სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - "გიგა ბოკერიას მოუწევს, პასუხი გასცეს გამოძიების კითხვებს"
ბიძინა ივანიშვილი - "გიგა ბოკერიას მოუწევს, პასუხი გასცეს გამოძიების კითხვებს"

გიგა ბო­კე­რი­ას მო­უ­წევს, პა­სუ­ხი გას­ცეს გა­მო­ძი­ე­ბის კი­თხვებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მეს­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, გა­სულ, 2012 წელს ლო­ბის­ტებ­ზე ბი­უ­ჯე­ტი­დან 16 მი­ლი­ონ­ზე მე­ტია და­ხარ­ჯუ­ლი და მას გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" ედო. მისი თქმით, იქ არის 200, 300, 400 ათა­სი ნაღ­დი ფუ­ლით აღე­ბუ­ლი და ეს ყვე­ლა­ფე­რი გიგა ბო­კე­რი­ას სამ­სა­ხუ­რით არის გა­კე­თე­ბუ­ლი.

"დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­შია საქ­მე გა­და­ცე­მუ­ლი და ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. გიგა ბო­კე­რი­ას სამ­სა­ხუ­რი­დან არის ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­წე­რი­ლი და რა თქმა უნდა, მას­თან შე­კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს. უფრო მეტს მე არ ვი­ტყო­დი, მას მო­უ­წევს პა­სუ­ხე­ბი გას­ცეს კი­თხვებს გა­მო­ძი­ე­ბის­თვი­საც და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც. ჩვენც გვაქვს ლო­ბის­ტებ­ზე ფული გა­მო­წე­რი­ლი, ნა­ხეთ, ჩვენს ვებ-სა­იტ­ზე დევს და ყვე­ლა­ფე­რი გამჭვირ­ვა­ლეა", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

ამ კონ­ტექ­სტში იგი "ვა­შინგტონ პოს­ტის" ბოლო კრი­ტი­კულ სტა­ტი­ა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, ჩნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი იმი­სა, რომ "ვა­შინგტონ პოს­ტი" მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის ლო­ბის­ტე­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აკე­თებს ასეთ დას­კვნებს. "იმ ლო­ბის­ტე­ბის, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნანსდე­ბოდ­ნენ", - დას­ძი­ნა მან.

ამას­თან, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არ ეს­მის, რაში იღებს ხელ­ფასს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი. ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­მარ­თუ­ლა.

"უკვე 8 თვეა, საბ­ჭოს სხდო­მა არ მო­უწ­ვე­ვი­ათ, რაში იღე­ბენ ხელ­ფასს და რას აკე­თე­ბენ. საყ­ვე­დუ­რე­ბი წა­მო­ვი­და ჩვე­ნი გუნ­დი­დან – რას აკე­თებს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო?! მხო­ლოდ ვა­შინგტონ­ში და­დის და ლო­ბის­ტებს ხვდე­ბა?! ბო­კე­რი­ას ვა­შინგტონ­ში ყოფ­ნა უძღო­და წინ "ვა­შინგტონ პოს­ტის" სტა­ტი­ას. რას აკე­თე­ბენ ისი­ნი ქვეყ­ნის­თვის, სად და­დი­ან პრე­ზი­დენ­ტი და ბო­კე­რია, არა­ვინ არა­ფე­რი ვი­ცით. რაში იღე­ბენ ჩვე­ნი გა­დამ­ხდე­ლე­ბის ფულს?! სად იყ­ვნენ აქამ­დე, ვინ და­უ­შა­ლა ან ვინ შე­უ­შა­ლა ხელი?!", - აცხა­დებს ივა­ნიშ­ვი­ლი.

პრე­მი­ე­რი გიგა ბო­კე­რი­ას გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­თვის სა­პა­სუ­ხო არა­ფე­რი აქვს, რად­გან მი­თი­თე­ბებს არ აძ­ლევს ისეთ უწყე­ბებს, რომ­ლე­ბიც მის უშუ­ა­ლო დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბა.

"კე­თი­ლი ინე­ბონ და ჩემი მი­თი­თე­ბე­ბის ლო­დი­ნის ნაც­ვლად იმოქ­მე­დონ ისე, რო­გორც ამას კონ­სტი­ტუ­ცია და კა­ნო­ნი ავა­ლებთ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა პო­ზი­ცია მაქვს მე, მათ უნდა გა­ა­კე­თონ ის, რაც ევა­ლე­ბათ", - აღ­ნიშ­ნავს პრე­მი­ე­რი.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა სხდო­მის მოწ­ვე­ვის­თვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თან­ხმო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე გუ­შინ ისა­უბ­რა. რო­გორც გიგა ბო­კე­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, ფორ­მა­ლუ­რად და რე­ა­ლუ­რა­დაც უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მას პრე­ზი­დენ­ტი იწ­ვევს, მაგ­რამ იმის­თვის, რომ შეხ­ვედ­რა აზ­რი­ა­ნი იყოს, პრე­მი­ე­რის მზა­ო­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ბიძინა ივანიშვილი - "გიგა ბოკერიას მოუწევს, პასუხი გასცეს გამოძიების კითხვებს"

ბიძინა ივანიშვილი - "გიგა ბოკერიას მოუწევს, პასუხი გასცეს გამოძიების კითხვებს"

გიგა ბოკერიას მოუწევს, პასუხი გასცეს გამოძიების კითხვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გასულ, 2012 წელს ლობისტებზე ბიუჯეტიდან 16 მილიონზე მეტია დახარჯული და მას გრიფი "საიდუმლო" ედო. მისი თქმით, იქ არის 200, 300, 400 ათასი ნაღდი ფულით აღებული და ეს ყველაფერი გიგა ბოკერიას სამსახურით არის გაკეთებული.

"დღეს პროკურატურაშია საქმე გადაცემული და ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გიგა ბოკერიას სამსახურიდან არის ეს ყველაფერი გაწერილი და რა თქმა უნდა, მასთან შეკითხვები არსებობს. უფრო მეტს მე არ ვიტყოდი, მას მოუწევს პასუხები გასცეს კითხვებს გამოძიებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ჩვენც გვაქვს ლობისტებზე ფული გამოწერილი, ნახეთ, ჩვენს ვებ-საიტზე დევს და ყველაფერი გამჭვირვალეა", - აღნიშნა პრემიერმა.

ამ კონტექსტში იგი "ვაშინგტონ პოსტის" ბოლო კრიტიკულ სტატიასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ "ვაშინგტონ პოსტი" მხოლოდ სააკაშვილის ლობისტების გამონათქვამების საფუძველზე აკეთებს ასეთ დასკვნებს. "იმ ლობისტების, რომლებიც ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ", - დასძინა მან.

ამასთან, პრემიერ-მინისტრს არ ესმის, რაში იღებს ხელფასს უშიშროების საბჭოს მდივანი. ივანიშვილის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 8 თვის განმავლობაში არ გამართულა.

"უკვე 8 თვეა, საბჭოს სხდომა არ მოუწვევიათ, რაში იღებენ ხელფასს და რას აკეთებენ. საყვედურები წამოვიდა ჩვენი გუნდიდან – რას აკეთებს უშიშროების საბჭო?! მხოლოდ ვაშინგტონში დადის და ლობისტებს ხვდება?! ბოკერიას ვაშინგტონში ყოფნა უძღოდა წინ "ვაშინგტონ პოსტის" სტატიას. რას აკეთებენ ისინი ქვეყნისთვის, სად დადიან პრეზიდენტი და ბოკერია, არავინ არაფერი ვიცით. რაში იღებენ ჩვენი გადამხდელების ფულს?! სად იყვნენ აქამდე, ვინ დაუშალა ან ვინ შეუშალა ხელი?!", - აცხადებს ივანიშვილი.

პრემიერი გიგა ბოკერიას გუშინდელ განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისთვის საპასუხო არაფერი აქვს, რადგან მითითებებს არ აძლევს ისეთ უწყებებს, რომლებიც მის უშუალო დაქვემდებარებაში არ იმყოფება.

"კეთილი ინებონ და ჩემი მითითებების ლოდინის ნაცვლად იმოქმედონ ისე, როგორც ამას კონსტიტუცია და კანონი ავალებთ. მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიცია მაქვს მე, მათ უნდა გააკეთონ ის, რაც ევალებათ", - აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სხდომის მოწვევისთვის პრემიერ-მინისტრის თანხმობის აუცილებლობაზე გუშინ ისაუბრა. როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, ფორმალურად და რეალურადაც უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი იწვევს, მაგრამ იმისთვის, რომ შეხვედრა აზრიანი იყოს, პრემიერის მზაობა უნდა არსებობდეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა