სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაიცნო ნატა ასათიანის ბაბუამ ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი
როგორ გაიცნო ნატა ასათიანის ბაბუამ ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი

ერთი თვეა, რაც ნატა ასა­თი­ანს "მე­ცხრე არხზე" სა­ინ­ფორ­მა­ციო მიჰ­ყავს. მა­ნამ­დე ნატა რა­დი­ო­ში და "პირ­ველ არხზე" მუ­შა­ობ­და. მარ­თა­ლია, პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მოს­წონ­და. მუ­სი­კა ძა­ლი­ან უყ­ვარს და კარ­გა­დაც მღე­რის, მაგ­რამ დე­დის, ირმა სო­ხა­ძის, მსგავ­სად ვერ მღე­რის. ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, რომ მომ­ღერ­ლო­ბა­ზე სა­ერ­თოდ არ ეფიქ­რა.

რა­ტო­მაა ბე­ბია-ბა­ბუ­ას სიყ­ვა­რუ­ლი სა­მა­გა­ლი­თო

- ეს ფოტო შვი­ლიშ­ვი­ლებს გა­მორ­ჩე­უ­ლად გვიყ­ვარს. ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია ფი­დელ კას­ტრო, ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი და ჩემი დიდი ბა­ბუა პეტ­რე სო­ხა­ძე. პეტ­რე დღემ­დე კარ­გად ახ­სოვთ თბი­ლის­შიც და რა­ჭა­შიც. ფო­ტოს ის­ტო­რია კი ასე­თია - ფი­დელ კას­ტრო და ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი ჩა­მო­სუ­ლი იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. დიღ­მის საბ­ჭო­თა მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს. გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ იქ სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო. მუ­ხის მო­რე­ბი­ა­ნი მა­გი­და ჰქონ­დათ. მე­ურ­ნე­ო­ბა­ში გა­და­ჭი­მუ­ლი იყო დიდი ლა­მა­ზი ხი­დე­ბი. ყვე­ლა მა­ღა­ლი რან­გის სტუ­მარს იქ იღებ­დნენ. ამ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში პეტ­რე სო­ხა­ძემ ქარ­ხა­ნა აა­მუ­შა­ვა. სა­დაც იწუ­რე­ბო­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯი­შის ღვი­ნო­ე­ბი. ნი­კი­ტა ხრუშ­ჩოვს და ფი­დელ კას­ტროს ქარ­ხა­ნა და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს. შემ­დეგ, რა თქმა უნდა, სუფ­რა გა­ი­შა­ლა. ორი­ვე სტუ­მა­რი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ნი­ლა.

- დიდი ბა­ბუა მა­თთან შეხ­ვედ­რის ამ­ბავს გიყ­ვე­ბო­და?

- სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ბუ­ას არ ვიც­ნობ­დი. რომ და­ვი­ბა­დე, ის უკვე გარ­დაც­ლი­ლი იყო.

- შემ­დე­გი ფოტო, რო­გორც მი­თხა­რი, ძა­ლი­ან გიყ­ვარს...

- მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე, ცი­ა­ტა ანუ ცი­სა­ნა და აგუ­ლი სო­ხა­ძე­ე­ბი არი­ან. ეს სუ­რა­თი ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად ძვირ­ფა­სია. ძა­ლი­ან თბი­ლი ფო­ტოა და ორი­ვე ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი არი­ან. სამ­წ­უხა­როდ, არც ერ­თი არ ვგა­ვართ ბე­ბიას. არც ირმა, არც ჩემი და, სა­ლო­მე და არც მე. ბე­ბია გა­მორ­ჩე­უ­ლად ლა­მა­ზი ქალი იყო და არის. ბე­ბიას და ბა­ბუ­ას წელს, შვიდ ივ­ლისს ქორ­წი­ნე­ბის 61 წე­ლი შე­უს­რულ­დე­ბათ. გა­სულ წელს ეს თა­რი­ღი მთელ­მა ოჯახ­მა ერ­თად აღ­ვნიშ­ნეთ. ბრი­ლი­ან­ტის ქორ­წი­ლი გა­და­ვუ­ხა­დეთ. ოთხმო­ცი წლი­სე­ბი არი­ან და ცხრა­მე­ტი წლი­დან უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი. გა­ი­პარ­ნენ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ერ­თმა­ნე­თი დღემ­დე ისე უყ­ვართ, რო­გორც ცხრა­მე­ტი-ოცი წლის ასაკ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­შია პრობ­ლე­მა და ბევ­რი სირ­თუ­ლე. მათ ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად გა­და­ლა­ხეს. მათი სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­თვის სა­მა­გა­ლი­თოა.

- დებს ვისი სა­ხე­ლე­ბი და­გარ­ქვეს?

- არ ვიცი, სა­ლო­მეს ვინ და­არ­ქვა, მაგ­რამ ვიცი, რომ მე სა­ხე­ლი სა­ლო­მემ შე­მირ­ჩია. ჩემ­თვის ნატა ან ელე­ნე უნდა და­ერ­ქმი­ათ და სა­ლო­მემ გა­და­წყვი­ტა, რომ ნატა უნდა მრქმე­ო­და. ჩემს უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს ელე­ნე ჰქვია. ძა­ლი­ა­ნაც კარ­გია, ნატა რომ და­მარ­ქვეს. ჩემს დას სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­უ­ღია.

- მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე ბე­ბი­ას­თან ერ­თად ხარ?

- ფო­ტო­ზე მე არ ვარ. ეს ჩემი და, სა­ლო­მეა ბე­ბი­ას­თან ერ­თად. სუ­რა­თი ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლია. ბავ­შვო­ბი­დან ვუ­ყუ­რებ­დი ამ ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დილ მზრუნ­ველ და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ბე­ბი­ას. ბე­ბი­ას ზრუნ­ვას და სიყ­ვა­რულს დღე­საც ვგრძნობთ ხუ­თი­ვე შვი­ლიშ­ვი­ლი. დღეს უკვე ჩემი შვი­ლი რე­ზი­კო გიჟ­დე­ბა ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან სტუმ­რო­ბა­ზე. რე­ზი­კო მთე­ლი კვი­რა ელო­დე­ბა შა­ბათ დღეს, როცა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ითა­მა­შებს ცი­სა­ნა­სა და აგუ­ლის­თან ერ­თად. ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ყოფ­ნა ჩემს დის­შვილ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს. ჩემი და ოჯახ­თან ერ­თად პრა­ღა­ში ცხოვ­რობს. მათი თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის­თვის მთე­ლი ოჯა­ხი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ ორ­ჯერ ჩა­მო­დი­ან, რად­გან სა­ლო­მე პრა­ღა­ში მუ­შა­ობს. სა­ლო­მეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი ად­გი­ლი უკა­ვია. ჩვენ შო­რის სხვა­ო­ბა ცხრა წე­ლია.

- რო­გორ ფიქრ­ობ, რო­მელ მშო­ბელს უფრო ჰგავ­ხარ?

- ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა, რომ ხა­სი­ა­თით მა­მას ვგა­ვარ. მომ­დევ­ნო ფოტო მა­მას­თან ერ­თად მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. ეს ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ა­მა­ყოა. ასე­ვე სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბო­და, რომ ეთ­ქვათ, დე­დას ჰგავ­ხა­რო. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მამა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, მისი მსგავ­სი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. როცა მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ხა­სი­ა­თით ან გა­რეგ­ნო­ბით მას ვგავ­დი, დიდ სი­ა­მა­ყეს ვგრძნობ­დი. ჩვენ სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვართ. ირ­მას ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში შე­უც­ვლე­ლი ად­გი­ლი უკა­ვია და სა­უ­კე­თე­სო დე­დაა. თუმ­ცა გო­გო­ნებს ხში­რად აქვთ მა­მებ­თან გა­მორ­ჩე­უ­ლად თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და მეც ასე ვარ.

რა­ტომ არ გახ­და მომ­ღე­რა­ლი

- მომ­დევ­ნო ფოტო, სა­ვა­რა­უ­დოდ, პირ­ვე­ლი ოჯა­ხუ­რი ფო­ტოა.

- ფო­ტო­ზე, თუ არ ვცდე­ბი, ცხრა თვის ვარ. ბავ­შვო­ბა ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში, როცა უშუ­ქო­ბა და უმუ­შევ­რო­ბა იყო, სა­ღა­მო­ო­ბით მე­ზობ­ლე­ბი ერ­თად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ირმა და რეზო მღე­როდ­ნენ. ასე სიმ­ღე­რით გა­და­ვი­ტა­ნეთ მძი­მე წლე­ბი.

- გული გწყდე­ბა სიმ­ღე­რის ნიჭი რომ არ გაქვს?

- რა თქმა უნდა, გული მწყდე­ბა, რომ სიმ­ღე­რა ისე კარ­გად არ შე­მიძ­ლია, რო­გორც ირ­მას. მე და ჩემი და მუ­სი­კა­ლუ­რე­ბი ვართ და ორი­ვე ვმღე­რით. მაგ­რამ არას­დროს მი­ფიქ­რია, მომ­ღე­რა­ლი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ირ­მას ფონ­ზე მომ­ღე­რა­ლი რომ ხდე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გად უნდა მღე­რო­დე. როცა სა­შუ­ა­ლო დო­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი გაქვს, მომ­ღერ­ლო­ბაზე არ უნდა იფიქ­რო. ცუდი ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბო­და, კარ­გად სიმ­ღე­რა რომ შემ­ძლე­ბო­და. შე­იძ­ლე­ბა ჩემ­მა ან სა­ლო­მეს შვილ­მა იმ­ღე­როს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

როგორ გაიცნო ნატა ასათიანის ბაბუამ ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი

როგორ გაიცნო ნატა ასათიანის ბაბუამ ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი

ერთი თვეა, რაც ნატა ასათიანს "მეცხრე არხზე" საინფორმაციო მიჰყავს. მანამდე ნატა რადიოში და "პირველ არხზე" მუშაობდა. მართალია, პროფესიით ფსიქოლოგია, მაგრამ ბავშვობიდან ჟურნალისტობა მოსწონდა. მუსიკა ძალიან უყვარს და კარგადაც მღერის, მაგრამ დედის, ირმა სოხაძის, მსგავსად ვერ მღერის. ამიტომ გადაწყვიტა, რომ მომღერლობაზე საერთოდ არ ეფიქრა.

რატომაა ბებია-ბაბუას სიყვარული სამაგალითო

- ეს ფოტო შვილიშვილებს გამორჩეულად გვიყვარს. ფოტოზე აღბეჭდილია ფიდელ კასტრო, ნიკიტა ხრუშჩოვი და ჩემი დიდი ბაბუა პეტრე სოხაძე. პეტრე დღემდე კარგად ახსოვთ თბილისშიც და რაჭაშიც. ფოტოს ისტორია კი ასეთია - ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი ჩამოსული იყვნენ საქართველოში. დიღმის საბჭოთა მეურნეობაში მიიყვანეს. გადმოცემით ვიცი, რომ იქ საოცარი სანახაობა იყო. მუხის მორებიანი მაგიდა ჰქონდათ. მეურნეობაში გადაჭიმული იყო დიდი ლამაზი ხიდები. ყველა მაღალი რანგის სტუმარს იქ იღებდნენ. ამ მეურნეობაში პეტრე სოხაძემ ქარხანა აამუშავა. სადაც იწურებოდა სპეციალური ჯიშის ღვინოები. ნიკიტა ხრუშჩოვს და ფიდელ კასტროს ქარხანა დაათვალიერებინეს. შემდეგ, რა თქმა უნდა, სუფრა გაიშალა. ორივე სტუმარი ძალიან კმაყოფილი დარჩენილა.

- დიდი ბაბუა მა­თთან შეხვედრის ამბავს გიყვებოდა?

- სამწუხაროდ, ბაბუას არ ვიცნობდი. რომ დავიბადე, ის უკვე გარდაცლილი იყო.

- შემდეგი ფოტო, როგორც მითხარი, ძალიან გიყვარს...

- მომდევნო ფოტოზე, ციატა ანუ ცისანა და აგული სოხაძეები არიან. ეს სურათი ჩემთვის გამორჩეულად ძვირფასია. ძალიან თბილი ფოტოა და ორივე ძალიან ლამაზები არიან. სამ­წ­უხაროდ, არც ერ­თი არ ვგავართ ბე­ბიას. არც ირმა, არც ჩემი და, სალომე და არც მე. ბებია გამორჩეულად ლამაზი ქალი იყო და არის. ბე­ბიას და ბაბუას წელს, შვიდ ივლისს ქორწინების 61 წე­ლი შეუსრულდებათ. გასულ წელს ეს თარიღი მთელმა ოჯახმა ერთად აღვნიშნეთ. ბრილიანტის ქორწილი გადავუხადეთ. ოთხმოცი წლისები არიან და ცხრამეტი წლიდან უყვართ ერთმანეთი. გაიპარნენ და დარწმუნებული ვარ, ერთმანეთი დღემდე ისე უყვართ, როგორც ცხრამეტი-ოცი წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებაშია პრობლემა და ბევრი სირთულე. მათ ეს ყველაფერი ერთად გადალახეს. მათი სიყვარული ჩემთვის სამაგალითოა.

- დებს ვისი სახელები დაგარქვეს?

- არ ვიცი, სალომეს ვინ დაარქვა, მაგრამ ვიცი, რომ მე სახელი სალომემ შემირჩია. ჩემთვის ნატა ან ელენე უნდა დაერქმიათ და სალომემ გადაწყვიტა, რომ ნატა უნდა მრქმეოდა. ჩემს უახლოეს მეგობარს ელენე ჰქვია. ძალიანაც კარგია, ნატა რომ დამარქვეს. ჩემს დას სწორი გადაწყვეტილება მიუღია.

- მომდევნო ფოტოზე ბებიასთან ერთად ხარ?

- ფოტოზე მე არ ვარ. ეს ჩემი და, სალომეა ბებიასთან ერთად. სურათი ჩემთვის გამორჩეულად საყვარელია. ბავშვობიდან ვუყურებდი ამ ფოტოზე აღბეჭდილ მზრუნველ და მოსიყვარულე ბებიას. ბებიას ზრუნვას და სიყვარულს დღესაც ვგრძნობთ ხუთივე შვილიშვილი. დღეს უკვე ჩემი შვილი რეზიკო გიჟდება ბებია-ბაბუასთან სტუმრობაზე. რეზიკო მთელი კვირა ელოდება შაბათ დღეს, როცა მთელი დღის განმავლობაში ითამაშებს ცისანასა და აგულისთან ერთად. ბებია-ბაბუასთან ყოფნა ჩემს დისშვილსაც ძალიან უყვარს. ჩემი და ოჯახთან ერთად პრაღაში ცხოვრობს. მათი თბილისში ჩამოსვლისთვის მთელი ოჯახი განსაკუთრებულად ვემზადებით. სამწუხაროდ, წელიწადში მხოლოდ ორჯერ ჩამოდიან, რადგან სალომე პრაღაში მუშაობს. სალომეს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. ჩვენ შორის სხვაობა ცხრა წელია.

- როგორ ფიქრ­ობ, რომელ მშობელს უფრო ჰგავხარ?

- ბევრი მეუბნე­ბა, რომ ხასიათით მა­მას ვგავარ. მომდევნო ფოტო მამასთან ერთად მაქვს გადაღებული. ეს ჩემთვის სასიამოვნო და საამაყოა. ასევე სასიამოვნო იქნებოდა, რომ ეთქვათ, დედას ჰგავხარო. ჩემს ცხოვრებაში მამა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. ყოველთვის მინდოდა, მისი მსგავსი ვყოფილიყავი. როცა მეუბნებოდნენ, რომ ხასიათით ან გარეგნობით მას ვგავდი, დიდ სიამაყეს ვგრძნობდი. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. ირმას ჩემს ცხოვრებაში შეუცვლელი ადგილი უკავია და საუკეთესო დედაა. თუმცა გოგონებს ხშირად აქვთ მამებთან გამორჩეულად თბილი ურთიერთობა და მეც ასე ვარ.

რატომ არ გახდა მომღერალი

- მომდევნო ფოტო, სავარაუდოდ, პირველი ოჯახური ფოტოა.

- ფოტოზე, თუ არ ვცდები, ცხრა თვის ვარ. ბავშვობა ძალიან კარგად მახსენდება. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა უშუქობა და უმუშევრობა იყო, საღამოობით მეზობლები ერთად იკრიბებოდნენ და ირმა და რეზო მღეროდნენ. ასე სიმღერით გადავიტანეთ მძიმე წლები.

- გული გწყდება სიმღერის ნიჭი რომ არ გაქვს?

- რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ სიმღერა ისე კარგად არ შემიძლია, როგორც ირმას. მე და ჩემი და მუსიკალურები ვართ და ორივე ვმღერით. მაგრამ არასდროს მიფიქრია, მომღერალი გამოვსულიყავი. ირმას ფონზე მომღერალი რომ ხდები, ძალიან კარგად უნდა მღეროდე. როცა საშუალო დონის მონაცემები გაქვს, მომღერლო­ბაზე არ უნდა იფიქრო. ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა, კარგად სიმღერა რომ შემძლებოდა. შეიძლება ჩემმა ან სალომეს შვილმა იმღეროს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები