მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი სესიაშვილი - "თალიბების" სახელით გავრცელებული მასალის წარმომავლობის დადგენაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს
ირაკლი სესიაშვილი - "თალიბების" სახელით გავრცელებული მასალის წარმომავლობის დადგენაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

"თა­ლი­ბე­ბის" სა­ხე­ლით ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბის დად­გე­ნა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თავ­დაც­ვის და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს.

"მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ვამ­შვი­დო და ვუ­თხრა, რომ პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, რამ­დე­ნა­დაც ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, რომ დად­გინ­დეს ამ ჩა­ნა­წე­რის წარ­მო­მავ­ლო­ბა - თუ ვინ გა­ნა­თავ­სა ინ­ტერ­ნეტ­ში და ამის შემ­დეგ ჩვენ უფრო მეტი სა­ფუძ­ვე­ლი გვექ­ნე­ბა ვი­სა­უბ­რობთ, სა­ი­დან მო­დის ის და რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს საფრ­თხე ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბა "გარ­კვე­ულ პრო­ვო­კა­ცი­ულ" ნიშ­ნებს შე­ი­ცავ­დეს.

"მე შე­იძ­ლე­ბა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, პრო­ვო­კა­ცი­ულ ნიშ­ნებ­საც ვხე­დავ­დე. ვფიქ­რობ, პა­ნი­კას არ უნდა აყ­ვეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მათი მი­ზა­ნიც სწო­რედ ესაა, თუკი ასე­თი ჯგუ­ფე­ბი არ­სე­ბო­ბენ. მათი მი­ზა­ნია პა­ნი­კის და­თეს­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლაა, ამი­ტომ მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხო­ვო, ფრთხი­ლად მო­ე­კი­დოს ამ თე­მას და სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა არ და­ად­გენს სი­მარ­თლეს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს მოხ­დე­ბა მოკ­ლე ვა­დებ­ში, ყვე­ლამ თავი შე­ვი­კა­ვოთ პო­ლი­ტი­კუ­რი ან ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის­გან, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნი", - აღ­ნიშ­ნა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

Youtube-ზე გავ­რცელ­და ვი­დეო სა­ხელ­წო­დე­ბით - "ჯი­ჰა­დი ავ­ღა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ირაკლი სესიაშვილი - "თალიბების" სახელით გავრცელებული მასალის წარმომავლობის დადგენაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

ირაკლი სესიაშვილი - "თალიბების" სახელით გავრცელებული მასალის წარმომავლობის დადგენაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

"თალიბების" სახელით ინტერნეტში გავრცელებული ვიდეომასალის წარმომავლობის დადგენაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, საზოგადოებას პანიკის საფუძველი არ აქვს.

"მინდა, საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ჩვენი უსაფრთხოების სისტემა მაქსიმალურად მობილიზებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რომ დადგინდეს ამ ჩანაწერის წარმომავლობა - თუ ვინ განათავსა ინტერნეტში და ამის შემდეგ ჩვენ უფრო მეტი საფუძველი გვექნება ვისაუბრობთ, საიდან მოდის ის და რამდენად რეალურად არსებობს საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამასთან, თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელება "გარკვეულ პროვოკაციულ" ნიშნებს შეიცავდეს.

"მე შეიძლება, გარკვეულწილად, პროვოკაციულ ნიშნებსაც ვხედავდე. ვფიქრობ, პანიკას არ უნდა აყვეს საზოგადოება. მათი მიზანიც სწორედ ესაა, თუკი ასეთი ჯგუფები არსებობენ. მათი მიზანია პანიკის დათესვა, საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის ხელის შეშლაა, ამიტომ მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, ფრთხილად მოეკიდოს ამ თემას და სანამ გამოძიება არ დაადგენს სიმართლეს და დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება მოკლე ვადებში, ყველამ თავი შევიკავოთ პოლიტიკური ან ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც შეიძლება გახდეს საზოგადოებისთვის დამატებითი შეშფოთების საგანი", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ".

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე