საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ გვიწოდებთ ფულზე გაყიდულებს!"
"ნუ გვიწოდებთ ფულზე გაყიდულებს!"

7 ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა და 9 და­იჭ­რა ავ­ღა­ნეთ­ში, ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის შე­დე­გად... თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჰელ­მან­დში თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით სავ­სე ავ­ტო­მო­ბი­ლი ქარ­თულ ბა­ზას­თან ახ­ლოს აა­ფეთ­ქა... ბოლო მსხვერ­პლის ჩათ­ვლით ქარ­თუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფის და­ნა­კარ­გი ავ­ღა­ნეთ­ში 29 ჯა­რის­კა­ცამ­დე გა­ი­ზარ­და...

"ძა­ლი­ან ცუ­დად ვართ... და­ძა­ბუ­ლე­ბი და დათ­რგუ­ნუ­ლე­ბი. ზოგ­ჯერ უმ­წე­ო­ბა გვი­პყრობს, რად­გან მუდ­მი­ვად ვგრძნობთ, რომ ყვე­ლა­ზე და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბა­ზა­ზეც კი არ ვართ და­ცუ­ლი... მაგ­რამ აქ ომია და იმა­ზეც გვი­ფიქ­რია, რომ ვი­ღაც მოკ­ვდე­ბა. ყო­ველ­დღე ვგრძნობ, რომ აქ მე­ომ­რის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მხა­რეა და ვა­ღი­ა­რებ, რომ ასე­თი საფრ­თხის წი­ნა­შე, ჯერ კი­დევ სუს­ტი ვარ..." ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი 24 წლი­საა. წე­ლი­წად­ზე მე­ტია რაც ავ­ღა­ნეთ­ში, ჰილ­მენ­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ლე­ზერ­ნი­კის ბა­ზა­ზე მსა­ხუ­რობს. მი­სი­ვე თქმით, პირ­ვე­ლი 6 თვე გა­უ­ჭირ­და, მერე კი არ შე­ეჩ­ვია, მუდ­მი­ვი გან­საც­დე­ლის­გან "გაბ­რუვ­და". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გი­ორ­გი ად­რეც რამ­დენ­ჯერ­მე ჩაგ­ვი­წე­რია, ამ­ჯე­რად მისი და­თან­ხმე­ბა გა­მი­ჭირ­და...

- ახლა ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ. არ მეს­მის, ხვალ (ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი 6 ივ­ნისს შედ­გა) ჩვე­უ­ლებ­რივ რო­გორ უნდა გა­ვაგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა. რო­დე­საც ამ და­ნა­კარ­გზე არ ვლა­პა­რა­კობ, არც ვფიქ­რობ. ისი­ნი ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი იყ­ვნენ. მე ამ დროს პატ­რუ­ლი­რე­ბა­ზე ვი­ყა­ვი გა­სუ­ლი სხვებ­თან ერ­თად. არა­და, ეს ბევ­რად უფრო სა­ხი­ფა­თოა, ვიდ­რე ბა­ზა­ზე დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ ამ ბოლო დროს თა­ლი­ბე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დი­ან. რაც უფრო იზ­რდე­ბა მათი და­მორ­ჩი­ლე­ბის სურ­ვი­ლი კო­ა­ლი­ცი­ის ჯა­რე­ბის­გან, მით უფრო და­უნ­დობ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. არ ვიცი, რა დროს ძი­ნავთ, მუდ­მი­ვად ბრძო­ლის მზად­ყოფ­ნა­ში არი­ან, ნაღ­მა­ვენ, აფეთ­ქე­ბენ, თავს ეს­ხმი­ან. მათ არც ქვი­შის შტორ­მი და არც გა­უ­საძ­ლი­სი სი­ცხე აბ­რკო­ლებთ... ამ რამ­დე­ნი­მე დღის "წი­თე­ლი ჯვრის" ოფი­სი და­ბომ­ბეს. რა­ღა­ცა­შია საქ­მე, ზედ­მე­ტად ეფექ­ტუ­რე­ბი გახ­დნენ ბოლო ხა­ნებ­ში და შე­საძ­ლოა გა­რე­დან უწყობთ ვინ­მე ხელს. ახლა ოპი­უ­მის "მო­სავ­ლის" დრო არ არის, მაგ­რამ რას გა­უ­გებ.

- ბოლო დროს ხში­რად ის­მის კი­თხვა, - რის­თვის მი­დი­ან ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში...

- არ მინ­დო­და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. ზო­გა­დად ინ­ტერ­ვი­უს მო­ცე­მა არ მინ­დო­და... თქვენს გა­მო­ცე­მას უდი­დეს პა­ტივს ვცემ, ხში­რად, შეძ­ლე­ბისგვა­რად, რო­დე­საც კი ინ­ტერ­ნეტ­თან მი­წევს ყოფ­ნა, ვკი­თხუ­ლობ. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც სტა­ტია ჩვენ­ზეა, ისეთ სა­ში­ნელ კო­მენ­ტა­რებს წე­რენ, ასე მგო­ნია, ჩვენს ხალ­ხს ვე­ზი­ზღე­ბი... ნუ იქ­ნე­ბით ასე­თი სას­ტიკ­ნი, აქ ყვე­ლა მა­ღა­ლი ხელ­ფა­სის გამო არ წა­მოვ­სულ­ვართ და არც ისე­თი მა­ღა­ლი ხელ­ფა­სია, რომ ამის­თვის სი­ცო­ცხლის გა­რის­კვა ღირ­დეს, პი­რა­დად მე და ძა­ლი­ან ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რი, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად წა­მო­ვე­დით. მინ­დო­და, გა­მე­გო, რა შე­მეძ­ლო, რო­გორც მე­ო­მარს, რო­გორც ჯა­რის­კაცს, რო­გორც სამ­ხედ­როს რა პო­ტენ­ცი­ა­ლი მქონ­და... აქე­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვეტ, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში დავ­რჩე­ბი თუ სახ­ლში წა­ვალ. ამი­ტომ, გთხოვთ, ნუ გვი­წო­დებთ ყვე­ლას ფულ­ზე გა­ყი­დუ­ლებს! მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა, აქ რომ მოვ­დი­ო­დით ვი­ცო­დით, რომ ომი დაგ­ვხვდე­ბო­და - ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე სიკ­ვდი­ლი იქ­ნე­ბო­და ჩა­საფ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც წა­მო­ვე­დით. მე მწამს, რომ აქ ჩემს სამ­შობ­ლოს ვემ­სა­ხუ­რე­ბი... დიახ, ყვე­ლა მსგავს ტრა­გე­დი­ა­ზე და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა მაქვს ჩემი მე­გობ­რე­ბის მი­მართ, მაგ­რამ თავს იმით ვიმ­შვი­დებ, რომ მათ და­წყე­ბულ საქ­მეს გა­ვაგ­რძე­ლებ! ჩვენ ოკუ­პან­ტე­ბი არ ვართ. ჩვენ აქ იმის­თვის ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყ­ვნენ რუსი ოკუ­პან­ტე­ბი..

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"ნუ გვიწოდებთ ფულზე გაყიდულებს!"

"ნუ გვიწოდებთ ფულზე გაყიდულებს!"

7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და 9 დაიჭრა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად... თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ჰელმანდში თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე ავტომობილი ქართულ ბაზასთან ახლოს ააფეთქა... ბოლო მსხვერპლის ჩათვლით ქართული ქვედანაყოფის დანაკარგი ავღანეთში 29 ჯარისკაცამდე გაიზარდა...

"ძალიან ცუდად ვართ... დაძაბულები და დათრგუნულები. ზოგჯერ უმწეობა გვიპყრობს, რადგან მუდმივად ვგრძნობთ, რომ ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე, ბაზაზეც კი არ ვართ დაცული... მაგრამ აქ ომია და იმაზეც გვიფიქრია, რომ ვიღაც მოკვდება. ყოველდღე ვგრძნობ, რომ აქ მეომრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მხარეა და ვაღიარებ, რომ ასეთი საფრთხის წინაშე, ჯერ კიდევ სუსტი ვარ..." ჩვენი რესპონდენტი 24 წლისაა. წელიწადზე მეტია რაც ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, ლეზერნიკის ბაზაზე მსახურობს. მისივე თქმით, პირველი 6 თვე გაუჭირდა, მერე კი არ შეეჩვია, მუდმივი განსაცდელისგან "გაბრუვდა". მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ადრეც რამდენჯერმე ჩაგვიწერია, ამჯერად მისი დათანხმება გამიჭირდა...

- ახლა ძალიან ცუდად ვარ. არ მესმის, ხვალ (ჩვენი საუბარი 6 ივნისს შედგა) ჩვეულებრივ როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება. როდესაც ამ დანაკარგზე არ ვლაპარაკობ, არც ვფიქრობ. ისინი ჩემი თანამებრძოლები იყვნენ. მე ამ დროს პატრულირებაზე ვიყავი გასული სხვებთან ერთად. არადა, ეს ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე ბაზაზე დარჩენა, მაგრამ ამ ბოლო დროს თალიბები ყველაფერზე მიდიან. რაც უფრო იზრდება მათი დამორჩილების სურვილი კოალიციის ჯარებისგან, მით უფრო დაუნდობლები ხდებიან. არ ვიცი, რა დროს ძინავთ, მუდმივად ბრძოლის მზადყოფნაში არიან, ნაღმავენ, აფეთქებენ, თავს ესხმიან. მათ არც ქვიშის შტორმი და არც გაუსაძლისი სიცხე აბრკოლებთ... ამ რამდენიმე დღის "წითელი ჯვრის" ოფისი დაბომბეს. რაღაცაშია საქმე, ზედმეტად ეფექტურები გახდნენ ბოლო ხანებში და შესაძლოა გარედან უწყობთ ვინმე ხელს. ახლა ოპიუმის "მოსავლის" დრო არ არის, მაგრამ რას გაუგებ.

- ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა, - რისთვის მიდიან ქართველი ბიჭები ავღანეთში...

- არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი. ზოგადად ინტერვიუს მოცემა არ მინდოდა... თქვენს გამოცემას უდიდეს პატივს ვცემ, ხშირად, შეძლებისგვარად, როდესაც კი ინტერნეტთან მიწევს ყოფნა, ვკითხულობ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტატია ჩვენზეა, ისეთ საშინელ კომენტარებს წერენ, ასე მგონია, ჩვენს ხალხს ვეზიზღები... ნუ იქნებით ასეთი სასტიკნი, აქ ყველა მაღალი ხელფასის გამო არ წამოვსულვართ და არც ისეთი მაღალი ხელფასია, რომ ამისთვის სიცოცხლის გარისკვა ღირდეს, პირადად მე და ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, კვალიფიკაციის ასამაღლებლად წამოვედით. მინდოდა, გამეგო, რა შემეძლო, როგორც მეომარს, როგორც ჯარისკაცს, როგორც სამხედროს რა პოტენციალი მქონდა... აქედან დაბრუნების შემდეგ გადავწყვეტ, შეიარაღებულ ძალებში დავრჩები თუ სახლში წავალ. ამიტომ, გთხოვთ, ნუ გვიწოდებთ ყველას ფულზე გაყიდულებს! მე და ჩემმა მეგობრებმა, აქ რომ მოვდიოდით ვიცოდით, რომ ომი დაგვხვდებოდა - ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი იქნებოდა ჩასაფრებული, მაგრამ მაინც წამოვედით. მე მწამს, რომ აქ ჩემს სამშობლოს ვემსახურები... დიახ, ყველა მსგავს ტრაგედიაზე დანაშაულის გრძნობა მაქვს ჩემი მეგობრების მიმართ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მათ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებ! ჩვენ ოკუპანტები არ ვართ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოში არ იყვნენ რუსი ოკუპანტები..

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე