მომღერალი ელტონ ჯონი და მისი პარტნიორი დევიდ ფერნიში გრძნობებს შვილის თანდასწრებითაც ვეღარ მალავენ.
2 შვილის მშობლები პაპარაცებმა ვენეციაში, იახტაზე შენიშნეს. მოსიყვარულე წყვილმა ერთმანეთს ვნებიანად აკოცა, მთელი საღამო ელტონი და დევიდი თბილად საუბრობდნენ. ვარსკვლავს თან ახლდა მზრუნველი ძიძა, რომელიც პატარებს ძალიან უყვართ. მომღერალმა ჟურნალისტებთან საუბარში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მეორე შვილის შეძენის შემდეგ მამობა უფრო მეტად დააფასა.
"პირველი შვილის დაბადებამ და აღზრდამ ძალიან შემაშინა, ახლაც ასეა, მაგრამ ამჯერად მოვალეობების გადანაწილებას უკეთ ვახერხებ", - განაცხადა მომღერალმა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.