მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მონანიება მაღალი კატეგორიაა, უმაღლესი ვაჟკაცობაა და ფაქტია, ჩვენს რეალობაში ვერ სწვდებიან"
"მონანიება მაღალი კატეგორიაა, უმაღლესი ვაჟკაცობაა და ფაქტია, ჩვენს რეალობაში ვერ სწვდებიან"

ბოლო ხანს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­ყე­ნა დღის წეს­რიგ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პი­როვ­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბი. ფაქ­ტია, რომ არა­ერ­თი სა­კი­თხია მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის მი­ხედ­ვა დრო­საც მო­ი­თხოვს, მოთ­მი­ნე­ბა­საც და გო­ნი­ერ და­გეგ­მვა­საც... ჩვენ დროც ცოტა გვაქვს, მოთ­მი­ნე­ბაც დაგ­ვე­ლია და... მგო­ნი, სრუ­ლი­ად და­უ­გეგ­მა­ვად ვიქ­ცე­ვით. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რია ადა­მი­ა­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­სურ­სი, რა პო­ტენ­ცი­ა­ლია ჩვენ­ში და რა პო­ტენ­ცი­ალს ფლობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. გვე­სა­უბ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რე, პრო­ფე­სო­რი ნო­დარ სარ­ჯვე­ლა­ძე:

- ცხოვ­რე­ბა ვი­თარ­დე­ბა, მი­დის... ხში­რად ხდე­ბა რა­ღაც ისე­თი, რაც მის მდი­ნა­რე­ბას გზას უკე­ტავს - აი, ეს არის პრობ­ლე­მა. ადა­მი­ა­ნის­თვის პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა იყოს უფუ­ლო­ბა ან უბი­ნა­ო­ბა, სე­ტყვა, რო­მელ­მაც გლეხს მო­სა­ვა­ლი წა­არ­თვა, ან სუ­ლაც - სი­ზარ­მა­ცე... პრობ­ლე­მის წყა­რო შე­იძ­ლე­ბა იყოს გარე ფაქ­ტო­რიც და შენ­ში­ვე არ­სე­ბუ­ლიც... მთა­ვა­რია, ის და­ვი­ნა­ხოთ, რო­გორც გა­მოწ­ვე­ვა, მიზ­ნად და­ვი­სა­ხოთ, რომ გა­დავ­წყვი­ტოთ, გა­დავ­ჭრათ და არ და­ვაგ­რო­ვოთ პრობ­ლე­მე­ბი. და­აკ­ვირ­დით, თვი­თონ სი­ტყვა "გა­და­წყვე­ტა", "გა­დაჭ­რა" მო­ი­ცავს წყვე­ტის, ჭრის ში­ნა­არსს. რა­ღაც უნდა დამ­თავ­რდეს, თო­რემ პრობ­ლე­მებს თვითზრდი­სა­კენ აქვთ მიდ­რე­კი­ლე­ბა და ბო­ლოს შე­უძ­ლი­ათ ნი­ა­გა­რის ჩანჩქე­რის სიმ­ძლავ­რის ნა­კა­დად იქ­ცნენ. ასე ხდე­ბა რო­გორც ინ­დი­ვიდ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ისე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­შიც. ამ მდგო­მა­რე­ო­ბას "ნი­ა­გა­რის კომ­პლექ­სი" ჰქვია და შე­ე­სა­ბა­მე­ბა უფსკრუ­ლის პი­რას მდგომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

- და დღეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნი­ა­გა­რის კომ­პლექ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია?

- სა­უ­ბე­დუ­როდ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მიჩ­ვე­უ­ლია პრობ­ლე­მე­ბის დაგ­რო­ვე­ბას და მათი მოგ­ვა­რე­ბის გა­და­დე­ბას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საბ­ჭო­თა დრო პრობ­ლე­მე­ბის აკუ­მუ­ლი­რე­ბის პე­რი­ო­დი იყო - მა­შინ­დე­ლი პრობ­ლე­მის შე­დე­გია აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­ვარ­დნა­ძეც პრობ­ლე­მე­ბის დაგ­რო­ვე­ბის დიდი ხე­ლო­ვა­ნი იყო, სა­ა­კაშ­ვი­ლიც ასე­ვე აგ­რო­ვებ­და და არ წყვეტ­და, მე­ტიც, ყრუ აღ­მოჩ­ნდა მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­მართ - აშე­ნებ­და მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან სას­ტუმ­რო­ებს, მა­შინ, როცა სულ სხვა იყო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­თხოვ­ნა... ამი­ტო­მაც არის დღეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მძი­მე დღე­ში...

მა­გა­ლი­თად შე­მიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნო ასე­თი რამ: ბი­ო­ლო­გებ­მა ჩა­ა­ტა­რეს ცდა: ბა­ყა­ყი ჩა­აგ­დეს ცხელ წყალ­ში, ის მა­შინ­ვე შე­ე­ცა­და ამოხ­ტო­მას. მე­ო­რე ბა­ყა­ყი ჩას­ვეს ნორ­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის წყალ­ში და ცოტ-ცო­ტას უმა­ტებ­დნენ ტემ­პე­რა­ტუ­რას. ისე მო­ი­ხარ­შა, არც გან­ძრე­უ­ლა. ეს მკა­ფიო ნი­მუ­შია, თუ ადა­მი­ა­ნი (სა­ზო­გა­დო­ე­ბა) ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია შე­გუ­ე­ბა­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ეფ­ლო­ბა ჭა­ობ­ში, რო­მელ­საც ჰქვია პრობ­ლე­მე­ბის დაგ­რო­ვე­ბა. ხომ ფაქ­ტია, რომ დღეს ადა­მი­ან­თა დიდ ნა­წილს ცვლი­ლე­ბე­ბი­სა ეში­ნია.

ცნო­ბილ­მა ფსი­ქო­ლოგ­მა დე­ვიდ მაკ­ლე­ლან­დმა გა­მო­იკ­ვლია სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა. აღ­მოჩ­ნდა, რომ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში 75% ელტვის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას და პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტას, გან­ვი­თა­რე­ბად­ში - დახ­მა­რე­ბის და მხარ­და­ჭე­რის მი­ღე­ბას. და­სავ­ლეთ­ში ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან წარ­მა­ტე­ბა­ზე, ჩვენ­თან - დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე.

ამ მდგო­მა­რე­ო­ბას ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კოს­მა, ფრო­ი­დის მიმ­დე­ვარ­მა ერიხ ფრომ­მა რე­ცეპ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი და­არ­ქვა, მე ვარ­ქმევ ჰარი ჰა­რა­ლეს პრინ­ციპს. ჰარი ჰა­რა­ლე ურარ­ტუ­უ­ლი სი­ტყვაა და "ღმერ­თო, მო­მე­ცის" ნიშ­ნავს. ეს ახა­ლი ტენ­დენ­ცია არ გახ­ლავთ... ქარ­თვე­ლი მღე­რის კი­დეც: "რად გა­მა­ჩი­ნე, თუ გა­მა­ჩი­ნე, გა­და­მარ­ჩი­ნეო"... ღმერ­თს იქით ადებს ვალს...

ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აი­სა­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კა­ში, პო­ლი­ტი­კა­ში, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. არ­ჩევ­ნებ­ზე ივა­ნიშ­ვილს ხმა უმ­რავ­ლე­სო­ბამ იმი­ტომ მის­ცა, რომ მი­ლი­არ­დე­რია და და­მეხ­მა­რე­ბაო... სა­კუთ­რივ იმე­დი კარ­გი რამ არის, მაგ­რამ ხან დამ­ღუპ­ვე­ლია, თუ სულ დახ­მა­რე­ბის იმედ­ზე იქ­ნე­ბი, ისე მო­გი­ვა, რო­გორც იმ ბა­ყაყს, წყალ­ში რომ ჩა­ი­ხარ­შა...

- შე­და­რე­ბით იო­ლია, კაც­მა სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მა და­ი­ნა­ხოს და და­არ­ქვას სა­ხე­ლი: სი­ცი­ვე, შიმ­ში­ლი... მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბის და­ნახ­ვა, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­მო­ყო­ფა უჭირთ ადა­მი­ა­ნებს. ეს იმი­სი ბრა­ლია, რომ გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვე­ყა­ნა ვართ და ჯერ კი­დევ ვერ მი­ვე­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბამ­დე?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის და­სახ­ვა იწყე­ბა ინ­დი­ვი­დის­გან. პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­მო­ყო­ფის დროს გამ­მიჯ­ნა­ვი პრინ­ცი­პია სა­ჭი­რო­ე­ბა და სურ­ვი­ლე­ბი... სა­ჭი­რო­ე­ბას უნდა მი­ე­ცეს უპი­რა­ტე­სო­ბა, მე­რე­ღა ხდე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი სურ­ვილ­თა სფე­რო. ამ პრინ­ციპ­ზეა აგე­ბუ­ლი ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დეკ­ლა­რა­ცია. რა ხდე­ბა ჩვენ­თან? კაცს ჯი­ბე­ში ფული არ აქვს და აი­ფონს ყი­დუ­ლობს. ასე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დამ­რე­კა­ვი კი არა, გა­რე­კი­ლია. თუკი სუ­ბი­ექ­ტი, ნაც­ვლად სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა, ორი­ენ­ტი­რებს სურ­ვი­ლებ­ზე გა­ა­კე­თებს, ბუ­ნებ­რი­ვად და­ა­ტყდე­ბა თავს კა­ტას­ტრო­ფა...

- ლო­გი­კუ­რად, ასე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა საფრ­თხეს ვერ და­ი­ნა­ხავს, არა­და, პირ­ვე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბაა, იცო­დე, სად არის საფრ­თხე...

- გე­თან­ხმე­ბით, მა­გა­ლი­თად, 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბი, ლგბტ-ის აქ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­მოს­ვლა. ჩვენ ირ­გვლივ გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია, არ არის სწო­რი, ამ­ხე­ლა რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნო ასე­თი ფორ­მით და შემ­დეგ ამ საქ­ცი­ე­ლით ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბი შვა შენ­სა­ვე გა­რე­მო­ში... რას იზამთ, ამ ეტაპ­ზე ასეა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის საქ­მე...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"მონანიება მაღალი კატეგორიაა, უმაღლესი ვაჟკაცობაა და ფაქტია, ჩვენს რეალობაში ვერ სწვდებიან"

"მონანიება მაღალი კატეგორიაა, უმაღლესი ვაჟკაცობაა და ფაქტია, ჩვენს რეალობაში ვერ სწვდებიან"

ბოლო ხანს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში საზოგადოებისა და პიროვნების პრობლემები. ფაქტია, რომ არაერთი საკითხია მოსაგვარებელი. თითოეული მათგანის მიხედვა დროსაც მოითხოვს, მოთმინებასაც და გონიერ დაგეგმვასაც... ჩვენ დროც ცოტა გვაქვს, მოთმინებაც დაგველია და... მგონი, სრულიად დაუგეგმავად ვიქცევით. ასეთ სიტუაციაში საინტერესოა, როგორია ადამიანისა და საზოგადოების რესურსი, რა პოტენციალია ჩვენში და რა პოტენციალს ფლობს ხელისუფლება. გვესაუბრება ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის თავმჯდომარე, პროფესორი ნოდარ სარჯველაძე:

- ცხოვრება ვითარდება, მიდის... ხშირად ხდება რაღაც ისეთი, რაც მის მდინარებას გზას უკეტავს - აი, ეს არის პრობლემა. ადამიანისთვის პრობლემა შეიძლება იყოს უფულობა ან უბინაობა, სეტყვა, რომელმაც გლეხს მოსავალი წაართვა, ან სულაც - სიზარმაცე... პრობლემის წყარო შეიძლება იყოს გარე ფაქტორიც და შენშივე არსებულიც... მთავარია, ის დავინახოთ, როგორც გამოწვევა, მიზნად დავისახოთ, რომ გადავწყვიტოთ, გადავჭრათ და არ დავაგროვოთ პრობლემები. დააკვირდით, თვითონ სიტყვა "გადაწყვეტა", "გადაჭრა" მოიცავს წყვეტის, ჭრის შინაარსს. რაღაც უნდა დამთავრდეს, თორემ პრობლემებს თვითზრდისაკენ აქვთ მიდრეკილება და ბოლოს შეუძლიათ ნიაგარის ჩანჩქერის სიმძლავრის ნაკადად იქცნენ. ასე ხდება როგორც ინდივიდთან დაკავშირებით, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ამ მდგომარეობას "ნიაგარის კომპლექსი" ჰქვია და შეესაბამება უფსკრულის პირას მდგომ საზოგადოებას.

- და დღეს ჩვენი საზოგადოება ნიაგარის კომპლექსის მატარებელია?

- საუბედუროდ, ჩვენი საზოგადოება მიჩვეულია პრობლემების დაგროვებას და მათი მოგვარების გადადებას. მოგეხსენებათ, საბჭოთა დრო პრობლემების აკუმულირების პერიოდი იყო - მაშინდელი პრობლემის შედეგია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დღევანდელი მდგომარეობა. შევარდნაძეც პრობლემების დაგროვების დიდი ხელოვანი იყო, სააკაშვილიც ასევე აგროვებდა და არ წყვეტდა, მეტიც, ყრუ აღმოჩნდა მოსახლეობის საჭიროებების მიმართ - აშენებდა მრავალსართულიან სასტუმროებს, მაშინ, როცა სულ სხვა იყო მოქალაქეების მოთხოვნა... ამიტომაც არის დღეს ჩვენი საზოგადოება მძიმე დღეში...

მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ასეთი რამ: ბიოლოგებმა ჩაატარეს ცდა: ბაყაყი ჩააგდეს ცხელ წყალში, ის მაშინვე შეეცადა ამოხტომას. მეორე ბაყაყი ჩასვეს ნორმალური ტემპერატურის წყალში და ცოტ-ცოტას უმატებდნენ ტემპერატურას. ისე მოიხარშა, არც განძრეულა. ეს მკაფიო ნიმუშია, თუ ადამიანი (საზოგადოება) ორიენტირებულია შეგუებაზე, აუცილებლად ჩაეფლობა ჭაობში, რომელსაც ჰქვია პრობლემების დაგროვება. ხომ ფაქტია, რომ დღეს ადამიანთა დიდ ნაწილს ცვლილებებისა ეშინია.

ცნობილმა ფსიქოლოგმა დევიდ მაკლელანდმა გამოიკვლია სხვადასხვა საზოგადოება. აღმოჩნდა, რომ განვითარებულ ქვეყნებში 75% ელტვის წარმატების მიღწევას და პრობლემების გადაწყვეტას, განვითარებადში - დახმარების და მხარდაჭერის მიღებას. დასავლეთში ორიენტირებულები არიან წარმატებაზე, ჩვენთან - დახმარების მიღებაზე.

ამ მდგომარეობას ფსიქოანალიტიკოსმა, ფროიდის მიმდევარმა ერიხ ფრომმა რეცეპტული ხასიათი დაარქვა, მე ვარქმევ ჰარი ჰარალეს პრინციპს. ჰარი ჰარალე ურარტუული სიტყვაა და "ღმერთო, მომეცის" ნიშნავს. ეს ახალი ტენდენცია არ გახლავთ... ქართველი მღერის კიდეც: "რად გამაჩინე, თუ გამაჩინე, გადამარჩინეო"... ღმერთს იქით ადებს ვალს...

ეს დამოკიდებულება აისახება ეკონომიკაში, პოლიტიკაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. არჩევნებზე ივანიშვილს ხმა უმრავლესობამ იმიტომ მისცა, რომ მილიარდერია და დამეხმარებაო... საკუთრივ იმედი კარგი რამ არის, მაგრამ ხან დამღუპველია, თუ სულ დახმარების იმედზე იქნები, ისე მოგივა, როგორც იმ ბაყაყს, წყალში რომ ჩაიხარშა...

- შედარებით იოლია, კაცმა საკუთარი პრობლემა დაინახოს და დაარქვას სახელი: სიცივე, შიმშილი... მაგრამ საზოგადოებრივი პრობლემების დანახვა, პრიორიტეტების გამოყოფა უჭირთ ადამიანებს. ეს იმისი ბრალია, რომ განვითარებადი ქვეყანა ვართ და ჯერ კიდევ ვერ მივედით საზოგადოების ფორმირებამდე?

- საზოგადოების მიერ პრიორიტეტების დასახვა იწყება ინდივიდისგან. პრიორიტეტების გამოყოფის დროს გამმიჯნავი პრინციპია საჭიროება და სურვილები... საჭიროებას უნდა მიეცეს უპირატესობა, მერეღა ხდება აქტუალური სურვილთა სფერო. ამ პრინციპზეა აგებული ადამიანთა უფლებების დეკლარაცია. რა ხდება ჩვენთან? კაცს ჯიბეში ფული არ აქვს და აიფონს ყიდულობს. ასეთი საზოგადოება დამრეკავი კი არა, გარეკილია. თუკი სუბიექტი, ნაცვლად საჭიროებებისა, ორიენტირებს სურვილებზე გააკეთებს, ბუნებრივად დაატყდება თავს კატასტროფა...

- ლოგიკურად, ასეთი საზოგადოება საფრთხეს ვერ დაინახავს, არადა, პირველი საჭიროებაა, იცოდე, სად არის საფრთხე...

- გეთანხმებით, მაგალითად, 17 მაისის მოვლენები, ლგბტ-ის აქციის საწინააღმდეგო გამოსვლა. ჩვენ ირგვლივ გაცილებით რთული პრობლემებია, არ არის სწორი, ამხელა რეაგირება მოახდინო ასეთი ფორმით და შემდეგ ამ საქციელით ახალი პრობლემები შვა შენსავე გარემოში... რას იზამთ, ამ ეტაპზე ასეა ჩვენი საზოგადოების საქმე...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა