პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა ლიკლიკაძე - ივანიშვილის მთავრობას უნდა ეყოს გამბედაობა, დაიწყოს საუბარი ავღანეთში ქართულ კონტინგენტში კორექტირებაზე
 კობა ლიკლიკაძე - ივანიშვილის მთავრობას უნდა ეყოს გამბედაობა, დაიწყოს საუბარი ავღანეთში ქართულ კონტინგენტში კორექტირებაზე

რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტი კობა ლიკ­ლი­კა­ძე ავ­ღა­ნეთ­ში კო­ა­ლი­ცი­ის ჯა­რებ­ზე თავ­დას­ხმე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას ძი­რი­თა­დად თა­ლი­ბა­ნის მიერ ერთი თვის წინ გა­მო­ცხა­დე­ბულ "გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის ნა­დი­რო­ბას" უკავ­ში­რებს. ამის შე­სა­ხებ ლიკ­ლი­კა­ძემ "პო­ლიტ­მეტრში" ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

"მე­ო­რე არის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბის, პირ­და­პირ ვი­ტყვი ტრა­ბა­ხი და ეს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში კი­დევ ერთხელ ჩან­და. მან მი­აქ­ცე­ვი­ნა ყუ­რა­დღე­ბა თა­ლი­ბებს. აქამ­დე ავ­ღა­ნეთ­ში თუ ჩა­საფ­რე­ბით გზებ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აფეთ­ქე­ბე­ბით იღუ­პე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი, ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, რომ პირ­და­პირ ეს­ხმი­ან ბა­ზებს თავს. მე­სა­მე, რა­საც ვფიქ­რობ, პი­რა­დად ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბაა, რომ სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­ი­ღებ­და ქვე­და­ნა­ყო­ფის გა­ორ­მა­გე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამას დიდი რე­სურ­სი დას­ჭირ­და და ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ვერ არი­ან სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი. გარ­და ამი­სა, ეს არის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ზონა და არ უნდა ამას ძა­ლი­ან დიდი ექ­სპერ­ტო­ბა, რომ გა­ორ­მა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ლიკ­ლი­კა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ჯი­ჰა­დი ავ­ღა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", ლიკ­ლი­კა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ ვი­დე­ოს ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნა ძა­ლი­ან ძნე­ლია.

"თუმ­ცა, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ასეთ­მა ჰი­პე­რაქ­ტი­ულ­მა პო­ლი­ტი­კამ, ტრა­ბახ­მა, რომ ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მაგ­რად იბ­რძვი­ან იქ და ჩვენ ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი ვართ, ამან მე მგო­ნი, ეს ჩემი ფრთხი­ლი ვა­რა­უ­დია, მო­ი­ე­რი­შე­ებს მი­აქ­ცევ­ნა ყუ­რა­დღე­ბა და თა­ლი­ბანს. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტინ­გენ­ტი ჩა­უ­ვარ­და თვალ­ში ავ­ღა­ნე­ლებს, რაც თა­ვის­თა­ვად ცხა­დი იყო, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო არის პირ­ველ ად­გილ­ზე ნატო-ს არა­წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან სამ­ხედ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით. თა­ნაც საქ­მე გვაქვს ჰელ­მანდთან, ყვე­ლა­ზე რთულ პრო­ვინ­ცი­ას­თან, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა ავ­ღა­ნე­თის სხვა არას­ტა­ბი­ლუ­რი რე­გი­ო­ნე­ბის­გან", - გა­ნა­ცხა­და ლიკ­ლი­კა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მას არ ეს­მო­და ძვე­ლი "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სი­ჯი­უ­ტის" და მათი არ­გუ­მენ­ტის თუ რა­ტომ უნდა გაზ­რდი­ლი­ყო ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი.

"რა­ტომ არ იყო საკ­მა­რი­სი, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყო­ფი­ლი­ყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი 400 სამ­ხედ­რო­თი" , - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტმა.

ლიკ­ლი­კა­ძემ მა­გა­ლი­თად ჩე­ხე­თი მო­იყ­ვა­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ქვე­ყა­ნა ნატო-ს წევ­რია, ბი­უ­ჯე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ზე 30-ჯერ მეტი აქვს, ხოლო ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებ­ზე სამ­ჯერ ნაკ­ლე­ბი ჯა­რის­კა­ცი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

"დღეს კი არ მეს­მის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ჩვენ უნდა დავ­რჩეთ და მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა უნდა შე­ვას­რუ­ლოთ. ავ­სტრი­ამ თა­ვი­სი სამ­შვი­დო­ბო ქვე­და­ნა­ყო­ფის გა­მოყ­ვა­ნა და­ი­წყო იქე­დან, სა­ი­და­ნაც საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ მათ სამ­ხედ­რო­ებს. თუკი ამ ქვეყ­ნებ­ში ხდე­ბა კო­რექ­ტი­რე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას უნდა ეყოს იმის გამ­ბე­და­ო­ბა, რომ და­ი­წყოს სა­უ­ბა­რი ამა­ზე. თუმ­ცა ჩემი აზ­რით, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი. ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და ჯა­რის­კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გა­ორ­მა­გე­ბა იქ­ნე­ბო­და შე­და­რე­ბით იოლი, მაგ­რამ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათი გა­მოყ­ვა­ნა რთუ­ლია, რად­გან ჩამ­ნაც­ვლე­ბე­ლი არა­ვინ არ არის ახლა ჰელ­მან­დში, რად­გან ბევ­რი ქვე­ყა­ნა გა­დის ავ­ღა­ნე­თი­დან, ბევ­რი გაყ­ვა­ნის რე­ჟიმ­შია და ამ­ცი­რებს თა­ვის ქვე­და­ნა­ყო­ფებს", - გა­ნა­ცხა­და ლიკ­ლი­კა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

კობა ლიკლიკაძე - ივანიშვილის მთავრობას უნდა ეყოს გამბედაობა, დაიწყოს საუბარი ავღანეთში ქართულ კონტინგენტში კორექტირებაზე

 კობა ლიკლიკაძე - ივანიშვილის მთავრობას უნდა ეყოს გამბედაობა, დაიწყოს საუბარი ავღანეთში ქართულ კონტინგენტში კორექტირებაზე

რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე ავღანეთში კოალიციის ჯარებზე თავდასხმების გააქტიურებას ძირითადად თალიბანის მიერ ერთი თვის წინ გამოცხადებულ "გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ნადირობას" უკავშირებს. ამის შესახებ ლიკლიკაძემ "პოლიტმეტრში" ჩართვისას განაცხადა.

"მეორე არის საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების, პირდაპირ ვიტყვი ტრაბახი და ეს პრეზიდენტის განცხადებაში კიდევ ერთხელ ჩანდა. მან მიაქცევინა ყურადღება თალიბებს. აქამდე ავღანეთში თუ ჩასაფრებით გზებზე დამონტაჟებული აფეთქებებით იღუპებოდნენ ჩვენი ჯარისკაცები, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომ პირდაპირ ესხმიან ბაზებს თავს. მესამე, რასაც ვფიქრობ, პირადად ჩემი შეხედულებაა, რომ სანამ ხელისუფლება მიიღებდა ქვედანაყოფის გაორმაგების გადაწყვეტილებას, ამას დიდი რესურსი დასჭირდა და ქართველი ჯარისკაცები ვერ არიან სათანადოდ მომზადებულები. გარდა ამისა, ეს არის ძალიან სახიფათო ზონა და არ უნდა ამას ძალიან დიდი ექსპერტობა, რომ გაორმაგების შემთხვევაში, მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდებოდა", - განაცხადა ლიკლიკაძემ.

რაც შეეხება გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალას, სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ", ლიკლიკაძის განცხადებით, ამ ვიდეოს ავთენტურობის დადგენა ძალიან ძნელია.

"თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების ასეთმა ჰიპერაქტიულმა პოლიტიკამ, ტრაბახმა, რომ ქართველი ჯარისკაცები მაგრად იბრძვიან იქ და ჩვენ ძალიან მაგრები ვართ, ამან მე მგონი, ეს ჩემი ფრთხილი ვარაუდია, მოიერიშეებს მიაქცევნა ყურადღება და თალიბანს. საქართველოს კონტინგენტი ჩაუვარდა თვალში ავღანელებს, რაც თავისთავად ცხადი იყო, რადგან საქართველო არის პირველ ადგილზე ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან სამხედროების რაოდენობით. თანაც საქმე გვაქვს ჰელმანდთან, ყველაზე რთულ პროვინციასთან, რომელიც გამოირჩევა ავღანეთის სხვა არასტაბილური რეგიონებისგან", - განაცხადა ლიკლიკაძემ.

მისივე თქმით, მას არ ესმოდა ძველი "ხელისუფლების სიჯიუტის" და მათი არგუმენტის თუ რატომ უნდა გაზრდილიყო ავღანეთში ქართული კონტინგენტი.

"რატომ არ იყო საკმარისი, რომ საქართველო ყოფილიყო წარმოდგენილი 400 სამხედროთი" , - განაცხადა ჟურნალისტმა.

ლიკლიკაძემ მაგალითად ჩეხეთი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა ნატო-ს წევრია, ბიუჯეტი საქართველოზე 30-ჯერ მეტი აქვს, ხოლო ავღანეთში ქართველ სამხედროებზე სამჯერ ნაკლები ჯარისკაცითაა წარმოდგენილი.

"დღეს კი არ მესმის ახალი ხელისუფლების, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ და მძიმე მემკვიდრეობა უნდა შევასრულოთ. ავსტრიამ თავისი სამშვიდობო ქვედანაყოფის გამოყვანა დაიწყო იქედან, საიდანაც საფრთხე ემუქრებათ მათ სამხედროებს. თუკი ამ ქვეყნებში ხდება კორექტირება უსაფრთხოების გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით, ახალ ხელისუფლებას, ივანიშვილის მთავრობას უნდა ეყოს იმის გამბედაობა, რომ დაიწყოს საუბარი ამაზე. თუმცა ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან ძნელი. ყოველთვის ვამბობდი, რომ გადაწყვეტილების მიღება და ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგება იქნებოდა შედარებით იოლი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყვანა რთულია, რადგან ჩამნაცვლებელი არავინ არ არის ახლა ჰელმანდში, რადგან ბევრი ქვეყანა გადის ავღანეთიდან, ბევრი გაყვანის რეჟიმშია და ამცირებს თავის ქვედანაყოფებს", - განაცხადა ლიკლიკაძემ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა