საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში საპროტესტო აქციების დროს ქართველი სტუდენტი დაშავდა
 თურქეთში საპროტესტო აქციების დროს ქართველი სტუდენტი დაშავდა

თურ­ქეთ­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს 19 წლის ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი ბიჭი და­შავ­და. ამის შე­სა­ხებ ან­კა­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სულ­მა თორ­ნი­კე ბე­რე­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მან და­შა­ვე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლა. კონ­სუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, თუმ­ცა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

"რო­გორც თა­ვად მი­თხრა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე არ ყო­ფი­ლა და ინ­ცი­დენ­ტში შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა", - გა­ნა­ცხა­და ბე­რე­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ახალ­გაზ­რდას ჭრი­ლო­ბე­ბი ბლაგ­ვი საგ­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

თურ­ქეთ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი რამ­დე­ნი­მე დღეა, მიმ­დი­ნა­რე­ობს. სტამ­ბულ­ში, ბე­შიქთა­შის რა­ი­ონ­ში დე­მონ­სტრან­ტებ­სა და პო­ლი­ცი­ე­ლებს შო­რის წუ­ხან­დე­ლი შე­ტა­კე­ბა ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი გა­მოდ­გა მას შემ­დეგ, რაც გა­სულ კვი­რას ქვე­ყა­ნა მა­სობ­რივ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა მო­იც­ვა.

შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლებს პირ­და­პირ ბე­შიქთა­შის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე მე­ჩე­თებ­ში, მა­ღა­ზი­ებ­სა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ათავ­სებ­დნენ. თურ­ქე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღა­ნის ოფის­თან შეკ­რე­ბილ­მა მო­მი­ტინ­გე­ებ­მა ქვე­ბი და­უ­ში­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ აგე­ბულ ბა­რი­კა­დებს, პო­ლი­ცია კი, მათ დაშ­ლას ცრემლსა­დე­ნი გა­ზი­სა და წყლის ჭავ­ლით შე­ე­ცა­და.

თურ­ქე­თის მე­დი­კოს­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­რას­კე­ვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში 484 და­შა­ვე­ბუ­ლი დე­მონ­სტრან­ტია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ორი და­ღუ­პუ­ლის შე­სა­ხე­ბაც.

პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ამ დრომ­დე 1 700 ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

თურქეთში საპროტესტო აქციების დროს ქართველი სტუდენტი დაშავდა

 თურქეთში საპროტესტო აქციების დროს ქართველი სტუდენტი დაშავდა

თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 19 წლის ქართველი სტუდენტი ბიჭი დაშავდა. ამის შესახებ ანკარაში საქართველოს კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მან დაშავებული სტუდენტი უკვე მოინახულა. კონსულის განცხადებით, ქართველი სტუდენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რეანიმაციაში იმყოფება.

"როგორც თავად მითხრა, აქციის მონაწილე არ ყოფილა და ინციდენტში შემთხვევით მოხვდა", - განაცხადა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, ახალგაზრდას ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

თურქეთში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. სტამბულში, ბეშიქთაშის რაიონში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის წუხანდელი შეტაკება ყველაზე სისხლიანი გამოდგა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ქვეყანა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.

შეტაკების შედეგად დაშავებულებს პირდაპირ ბეშიქთაშის რაიონში მდებარე მეჩეთებში, მაღაზიებსა და უნივერსიტეტში ათავსებდნენ. თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ოფისთან შეკრებილმა მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს სამართალდამცავების მიერ აგებულ ბარიკადებს, პოლიცია კი, მათ დაშლას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლით შეეცადა.

თურქეთის მედიკოსთა ასოციაციის ინფორმაციით, პარასკევიდან მოყოლებული ადგილობრივ საავადმყოფოებში 484 დაშავებული დემონსტრანტია მოთავსებული. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებაც.

პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე 1 700 ადამიანია დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია