, - ხან რა პრობლემა გვაქვს, ხან - რა. ზოგჯერ, უბრალოდ, ქუჩაში გამოსვლაც სახიფათოა და ამიტომაც ვერიდებით მის გაშვებას, ზოგჯერ კი მატერიალური პრობლემები უშლის ხელს... ოჯახის წევრებიდან არც ერთი არ ვმუშაობთ. სტაბილურ სამუშაოს ვგულისხმობ, თორემ მე და მამაჩემი დღიური საქმის გამოძებნას ვახერხებთ... აქ ყველა ასეა. თუ მოსავალმა გაამართლა, ვითარებაც მშვიდია და თუ მისი აღება დაგვაცადეს, კიდევ არა გვიშავს.

- სოციალური სააგენტოდან დახმარების აღდგენის თაობაზე არავინ დაგკავშირებიათ?

- არა, არავინ მოსულა... დედაჩემს "წითელი ჯვარიდან" დაურეკეს, გადასვლას ვაპირებთ და თქვეს, მედიკამენტებს ჩავუტანთო, მაგრამ არავინ გადასულა... რა ხდება, როგორ არის ჩემი ძმა, არაფერი ვიცით. რა საშინელი ყოფილა გაურკვევლობაში ყოფნა.

დათო, როსტომ სოსიაშვილის ნათესავი:

- აქ ყველანი ერთმანეთს ვუმართავთ ხელს და ისე ვცხოვრობთ. სხვანაირად გაძლება შეუძლებელია. ამას წინათ, სადღაც წავიკითხე, იქაურები რუს მესაზღვრეებს მშვენივრად ეწყობიანო, - არ არის ასე. რუსი რომ ჩვენს ბაღში ხილს მოწყვეტს, მაგის გამო თოფს ვერ ვესვრით. ასე თუ მოვიქეცით, უარეს შედეგს მივიღებთ და ხელს ვერავინ შეუშლის. საკმარისია, აქ ერთი დღე გაატაროს ადამიანმა და ამაში თავად დარწმუნდება... ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ხილ-ბოსტნეულია და ზოგჯერ იმასაც გვართმევენ. უმუშევრობა ყველას გვაწუხებს. ადგილობრივთა დიდ ნაწილს სოციალური დახმარება გაურკვეველი მიზეზითა და ვადით შეუწყვიტეს. თუ ბაღებს არ მოვუარეთ და ის მცირედი შემოსავალი მაინც არ მივიღეთ, შიმშილით დავიხოცებით, მაგრამ მათი მოვლა სარისკოა. იმათ, ვინც რუს მესაზღვრეებთან "საამურ" ურთიერთობაში გვადანაშაულებს, ალბათ არც კი იციან, რომ აქ ისეთი გაჭირვებული ოჯახები ცხოვრობენ, რომლებიც დილიდან საღამომდე მდინარე ლიახვში თევზაობით ირჩენენ თავს. ბევრს ისე უჭირს, შვილებს სკოლაში ვერ უშვებენ... ვიცი, ჩემს ნათესავ სოსიაშვილებს მოერიდებოდათ და თავიანთ გასაჭირზე ბოლომდე არ მოგიყვებოდნენ: - ერთ ეზოში ორი ძმა ცხოვრობს. ერთ პატარა ოთახში არიან თავმოყრილი სამი შვილი, მათ შორის - ავადმყოფი როსტომი და დედ-მამა... ცოდვას ვერავინ იტყვის და მაგათ სიზარმაცეს ვერავინ დააბრალებს, მაგრამ ჩვენს შრომას რა აზრი აქვს?..

- სასაზღვრო პოლიცია დადის სოფელში?

- ხუმრობთ ალბათ... ქართულ პოლიციას რუსები ანგარიშს საერთოდ აღარ უწევენ. არც ჩვენები რისკავენ მათთან დაპირისპირებას... ეს პრობლემა მხოლოდ დიცს არ ეხება. სოფელ დვანში დედულეთი მაქვს და იქაც ასე ხდება. სოფელში ცხოვრება შეუძლებელი გახდა, რის გამოც ბევრმა სახლ-კარი დატოვა... სხვისი არ ვიცი და ჩვენთვის უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა.

შს სამინისტრო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლა. როგორც უწყებაში გვითხრეს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როგორც კი რაიმე გახდება ცნობილი, საზოგადოებას მაშინვე აცნობებენ...

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ერგნეთში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ შეხვედრამ საკმაოდ მძიმე ვითარებაში ჩაიარა.

"მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ შეხვედრამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. საკმაოდ ცხელი პოლემიკა იყო. ქართული მხრიდან, უმთავრეს პრობლემად, რა თქმა უნდა, რუსი მესაზღვრეების მხრიდან ოკუპაციის ხაზზე მავთულხლართების უკანონოდ გავლების საკითხი დადგა. წარმოვადგინეთ კონკრეტული მასალები დიცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ასეთი პრობლემები მხოლოდ დიცს კი არა, სხვა სოფლებსაც ეხება. მოვთხოვეთ ოსურ და რუსულ მხარესა და საერთაშორისო ორგანიზაციებს (ვგულისხმობ ეუთოსა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელებს), რომ აქტიურად დაინტერესდნენ ამ პრობლემით. სამწუხაროდ, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან ვერავითარი ლეგიტიმური არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. მათ არ აქვთ პასუხი, რატომ ხდება ადგილობრივებისთვის ყოველდღიური ცხოვრების გართულება. ისინი აცხადებენ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებობს გარკვეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მათი დე ფაქტო საზღვრის დაცვას. აღნიშნული "არგუმენტი" ქართული მხარისთვის მიუღებელია და ამაზე მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?