ჟურნალმა Glamour-მა დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი ათწლეულის ქალად დაასახელა. ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია Berkeley Square Garden-ში გაიმართა. დიზაინერს მეუღლის ნაცვლად შვილი, 14 წლის ბრუკლინ ბექჰემი ახლდა.
10 წლის განმავლობაში ვიქტორია ბექჰემმა დიდ წარმატებას მიაღწია. ის პოპ-ვარსკვლავიდან წარმატებულ დიზაინერად იქცა, რომლის სამოსს შოუბიზნესის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები ატარებენ. სწორედ ამ წარმატების გამო ვიქტორიას "ათწლეულის ქალის" ტიტული მიანიჭეს.
სიტყვით გამოსვლის დროს ვარსკვლავმა ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავადაც სიამოვნებს ქალების დახმარება:
"მინდა ყველა ქალს მივულოცო. მიყვარს, როდესაც ქალებს ვეხმარები. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ბრუკლინს, ჩემს დღევანდელ კავალერს და ყველაზე სიმპათიურს მათ შორის, ვინც დღეს აქ მოსვლით საშინაო დავალების შესრულებას აარიდა თავი" - აღნიშნა ვიქტორიამ.
გარდა ბექჰემისა, ჟურნალ "გლამურის" ჯილდოები გადაეცათ რიტა ორას და ნიკოლ შერზინგერს. წლის მამაკაცად კი მსახიობი დენიელ რედკლიფი დაასახელეს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.