პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თედო ჯაფარიძე - "არ უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვაწონოთ თავი ევროპას თურქი ხალხის შესახებ განცხადებებით"
თედო ჯაფარიძე - "არ უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვაწონოთ თავი ევროპას თურქი ხალხის შესახებ განცხადებებით"

სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე თედო ჯა­ფა­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ბოლო დღე­ებ­ში თურ­ქეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს და ემო­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის ნაც­ვლად, სა­კითხს პრაგ­მა­ტუ­ლად, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მი­უდ­გეს. ამის შე­სა­ხებ თედო ჯა­ფა­რი­ძემ გა­ზეთ "ალი­ას­თან" ისა­უბ­რა.

"ეს უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა მთავ­რო­ბას და სა­გა­რეო უწყე­ბას. ნამ­დვი­ლად ვერ გე­ტყვით, რა­ტომ არ გა­ა­კე­თა ეს. მაგ­რამ მე მა­ინც მგო­ნია, რაც ხდე­ბა თურ­ქეთ­ში, სიფრ­თხი­ლით უნდა მო­ვე­კი­დოთ ამას. ეს ჩემი პი­რა­დი აზ­რია და რად­გან მე­კი­თხებთ, ჩემს პო­ზი­ცი­ას გე­ტყვით. სხვა სა­კი­თხია, რა გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს ევ­რო­პა, ნატო, თუ რო­მე­ლი­მე ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია. თურ­ქე­თი არის ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მე­ზო­ბე­ლი. რაც იქ ხდე­ბა, ძა­ლი­ან მწვა­ვე მოვ­ლე­ნე­ბია, რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა და ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­სა და მოვ­ლე­ნებს თავი უნდა გა­არ­თვას თურ­ქმა ხალ­ხმა და თურ­ქე­თის მთავ­რო­ბამ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სხვა პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს სხვა მე­ზო­ბელ­თან, უნდა და­ვა­ცა­დოთ თურ­ქებს, თა­ვის პრობ­ლე­მას თვი­თონ მი­ხე­დონ და მო­აგ­ვა­რონ. ჩვენ­თვის ამ შემ­თხვე­ვა­ში მთა­ვა­რია, თურ­ქეთ­მა ეს პრობ­ლე­მე­ბი გა­დაჭ­რას და ის იყოს სტა­ბი­ლუ­რი, ვი­ნა­ი­დან სტა­ბი­ლუ­რი თურ­ქე­თი არის სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი.

მე არ ვთვლი, რომ ეს არის იგ­ნო­რი­რე­ბის პო­ლი­ტი­კა. ეს არის პრაგ­მა­ტუ­ლი მიდ­გო­მა და არა ემო­ცი­უ­რი. ჩვენ უნდა შე­ვეჩ­ვი­ოთ, რომ ვი­ყოთ ნაკ­ლე­ბად ემო­ცი­უ­რე­ბი და უფრო პრაგ­მა­ტუ­ლე­ბი გავ­ხდეთ. მით უფრო იმ მე­ზობ­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც არის საკ­მა­ოდ ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლი და ემო­ცი­უ­რი, ისე­დაც, ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­რე­შე. ჩვენ უნდა გან­ვსა­ზღვროთ ასე, რა არის ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი და არ უნდა ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, თავი რო­გორ მო­ვა­წო­ნოთ ევ­რო­პა­სა თუ ამე­რი­კას სხვა­დას­ხვა გან­ცხა­დე­ბე­ბით", - აღ­ნიშ­ნა თედო ჯა­ფა­რი­ძემ.

სტამ­ბოლ­ში, ტაქ­სი­მის მო­ე­დან­ზე სა­ყო­ველ­თაო პრო­ტეს­ტი "გეზი პარ­კის" რე­კონ­სტრუქ­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნით 28 მა­ისს და­ი­წყო. თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და დე­მონ­სტრან­ტებს მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად, აქ­ცი­ებ­მა თურ­ქე­თის სხვა დიდი ქა­ლა­ქე­ბიც მო­იც­ვა. მო­მი­ტინ­გე­ებ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და ერ­დო­ღა­ნის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით გა­ერ­თი­ან­დნენ.

იხი­ლეთ ასე­ვე: "სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლო­დან რა­ტომ არ ის­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხმა თურ­ქი ხალ­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად?"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

თედო ჯაფარიძე - "არ უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვაწონოთ თავი ევროპას თურქი ხალხის შესახებ განცხადებებით"

თედო ჯაფარიძე - "არ უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვაწონოთ თავი ევროპას თურქი ხალხის შესახებ განცხადებებით"

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ემოციური განცხადებების გაკეთების ნაცვლად, საკითხს პრაგმატულად, საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიუდგეს. ამის შესახებ თედო ჯაფარიძემ გაზეთ "ალიასთან" ისაუბრა.

"ეს უნდა გაეკეთებინა მთავრობას და საგარეო უწყებას. ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ არ გააკეთა ეს. მაგრამ მე მაინც მგონია, რაც ხდება თურქეთში, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამას. ეს ჩემი პირადი აზრია და რადგან მეკითხებთ, ჩემს პოზიციას გეტყვით. სხვა საკითხია, რა განცხადებას გააკეთებს ევროპა, ნატო, თუ რომელიმე ევროპული ორგანიზაცია. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული მეზობელი. რაც იქ ხდება, ძალიან მწვავე მოვლენებია, რთული სიტუაციაა და ამ სიტუაციასა და მოვლენებს თავი უნდა გაართვას თურქმა ხალხმა და თურქეთის მთავრობამ. იქიდან გამომდინარე, რომ სხვა პრობლემები გვაქვს სხვა მეზობელთან, უნდა დავაცადოთ თურქებს, თავის პრობლემას თვითონ მიხედონ და მოაგვარონ. ჩვენთვის ამ შემთხვევაში მთავარია, თურქეთმა ეს პრობლემები გადაჭრას და ის იყოს სტაბილური, ვინაიდან სტაბილური თურქეთი არის საქართველოს სტაბილურობის გარანტი.

მე არ ვთვლი, რომ ეს არის იგნორირების პოლიტიკა. ეს არის პრაგმატული მიდგომა და არა ემოციური. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ ვიყოთ ნაკლებად ემოციურები და უფრო პრაგმატულები გავხდეთ. მით უფრო იმ მეზობლის მიმართ, რომელიც არის საკმაოდ ეგზალტირებული და ემოციური, ისედაც, ჩვენი განცხადებების გარეშე. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ასე, რა არის ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესები და არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თავი როგორ მოვაწონოთ ევროპასა თუ ამერიკას სხვადასხვა განცხადებებით", - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე საყოველთაო პროტესტი "გეზი პარკის" რეკონსტრუქციის შეჩერების მოთხოვნით 28 მაისს დაიწყო. თუმცა, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს მომხდარი შეტაკების შედეგად, აქციებმა თურქეთის სხვა დიდი ქალაქებიც მოიცვა. მომიტინგეებმა ხელისუფლება ავტორიტარიზმში დაადანაშაულეს და ერდოღანის გადადგომის მოთხოვნით გაერთიანდნენ.

იხილეთ ასევე: ”სალომე ზურაბიშვილი - საქართველოდან რატომ არ ისმის ოფიციალური ხმა თურქი ხალხის მხარდასაჭერად?”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა