სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი The Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს წერილს უგზავნის
თეა წულუკიანი The Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს წერილს უგზავნის

სა­ქარ­თვე­ლო ვერ და­ხუ­ჭავს თვალს კა­ნონ­დარ­ღვე­ვებ­ზე, - ამ სა­თა­უ­რით უგ­ზავ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი წე­რილს The Washington Post-ის სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭოს.

მი­ნის­ტრის წე­რილს, რო­მე­ლიც ეხ­მა­უ­რე­ბა ამე­რი­კულ გა­მო­ცე­მა­ში წინა კვი­რა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას - "სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტია საფრ­თხე­შია", "ვა­შინგტონ პოს­ტი" აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავს, "ვა­შინგტონ პოს­ტში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წე­რილ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას ეხე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტე­ბი და გა­რე­მო­ე­ბე­ბია გა­მორ­ჩე­ნი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სწო­რედ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის აღ­სად­გე­ნად იქნა არ­ჩე­უ­ლი.

"პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის 9-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბი­სას კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა ირ­ღვე­ო­და, რა­ზეც კი­თხვე­ბი ჰქონ­დათ აშშ-ის, ევ­რო­კავ­შირს, გა­ე­რო-სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც. ეს იყო ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი, რის გა­მოც და­კე­ტი­ლი იყო ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს წევ­რო­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა", - ნათ­ქვა­მია თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის წე­რილ­ში.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, მარ­თა­ლია, "ვა­შინგტონ პოს­ტის" წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "ბრა­ლი კა­ნო­ნის გვერ­დის ავ­ლით მოქ­მე­დე­ბა­სა და ოპო­ნე­ნე­ტებ­სა და მე­დი­ა­ზე აქა-იქ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზე­წო­ლა­ში", მაგ­რამ ამა­ვე დროს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭო თა­ვის სტა­ტი­ა­ში მო­უ­წო­დებს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მათ მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მო­ახ­დი­ნეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ბი­რე­ბა.

"თუმ­ცა, ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც იმარ­თე­ბა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბით, თვალს ვერ და­ხუ­ჭავს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვა­სა და ნე­ბის­მი­ერ მთავ­რო­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნილ ძა­ლა­დო­ბის, წა­მე­ბის და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე", - ნათ­ქვა­მია თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის წე­რილ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ხაზს უს­ვამს, რომ ყო­ვე­ლი­ვე ამის ნაც­ვლად სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის წარ­მო­ე­ბა ყვე­ლას მი­მართ.

"ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა სა­სა­მარ­თლო პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის­გან, ამ­კვიდ­რებს ბრალ­დე­ბულ­თა ახალ უფ­ლე­ბას, ისარ­გებ­ლონ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო­თი და აღებს სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზის კარს მე­დი­ის­თვის", - წერს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი და დას­ძენს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი, რო­გორც აშშ, კონ­სულ­ტა­ცი­ას უწე­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს აკ­ვირ­დე­ბი­ან ეუთო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

"ვიწ­ვევთ "ვა­შინგტონ პოსტს", რათა და­აკ­ვირ­დეთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს და ად­გილ­ზე გა­ეც­ნოთ ფაქ­ტებს დას­კვნე­ბის გა­მო­სა­ტა­ნად", - ნათ­ქვა­მია "ვა­შინგტონ პოს­ტის­თვის" გაგ­ზავ­ნილ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თეა წულუკიანი The Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს წერილს უგზავნის

თეა წულუკიანი The Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს წერილს უგზავნის

საქართველო ვერ დახუჭავს თვალს კანონდარღვევებზე, - ამ სათაურით უგზავნის საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წერილს The Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს.

მინისტრის წერილს, რომელიც ეხმაურება ამერიკულ გამოცემაში წინა კვირაში გამოქვეყნებულ სტატიას - "საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია", "ვაშინგტონ პოსტი" აქვეყნებს.

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი საპასუხო წერილში აღნიშნავს, "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული წერილში, რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობას ეხება, მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებებია გამორჩენილი და საქართველოს ხელისუფლება სწორედ კანონის უზენაესობის აღსადგენად იქნა არჩეული.

"პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობისას კანონის უზენაესობა ირღვეოდა, რაზეც კითხვები ჰქონდათ აშშ-ის, ევროკავშირს, გაერო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რის გამოც დაკეტილი იყო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ მიმავალი გზა", - ნათქვამია თეა წულუკიანის წერილში.

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, მართალია, "ვაშინგტონ პოსტის" წერილში აღნიშნულია წინა ხელისუფლების "ბრალი კანონის გვერდის ავლით მოქმედებასა და ოპონენეტებსა და მედიაზე აქა-იქ განხორციელებულ ზეწოლაში", მაგრამ ამავე დროს ამერიკული გამოცემის სარედაქციო საბჭო თავის სტატიაში მოუწოდებს წინა ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მშვიდობიანი გზით მოახდინეს ხელისუფლების გადაბირება.

"თუმცა, ქვეყანა, რომელიც იმართება კანონის უზენაესობით, თვალს ვერ დახუჭავს თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და ნებისმიერ მთავრობის მაღალჩინოსანთა მხრიდან გამოვლენილ ძალადობის, წამების დანაშაულებებზე", - ნათქვამია თეა წულუკიანის წერილში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ყოველივე ამის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო პროცესის წარმოება ყველას მიმართ.

"ახალმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა სასამართლო პოლიტიკური ზეწოლისგან, ამკვიდრებს ბრალდებულთა ახალ უფლებას, ისარგებლონ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი და აღებს სასამართლო დარბაზის კარს მედიისთვის", - წერს იუსტიციის მინისტრი და დასძენს, რომ ევროკავშირი, როგორც აშშ, კონსულტაციას უწევენ საქართველოს ხელისუფლებას ამ რეფორმების გატარებაში, სასამართლო პროცესებს აკვირდებიან ეუთო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

"ვიწვევთ "ვაშინგტონ პოსტს", რათა დააკვირდეთ სასამართლო პროცესებს და ადგილზე გაეცნოთ ფაქტებს დასკვნების გამოსატანად", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტისთვის" გაგზავნილ თეა წულუკიანის საპასუხო წერილში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა