პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა კობალაძე: თალიბებმა სააკაშვილის ყოყლოჩინობასა და გულში მჯიღის ცემას უპასუხეს
კობა კობალაძე: თალიბებმა სააკაშვილის ყოყლოჩინობასა და გულში მჯიღის ცემას უპასუხეს

ქვე­ყა­ნა­ში გლო­ვის დღე­ე­ბია. ავ­ღა­ნეთ­ში, ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში ქარ­თულ სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად შვი­დი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა, ცხრა კი და­იჭ­რა. ჰელ­მან­დის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბით, ჰელ­მან­დში თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით სავ­სე ავ­ტო­მო­ბი­ლი ქარ­თულ ბა­ზას­თან ახ­ლოს აა­ფეთ­ქა. ეს იყო ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი თავ­დას­ხმა ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ქარ­თულ­მა ქვე­და­ნა­ყოფ­მა ავ­ღა­ნეთ­ში საბ­რძო­ლო მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა და­ი­წყო. ბოლო თავ­დას­ხმის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფის და­ნა­კარ­გი ავ­ღა­ნეთ­ში 29-მდე გა­ი­ზარ­და. გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რალ­თა კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტი, თა­და­რი­გის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი კობა კო­ბა­ლა­ძე:

- რაც დღეს ხდე­ბა, ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მას მერე, რაც გა­ი­ზარ­და ამ მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თუ­ლი კონ­ტი­გენ­ტი. რო­დე­საც გა­ცი­ლე­ბით მეტი ჯა­რის­კა­ცი გყავს ისეთ რთულ ზო­ნა­ში, რო­გო­რიც ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­აა, სამ­წუ­ხა­როდ, იზ­რდე­ბა მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბაც. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ღა­ნელ­თა მხრი­დან ჩვენს პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბას, ეს ალ­ბათ ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბაა იმ უაზ­რო კვეხ­ნის, ყოყლო­ჩი­ნო­ბი­სა და გულ­ში მჯი­ღის ცე­მი­სა, რაც ვი­ხი­ლეთ, რო­დე­საც ქვეყ­ნის "მთა­ვარ­სარ­და­ლი" სა­კუ­თა­რი თა­ვის პი­ა­რით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, იმა­ზე კი არც უფიქ­რია, თუ რა მტკივ­ნე­უ­ლი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ამას მთე­ლი მსოფ­ლიო უყუ­რებს, თა­ლი­ბიც იწყებს გულ­ში მჯი­ღის ცე­მას და გვინ­და, არ გვინ­და, ფო­კუ­სი­რე­ბა ხდე­ბა ქარ­თულ ჯა­რებ­ზე. ხომ ყვე­ლამ ვნა­ხეთ, რა გე­ნი­ა­ლუ­რი დი­ა­ლო­გი გა­მარ­თა სა­ა­კაშ­ვილ­მა ტე­ლე­კა­მე­რის წინ ერთ-ერთ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს­თან. რომ არ ვი­ცო­დე, რაც არის, არც და­ვი­ჯე­რებ­დი.

წინა შემ­თხვე­ვა­ში ოცე­ულ­ზე მეტი დაგ­ვი­ზა­რალ­და, ბოლო ფაქ­ტი­სას მთლი­ა­ნად ოცე­უ­ლი გა­მო­ვი­და მწყობ­რი­დან, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ვის­წავ­ლოთ ეს ფაქ­ტე­ბი. არ უნდა ვი­ა­როთ ავ­ღა­ნეთ­ში იმის­თვის, რომ ვი­პო­ზი­ო­როთ სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბის წინ. ცოტა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც უნდა მივ­ცეთ საქ­მე, ჩა­ტარ­დეს თე­ო­რი­უ­ლი თუ პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სე­ბი… მოხ­და ერთი უბე­დუ­რე­ბა, ცოტა დრო გა­ვი­და და ანა­ლო­გი­უ­რი გან­მე­ორ­და, ის­მის კი­თხვა - შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა? ბა­ტო­ნი კობა ლიკ­ლი­კა­ძის აზრს გა­ვი­ზი­ა­რებ და ვი­ტყვი, რომ რომ ამ ქვეყ­ნა­ში არ­სე­ბობს სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ცაა სა­ჭი­რო. პირ­ტიტ­ვე­ლა ბალ­ღე­ბი გა­მო­უც­დე­ლო­ბის გამო ეწი­რე­ბი­ან რა­ღაც სი­ტუ­ა­ცი­ებს, რო­დე­საც გა­მოც­დი­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა გან­ზეა გა­წე­უ­ლი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის დღე­ვან­დე­ლი უფ­რო­სის ლუღ­ლუ­ღი, რო­მე­ლიც სუფ­ლი­ო­რის გა­რე­შე ხუთ წი­ნა­და­დე­ბი­ან ბრი­ფინგსაც ვერ მარ­თავს. და ასე­თი უნი­ა­თო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შეძ­ლებს სწო­რად მარ­თოს ის კონ­ტინ­გენ­ტი, რო­მე­ლიც რის­კის ზო­ნა­შია? ამ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის და ამ­პარ­ტავ­ნე­ბის შე­დე­გი უკვე ვიწ­ვნი­ეთ 2008 წელს, დღეს არის 2013 წელი, რა შე­იც­ვა­ლა მას მერე პო­ზი­ტი­უ­რად სამ­ხედ­რო სფე­რო­ში? არა­ფე­რი, ნე­ბის­მი­ერ გა­ნა­ცხადს, რო­მელ­შიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ჯარ­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლია გა­მოთ­ქმუ­ლი, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი გა­და­უ­ლა­ხავ ბა­რი­ე­რად ხვდე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

კობა კობალაძე: თალიბებმა სააკაშვილის ყოყლოჩინობასა და გულში მჯიღის ცემას უპასუხეს

კობა კობალაძე: თალიბებმა სააკაშვილის ყოყლოჩინობასა და გულში მჯიღის ცემას უპასუხეს

ქვეყანაში გლოვის დღეებია. ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ სამშვიდობო მისიაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა. ჰელმანდის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ჰელმანდში თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე ავტომობილი ქართულ ბაზასთან ახლოს ააფეთქა. ეს იყო ყველაზე სისხლიანი თავდასხმა ოთხი წლის განმავლობაში, რაც ქართულმა ქვედანაყოფმა ავღანეთში საბრძოლო მისიის შესრულება დაიწყო. ბოლო თავდასხმის შემდეგ ქართული ქვედანაყოფის დანაკარგი ავღანეთში 29-მდე გაიზარდა. გვესაუბრება საქართველოს გენერალთა კლუბის პრეზიდენტი, თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე:

- რაც დღეს ხდება, ეს მოსალოდნელი იყო, მას მერე, რაც გაიზარდა ამ მისიაში მონაწილე ქართული კონტიგენტი. როდესაც გაცილებით მეტი ჯარისკაცი გყავს ისეთ რთულ ზონაში, როგორიც ჰელმანდის პროვინციაა, სამწუხაროდ, იზრდება მსხვერპლის რაოდენობაც. რაც შეეხება ავღანელთა მხრიდან ჩვენს პირად შემადგენლობაზე ფოკუსირებას, ეს ალბათ ლოგიკური გაგრძელებაა იმ უაზრო კვეხნის, ყოყლოჩინობისა და გულში მჯიღის ცემისა, რაც ვიხილეთ, როდესაც ქვეყნის "მთავარსარდალი" საკუთარი თავის პიარით იყო დაკავებული, იმაზე კი არც უფიქრია, თუ რა მტკივნეული შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამას მთელი მსოფლიო უყურებს, თალიბიც იწყებს გულში მჯიღის ცემას და გვინდა, არ გვინდა, ფოკუსირება ხდება ქართულ ჯარებზე. ხომ ყველამ ვნახეთ, რა გენიალური დიალოგი გამართა სააკაშვილმა ტელეკამერის წინ ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურესთან. რომ არ ვიცოდე, რაც არის, არც დავიჯერებდი.

წინა შემთხვევაში ოცეულზე მეტი დაგვიზარალდა, ბოლო ფაქტისას მთლიანად ოცეული გამოვიდა მწყობრიდან, აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ეს ფაქტები. არ უნდა ვიაროთ ავღანეთში იმისთვის, რომ ვიპოზიოროთ სამხედრო ობიექტების წინ. ცოტა სპეციალისტებსაც უნდა მივცეთ საქმე, ჩატარდეს თეორიული თუ პრაქტიკული კურსები… მოხდა ერთი უბედურება, ცოტა დრო გავიდა და ანალოგიური განმეორდა, ისმის კითხვა - შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება? ბატონი კობა ლიკლიკაძის აზრს გავიზიარებ და ვიტყვი, რომ რომ ამ ქვეყნაში არსებობს სამხედრო გამოცდილება, რომელის გამოყენებაცაა საჭირო. პირტიტველა ბალღები გამოუცდელობის გამო ეწირებიან რაღაც სიტუაციებს, როდესაც გამოცდილი შემადგენლობა განზეა გაწეული. აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის გენერალური შტაბის დღევანდელი უფროსის ლუღლუღი, რომელიც სუფლიორის გარეშე ხუთ წინადადებიან ბრიფინგსაც ვერ მართავს. და ასეთი უნიათო ხელმძღვანელობა შეძლებს სწორად მართოს ის კონტინგენტი, რომელიც რისკის ზონაშია? ამ არაპროფესიონალიზმის და ამპარტავნების შედეგი უკვე ვიწვნიეთ 2008 წელს, დღეს არის 2013 წელი, რა შეიცვალა მას მერე პოზიტიურად სამხედრო სფეროში? არაფერი, ნებისმიერ განაცხადს, რომელშიც პროფესიონალი სამხედროების ჯარში დაბრუნების სურვილია გამოთქმული, გენერალური შტაბი გადაულახავ ბარიერად ხვდება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე