გიგა ბოკერია - უშიშროების საბჭოს დღევანდელმა სხდომამ ძალიან სასარგებლოდ ჩაიარა

გიგა ბოკერია - უშიშროების საბჭოს დღევანდელმა სხდომამ ძალიან სასარგებლოდ ჩაიარა

უშიშროების საბჭოს დღევანდელმა სხდომამ ძალიან საქმიანად და სასარგებლოდ ჩაიარა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დღევანდელი სხდომის განსახილველი საკითხები იყო ოკუპაციის ხაზის გადმოწევა, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა. ბოკერიას განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვერ მოახერხა დღევანდელ სხდომაზე დასწრება.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ მოვიდა დღევანდელ სხდომაზე, განსაკუთრებით მისი გუშინდელი მოწოდებების ფონზე. თუ არ ვცდები, პრემიერი იყო ერთ-ერთი პარტიის ყრილობაზე და თქვა, რომ ის ვერ შეცვლიდა გრაფიკს, რაშიც არ ვეთანხმებით. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ის თავის გრაფიკთან შეათავსებს ასეთი შეკრებების დროს და ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორც არის საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ეხებათ და ქმნის საფრთხეს ჩვენი სუვერენიტეტის, ასეთ საქმიან შეხვედრაზე განხილვაში პრემიერიც მიიღებს მონაწილეობას", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ასევე მრავალ შესაძლო ერთობლივ ქმედებასთან დაკავშირებით იყო საუბარი. "დეტალებში არ შევალ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო საქმიანი და სასარგებლო შეხვედრა. იმედი გვაქვს, მომავალშიც იქნება ასეთი შეხვედრების შესაძლებლობა. რაც შეეხება პრემიერის არმოსვლას, ჩვენს შორის არის ფუნდამენტური განსხვავებები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, მაგრამ ქვეყნის ინტერესები გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად ამ განსხავებებისა, თუ არის შესაძლებლობა ერთობლივი მუშაობის, ეს უნდა მოხერხდეს. უშიშროების საბჭო არის ერთ-ერთი ასეთი ფორმატი", - განაცხადა ბოკერიამ.

ის ასევე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის განცხადებას, რომ საოკუპაციო ხაზთან 200-მდე კოტეჯის აშენება იგეგმება და აღნიშნა, რომ ეს არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა