პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩერგოლეიშვილი - "გაუმარჯოს საქართველოს მთავრობას"
თამარ ჩერგოლეიშვილი - "გაუმარჯოს საქართველოს მთავრობას"

ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს გაფრ­თხი­ლე­ბებს აც­ნობს.

"სა­ნამ და­ვი­ძი­ნებ ვი­ტყვი, ასე­თი ვი­თა­რე­ბაა:

ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბი ივა­ნიშ­ვილს აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ თუ ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნას გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს­თან ინ­ტეგ­რა­ცია გა­ჭირ­დე­ბა.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ივა­ნიშ­ვილს აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ თუ ის ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნას გა­ნაგ­რძობს, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა გა­და­ი­ხე­დე­ბა.

მსოფ­ლი­ოს ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­ზე­თის Washington Post-ის სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭო ივა­ნი­შილს აფრ­თხი­ლებს, რომ თუ ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნას გა­ნაგ­რძობს, სა­ქარ­თვე­ლოს კარი და­სავ­ლეთ­ში და­ი­ხუ­რე­ბა.

იგი­ვეს იმე­ო­რებს Financial Time-ი.

დღეს, ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ჯე­იმს აპა­ტუ­რა­იმ მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მა­პის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი პირ­და­პირ კავ­შირ­შია ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნას­თან და 17 მა­ი­სის თე­მას­თან (ცხა­დია, არა მხო­ლოდ).

შე­და­რე­ბით რბი­ლად, მაგ­რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ ივა­ნიშ­ვილს აფრ­თხი­ლებს ევ­რო­კო­მი­სია და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი.

ამა­სო­ბა­ში რუ­სე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს აფარ­თო­ვე­ბენ და მავ­თულხლარ­თე­ბით სა­ზღვრა­ვენ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­უ­გებ­რად ლუღ­ლუ­ღებს და მხრებს იჩე­ჩავს, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შეა, ქუ­ჩებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბის ან ფე­რის ადა­მი­ა­ნებს, ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბად წო­დე­ბუ­ლე­ბის დამ­ქა­შე­ბი სცე­მენ. 17 მა­ისს მო­წყო­ბი­ლი პოგ­რო­მის­თვის არა­ვინ დას­ჯი­ლა.

გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

თამარ ჩერგოლეიშვილი - "გაუმარჯოს საქართველოს მთავრობას"

თამარ ჩერგოლეიშვილი - "გაუმარჯოს საქართველოს მთავრობას"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილს ცივილიზებული სამყაროს გაფრთხილებებს აცნობს.

"სანამ დავიძინებ ვიტყვი, ასეთი ვითარებაა:

ამერიკელი სენატორები ივანიშვილს აფრთხილებენ, რომ თუ ოპონენტების დევნას განაგრძობს საქართველოს ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაცია გაჭირდება.

ევროპარლამენტარები ივანიშვილს აფრთხილებენ, რომ თუ ის ოპონენტების დევნას განაგრძობს, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა გადაიხედება.

მსოფლიოს ერთერთი ყველაზე გავლენიანი გაზეთის Washington Post-ის სარედაქციო საბჭო ივანიშილს აფრთხილებს, რომ თუ ოპონენტების დევნას განაგრძობს, საქართველოს კარი დასავლეთში დაიხურება.

იგივეს იმეორებს Financial Time-ი.

დღეს, ჩემთან ინტერვიუში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი პირდაპირ კავშირშია ოპონენტების დევნასთან და 17 მაისის თემასთან (ცხადია, არა მხოლოდ).

შედარებით რბილად, მაგრამ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ივანიშვილს აფრთხილებს ევროკომისია და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

ამასობაში რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებს აფართოვებენ და მავთულხლართებით საზღვრავენ, საქართველოს მთავრობა გაუგებრად ლუღლუღებს და მხრებს იჩეჩავს, ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფის წინაშეა, ქუჩებში განსხვავებული ვარცხნილობის ან ფერის ადამიანებს, ივანიშვილის მიერ პოლიტპატიმრებად წოდებულების დამქაშები სცემენ. 17 მაისს მოწყობილი პოგრომისთვის არავინ დასჯილა.

გაუმარჯოს საქართველოს მთავრობას", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს