საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბერძენიშვილი - მერაბიშვილს 80 წიგნს შევურჩევდი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ზიხარ
ლევან ბერძენიშვილი - მერაბიშვილს 80 წიგნს შევურჩევდი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ზიხარ

დღეს ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ტე­ლე­ვი­ზო­რი, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა "პრა­იმ­ტა­ი­მის" პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

იგი გა­მო­ეხ­მა­უ­რა გა­ზეთ "ვა­შინგტონ პოს­ტში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტია უკან მი­დის. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი იზი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­ნიშ­ვნას, რომ სტა­ტია და­ი­წე­რა ისე, რომ გა­მო­ცე­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბის შე­სას­წავ­ლად ჟურ­ნა­ლის­ტი არ გა­მო­უგ­ზავ­ნია.

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში პრე­სა თა­ვი­სუ­ფა­ლია, ამი­ტომ რო­დე­საც "ვა­შინგტონ პოს­ტში" იბეჭ­დე­ბა ერთი ტი­პის სტა­ტია, სხვა ტი­პის სტა­ტია იბეჭ­დე­ბა "უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან" გა­მო­ცე­მა "ფორბსში". "იქაც არის პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბა", - დას­ძი­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

"სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი არ­სე­ბობს, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად ეს პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შის ნა­წი­ლია, რაც მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ შე­საძ­ლოა, ეს იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის ლო­ბის­ტე­ბის ნა­მუ­შე­ვა­რი, აბა სხვა რა უნდა ვი­ფიქ­როთ", - აღ­ნიშ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი გა­მო­ცე­მა "ვა­შინგტონ პოსტს" ახ­სე­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტია უკან მა­შინ წა­ვი­და, რო­დე­საც ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რებს აწა­მებ­დნენ და მა­თი­ას იორშმა "ცო­ცხალმკვდა­რი სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლა".

"მა­შინ "ვა­შინგტონ პოსტს" არ და­უ­წე­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ას პრობ­ლე­მე­ბი აქვს. დღეს ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ტე­ლე­ვი­ზო­რი. ეს არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ნი­შა­ნი, სად წა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტია, წინ თუ უკან", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი იმ­დე­ნად ოპ­ტი­მის­ტუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, რომ მან 80 წიგ­ნის შეგ­ზავ­ნა მო­ი­თხო­ვა.

"მე სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ წიგ­ნე­ბის კი­თხვის სფე­რო­ში, 80 წიგ­ნი სწო­რად მო­ი­თხო­ვა, იმი­ტომ რომ მისი კი­თხვის ტემ­პი რაც ვი­ცით, 80 წიგ­ნის­თვის დას­ჭირ­დე­ბა ის დრო, რო­მე­ლიც მას ექ­ნე­ბა მო­სა­ფიქ­რებ­ლად. ჩვე­ნი ძვე­ლი მე­გობ­რო­ბა რომ გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა, მე შე­ვურ­ჩევ­დი 80 წიგნს, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ზი­ხარ", - გა­ნა­ცხდა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლევან ბერძენიშვილი - მერაბიშვილს 80 წიგნს შევურჩევდი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ზიხარ

ლევან ბერძენიშვილი - მერაბიშვილს 80 წიგნს შევურჩევდი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ზიხარ

დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა არის ვანო მერაბიშვილის ტელევიზორი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იგი გამოეხმაურა გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის თანახმად, საქართველოში დემოკრატია უკან მიდის. ბერძენიშვილი იზიარებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შენიშვნას, რომ სტატია დაიწერა ისე, რომ გამოცემას საქართველოში ვითარების შესასწავლად ჟურნალისტი არ გამოუგზავნია.

ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრესა თავისუფალია, ამიტომ როდესაც "ვაშინგტონ პოსტში" იბეჭდება ერთი ტიპის სტატია, სხვა ტიპის სტატია იბეჭდება "უფრო მნიშვნელოვან" გამოცემა "ფორბსში". "იქაც არის პოლიტიკური გემოვნება", - დასძინა ბერძენიშვილმა.

"საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ რაღაცნაირად ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა, ეს იყო სააკაშვილის ლობისტების ნამუშევარი, აბა სხვა რა უნდა ვიფიქროთ", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოცემა "ვაშინგტონ პოსტს" ახსენებს, რომ საქართველოში დემოკრატია უკან მაშინ წავიდა, როდესაც ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ და მათიას იორშმა "ცოცხალმკვდარი სულხან მოლაშვილი მოინახულა".

"მაშინ "ვაშინგტონ პოსტს" არ დაუწერია, რომ საქართველოში დემოკრატიას პრობლემები აქვს. დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა არის ვანო მერაბიშვილის ტელევიზორი. ეს არის ძალიან სერიოზული ნიშანი, სად წავიდა საქართველოში დემოკრატია, წინ თუ უკან", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი იმდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ მან 80 წიგნის შეგზავნა მოითხოვა.

"მე სპეციალისტი ვარ წიგნების კითხვის სფეროში, 80 წიგნი სწორად მოითხოვა, იმიტომ რომ მისი კითხვის ტემპი რაც ვიცით, 80 წიგნისთვის დასჭირდება ის დრო, რომელიც მას ექნება მოსაფიქრებლად. ჩვენი ძველი მეგობრობა რომ გაეთვალისწინებინა, მე შევურჩევდი 80 წიგნს, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ზიხარ", - განაცხდა ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა