მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ფორჩხიძე - "ჩემი ცოლი არასდროს იფიქრებს იმაზე, რომ ვუღალატებ ან ვინმეში გავცვლი"
დათო ფორჩხიძე - "ჩემი ცოლი არასდროს იფიქრებს იმაზე, რომ ვუღალატებ ან ვინმეში გავცვლი"

კარ­გი რეს­პონ­დენ­ტე­ბის იშ­ვი­ა­თო­ბას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხში­რად ვუ­ჩი­ვით. პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი რომ აღ­მოჩ­ნდა, დათო ფორჩხი­ძის­გან არ გამ­კვირ­ვე­ბია, იმი­ტომ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, სა­უ­კე­თე­სო რეს­პონ­დენ­ტე­ბი არი­ან. რას ატ­ლი­კი­ნებ ენა­სო, ეუბ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ მა­ინც ატ­ლი­კი­ნებს. ალ­ბათ იმი­ტო­მაც გვიყ­ვარს ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც და მკი­თხველ­საც.

წინა კვი­რას სა­ბავ­შვო "ახალ ხმა­ში" მისი გუნ­დის წევ­რმა გა­ი­მარ­ჯვა. დათო მწვრთნე­ლის სტა­ტუ­სით უკვე მე­ო­რედ გახ­და ამ პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ალ­ბათ ესეც ნი­ჭია, თუმ­ცა დღეს ჩვენ მუ­სი­კოსს სულ სხვა თე­მა­ზე, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო, აქამ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი ამოვ­ქე­ქეთ მისი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან.

- ჩვე­უ­ლებ­რივ, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. მა­ტე­რი­ა­ლუ­რად არას­დროს გვი­ჭირ­და, თუმ­ცა არც ფუ­ფუ­ნე­ბა­ში გვი­ცხოვ­რია. მამა ეკო­ნო­მის­ტია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობ­და. დედა სა­ბავ­შვო ბა­ღის პე­და­გო­გია და მალე ალ­ბათ პენ­სი­ა­ზე გავა. მყავს სამი წლით უფ­რო­სი და. ჩვე­ნი ოჯა­ხის მთა­ვა­რი სიმ­დიდ­რე პა­ტი­ოს­ნე­ბა, ერ­თგუ­ლე­ბა და ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი იყო და არის დღემ­დე. ჩემი მშობ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის წე­სით მივ­ხვდი, რომ ჰა­ე­რი­დან, უშ­რომ­ლად არა­ფე­რი მო­დის, სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის, ბედ-იღ­ბლის გან­მსა­ზღვრე­ლი თა­ვად უნდა ვიყო.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­რი­გე­ბა თუ გახ­სენ­დე­ბა მშობ­ლე­ბის მხრი­დან?

- მამა ხში­რად მის­თვის წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს მახ­სე­ნებ­და, ვის­თვის უნდა მი­მე­ბა­ძა. მი­ბაძ­ვა ცუდი სი­ტყვა არ არის. ჩვენ რა­ტომ­ღაც ცუ­დად გვეს­მის ამ სი­ტყვის ში­ნა­არ­სი. ჩემი აზ­რით, სუ­ლაც არ არის ცუდი, რომ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს მიჰ­ბა­ძო.

- ვის ჰგავ­ხარ ხა­სი­ა­თით?

- ორი­ვეს მიქ­სი ვარ. მა­მა­ჩე­მი ხში­რად იმა­ზე მე­ჩხუ­ბე­ბა, რა­ზეც თა­ვად არის ხოლ­მე სა­ჩხუ­ბა­რი. მე­უბ­ნე­ბა, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მა­ნი­ით შე­პყრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ ყვე­ლას ყვე­ლა­ფერ­ში ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი. პრინ­ციპ­ში მარ­თა­ლია, ვერ შე­ვე­და­ვე­ბი, მაგ­რამ ამა­ში მას ვგა­ვარ. ახ­ლაც იმ ენა­ზე ვსა­უბ­რობ, რა ენა­ზეც ის სა­უბ­რობ­და ჩემს ასაკ­ში. ვარ ხის­ტი, მკაც­რი, კრი­ტი­კუ­ლი, ოღონდ ყვე­ლას მი­მართ, მათ შო­რის სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მარ­თაც, კონ­კრე­ტუ­ლად ერთ ადა­მი­ანს აღარ ამო­ვი­ჩე­მებ ხოლ­მე, რო­გორც ადრე ვა­კე­თებ­დი ამას... დედა სი­კე­თის პრო­პა­გან­დას მი­წევ­და მთე­ლი ბავ­შვო­ბა და თუ რამ ამ­გვა­რი დევს ჩემ­ში, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, თუმ­ცა ისე არ გა­მი­გოთ, რომ მა­მა­ჩე­მი ბო­რო­ტია. ხე­ლოვ­ნე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც დე­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ლექ­სებს წერ­და და მერე გვი­კი­თხავ­და ხოლ­მე ოჯა­ხურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე. ჩვენ სულ დავ­ცი­ნო­დით (იღი­მე­ბა). ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო დედა და არის ახ­ლაც. ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ონ­ში და­ი­ბა­და და ბავ­შვო­ბა­ში ფილმში გა­და­ღე­ბა შეს­თა­ვა­ზეს. ეს მისი სა­ნა­თე­სა­ვოს­თვის ტრა­გე­დია იყო, უფ­ლე­ბა არ მის­ცეს. ამ კუ­თხით წინ წა­ვე­დით.

- სკო­ლის პე­რი­ო­დი რო­გორ გახ­სენ­დე­ბა?

- მერ­ვე კლა­სამ­დე მთაწ­მინ­და­ზე ვცხო­ვობ­დით და პირ­ველ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, მერე გავ­ფარ­თოვ­დით, მა­მა­ჩემს ოთხო­თა­ხი­ა­ნი ბინა მის­ცეს და იქ გა­და­ვე­დით. ვარ­კე­თილ­ში ვის­წავ­ლე ბოლო სამი კლა­სი. პირ­ვე­ლი სკო­ლა უფრო ნა­თელ ფე­რებ­ში და­მა­მახ­სოვ­რდა. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, სიმ­შვი­დე იყო, სი­წყნა­რე. ვარ­კე­თი­ლის სკო­ლა­ში როცა ვსწავ­ლობ­დი, უკვე ქვე­ყა­ნა აი­რია.

- ქუ­ჩის აკა­დე­მია თუ იყო შენს ცხოვ­რე­ბა­ში და რა გა­მოც­დი­ლე­ბა მოგ­ცა?

- ჩემი სა­მე­გობ­როს 90% ფიქ­რობ­და, რომ როცა გა­იზ­რდე­ბო­და, "ძვე­ლი ბიჭი" უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო. ეს სტა­ტუ­სი კი არა, უკვე პრო­ფე­სია იყო. შემ­დეგ უმ­რავ­ლე­სო­ბა მიხ­ვდა, რომ არ გა­მოს­დი­ო­და ეს ძვე­ლი ბი­ჭო­ბა და ჯობ­და ემ­ღე­რა, ან სხვა რამ გა­ე­კე­თე­ბი­ნა და ამის გამო დე­დი­კოს ბიჭს არა­ვინ და­უ­ძა­ხებ­და. მახ­სოვს, ერთხელ, ჩემს მე­გო­ბარ ბიჭს პრობ­ლე­მა რომ შე­ექ­მნა, მე ავე­დი კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან და ვთხო­ვე, ეპა­ტი­ე­ბი­ნათ მის­თვის შეც­დო­მა. არ ვი­ტყვი, ვინ იყო ის ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ამ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით, საკ­მა­ოდ კუ­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა. მოკ­ლედ, მო­ვი­თხო­ვე აუ­დი­ენ­ცია, ჩემს უფ­როს მე­გობ­რებს ვთხო­ვე, შე­მახ­ვედ­რეთ ამ ადა­მი­ანს-მეთ­ქი. მა­შინ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და ჯგუ­ფი "სა­ხეც" ტე­ლე­ვი­ზორ­ში ჩან­და. შე­სა­ბა­მი­სად, ვი­ცო­დი ისიც, რომ იმ ავ­ტო­რი­ტე­ტულ პი­როვ­ნე­ბას ჩემ შე­სა­ხე­ბაც უნდა ჰქო­ნო­და ინ­ფორ­მა­ცია. რომ ავე­დი გრძე­ლი თმი­თა და უც­ნა­უ­რი იმი­ჯით, ეს პი­ჟო­ნი ვინ არი­სო, იკი­თხა. მის­მა მარ­ჯვე­ნა ხე­ლებ­მა და ჩემ­მა უფ­როს­მა მე­გობ­რებ­მა უთხრეს, ეს ისაა, ჩვენ რომ გთხო­ვე­თო. მერე რა, პი­ჟო­ნი ფრან­გუ­ლად მტრედს ნიშ­ნავ­სო, იხ­ტი­ბა­რი არ გა­ი­ტე­ხა (იცი­ნის). ასე რომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ვი­ყა­ვი ძვე­ლი ბიჭი, ძვე­ლი ბი­ჭე­ბის უფ­რო­სე­ბი პა­ტივს მცემ­დნენ.

- რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, ყა­ჩა­ღო­ბა, ქურ­დო­ბა, ნარ­კო­ტი­კი. ცდუ­ნე­ბის წი­ნა­შე თუ მდგარ­ხარ?

- არას­დროს. მოს­კოვ­ში "იურ­მა­ლას" ფეს­ტი­ვალ­ზე როცა ჩა­ვე­დი (ერთი პე­რი­ო­დი ეს კონ­კურ­სი მოს­კოვ­ში ტარ­დე­ბო­და, რად­გან ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­თან ჰქონ­დათ პრობ­ლე­მე­ბი), რამ­დე­ნი­მე წელი იქ გა­ვა­ტა­რე. ჩემს მე­გობ­რებ­თან ვცხოვ­რობ­დი. ჩემს ოთახ­ში იხარ­შე­ბო­და წა­მა­ლი. დი­ლას იმ უბ­ნის მი­ლი­ცი­ე­ლი შე­მო­დი­ო­და და მო­იხ­მარ­და იმ ნარ­კო­ტიკს. მერე ვი­ღაც ძვე­ლი ბიჭი შე­მო­დი­ო­და წამ­ლის­თვის. მოკ­ლედ, ჩემ თვალ­წინ ხდე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ როცა მათ­თან ერ­თად სხვა წრე­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, ისეთ­ში, სა­დაც არ მიც­ნობ­დნენ, თუ ვინ­მე წა­მალს შე­მომ­თა­ვა­ზებ­და, მე არაფ­რის თქმა არ მჭირ­დე­ბო­და, ჩე­მე­ბი თვი­თონ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ამას არ შეს­თა­ვა­ზო­თო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დათო ფორჩხიძე - "ჩემი ცოლი არასდროს იფიქრებს იმაზე, რომ ვუღალატებ ან ვინმეში გავცვლი"

დათო ფორჩხიძე - "ჩემი ცოლი არასდროს იფიქრებს იმაზე, რომ ვუღალატებ ან ვინმეში გავცვლი"

კარგი რესპონდენტების იშვიათობას ჟურნალისტები ხშირად ვუჩივით. პროფესიით ჟურნალისტი რომ აღმოჩნდა, დათო ფორჩხიძისგან არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ ჟურნალისტები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საუკეთესო რესპონდენტები არიან. რას ატლიკინებ ენასო, ეუბნებიან, მაგრამ მაინც ატლიკინებს. ალბათ იმიტომაც გვიყვარს ჟურნალისტებსაც და მკითხველსაც.

წინა კვირას საბავშვო "ახალ ხმაში" მისი გუნდის წევრმა გაიმარჯვა. დათო მწვრთნელის სტატუსით უკვე მეორედ გახდა ამ პროექტის გამარჯვებული, ალბათ ესეც ნიჭია, თუმცა დღეს ჩვენ მუსიკოსს სულ სხვა თემაზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ და საკმაოდ საინტერესო, აქამდე უცნობი დეტალები ამოვქექეთ მისი ბიოგრაფიიდან.

- ჩვეულებრივ, ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. მატერიალურად არასდროს გვიჭირდა, თუმცა არც ფუფუნებაში გვიცხოვრია. მამა ეკონომისტია. წლების განმავლობაში თავისი პროფესიით მუშაობდა. დედა საბავშვო ბაღის პედაგოგია და მალე ალბათ პენსიაზე გავა. მყავს სამი წლით უფროსი და. ჩვენი ოჯახის მთავარი სიმდიდრე პატიოსნება, ერთგულება და ერთმანეთის სიყვარული იყო და არის დღემდე. ჩემი მშობლების ცხოვრების წესით მივხვდი, რომ ჰაერიდან, უშრომლად არაფერი მოდის, საკუთარი მომავლის, ბედ-იღბლის განმსაზღვრელი თავად უნდა ვიყო.

- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდება მშობლების მხრიდან?

- მამა ხშირად მისთვის წარმატებულ ადამიანებს მახსენებდა, ვისთვის უნდა მიმებაძა. მიბაძვა ცუდი სიტყვა არ არის. ჩვენ რატომღაც ცუდად გვესმის ამ სიტყვის შინაარსი. ჩემი აზრით, სულაც არ არის ცუდი, რომ ნიჭიერ ადამიანებს მიჰბაძო.

- ვის ჰგავხარ ხასიათით?

- ორივეს მიქსი ვარ. მამაჩემი ხშირად იმაზე მეჩხუბება, რაზეც თავად არის ხოლმე საჩხუბარი. მეუბნება, რომ წინააღმდეგობის მანიით შეპყრობილი ადამიანი ვარ, რომ ყველას ყველაფერში ვეწინააღმდეგები. პრინციპში მართალია, ვერ შევედავები, მაგრამ ამაში მას ვგავარ. ახლაც იმ ენაზე ვსაუბრობ, რა ენაზეც ის საუბრობდა ჩემს ასაკში. ვარ ხისტი, მკაცრი, კრიტიკული, ოღონდ ყველას მიმართ, მათ შორის საკუთარი თავის მიმართაც, კონკრეტულად ერთ ადამიანს აღარ ამოვიჩემებ ხოლმე, როგორც ადრე ვაკეთებდი ამას... დედა სიკეთის პროპაგანდას მიწევდა მთელი ბავშვობა და თუ რამ ამგვარი დევს ჩემში, მისი დამსახურებაა, თუმცა ისე არ გამიგოთ, რომ მამაჩემი ბოროტია. ხელოვნებასთან ურთიერთობაც დედის დამსახურებაა. ლექსებს წერდა და მერე გვიკითხავდა ხოლმე ოჯახურ წვეულებებზე. ჩვენ სულ დავცინოდით (იღიმება). ძალიან ლამაზი იყო დედა და არის ახლაც. ზესტაფონის რაიონში დაიბადა და ბავშვობაში ფილმში გადაღება შესთავაზეს. ეს მისი სანათესავოსთვის ტრაგედია იყო, უფლება არ მისცეს. ამ კუთხით წინ წავედით.

- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდება?

- მერვე კლასამდე მთაწმინდაზე ვცხოვობდით და პირველ სკოლაში ვსწავლობდი, მერე გავფართოვდით, მამაჩემს ოთხოთახიანი ბინა მისცეს და იქ გადავედით. ვარკეთილში ვისწავლე ბოლო სამი კლასი. პირველი სკოლა უფრო ნათელ ფერებში დამამახსოვრდა. პატარა ვიყავი, სიმშვიდე იყო, სიწყნარე. ვარკეთილის სკოლაში როცა ვსწავლობდი, უკვე ქვეყანა აირია.

- ქუჩის აკადემია თუ იყო შენს ცხოვრებაში და რა გამოცდილება მოგცა?

- ჩემი სამეგობროს 90% ფიქრობდა, რომ როცა გაიზრდებოდა, "ძველი ბიჭი" უნდა გამოსულიყო. ეს სტატუსი კი არა, უკვე პროფესია იყო. შემდეგ უმრავლესობა მიხვდა, რომ არ გამოსდიოდა ეს ძველი ბიჭობა და ჯობდა ემღერა, ან სხვა რამ გაეკეთებინა და ამის გამო დედიკოს ბიჭს არავინ დაუძახებდა. მახსოვს, ერთხელ, ჩემს მეგობარ ბიჭს პრობლემა რომ შეექმნა, მე ავედი კანონიერ ქურდთან და ვთხოვე, ეპატიებინათ მისთვის შეცდომა. არ ვიტყვი, ვინ იყო ის ადამიანი, მაგრამ ამ ამბავს მოგიყვებით, საკმაოდ კურიოზული სიტუაცია შეიქმნა. მოკლედ, მოვითხოვე აუდიენცია, ჩემს უფროს მეგობრებს ვთხოვე, შემახვედრეთ ამ ადამიანს-მეთქი. მაშინ სტუდენტი ვიყავი და ჯგუფი "სახეც" ტელევიზორში ჩანდა. შესაბამისად, ვიცოდი ისიც, რომ იმ ავტორიტეტულ პიროვნებას ჩემ შესახებაც უნდა ჰქონოდა ინფორმაცია. რომ ავედი გრძელი თმითა და უცნაური იმიჯით, ეს პიჟონი ვინ არისო, იკითხა. მისმა მარჯვენა ხელებმა და ჩემმა უფროსმა მეგობრებმა უთხრეს, ეს ისაა, ჩვენ რომ გთხოვეთო. მერე რა, პიჟონი ფრანგულად მტრედს ნიშნავსო, იხტიბარი არ გაიტეხა (იცინის). ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი ძველი ბიჭი, ძველი ბიჭების უფროსები პატივს მცემდნენ.

- რთული პერიოდი იყო, ყაჩაღობა, ქურდობა, ნარკოტიკი. ცდუნების წინაშე თუ მდგარხარ?

- არასდროს. მოსკოვში "იურმალას" ფესტივალზე როცა ჩავედი (ერთი პერიოდი ეს კონკურსი მოსკოვში ტარდებოდა, რადგან ბალტიის ქვეყნებთან ჰქონდათ პრობლემები), რამდენიმე წელი იქ გავატარე. ჩემს მეგობრებთან ვცხოვრობდი. ჩემს ოთახში იხარშებოდა წამალი. დილას იმ უბნის მილიციელი შემოდიოდა და მოიხმარდა იმ ნარკოტიკს. მერე ვიღაც ძველი ბიჭი შემოდიოდა წამლისთვის. მოკლედ, ჩემ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი, მაგრამ როცა მათთან ერთად სხვა წრეში მოვხვდებოდი, ისეთში, სადაც არ მიცნობდნენ, თუ ვინმე წამალს შემომთავაზებდა, მე არაფრის თქმა არ მჭირდებოდა, ჩემები თვითონ ეუბნებოდნენ, ამას არ შესთავაზოთო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება