მოდის სახლ "შანელის" კრეატიული დირექტორი კარლ ლაგერფილდი კატაზე დაქორწინებას აპირებს.
"დღემდე არ მინახავს ადამიანი ცხოველზე დაქორწინებულიყო. არასდროს მეგონა, რომ კატა ასე შემიყვარდებოდა", - განაცხადა დიზაინერმა.
კარლის კატა შუპეტი ისეთ ფუფუნებაში ცხოვრობს, ბევრს ცხოველის შურს კიდეც. სიამის ჯიშის კატას ძიძები ჰყავს. მაშინ, როცა ლაგერფილდი იძულებულია სახლი დიდი ხნით მიატოვოს, ძიძები მას "შუპეტის დღიურებს" რეგულარულად უგზავნიან, რომელიც მისი ფიზიკური მდგომარეობის და განწყობის დეტალურ ანალიზს შეიცავს. კარლს კატა მისმა საყვარელმა მოდელმა, ბატისტ ჯიაბიკონიმ აჩუქა.
მომზადებულია thegloss.com-ის მიხედვით.