თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეო Youtube-ზე სავარაუდოდ საქართველოდან აიტვირთა

თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეო Youtube-ზე სავარაუდოდ საქართველოდან აიტვირთა

თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეო - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ" Youtube-ზე სავარაუდოდ საქართველოდან აიტვირთა.

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას google-თან, რომელიც Youtube-ის მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას ფლობს.

აღნიშნული ცნობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვიდეოს წარმომავლობის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

არაოფიციალურ ცნობას, ვიდეოს სავარაუდოდ საქართველოდან ატვირთვის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

Youtube-ზე გუშინ გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ".

ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში თითოეულ ქართველს ელოდება და ასევე მათ, ვინც ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა.

"ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი, ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების მოსაკლავად. ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენ მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც Youtube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირებულ მომხმარებელ Hammad Zaman-ს ეკუთვნის.

ვიდეო მუქარას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართაც შეიცავს და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება.

ასევე იხილეთ:

თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეოში ტელეკომპანია "ПИК"-ის კადრები ამოიცნეს

თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება? - შოკისმომგვრელი ვიდეო YouTube-იდან

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ