ქუთაისს ახალი მერი ჰყავს - დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის რიგით მეათე მერია. საზოგადოების მხრიდან მისი პიროვნების მიმართ დიდი ინტერესია და მრავალი ჭორ-მართალიც გავრცელდა. ამერიკაში მცხოვრები კოპალიანი მშობლიური ქალაქში მერის თანამდებობის დასაკავებლად დაბრუნდა. ქუთაისის მერთან ექსკლუზიურ ინტერვიუს "პოსტსკრიპტუმი" გთავაზობთ.
- ბატონო დიმიტრი, თქვენ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქის მერად დაინიშნეთ. როგორ აპირებთ ამ კრიზისიდან ქალაქის გამოყვანას?
- მე შევეცდები ყველაფერს, ვისთანაც კი ხელი მიმიწვდება, რომ ქალაქს დავეხმაროთ. ბოლოს და ბოლოს, ეს არის მეორე ქალაქი, ყველაფერი თბილისში ხომ არ უნდა წავიდეს, დაბალანსება უნდა მოხდეს. ჯერ დონორების დახმარებით და შემდეგ, მოსახლეობა უნდა ჩავრთოთ ადგილობრივ სამუშაოებში. ტენდერებში ადგილობრივებს უნდა მიენიჭოთ უპირატესობა. მინდა, რომ მოვიყვანო უცხოელები და ვანახო, თუ რა არის ქუთაისი. ქუთაისმა უნდა იტვირთოს მეორე ადმინისტრაციული, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრის მისია. უნდა მოხდეს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც შეფასებული იქნება პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და მექანიზმები.
- რამდენად პრინციპული ხართ გადაწყვეტილებების მიღებაში და შეძლებთ თუ არა პოლიტიკური ზეწოლისაგან თავის დაცვას?
- უპრინციპოდ ასეთ წარმატებებს ვერ მივაღწევდი ცხოვრებაში, ჩემს პრინციპულობაზე მიუთითებს ის ნაბიჯი, მე რომ ქუთაისში ვარ. ეს პრინციპული გადაწყვეტილება იყო. მე ერთ წელიწადში მაინც გადავდგამდი ამ ნაბიჯს, იმიტომ რომ შვილები მეზრდებიან და ენა არ იციან. ქართველი ვარ და შვილები, რომ ამერიკული ინგლისურით მესაუბრებიან, ცოტა მძიმეა. ჩვენ ხშირად ჩამოვდივართ, მაგრამ სხვა არის, როცა აქ ცხოვრობ, გარემოს აქვს დიდი მნიშვნელობა.
- თქვენი მეუღლე როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას?
- ძალიან კარგად, ჩემი მეუღლე წარმოშობით ფრანგია, გაზრდილი არის ამერიკაში და შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ისიც დოქტორია ინფორმაციულ სისტემებში, თავდაცვის საკითხებზე და კიბერშეტევებზე მუშაობს. იქ სხვა ცხოვრებაა, თითქმის მოწყვეტილი ხარ ყველაფერს და ჩვენ ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს.
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია