დიზაინერებმა ტირა ჰილდენმა და დაპიო დიასმა ორიგინალური ჭაღი შექმნეს. კომპანია Hilden&Diaz-ის ჭაღი თქვენი საძინებლის კედლებსა და ჭერს ტყის სილუეტებით აავსებს - ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს ოთახში ტოტები "შემოიჭრა".
პროექტის მიზანია, ადამიანმა კორპუსის ბინაშიც კი თავი ბუნებაში იგრძნოს და დადებითი განწყობა შეექმნას. ჭაღები ძალიან პოპულარულია, სწორედ ამიტომ დიზაინერები მალე მსგავსი სტილის ფარნებს დაამზადებენ.
მომზადებულია toxel.com-ის მიხედვით.