ემა ვოთსონს "თვითმარქვიას სინდრომი" სტანჯავს. 23 წლის მსახიობი მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, შინაგან დისკომფორტს განიცდის და თავდაჯერება აკლია.
ვარსკვლავი ფიქრობს, რომ საზოგადოებას მის შესახებ მცდარი აზრი ჩამოუყალიბდა, ხოლო წარმატებას, რომელსაც მიაღწია, არ იმსახურებს. როგორც ვოთსონმა გამოცემა JustJured-თან აღნიშნა, ამას "თვითმარქვიას სინდრომი" ჰქვია.
"მგონია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც აუცილებლად მიხვდება, რომ ამ დროის განმავლობაში თავს ვაჩვენებდი და სინამდვილეში არ ვიმსახურებ წარმატებას და აღიარებას. არ ვარ იმ მაღალი შეფასების ღირსი, რომელსაც საზოგადოება მაძლევს და არ შემიძლია მათი იმედების გამართლება.
ეს უცნაურია, ვინაიდან პოპულარობა და წარმატება ზოგჯერ თავდაჯერებას გმატებს, ზოგჯერ კი ადამიანს ძალიან ასუსტებს და შინაგან წონასწორობას აკარგვინებს, ვინაიდან გამუდმებით ცდილობ, რომ მსოფლიოში შენზე ჩამოყალიბებულ აზრს შეესაბამებოდე", - აღნიშნა მსახიობმა.
მომზადებულია JustJured-ის მიხედვით.