ამერიკული "ნიუ იორკ ტაიმსი" ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ აღიქვამენ ქართველ ჯარისკაცებს ადგილობრივები. გთავაზობთ ამონარიდს "ნიუ იორკ თაიმსის" სტატიიდან:
"ზოგჯერ ქართული დანაყოფები ზოგჯერ ნაკლებ სიფრთხილეს იჩენენ სხვა ქვეყნის კონტინგენტებთან შედარებით.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქართველი ჯარისკაცები მაინცდამაინც გულზე არ ეხატებათ, რადგან ისინი ხშირად თვითნებურად აჩერებენ მათ და ჩხრეკენ, თანაც უპატივცემულოდ ექცევიან და არც მათი ენის სწავლით იწუხებენ თავს. თუმცა, ადგილობრივი ოფიციოზი აცხადებს, რომ ქართველების იქ ყოფნამ თავისი წვლილი შეიტანა რეგიონში ღია მიმოსვლის შესაძლებლობაში.
"ინგლისური არ იციან და რუსული ჟღერადობის მქონე ენაზე საუბრობენ" - განუცხადა "ნიუ იორკ თაიმსს" ლანდი-ნავას (სოფელი, სადაც ქართველთა სამი ბაზიდან ერთ-ერთი მდებარეობს) უხუცესმა, აბდულ რაჰმან მუთმაინმა.
"ქართველები ბატონებივით გვექცევიან, ჩვენს ხალხს კარგად არ ეპყრობიან - თქვა მან - ხალხი წუწუნებს, რომ ხშირად ისინი მათ თვითნებურად ჩხრეკენ და მათ ნივთებსა და ფულს, მაგალითად მაჯის საათებსა და სხვა ძვირფასეულობას პარავენ.
ერთხელ ლანდი-ნავაში მანქანა გამიფუჭდა. ქართველები მოვარდნენ და მაიძულეს, მანქანა გამეყვანა. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ამას მარტო ვერ მოვახერხებდი, მაგრამ არც დამეხმარნენ და არც მანქანის შეკეთების უფლება მომცეს. მერე აბუჩად მიგდებდნენ და არც ვიცოდი, რას მეუბნებოდნენ და არც მათ ესმოდათ, მე რას ვეუბნებოდი. "
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.
ასევე იხილეთ:
"ე, ბიჭო" - ქართულად ალაპარაკებული ავღანელი პატარები და საჩუქრები ქართული მისიისგან