ნიუ-ორკში რესტორან 230 Fifth-ში მომზადებული ჰოთ-დოგი ფასის გამო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. კერძი 2300 დოლარი ღირს. ძვირფასი ჰოთ-დოგის შემადგენლობაში შედის 60 წლის საქონლის ხორცის რაგუ, შამპანურ Dom Perignon-ში კარამელიზებული ძვირაღირებული ხახვი, ხიზილალა და შამპანურ Cristal-ში შემწვარი მჟავე კომბოსტო. იმისათვის, რომ ჰოთ-დოგი დააგემოვნოს, კლიენტმა ის 48 საათით ადრე უნდა შეუკვეთოს.
მეორე ადგილზე 1501 დოლარად ღირებული ჰოთ-დოგია, რომელსაც შეფ-მზარეული მაიკ ჯულიანო ამზადებს. მის შემადგენლობაში ასთაკვის ხორცი შედის.
რამდენიმე წლის წინ აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებულ ჰოთ-დოგად 145 დოლარად ღირებული California Capitol City Dawg-ი ითვლებოდა.
მომზადბეულია ivona.bigmir.net-ის მიხედვით.