სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალ ტალღაზე" სალომე ქათამაძე დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად იმღერებს
"ახალ ტალღაზე" სალომე ქათამაძე დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად იმღერებს

იურ­მა­ლას სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ კონ­კურს "ახალ ტალ­ღა­ზე" ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე ეროვ­ნულ ტურ­ში დუეტ "ჯორ­ჯი­ას­თან" ერ­თად იმ­ღე­რებს.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უბ­რი­სას ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" მუ­სი­კა­ლურ­მა პრო­დი­უ­სერ­მა რუსა მორ­ჩი­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ის და სა­ლო­მე იურ­მა­ლა­ში კონ­კურ­სის და­წყე­ბამ­დე 10 დღით ადრე, 13 ივ­ლისს გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან.

- იურ­მა­ლა­ში 13 ივ­ლისს გა­ვემ­გზავ­რე­ბით. კონ­კურ­სამ­დე 10 დღით ადრე და­ი­წყე­ბა რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, რომ­ლის დრო­საც სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძეს­თან რე­ჟი­სო­რე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ და სას­ცე­ნო იმიჯს მო­არ­გე­ბენ.

- წლე­ვან­დელ კონ­კურ­სზე გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია...

- წელს მარ­თლაც ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ჰი­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. ანუ კონ­კურ­სანტს შე­უძ­ლია სხვა მომ­ღერ­ლებ­თან ერ­თად შე­ას­რუ­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ღე­რა. წელს სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე ჩემს მიერ და­წე­რილ სიმ­ღე­რას დუეტ "ჯორ­ჯი­ას­თან" ერ­თად შე­ას­რუ­ლებს. სიმ­ღე­რა­ში ქა­ლა­ქუ­რი მო­ტი­ვე­ბია და კინ­ტა­უ­რის თე­მა­ცაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

- სა­ლო­მე ინ­ტენ­სი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა სა­კონ­კურ­სოდ. რე­პერ­ტუ­არ­ში კი­დევ რო­მე­ლი სიმ­ღე­რე­ბი შევა?

- სა­ლო­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰი­ტე­ბის პროგ­რა­მა­ში BOYZ II MAN-ის სიმ­ღე­რას შე­ას­რუ­ლებს, ხოლო სა­ავ­ტო­რო სიმ­ღე­რის პროგ­რა­მა­ში ჩემს სიმ­ღე­რას შე­ას­რუ­ლებს. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სიმ­ღე­რე­ბის გა­ორ­კესტრე­ბის (არან­ჟი­რე­ბა) ავ­ტო­რებს, ბო­რი­კო შხი­ან­სა და დათო ხუ­ბუ­კე­ლაშ­ვილს.

- თქვენ­თან ერ­თად კი­დევ ვინ მო­დის კონ­კურ­სზე?

- ჯერ მე და სა­ლო­მე მივ­დი­ვართ. შემ­დეგ დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მაკა სა­ჯა­ია, პრო­დი­უ­სე­რი ნატო დუმ­ბა­ძე და სხვა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბი­ან. თა­ვის­თა­ვად იქ იქ­ნე­ბი­ან რატი დურ­გლიშ­ვი­ლი და მაკა ზამ­ბა­ხი­ძე. წელს ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო გა­ი­მარ­თე­ბა იურ­მა­ლა­ში. დუ­ე­ტი "ჯორ­ჯია" აგუ­ტი­ნის სიმ­ღე­რას სწო­რედ ამ შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ღა­მო­ზე შე­ას­რუ­ლებს.

მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი "ახა­ლი ტალ­ღა" 23-28 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"ახალ ტალღაზე" სალომე ქათამაძე დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად იმღერებს

"ახალ ტალღაზე" სალომე ქათამაძე დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად იმღერებს

იურმალას საერთაშორისო მუსიკალურ კონკურს "ახალ ტალღაზე" ქართველი კონკურსანტი სალომე ქათამაძე ეროვნულ ტურში დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად იმღერებს.

როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას ტელეკომპანია "იმედის" მუსიკალურმა პროდიუსერმა რუსა მორჩილაძემ განაცხადა, ის და სალომე იურმალაში კონკურსის დაწყებამდე 10 დღით ადრე, 13 ივლისს გაემგზავრებიან.

- იურმალაში 13 ივლისს გავემგზავრებით. კონკურსამდე 10 დღით ადრე დაიწყება რეპეტიციები, რომლის დროსაც სალომე ქათამაძესთან რეჟისორები იმუშავებენ და სასცენო იმიჯს მოარგებენ.

-  წლევანდელ კონკურსზე გარკვეული ცვლილებებია...

- წელს მართლაც ცვლილებები შევიდა ნაციონალური ჰიტების შესრულებაში. ანუ კონკურსანტს შეუძლია სხვა მომღერლებთან ერთად შეასრულოს ეროვნული სიმღერა. წელს სალომე ქათამაძე ჩემს მიერ დაწერილ სიმღერას დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად შეასრულებს. სიმღერაში ქალაქური მოტივებია და კინტაურის თემაცაა გამოყენებული.

- სალომე ინტენსიურად ემზადება საკონკურსოდ. რეპერტუარში კიდევ რომელი სიმღერები შევა?

- სალომე საერთაშორისო ჰიტების პროგრამაში BOYZ II MAN-ის სიმღერას შეასრულებს, ხოლო საავტორო სიმღერის პროგრამაში ჩემს სიმღერას შეასრულებს. მადლობა მინდა გადავუხადო სიმღერების გაორკესტრების (არანჟირება) ავტორებს, ბორიკო შხიანსა და დათო ხუბუკელაშვილს.

- თქვენთან ერთად კიდევ ვინ მოდის კონკურსზე?

- ჯერ მე და სალომე მივდივართ. შემდეგ დათო ოქიტაშვილი, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი მაკა საჯაია, პროდიუსერი ნატო დუმბაძე და სხვა გულშემატკივრებიც შემოგვიერთდებიან. თავისთავად იქ იქნებიან რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე. წელს ლეონიდ აგუტინის შემოქმედებითი საღამო გაიმართება იურმალაში. დუეტი "ჯორჯია" აგუტინის სიმღერას სწორედ ამ შემოქმედებით საღამოზე შეასრულებს.

მუსიკალური ფესტივალი "ახალი ტალღა" 23-28 ივლისს გაიმართება.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება