48 წლის ამერიკელი დები ჰოფმანი ვინი პუჰების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექციის მფლობელია. დღეს დების კოლექციაში 8900 ვინი პუჰია.
დები უკვე მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, თუმცა ამაზე შეჩერებას არ აპირებს. მის სახლში ვინი პუჰების თემატურ ნივთებს უკვე 4 ოთახი უკავიათ.
დების თქმით, ამ ზღაპრულმა პერსონაჟმა ის ჯერ კიდევ 2 წლის ასაკში გაიტაცა. მაშინ ჰოფმანს მამამ ვარდისფერი დათვი უსახსოვრა, რომელზეც ”პუჰი” ეწერა. მას იმდენად შეუყვარდა ეს ფუმფულა სათამაშო, რომ მისი შეგროვება გადაწყვიტა. 20 წლის ასაკში დების უკვე 50 თემატური ნივთი ჰქონდა.
დროთა განმავლობაში ვინი პუჰისადმი მისი სიყვარული ნამდვილ გატაცებად იქცა. ყოველ ხელფასზე დები რამდენიმე სათამაშოს ყიდულობდა და მალევე მისი სახლი ვინი პუჰის ნამდვილ მუზეუმად იქცა.
იხილეთ ვიდეო: 48 წლის ქალს ვინი პუჰების 9-ათასიანი კოლექცია აქვს
მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.