სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მსოფლიოს რეაქციით უკმაყოფილოა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მსოფლიოს რეაქციით უკმაყოფილოა

თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, აჰ­მედ და­ვუ­თ­ოღ­ლუ თურ­ქეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის რე­აქ­ცი­ით უკ­მა­ყო­ფი­ლოა. რო­გორც თურ­ქუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Anadolu დიპ­ლო­მა­ტი­ურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, თურ­ქე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის პირ­ველ პირს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ჰქონ­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­თან, ჯონ ქე­რის­თან, სა­დაც და­ვუ­თ­ოღ­ლუმ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის რე­აქ­ცია გა­აკ­რი­ტი­კა.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს სა­უ­ბა­რი მას შემ­დეგ შედ­გა, რაც რამ­დე­ნი­მე ამე­რი­კელ­მა დიპ­ლო­მატ­მა თურ­ქეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მკვეთ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

და­ვუ­თ­ოღ­ლუ მი­იჩ­ნევს, რომ "ძა­ლი­ან ბევრ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა მსგავ­სი გა­მოს­ვლე­ბი და ეს შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რო­გორც გა­მოც­და ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის".

თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა იმის გა­მოც, რომ რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში ანა­ლო­გი­უ­რი რამ ხდე­ბა, ეს გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა, ხოლო თურ­ქეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს აღიქ­ვა­მენ, რო­გორც სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბას.

"თურ­ქე­თი არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის ქვეყ­ნად", - აცხა­დებს და­ვი­თ­ოღ­ლუ.

თურ­ქეთ­ში 28 მა­ისს და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი, რომ­ლის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა სტამ­ბოლ­ში, ტაქ­სი­მის მო­ე­დან­ზე "გეზი პარ­კის" რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და მის ად­გილ­ზე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის აშე­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბა იყო, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. და­შა­ვე­ბუ­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლია ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი.

დე­მონ­სტრან­ტე­ბი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ, თუმ­ცა პრე­მი­ე­რი პო­ზი­ცი­ე­ბის დათ­მო­ბას არ აპი­რებს.

თურ­ქეთ­ში აქ­ცი­ე­ბის დროს პო­ლი­ცი­ის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქმე­დე­ბე­ბი მკვეთ­რად გა­აკ­რი­ტი­კეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და ევ­რო­კავ­შირ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მსოფლიოს რეაქციით უკმაყოფილოა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მსოფლიოს რეაქციით უკმაყოფილოა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აჰმედ დავუთოღლუ თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მსოფლიო თანამეგობრობის რეაქციით უკმაყოფილოა. როგორც თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, თურქეთის საგარეო უწყების პირველ პირს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ჯონ ქერისთან, სადაც დავუთოღლუმ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია გააკრიტიკა.

სააგენტოს ინფორმაციით, ეს საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც რამდენიმე ამერიკელმა დიპლომატმა თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადება გააკეთა.

დავუთოღლუ მიიჩნევს, რომ "ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება მსგავსი გამოსვლები და ეს შეიძლება ჩაითვალოს, როგორც გამოცდა ქვეყნის დემოკრატიული სისტემის".

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ როდესაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ანალოგიური რამ ხდება, ეს განიხილება, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა, ხოლო თურქეთში მიმდინარე მოვლენებს აღიქვამენ, როგორც საგანგებო ვითარებას.

"თურქეთი არ შეიძლება ჩაითვალოს მეორეხარისხოვანი დემოკრატიის ქვეყნად", - აცხადებს დავითოღლუ.

თურქეთში 28 მაისს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები, რომლის მთავარი მოთხოვნა სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე "გეზი პარკის" რეკონსტრუქციისა და მის ადგილზე სავაჭრო ცენტრის აშენების შეჩერება იყო, ქვეყნის მასშტაბით მასობრივი არეულობა გამოიწვია. დაშავებული და დაკავებულია ათასობით ადამიანი.

დემონსტრანტები რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადადგომას ითხოვენ, თუმცა პრემიერი პოზიციების დათმობას არ აპირებს.

თურქეთში აქციების დროს პოლიციის არაადეკვატური ქმედებები მკვეთრად გააკრიტიკეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა