პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას კონსულტაციებს და თანამშრომლობას სთავაზობს
"ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას კონსულტაციებს და თანამშრომლობას სთავაზობს

რუ­სე­თის მხრი­დან სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გად­მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას კონ­სულ­ტა­ცი­ებს და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს.

პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი­სად­მი შე­თა­ვა­ზე­ბებ­ზე უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ­მა, და­ვით ბაქ­რა­ძემ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე ისა­უბ­რა.

რო­გორც ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მი­უ­ხე­და­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის ძა­ლი­ან დიდი გან­სხვა­ვე­ბე­ბი­სა, ქვე­ყა­ნა­ში უნდა არ­სე­ბობ­დეს თე­მე­ბი, რო­მელ­თა შემ­თხვე­ვა­შიც ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოსს შე­უძ­ლია ერთი და იგი­ვე პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბა, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დე­ო­კუ­პა­ცი­ას­თან და ქარ­თულ-რუ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი სწო­რედ ასეთ თე­მას მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მი­ვე­სალ­მე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბას, მო­ახ­დი­ნოს ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა რუ­სეთ­თან. ვფიქ­რობთ, რომ ამან შე­იძ­ლე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნოს ჩვენ ხალ­ხს, რა­საც ბუ­ნებ­რი­ვია მხარს ვუ­ჭერთ, მაგ­რამ ასე­ვე მინ­და პრინ­ცი­პუ­ლად გან­ვა­ცხა­დო - ნორ­მა­ლი­ზე­ბის მცდე­ლო­ბა არ უნდა გა­და­იქ­ცეს იმ ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბად, რო­გო­რიც ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ ზო­გი­ერ­თი მი­ნის­ტრის მხრი­დან ამ დღე­ებ­ში, რაც პრაქ­ტი­კუ­ლად ამარ­თლებ­და ოკუ­პა­ცი­ას. სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ უბ­რა­ლოდ რუ­კე­ბის და­ზუს­ტე­ბა ხდე­ბა GPS-ებით და არა­ფე­რი ახა­ლი და სა­გან­გა­შო არ არის. ერთი მხრივ, ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ნორ­მა­ლი­ზე­ბას, მე­ო­რე მხრივ კი უნდა გა­ვა­გე­ბი­ნოთ რუ­სეთს, რომ ამ სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ლის გად­მო­ტა­ნა, მთლი­ა­ნო­ბა­ში ამ ზო­ლის არ­სე­ბო­ბა მთე­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის­თვის არის მი­უ­ღე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბაქ­რა­ძემ.

მან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მი­სა­მარ­თით მო­მა­ვა­ლი პლე­ნა­რუ­ლი კვი­რის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! გა­ა­კე­თა.

"პირ­ვე­ლი - ჩვენ მზად ვართ, ჩა­ვა­ტა­როთ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან, შე­ვა­ჯე­როთ პო­ზი­ცი­ე­ბი და მათ­თან ერ­თად მი­ვი­ღოთ სა­პარ­ლა­მენ­ტო რე­ზო­ლუ­ცია -მი­მარ­თვა ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის პარ­ლა­მენ­ტე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პარ­ლა­მენ­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­მართ. ეს იქ­ნე­ბა უმ­ცი­რე­სო­ბის და უმ­რავ­ლე­სო­ბის ერ­თი­ა­ნი და შე­ჯე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია და ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით ე.წ. სა­ო­კუ­პო­ციო სა­ზღვრის ხა­ზის გა­და­ტა­ნა, რო­გორც ამას დღეს აკე­თებს რუ­სე­თი. ჩვენ მზად ვართ ამ კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის. მზად ვართ, მო­ვამ­ზა­დოთ რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტიც და ვთა­ვა­ზობთ უმ­რავ­ლე­სო­ბას ამ სა­კი­თხზე შეხ­ვედ­რას. მე­ო­რე - ჩვენ ასე­ვე ვთა­ვა­ზობთ უმ­რავ­ლე­სო­ბას, კი­დევ ერთხელ გა­ი­აზ­რონ და კი­დევ ერთხელ შევ­ხვდეთ და ვი­სა­უბ­როთ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან ვფიქ­რობთ, რაც ბოლო დღე­ებ­ში ხდე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ა­ჩენს რუ­სე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ჩვე­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­მართ. ამ ფონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ გა­დავ­დგათ გა­უ­აზ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც რუ­სეთს ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით და­ეხ­მა­რე­ბა ამ ოკუ­პა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა­ში. ჩვენ ინ­ტე­რეს­ში ნამ­დვი­ლად არ არის, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბამ მი­ი­ღოს ქვეყ­ნის­თვის სა­ზი­ა­ნო კა­ნო­ნი და ჩვენ ამით გაგ­ვიჩ­ნდეს კრი­ტი­კის თემა. ჩვენ გვირ­ჩევ­ნია, ასე­თი კა­ნო­ნი არ იყოს მი­ღე­ბუ­ლი და ამით ქვე­ყა­ნა არ და­ზი­ან­დეს, ამი­ტომ უმ­რავ­ლე­სო­ბას კი­დევ ერთხელ ვთა­ვა­ზობთ ამ თე­მებ­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ებს და მზად ვართ, აქაც მათ­თან ერ­თად მი­ვი­დეთ შე­ჯე­რე­ბულ პო­ზი­ცი­ამ­დე", - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

ამას­თან, მისი თქმით, უმ­ცი­რე­სო­ბის სა­ხე­ლით მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შედ­გეს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა.

"ვფიქ­რობ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ჰქონ­დეს ერ­თი­ა­ნი და შე­ჯე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად და უმ­ცი­რე­სო­ბის სა­ხე­ლით მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ ის პო­ზი­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც შე­ჯე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე, იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბი ჩვენს უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და მზად ვიქ­ნე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვე­ნი ყვე­ლა უცხო­უ­რი კონ­ტაქ­ტი და კო­მუ­ნი­კა­ცია ამ ერ­თი­ა­ნი შე­ჯე­რე­ბუ­ლი სიგ­ნა­ლის გა­საგ­ზავ­ნად ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბაქ­რა­ძემ.

უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ უმ­ცი­რე­სო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა პო­ზი­ტი­უ­რად გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას კონსულტაციებს და თანამშრომლობას სთავაზობს

"ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას კონსულტაციებს და თანამშრომლობას სთავაზობს

რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაციებს და თანამშრომლობას სთავაზობს.

პოლიტიკური ოპონენტებისადმი შეთავაზებებზე უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც ბაქრაძემ განაცხადა, მიუხედავად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ძალიან დიდი განსხვავებებისა, ქვეყანაში უნდა არსებობდეს თემები, რომელთა შემთხვევაშიც ყველა პოლიტიკოსს შეუძლია ერთი და იგივე პოზიციის დაკავება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

"დარწმუნებული ვარ, დეოკუპაციასთან და ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებული პროცესები სწორედ ასეთ თემას მიეკუთვნება. მივესალმებით ხელისუფლების მცდელობას, მოახდინოს ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან. ვფიქრობთ, რომ ამან შეიძლება, კონკრეტული სარგებელი მოუტანოს ჩვენ ხალხს, რასაც ბუნებრივია მხარს ვუჭერთ, მაგრამ ასევე მინდა პრინციპულად განვაცხადო - ნორმალიზების მცდელობა არ უნდა გადაიქცეს იმ ტიპის განცხადებებად, როგორიც ჩვენ მოვისმინეთ ზოგიერთი მინისტრის მხრიდან ამ დღეებში, რაც პრაქტიკულად ამართლებდა ოკუპაციას. საუბარი იყო იმაზე, რომ უბრალოდ რუკების დაზუსტება ხდება GPS-ებით და არაფერი ახალი და საგანგაშო არ არის. ერთი მხრივ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნორმალიზებას, მეორე მხრივ კი უნდა გავაგებინოთ რუსეთს, რომ ამ საოკუპაციო ზოლის გადმოტანა, მთლიანობაში ამ ზოლის არსებობა მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის არის მიუღებელი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით მომავალი პლენარული კვირისთვის შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გააკეთა.

"პირველი - ჩვენ მზად ვართ, ჩავატაროთ კონსულტაციები უმრავლესობასთან, შევაჯეროთ პოზიციები და მათთან ერთად მივიღოთ საპარლამენტო რეზოლუცია -მიმართვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების მიმართ. ეს იქნება უმცირესობის და უმრავლესობის ერთიანი და შეჯერებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ნებისმიერი ფორმით ე.წ. საოკუპოციო საზღვრის ხაზის გადატანა, როგორც ამას დღეს აკეთებს რუსეთი. ჩვენ მზად ვართ ამ კონსულტაციისთვის. მზად ვართ, მოვამზადოთ რეზოლუციის პროექტიც და ვთავაზობთ უმრავლესობას ამ საკითხზე შეხვედრას. მეორე - ჩვენ ასევე ვთავაზობთ უმრავლესობას, კიდევ ერთხელ გაიაზრონ და კიდევ ერთხელ შევხვდეთ და ვისაუბროთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობთ, რაც ბოლო დღეებში ხდება, ძალიან კარგად გამოაჩენს რუსეთის დამოკიდებულებას ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ გადავდგათ გაუაზრებელი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს ნებისმიერი ფორმით დაეხმარება ამ ოკუპაციის გაგრძელებაში. ჩვენ ინტერესში ნამდვილად არ არის, რომ უმრავლესობამ მიიღოს ქვეყნისთვის საზიანო კანონი და ჩვენ ამით გაგვიჩნდეს კრიტიკის თემა. ჩვენ გვირჩევნია, ასეთი კანონი არ იყოს მიღებული და ამით ქვეყანა არ დაზიანდეს, ამიტომ უმრავლესობას კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ამ თემებზე კონსულტაციებს და მზად ვართ, აქაც მათთან ერთად მივიდეთ შეჯერებულ პოზიციამდე", - განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან, მისი თქმით, უმცირესობის სახელით მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შედგეს უშიშროების საბჭოს სხდომა.

"ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ერთიანი და შეჯერებული პოზიცია საკუთარი ინტერესების დასაცავად და უმცირესობის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ის პოზიციები, რომელიც შეჯერებული იქნება უშიშროების საბჭოს სხდომაზე, იქნება ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მიმართებაში და მზად ვიქნებით გამოვიყენოთ ჩვენი ყველა უცხოური კონტაქტი და კომუნიკაცია ამ ერთიანი შეჯერებული სიგნალის გასაგზავნად ჩვენი პარტნიორებისთვის", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

უმცირესობის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ უმცირესობის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა პოზიტიურად გამოეხმაურება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა