მსოფლიო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს და უკან ვერავინ დაგვახევინებს
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს და უკან ვერავინ დაგვახევინებს

მი­უ­ხე­და­ვად ამ თავ­ზარ­დამ­ცე­მი ტრა­გე­დი­ი­სა, ჩვენ ვე­რა­ფე­რი გაგვტეხს და უკან ვე­რა­ვინ დაგ­ვა­ხე­ვი­ნებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სად­მი მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­შიც ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თულ ბა­ზა­ზე გუ­შინ მომ­ხდა­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას მშვი­დო­ბი­ა­ნი მსოფ­ლი­ო­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

"უმ­ძი­მე­სი დღე გა­უ­თენ­და სა­ქარ­თვე­ლოს. გუ­შინ თავს და­ესხნენ ნა­ტოს ოპე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს ქვე­და­ნა­ყოფს. და­ი­ღუ­პა 7 და დაჭ­რი­ლია 9 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. უდი­დე­სი მწუ­ხა­რე­ბა მინ­და გა­მოვ­თქვა ამ შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­ის გამო, ქედს ვიხ­რი და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის წი­ნა­შე, სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ მთელს სა­ქარ­თვე­ლოს, ვი­ზი­რებ თი­თო­ე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცის ოჯა­ხის ტკი­ვილს, რო­მელ­საც ვე­რა­ფე­რი გა­ა­ნე­ლებს. მათ­თან ერ­თად გლო­ვობს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ამას­თან, პრე­მი­ე­რის შე­ფა­სე­ბით, ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ უდი­დე­სი მსხვერ­პლი გა­ი­ღო სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში.

"და ეს იცის მთელ­მა მსოფ­ლი­ომ. ტე­რო­რიზ­მი 21-ე სა­უ­კუ­ნის უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვაა, მას­თან ბრძო­ლა ურ­თუ­ლე­სი და ამა­ვე დროს მე­ტად სა­პა­ტიო მი­სი­აა, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ღირ­სე­უ­ლად ას­რუ­ლე­ბენ. ეს ბი­ჭე­ბი უცხო მი­წა­ზე, ჩვენ სამ­შობ­ლოს იცა­ვენ, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ბი­ლუ­რო­ბის, ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე დგა­ნან. ჩემი და­ვა­ლე­ბით,სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი უკვე ავ­ღა­ნეთ­შია. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას მშვი­დო­ბი­ა­ნი მსოფ­ლი­ო­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს და უკან ვერავინ დაგვახევინებს

ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს და უკან ვერავინ დაგვახევინებს

მიუხედავად ამ თავზარდამცემი ტრაგედიისა, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს და უკან ვერავინ დაგვახევინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა, რომელშიც ავღანეთში ქართულ ბაზაზე გუშინ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, საქართველო გააგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსა და მშვიდობიანი საქართველოსთვის.

"უმძიმესი დღე გაუთენდა საქართველოს. გუშინ თავს დაესხნენ ნატოს ოპერაციის მონაწილე საქართველოს ქვედანაყოფს. დაიღუპა 7 და დაჭრილია 9 სამხედრო მოსამსახურე. უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა ამ შემზარავი ტრაგედიის გამო, ქედს ვიხრი დაღუპული ჯარისკაცების წინაშე, სამძიმარს ვუცხადებ მთელს საქართველოს, ვიზირებ თითოეული ჯარისკაცის ოჯახის ტკივილს, რომელსაც ვერაფერი გაანელებს. მათთან ერთად გლოვობს მთელი საქართველო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, პრემიერის შეფასებით, ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში.

"და ეს იცის მთელმა მსოფლიომ. ტერორიზმი 21-ე საუკუნის უდიდესი გამოწვევაა, მასთან ბრძოლა ურთულესი და ამავე დროს მეტად საპატიო მისიაა, რომელსაც ქართველი სამხედროები ღირსეულად ასრულებენ. ეს ბიჭები უცხო მიწაზე, ჩვენ სამშობლოს იცავენ, ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის, ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. ჩემი დავალებით,საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე ავღანეთშია. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსა და მშვიდობიანი საქართველოსთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა