პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წამყვანებმა, რომლებიც ხალხს დეპრესიასთან გამკლავებაში ეხმარებოდნენ, თავი მოიკლეს
წამყვანებმა, რომლებიც ხალხს დეპრესიასთან გამკლავებაში ეხმარებოდნენ, თავი მოიკლეს

ამე­რი­კუ­ლი რა­დი­ო­შო­უს -"ბედ­ნი­ე­რე­ბის დევ­ნა­ში" წამ­ყა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ეთერ­ში დეპ­რე­სი­ულ ადა­მი­ა­ნებს კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევ­დნენ, სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბა ვერ შეძ­ლეს და თავი მო­იკ­ლეს.

გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლე­ე­ბი - ჯონ ლი­ტინ­გი და ლინ რო­უ­ზე­ნი მე­ზობ­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ორი­ვე დი­ვან­ზე თავ­ზე ჰე­ლი­უ­მით სავ­სე ტომ­რებ­ჩა­მოც­მუ­ლი იწვა. ად­გილ­ზე მი­სულ­მა პო­ლი­ცი­ამ ორი წე­რი­ლი იპო­ვა. 48 წლის ჯონ ლი­ტინ­გის წე­რილ­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ ისი­ნი თა­ვის მოკ­ვლას ერ­თად აპი­რებ­დნენ. მა­მა­კაც­მა ასე­ვე და­წე­რა, რომ "აღარ შე­უძ­ლია უყუ­როს, რო­გორ იტან­ჯე­ბა მისი მე­უღ­ლე". 46 წლის ლინ რო­უ­ზე­ნის წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი არ გა­უხ­მა­უ­რე­ბი­ათ, მაგ­რამ ბა­რა­თით პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ას­კვნეს, რომ ქალს "სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი" ჰქონ­და.

ტრა­გი­კულ­მა ახალ­მა ამ­ბავ­მა მე­ზობ­ლე­ბი შე­აძ­რწუ­ნა. ისი­ნი წყვილს იც­ნობ­დნენ, რო­გორც არა მხო­ლოდ "შე­სა­ნიშ­ნავ ადა­მი­ა­ნებს", არა­მედ რა­დიო WBAI-FM-ის ყო­ველ­თვი­უ­რი შოუს -"ბედ­ნი­ე­რე­ბის დევ­ნა­ში" წამ­ყვა­ნებს. ლინი პრო­ფე­სი­ით ფსი­ქი­ატ­რი იყო და მუ­სი­კოს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მსმე­ნელს ურ­ჩევ­და, თუ რო­გორ და­ე­ნა­ხათ პრობ­ლე­მებ­ში პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რე და დეპ­რე­სი­ულ გან­წყო­ბას გამ­კლა­ვე­ბოდ­ნენ. "გახ­სოვ­დეთ, მთა­ვა­რია პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა. სცა­დეთ რა­ი­მე სპონ­ტა­ნუ­რი, რა­ღაც უნდა შეც­ვა­ლოთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ეს ცხოვ­რე­ბა არაა",-ამ­ბობ­და რო­უ­ზე­ნი.

ისი­ნი ადა­მი­ა­ნებს ურ­ჩევ­დნენ, თვით­მკვლე­ლო­ბა გა­და­ე­ფიქ­რე­ბი­ნათ. "სიკ­ვდი­ლი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ად­რეა",- აღ­ნიშ­ნავ­და იგი.

შოუს გარ­და წყვილს ტრე­ნინ­გე­ბის - "რა­ტომ ახლა არა" ჩა­ტა­რე­ბის სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს-პრო­ექ­ტიც ჰქონ­და. მისი მი­სია იყო "სუ­ლი­ე­რი ძა­ლის და ში­ნა­გა­ნი გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მოვ­ლე­ნა", რაც ადა­მი­ა­ნებს უნდა დახ­მა­რე­ბო­და "ეცხოვ­რათ ისე, რო­გორც სურ­დათ".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია New York Daily News-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

წამყვანებმა, რომლებიც ხალხს დეპრესიასთან გამკლავებაში ეხმარებოდნენ, თავი მოიკლეს

წამყვანებმა, რომლებიც ხალხს დეპრესიასთან გამკლავებაში ეხმარებოდნენ, თავი მოიკლეს

ამერიკული რადიოშოუს -"ბედნიერების დევნაში" წამყანებმა, რომლებიც ეთერში დეპრესიულ ადამიანებს კონსულტაციას უწევდნენ, საკუთარ პრობლემებთან გამკლავება ვერ შეძლეს და თავი მოიკლეს.

გარდაცვლილი მეუღლეები - ჯონ ლიტინგი და ლინ როუზენი მეზობლებმა აღმოაჩინეს. ორივე დივანზე თავზე ჰელიუმით სავსე ტომრებჩამოცმული იწვა. ადგილზე მისულმა პოლიციამ ორი წერილი იპოვა. 48 წლის ჯონ ლიტინგის წერილში ნათქვამი იყო, რომ ისინი თავის მოკვლას ერთად აპირებდნენ. მამაკაცმა ასევე დაწერა, რომ "აღარ შეუძლია უყუროს, როგორ იტანჯება მისი მეუღლე". 46 წლის ლინ როუზენის წერილის შინაარსი არ გაუხმაურებიათ, მაგრამ ბარათით პოლიციელებმა დაასკვნეს, რომ ქალს "სერიოზული ფსიქიკური პრობლემები" ჰქონდა.

ტრაგიკულმა ახალმა ამბავმა მეზობლები შეაძრწუნა. ისინი წყვილს იცნობდნენ, როგორც არა მხოლოდ "შესანიშნავ ადამიანებს", არამედ რადიო WBAI-FM-ის ყოველთვიური შოუს -"ბედნიერების დევნაში" წამყვანებს. ლინი პროფესიით ფსიქიატრი იყო და მუსიკოს მეუღლესთან ერთად ერთი საათის განმავლობაში მსმენელს ურჩევდა, თუ როგორ დაენახათ პრობლემებში პოზიტიური მხარე და დეპრესიულ განწყობას გამკლავებოდნენ. "გახსოვდეთ, მთავარია პოზიტიური განწყობა. სცადეთ რაიმე სპონტანური, რაღაც უნდა შეცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცხოვრება არაა",-ამბობდა როუზენი.

ისინი ადამიანებს ურჩევდნენ, თვითმკვლელობა გადაეფიქრებინათ. "სიკვდილი ყოველთვის ძალიან ადრეა",- აღნიშნავდა იგი.

შოუს გარდა წყვილს ტრენინგების - "რატომ ახლა არა" ჩატარების საკუთარი ბიზნეს-პროექტიც ჰქონდა. მისი მისია იყო "სულიერი ძალის და შინაგანი გამოუყენებელი რესურსების გამოვლენა", რაც ადამიანებს უნდა დახმარებოდა "ეცხოვრათ ისე, როგორც სურდათ".

მომზადებულია New York Daily News-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს