პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეზო მიშველაძე - "გურამ ოდიშარია უფრო მეტად სცემს პატივს სააკაშვილის განკარგულებებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისას"
რეზო მიშველაძე - "გურამ ოდიშარია უფრო მეტად სცემს პატივს სააკაშვილის განკარგულებებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისას"

რეზო მიშ­ვე­ლა­ძის მშობ­ლე­ბი ფი­ლო­ლო­გე­ბი, პე­და­გო­გე­ბი იყ­ვნენ. ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­დნენ და ოჯახ­ში ოთხი დედ­მა­მიშ­ვი­ლი იზ­რდე­ბო­და. მათ­თვის წიგ­ნებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე სა­უ­ბა­რი "უცხო ხილი" არას­დროს ყო­ფი­ლა. სწო­რედ წიგ­ნებ­ზე სა­სა­უბ­როდ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა მალე ჩვენ­მა სა­უ­ბარ­მა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ი­ღო, თუმ­ცა ის, რაც ით­ქვა, ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­სა და მწერ­ლე­ბის დღე­ვან­დე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა...

- 17 წლის ბიჭი ვი­ყა­ვი, ქუ­თა­ი­სი­დან რომ წა­მო­ვე­დი და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე. 1958 წელს ოჯა­ხით თბი­ლის­ში გად­მოვ­სახ­ლდით. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქუ­თა­ის­ში რომ ჩავ­დი­ო­დი, ჯერ ნი­ნოშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე #3 ბიბ­ლი­ო­თე­კას ვა­კი­თხავ­დი და მერე სკო­ლას, სა­დაც პე­და­გო­გებს მო­ვი­ნა­ხუ­ლებ­დი ხოლ­მე. კი­თხვა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. გა­ტა­ცე­ბით ვკი­თხუ­ლობ­დი. VII კლას­ში უკვე წა­კი­თხუ­ლი მქონ­და არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, არა­მედ ტოლსტო­ის, დი­კენ­სის, დოს­ტო­ევ­სკის რო­მა­ნე­ბი. ასე­ვე სერ­ვან­ტე­სის "დონ კი­ხო­ტი". ამ ხნის კაცი ვარ და ახლა უნდა გა­გიმხლოთ, მა­შინ ვერ ჩავ­წვდი ამ წიგ­ნის გე­ნი­ა­ლო­ბას, და ვერც შემ­დგომ. ვტი­რო­დი "პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ზე", "მა­დამ ბო­ვა­რის" ცხოვ­რე­ბა­ზე, "ანა კა­რე­ნი­ნას" ტრა­გე­დი­ა­ზე, "ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბის" მარ­გო­სა და თე­ი­მუ­რა­ზის ბედ­ზე, მიყ­ვარ­და და დღემ­დე მიყ­ვარს შო­რე­ნა კო­ლონ­კე­ლი­ძე, ეს ულა­მა­ზე­სი ქალი, მაგ­რამ "დონ კი­ხო­ტი" დღემ­დე ვერ გა­ვი­თა­ვი­სე. ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ და, რა თქმა უნდა, სტუ­დენ­ტებს სერ­ვან­ტე­სი­სად­მი ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას არ ვუმ­ხელ, ვაყ­ვა­რებ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის კო­რი­ფე­ებს. ხუთ სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ებს რომ ჩა­მოვ­თვლი, მათ შო­რის სერ­ვან­ტეს­საც მო­ვიხ­სე­ნი­ებ. ჩემი სია ასე­თია: ჰო­მე­რო­სის "ილი­ა­და" და "ოდი­სეა", დან­ტე ალი­გი­ე­რის "ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დია", შოთა რუს­თა­ვე­ლის "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი", სერ­ვან­ტე­სი და შექ­სპი­რი. შექ­სპი­რი არის უძი­რო ზღვა, მას­ზე ვგიჟ­დე­ბი. მე, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მწე­რალ­მა, სერ­ვან­ტე­სის სი­დი­ა­დე რო­გორ არ ვიცი, სა­ო­ცა­რი შე­და­რე­ბე­ბი და სცე­ნე­ბი აქვს, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პა­ჟე­ბი არი­ან დონ კი­ხო­ტი და სან­ჩო პან­სა, მაგ­რამ ლი­ტე­რა­ტუ­რას სხვა­დას­ხვა სა­ზო­მით ვზო­მავ, ქარ­თულ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე­ო­ბა­ში მე ერ­თა­დერ­თმა დავ­წე­რე ყვე­ლა კრი­ტი­კო­სის­თვის წიგ­ნი, თუ რო­გორ უნდა შე­ვა­ფა­სოთ მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი. მხატ­ვრულ ნა­წარ­მო­ებ­ში უნდა შევ­ხე­დოთ სი­უ­ჟეტს, კომ­პო­ზი­ცი­ას, მხატ­ვრულ სა­ხე­ებს, ენას, სტილს და ა.შ. კი, ეს ყვე­ლა­ფე­რი "დონ კი­ხოტ­ში" არის, მაგ­რამ ჩემი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნია-მეთ­ქი, მა­ინც ვერ ვი­ტყვი. წიგნ­მა უნდა აგა­კან­კა­ლოს, და­გა­ფიქ­როს და რომ და­ი­ძი­ნებ, სიზ­მარ­ში უნდა ნახო. ვთქვათ, თუ რო­გორ გა­დაფ­რინ­დე­ბა შო­რე­ნა ქა­რა­ფე­ბი­დან და იკ­ლავს თავს.

- რო­გორ ამ­დიდ­რებ­დით ბიბ­ლი­ო­თე­კას, გეხ­სო­მე­ბათ სა­კუ­თა­რი თუ ნა­ჩუ­ქა­რი თან­ხით ბუ­კი­ნის­ტებ­თან შე­ძე­ნი­ლი წიგ­ნე­ბი...

- რა თქმა უნდა, ჩვე­ნი სტუ­დენ­ტო­ბი­სას ასე­თი შე­ნა­ძე­ნი ხში­რი იყო, თუმ­ცა დღეს სხვა მდგო­მა­რე­ო­ბაა. ახ­ლა­ხან, 2013 წლის 14 მა­ისს ლექ­ცია მქონ­და და სტუ­დენ­ტებს ვკი­თხე, ბავ­შვე­ბო, დე­დამ დი­ლით სახ­ლი­დან გა­მო­გა­ტა­ნათ 5 ლარი. იყი­დით "სნი­კერს", "მალ­ბო­რის" ან "ქე­მელს", ერთ ჭიქა მზე­სუმ­ზი­რას და 1 ლარ­საც იმის­თვის გა­და­ი­ნა­ხავ, რომ შინ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით დაბ­რუნ­დეთ. ამ დროს კი თუ ბუ­კი­ნის­ტებ­თან გა­ლა­კტი­ო­ნის რჩე­ულს, შოთა ნიშ­ნი­ა­ნი­ძის ლექ­სე­ბის კრე­ბულს, ახ­მა­ტო­ვას, ცვე­ტა­ე­ვას და­ი­ნა­ხავთ, რო­მე­ლიც, თქვენ­და გა­სა­ოც­რად, ყვე­ლა ერ­თად 4 ლარი ღირს, რო­გორ მო­იქ­ცე­ვით-მეთ­ქი. რა თქმა უნდა, წიგ­ნებს არ ვი­ყი­დიო, - და­უ­ფიქ­რებ­ლად მი­პა­სუ­ხა ერთ-ერ­თმა გო­გო­ნამ. მერე და­ნარ­ჩე­ნებ­საც მი­ვუბ­რუნ­დი, 25 კა­ცი­დან მხო­ლოდ ერ­თმა მი­თხრა, რომ წიგ­ნებს იყიდ­და. ისიც არ ვიცი, გულ­წრფე­ლი იყო თუ არა.

- შე­იძ­ლე­ბა, თქვენ­თვის რომ ეს­ია­მოვ­ნე­ბი­ნა, იმი­ტომ აირ­ჩია წიგ­ნე­ბი...

- შე­იძ­ლე­ბა მე მა­სი­ა­მოვ­ნა, არ გა­მოვ­რი­ცხავ. აი, ასე­თი გან­სხვა­ვე­ბაა ჩვე­ნი დრო­ის სტუ­დენ­ტო­ბა­სა და დღე­ვან­დელს შო­რის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბოლო ცხრა წელი, პი­რა­დად ვა­და­ნა­შა­უ­ლებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, აბუ­ჩად აიგ­დო ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ფე­ნო­მე­ნი, ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი მწერ­ლო­ბა, იქამ­დეც კი, რომ მწერ­ლე­ბი მწე­რალ­თა სა­სახ­ლი­დან გა­მოგ­ვა­ძე­ვა. დღეს დაგ­ვაბ­რუ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, თუმ­ცა ეს სა­კი­თხი ჯერ მთლი­ა­ნად გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის. სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ამ­ცი­რა კულ­ტუ­რა, თე­ატ­რი, კინო, თბი­ლის­ში წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი მოს­პო. ნიკა რუ­რუ­ას სძულ­და კულ­ტუ­რა. მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან წე­რილს რომ მივ­წერ­დით, სა­დაც ვა­უ­წყებ­დით, რომ გვსურ­და ყაზ­ბე­გის, გა­ლა­კტი­ო­ნის, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის იუ­ბი­ლე აღგ­ვე­ნიშ­ნა და სა­ა­მი­სოდ გვჭირ­დე­ბო­და მხო­ლოდ დარ­ბა­ზი, ის პა­სუხ­საც არ გვა­ღირ­სებ­და. რუ­რუა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ჰყავ­და სა­ა­კაშ­ვილს, რომ ახ­ლოს არ უნდა გა­ე­კა­რე­ბი­ნა კულ­ტუ­რის ნი­ჭი­ე­რი მოღ­ვა­წე­ე­ბი. უნი­ჭო, კი ბა­ტო­ნო, უნი­ჭო მსა­ხი­ო­ბებ­სა და მომ­ღერ­ლებს გულ­ში იხუ­ტებ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ახალ­გაზ­რდებს წიგ­ნი და კულ­ტუ­რა შე­ა­ძუ­ლა და ამის გა­მოს­წო­რე­ბა მოკ­ლე დრო­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. ახლა დღე­ვან­დელ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრზეც და­გე­ლა­პა­რა­კე­ბით. ლტოლ­ვი­ლი ყმაწ­ვი­ლი გახ­ლდათ, სა­შუ­ა­ლო ნი­ჭის მწე­რა­ლია. ზრდი­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მწე­რალ­თა კავ­შირ­ში რომ მო­დი­ო­და, მე­უბ­ნე­ბო­და, ბა­ტო­ნო რეზო, თუ გცა­ლი­ათ, თქვენ­თან სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა მინ­და, რომ რე­ვაზ მიშ­ვე­ლა­ძეს­თან, რუს­თა­ვე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­თი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვიტ­რა­ბა­ხოო. მიყ­ვარ­და ეს ბიჭი, ვფიქ­რობ­დი, რა ზრდი­ლო­ბი­ა­ნია-მეთ­ქი. მერე რა, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ვარ­სკვლა­ვებს ვერ წყვეტს, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი კა­ცია-მეთ­ქი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად რომ და­ნიშ­ნა, ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

რეზო მიშველაძე - "გურამ ოდიშარია უფრო მეტად სცემს პატივს სააკაშვილის განკარგულებებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისას"

რეზო მიშველაძე - "გურამ ოდიშარია უფრო მეტად სცემს პატივს სააკაშვილის განკარგულებებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისას"

რეზო მიშველაძის მშობლები ფილოლოგები, პედაგოგები იყვნენ. ქუთაისში ცხოვრობდნენ და ოჯახში ოთხი დედმამიშვილი იზრდებოდა. მათთვის წიგნებსა და ლიტერატურაზე საუბარი "უცხო ხილი" არასდროს ყოფილა. სწორედ წიგნებზე სასაუბროდ შევხვდით ერთმანეთს, თუმცა მალე ჩვენმა საუბარმა სხვა მიმართულება მიიღო, თუმცა ის, რაც ითქვა, ქართულ მწერლობასა და მწერლების დღევანდელობას უკავშირდება...

- 17 წლის ბიჭი ვიყავი, ქუთაისიდან რომ წამოვედი და უნივერსიტეტში ჩავაბარე. 1958 წელს ოჯახით თბილისში გადმოვსახლდით. წლების განმავლობაში, ქუთაისში რომ ჩავდიოდი, ჯერ ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე #3 ბიბლიოთეკას ვაკითხავდი და მერე სკოლას, სადაც პედაგოგებს მოვინახულებდი ხოლმე. კითხვა ძალიან მიყვარდა. გატაცებით ვკითხულობდი. VII კლასში უკვე წაკითხული მქონდა არა მხოლოდ ქართული კლასიკური ლიტერატურა, არამედ ტოლსტოის, დიკენსის, დოსტოევსკის რომანები. ასევე სერვანტესის "დონ კიხოტი". ამ ხნის კაცი ვარ და ახლა უნდა გაგიმხლოთ, მაშინ ვერ ჩავწვდი ამ წიგნის გენიალობას, და ვერც შემდგომ. ვტიროდი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე", "მადამ ბოვარის" ცხოვრებაზე, "ანა კარენინას" ტრაგედიაზე, "ჯაყოს ხიზნების" მარგოსა და თეიმურაზის ბედზე, მიყვარდა და დღემდე მიყვარს შორენა კოლონკელიძე, ეს ულამაზესი ქალი, მაგრამ "დონ კიხოტი" დღემდე ვერ გავითავისე. ლიტერატურის სპეციალისტი ვარ და, რა თქმა უნდა, სტუდენტებს სერვანტესისადმი ჩემს დამოკიდებულებას არ ვუმხელ, ვაყვარებ მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს. ხუთ საუკეთესო ნაწარმოებს რომ ჩამოვთვლი, მათ შორის სერვანტესსაც მოვიხსენიებ. ჩემი სია ასეთია: ჰომეროსის "ილიადა" და "ოდისეა", დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია", შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", სერვანტესი და შექსპირი. შექსპირი არის უძირო ზღვა, მასზე ვგიჟდები. მე, როგორც პროფესიონალმა მწერალმა, სერვანტესის სიდიადე როგორ არ ვიცი, საოცარი შედარებები და სცენები აქვს, რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟები არიან დონ კიხოტი და სანჩო პანსა, მაგრამ ლიტერატურას სხვადასხვა საზომით ვზომავ, ქართულ მეცნიერებაში, ლიტერატურათმცოდნეობაში მე ერთადერთმა დავწერე ყველა კრიტიკოსისთვის წიგნი, თუ როგორ უნდა შევაფასოთ მხატვრული ნაწარმოები. მხატვრულ ნაწარმოებში უნდა შევხედოთ სიუჟეტს, კომპოზიციას, მხატვრულ სახეებს, ენას, სტილს და ა.შ. კი, ეს ყველაფერი "დონ კიხოტში" არის, მაგრამ ჩემი საყვარელი წიგნია-მეთქი, მაინც ვერ ვიტყვი. წიგნმა უნდა აგაკანკალოს, დაგაფიქროს და რომ დაიძინებ, სიზმარში უნდა ნახო. ვთქვათ, თუ როგორ გადაფრინდება შორენა ქარაფებიდან და იკლავს თავს.

- როგორ ამდიდრებდით ბიბლიოთეკას, გეხსომებათ საკუთარი თუ ნაჩუქარი თანხით ბუკინისტებთან შეძენილი წიგნები...

- რა თქმა უნდა, ჩვენი სტუდენტობისას ასეთი შენაძენი ხშირი იყო, თუმცა დღეს სხვა მდგომარეობაა. ახლახან, 2013 წლის 14 მაისს ლექცია მქონდა და სტუდენტებს ვკითხე, ბავშვებო, დედამ დილით სახლიდან გამოგატანათ 5 ლარი. იყიდით "სნიკერს", "მალბორის" ან "ქემელს", ერთ ჭიქა მზესუმზირას და 1 ლარსაც იმისთვის გადაინახავ, რომ შინ სამარშრუტო ტაქსით დაბრუნდეთ. ამ დროს კი თუ ბუკინისტებთან გალაკტიონის რჩეულს, შოთა ნიშნიანიძის ლექსების კრებულს, ახმატოვას, ცვეტაევას დაინახავთ, რომელიც, თქვენდა გასაოცრად, ყველა ერთად 4 ლარი ღირს, როგორ მოიქცევით-მეთქი. რა თქმა უნდა, წიგნებს არ ვიყიდიო, - დაუფიქრებლად მიპასუხა ერთ-ერთმა გოგონამ. მერე დანარჩენებსაც მივუბრუნდი, 25 კაციდან მხოლოდ ერთმა მითხრა, რომ წიგნებს იყიდდა. ისიც არ ვიცი, გულწრფელი იყო თუ არა.

- შეიძლება, თქვენთვის რომ ეს­იამოვნებინა, იმიტომ აირჩია წიგნები...

- შეიძლება მე მასიამოვნა, არ გამოვრიცხავ. აი, ასეთი განსხვავებაა ჩვენი დროის სტუდენტობასა და დღევანდელს შორის. ხელისუფლებამ ბოლო ცხრა წელი, პირადად ვადანაშაულებ მიხეილ სააკაშვილს, აბუჩად აიგდო ქართული ეროვნული ფენომენი, ქართული ეროვნული მწერლობა, იქამდეც კი, რომ მწერლები მწერალთა სასახლიდან გამოგვაძევა. დღეს დაგვაბრუნა ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა ეს საკითხი ჯერ მთლიანად გადაწყვეტილი არ არის. სააკაშვილმა დაამცირა კულტურა, თეატრი, კინო, თბილისში წიგნის მაღაზიები მოსპო. ნიკა რურუას სძულდა კულტურა. მწერალთა კავშირიდან წერილს რომ მივწერდით, სადაც ვაუწყებდით, რომ გვსურდა ყაზბეგის, გალაკტიონის, ჭაბუა ამირეჯიბის იუბილე აღგვენიშნა და საამისოდ გვჭირდებოდა მხოლოდ დარბაზი, ის პასუხსაც არ გვაღირსებდა. რურუა გაფრთხილებული ჰყავდა სააკაშვილს, რომ ახლოს არ უნდა გაეკარებინა კულტურის ნიჭიერი მოღვაწეები. უნიჭო, კი ბატონო, უნიჭო მსახიობებსა და მომღერლებს გულში იხუტებდა. ხელისუფლებამ ახალგაზრდებს წიგნი და კულტურა შეაძულა და ამის გამოსწორება მოკლე დროში შეუძლებელია. ახლა დღევანდელ კულტურის მინისტრზეც დაგელაპარაკებით. ლტოლვილი ყმაწვილი გახლდათ, საშუალო ნიჭის მწერალია. ზრდილობით გამოირჩეოდა. მწერალთა კავშირში რომ მოდიოდა, მეუბნებოდა, ბატონო რეზო, თუ გცალიათ, თქვენთან სურათის გადაღება მინდა, რომ რევაზ მიშველაძესთან, რუსთაველის პრემიის ლაურეატთან გადაღებული ფოტოთი მთელი ცხოვრება ვიტრაბახოო. მიყვარდა ეს ბიჭი, ვფიქრობდი, რა ზრდილობიანია-მეთქი. მერე რა, რომ ლიტერატურაში ვარსკვლავებს ვერ წყვეტს, ყურადღებიანი კაცია-მეთქი. ბიძინა ივანიშვილმა კულტურის მინისტრად რომ დანიშნა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია