7 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

7 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, 7 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა ჰელმანდის პროვინციაში დღეს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო მიიღო, რომელსაც საქართველოს 6 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. გლოვის ნიშნად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ავღანეთში დღეს კიდევ 6 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. გარდაცვლილები არიან: კაპრალი ორთავიძე თეიმურაზი თამაზის ძე, კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზარის ძე, პირველი კლასის რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილი ვეფხვიას ძე, რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე, და პირველი კლასის რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე. ნანგრევებშია მოყოლილი პირველი კლასის რიგითი ღუჭაშვილი გიორგი ვაჟას ძე. მიმდინარეობს მისი ძებნა. თავდასხმის დროს დაჭრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე