პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 საფეხბურთო კლუბი საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს ამბობს
8 საფეხბურთო კლუბი საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს ამბობს

8 სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "დი­ნა­მო თბი­ლი­სის", "ზეს­ტა­ფო­ნის", "ვიტ ჯორ­ჯი­ას", "მე­ტა­ლურ­გის", "სი­ო­ნის", "ზუგ­დი­დის", "მე­რა­ნი­სა" და "ტორ­პე­დოს" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დღეს მი­ი­ღეს. უმაღ­ლე­სი და პირ­ვე­ლი ლი­გის კლუ­ბე­ბი­სა და ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თა შეხ­ვედ­რა სფფ-ში გა­ი­მარ­თა.

ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კითხს კლუ­ბე­ბი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ, თუ ისი­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­გან 2-2 მი­ლი­ონ ლარს მი­ი­ღე­ბენ, რო­გორც ეს გო­რის "დი­ლას" შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და.

ამას­თან, Sportall.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე გაჟ­ღერ­და იდეა, რომ­ლის თა­ნახ­მად, კერ­ძო კლუ­ბე­ბი ცალ­კე ჩემ­პი­ო­ნატს ჩა­ა­ტა­რე­ბენ.

დღეს­ვე კლუ­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სა­კითხს და მათ პო­ზი­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"იმის ილუ­ზია, რომ წელსვე ბი­უ­ჯე­ტი­დან კლუ­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა მოხ­დე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს ჰქონ­დეს. ასე­თი რამ მე არც მით­ქვამს და ვერც ვი­ტყო­დი, რად­გან სა­ა­მი­სო რე­სურ­სი არ არ­სე­ბობს, ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც. ეს შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, სპორ­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვით. რაც შე­ე­ხე­ბა გო­რის "დი­ლას" სა­კითხს, სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს­გან ფი­ნან­სი­რე­ბა არ და ვერ მოხ­დე­ბა. კლუბს აფი­ნან­სებს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, რო­გორც აქამ­დე იყო", - აცხა­დებს სპორ­ტის მი­ნის­ტრი.

ყი­ფი­ა­ნის თქმით, არ ეთან­ხმე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხედ­ვას, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ თუ გო­რის "დილა" ფი­ნანსდე­ბა, სხვა კლუ­ბე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ფი­ნანსდნენ. "იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს გუნ­დი ევ­რო­პის ლი­გა­ზე გა­დის, მისი და­ფი­ნან­სე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­გან გა­მარ­თლე­ბუ­ლია, რად­გან ამ გუნ­დის არ­გა­მოს­ვლა ევ­რო­სარ­ბი­ელ­ზე უფრო მეტი სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის, ვიდ­რე ამ გუნ­დის ფი­ნან­სი­რე­ბა", - აცხა­დებს ყი­ფი­ა­ნი.

"

ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

8 საფეხბურთო კლუბი საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს ამბობს

8 საფეხბურთო კლუბი საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს ამბობს

8 საფეხბურთო კლუბი საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება "დინამო თბილისის", "ზესტაფონის", "ვიტ ჯორჯიას", "მეტალურგის", "სიონის", "ზუგდიდის", "მერანისა" და "ტორპედოს" წარმომადგენლებმა დღეს მიიღეს. უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისა და ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრა სფფ-ში გაიმართა.

ჩემპიონატში მონაწილეობის საკითხს კლუბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ისინი სახელმწიფოსგან 2-2 მილიონ ლარს მიიღებენ, როგორც ეს გორის "დილას" შემთხვევაში მოხდა.

ამასთან, Sportall.ge-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე გაჟღერდა იდეა, რომლის თანახმად, კერძო კლუბები ცალკე ჩემპიონატს ჩაატარებენ.

დღესვე კლუბების დაფინანსების საკითხს და მათ პოზიციას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი გამოეხმაურა.

"იმის ილუზია, რომ წელსვე ბიუჯეტიდან კლუბების დაფინანსება მოხდება, არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს. ასეთი რამ მე არც მითქვამს და ვერც ვიტყოდი, რადგან საამისო რესურსი არ არსებობს, ჯერჯერობით მაინც. ეს შეიძლება განხორციელდეს დროთა განმავლობაში, სპორტული ინტერესების დაცვით. რაც შეეხება გორის "დილას" საკითხს, სპორტის სამინისტროსგან ფინანსირება არ და ვერ მოხდება. კლუბს აფინანსებს მუნიციპალიტეტი, როგორც აქამდე იყო", - აცხადებს სპორტის მინისტრი.

ყიფიანის თქმით, არ ეთანხმება იმ ადამიანების ხედვას, რომლებიც აცხადებენ, რომ თუ გორის "დილა" ფინანსდება, სხვა კლუბებიც აუცილებლად უნდა დაფინანსდნენ. "იქიდან გამომდინარე, რომ ეს გუნდი ევროპის ლიგაზე გადის, მისი დაფინანსება სახელმწიფოსგან გამართლებულია, რადგან ამ გუნდის არგამოსვლა ევროსარბიელზე უფრო მეტი სირცხვილი იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე ამ გუნდის ფინანსირება", - აცხადებს ყიფიანი.

"

ინტერპრესნიუსი"

საქართველოს ერთ რეგიონში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი - რა ინფორმაციას ავრცელებს  გარემოს ეროვნული სააგენტო

ოზურგეთში ინფიცირებული პედაგოგი წესების დარღვევითვის დააჯარიმეს

"საქართველოში ფეხბურთის არწივები გვყავდა და დღევანდელების უმეტესობა ინდაურია" - რევაზ ძოძუაშვილი "დინამოს" ფარერულ კლუბთან მარცხს აფასებს