პოლიტიკა
სამართალი

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა ნიკოლ სმიტზე ფილმს იღებენ
ანა ნიკოლ სმიტზე ფილმს იღებენ

2007 წელს გარ­დაც­ვლილ მო­დელ­სა და ჟურ­ნალ "Playboy"-ს ვარ­სკვლავ ანა ნი­კოლ სმიტ­ზე ახალ ბი­ოგ­რა­ფი­ულ ფილ­მს იღე­ბენ.

ფილმში "ანა ნი­კო­ლის ამ­ბა­ვი" (Anna Nicole Story) მო­დე­ლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის ეტა­პე­ბი, გლა­მუ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი, პრეს­ტი­ჟუ­ლი ფო­ტო­სე­სი­ე­ბი და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი შევა. ანას როლს 27 წლის ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი აგ­ნეს ბრუკ­ნე­რი ას­რუ­ლებს.

ანა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 1992 წელს, ჟურ­ნალ "Playboy"-ს მარ­ტის თვის გა­მო­ცე­მის გა­რე­კა­ნი­დან გა­იც­ნო. 180 სან­ტი­მეტ­რის სი­მაღ­ლის ნი­კო­ლი ზედ­მე­ტად ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი იყო, თუმ­ცა ამ ფაქტს მის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი გავ­ლე­ნი­ა­ნი მო­დე­ლი გამ­ხდა­რი­ყო. 1985 წელს 17 წლის ანა რეს­ტორ­ნის მზა­რე­ულ­ზე, 16 წლის ბილი სმიტ­ზე და­ქორ­წინ­და. წყვილს ვაჟი და­ნი­ე­ლი შე­ე­ძი­ნათ. ანა და ბილი 2 წლის შემ­დეგ გან­ქორ­წინ­დნენ.

1991 წელს სმი­ტი ამე­რი­კელ ბიზ­ნეს მაგ­ნატს ჯე­იმს ჰო­ვარდ მარ­შალს შეხ­ვდა. 1994 წელს 26 წლის ნი­კო­ლი და 89 წლის მარ­შა­ლი და­ქორ­წინ­დნენ. წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. არა­ვინ და­ი­ჯე­რა, რომ ნი­კო­ლი 63 წლით უფ­როს მი­ლი­არ­დერს სიყ­ვა­რუ­ლით მის­თხოვ­და. ქორ­წი­ლი­დან 13 თვის შემ­დეგ ნი­კო­ლი დაქვრივ­და. ნი­კოლ­მა და მარ­შა­ლის შვილ­მა კი სა­სა­მარ­თლო­ზე 1.6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე ნამ­დვი­ლი ომი გა­ა­ჩა­ღეს. 2006 წელს ანამ გო­გო­ნა და­ნი­ე­ლი­ნი გა­ა­ჩი­ნა. ანას ქა­ლიშ­ვი­ლი ფო­ტოგ­რაფ ლარი ბირკჰე­დის­გან შე­ე­ძი­ნა.

ანას უფ­რო­სი შვი­ლი და­ნი­ე­ლი 2006 წელს 20 წლის ასაკ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. ანა ნი­კოლ სმი­ტი 2007 წელს ღა­მით ფლო­რი­დის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ, მო­დე­ლი გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ანა ვა­ჟის და­კარ­გვი­დან 5 თვის შემ­დეგ და­ი­ღუ­პა.

ანა ნი­კოლ სმი­ტის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი ვიკი ლინ ჰო­გა­ნია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ანა ნიკოლ სმიტზე ფილმს იღებენ

ანა ნიკოლ სმიტზე ფილმს იღებენ

2007 წელს გარდაცვლილ მოდელსა და ჟურნალ "Playboy"-ს ვარსკვლავ ანა ნიკოლ სმიტზე ახალ ბიოგრაფიულ ფილმს იღებენ.

ფილმში "ანა ნიკოლის ამბავი" (Anna Nicole Story) მოდელის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრების ეტაპები, გლამურული წვეულებები, პრესტიჟული ფოტოსესიები და სხვა საინტერესო ბიოგრაფიული დეტალები შევა. ანას როლს 27 წლის ამერიკელი მსახიობი აგნეს ბრუკნერი ასრულებს.

ანა საზოგადოებამ 1992 წელს, ჟურნალ "Playboy"-ს მარტის თვის გამოცემის გარეკანიდან გაიცნო. 180 სანტიმეტრის სიმაღლის ნიკოლი ზედმეტად ჭარბწონიანი იყო, თუმცა ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია, მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი მოდელი გამხდარიყო. 1985 წელს 17 წლის ანა რესტორნის მზარეულზე, 16 წლის ბილი სმიტზე დაქორწინდა. წყვილს ვაჟი დანიელი შეეძინათ. ანა და ბილი 2 წლის შემდეგ განქორწინდნენ.

1991 წელს სმიტი ამერიკელ ბიზნეს მაგნატს ჯეიმს ჰოვარდ მარშალს შეხვდა. 1994 წელს 26 წლის ნიკოლი და 89 წლის მარშალი დაქორწინდნენ. წყვილის ქორწინებამ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. არავინ დაიჯერა, რომ ნიკოლი 63 წლით უფროს მილიარდერს სიყვარულით მისთხოვდა. ქორწილიდან 13 თვის შემდეგ ნიკოლი დაქვრივდა. ნიკოლმა და მარშალის შვილმა კი სასამართლოზე 1.6 მილიარდი დოლარის განაწილებაზე ნამდვილი ომი გააჩაღეს. 2006 წელს ანამ გოგონა დანიელინი გააჩინა. ანას ქალიშვილი ფოტოგრაფ ლარი ბირკჰედისგან შეეძინა.

ანას უფროსი შვილი დანიელი 2006 წელს 20 წლის ასაკში მედიკამენტების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. ანა ნიკოლ სმიტი 2007 წელს ღამით ფლორიდის ერთ-ერთ სასტუმროში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. საავადმყოფოში გადაყვანიდან ნახევარი საათის შემდეგ, მოდელი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ანა ვაჟის დაკარგვიდან 5 თვის შემდეგ დაიღუპა.

ანა ნიკოლ სმიტის ნამდვილი სახელი და გვარი ვიკი ლინ ჰოგანია. 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება