საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილის ბრაზილიური ვოიაჟი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 151 415,41 ლარი დაუჯდა
მიხეილ სააკაშვილის ბრაზილიური ვოიაჟი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 151 415,41 ლარი დაუჯდა

პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრა­ზი­ლი­ა­ში ვი­ზი­ტის­თვის 151 415,41 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

2012 წლის 1 იან­ვრი­დან 2013 წლის 31 იან­ვრამ­დე კი პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტებ­ზე სულ 2 336 857,14 ლა­რია და­ხარ­ჯუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას IDFI ავ­რცე­ლებს. IDFI-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბრა­ზი­ლი­ა­ში შარ­შან ივ­ნის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"2012 წლის მა­ის­ში პრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა ბრა­ზი­ლი­ა­ში ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც მან აღ­ნიშ­ნა, რომ "ბი­ჭებს და გო­გო­ებს ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­სე­ირ­ნე­ბა მო­ე­ნატ­რათ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ერთ თვე­ში პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ბი­უ­ჯე­ტი­დან ბრა­ზი­ლი­ა­ში პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზიტ­ზე 151 415,41 ლარი გა­მო­ი­ყო", - ნათ­ქვა­მია IDFI-ის სტა­ტი­ა­ში.

"ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ თან­ხი­დან 405 104,43 ლარი გა­სუ­ლი წლის იან­ვარ­ში, აშშ-სა და გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ზიტ­ზე, 402 036,73 ლარი - მარ­ტში, აშშ-სა და საფ­რან­გეთ­ში, 169 991,94 ლარი კი ოქ­ტომ­ბერ­ში ბელ­გი­ა­სა და ჩე­ხეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტებ­ზე და­ი­ხარ­ჯა.

2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით 9 სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. აღ­ნიშ­ნულ ვი­ზი­ტებ­ზე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან 705 550,94 ლარი გა­მო­ი­ყო.

IDFI-იმ პრე­ზი­დენ­ტის სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნიტ­რა­ცი­ი­დან გა­მო­ი­თხო­ვა. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ არის სრულ­ყო­ფი­ლი და პა­სუხ­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი ქვეყ­ნის შიგ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი, ასე­ვე, ცალ-ცალ­კე არ არის გა­მო­ყო­ფი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტებ­სა და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი.

რო­გორც IDFI-ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, წარ­მოდ­გე­ნი­ლი თან­ხე­ბი მო­ი­ცავს მთლი­ა­ნად დე­ლე­გა­ცი­ის და არა მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის ხარ­ჯებს. ამას­თან, ამ ხარ­ჯებ­ში კა­ტე­გო­რი­ე­ბის, მა­გა­ლი­თად საწ­ვა­ვის, ბი­ლე­თე­ბის, დაც­ვის, სას­ტუმ­როს ხარ­ჯე­ბის ცალ­კე გა­მო­ყო­ფა არ ხდე­ბა, რად­გან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შე­სუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბა მხო­ლოდ ვი­ზი­ტის­თვის სა­ჭი­რო ჯა­მურ თან­ხას მო­ი­ცავს.

IDFI ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ზო­გი­ერ­თი ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ვებგ­ვერ­დზე ინ­ფორ­მა­ცია არ მო­ი­პო­ვე­ბა.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მიხეილ სააკაშვილის ბრაზილიური ვოიაჟი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 151 415,41 ლარი დაუჯდა

მიხეილ სააკაშვილის ბრაზილიური ვოიაჟი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 151 415,41 ლარი დაუჯდა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრაზილიაში ვიზიტისთვის 151 415,41 ლარი დაიხარჯა.

2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე კი პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებზე სულ 2 336 857,14 ლარია დახარჯული, - ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს. IDFI-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ბრაზილიაში შარშან ივნისში იმყოფებოდა.

"2012 წლის მაისში პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება ბრაზილიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების თანამშრომლების ვიზიტთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ "ბიჭებს და გოგოებს ბრაზილიაში გასეირნება მოენატრათ. საინტერესოა, რომ ერთ თვეში პრეზიდენტის განკარგულებით ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან ბრაზილიაში პრეზიდენტის ვიზიტზე 151 415,41 ლარი გამოიყო", - ნათქვამია IDFI-ის სტატიაში.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მონაცემებით, ამ თანხიდან 405 104,43 ლარი გასული წლის იანვარში, აშშ-სა და გერმანიაში ვიზიტზე, 402 036,73 ლარი - მარტში, აშშ-სა და საფრანგეთში,  169 991,94 ლარი კი ოქტომბერში ბელგიასა და ჩეხეთში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტებზე დაიხარჯა.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით 9 სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდა. აღნიშნულ ვიზიტებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 705 550,94 ლარი გამოიყო.

IDFI-იმ პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინიტრაციიდან გამოითხოვა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და პასუხში არ არის მითითებული ქვეყნის შიგნით განხორციელებული ვიზიტები, ასევე, ცალ-ცალკე არ არის გამოყოფილი ოფიციალურ ვიზიტებსა და სამუშაო შეხვედრებზე გაწეული ხარჯები.

როგორც IDFI-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, წარმოდგენილი თანხები მოიცავს მთლიანად დელეგაციის და არა მხოლოდ პრეზიდენტის ხარჯებს. ამასთან, ამ ხარჯებში კატეგორიების, მაგალითად საწვავის, ბილეთების, დაცვის, სასტუმროს ხარჯების ცალკე გამოყოფა არ ხდება, რადგან ადმინისტრაციაში შესული განკარგულება მხოლოდ ვიზიტისთვის საჭირო ჯამურ თანხას მოიცავს.

IDFI ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ვიზიტის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ინფორმაცია არ მოიპოვება.

ნათია ლეშკაშელი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია