საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაჩემის ნაწამები ცხედარი შავი ტომრით მოიტანეს"
"მამაჩემის ნაწამები ცხედარი შავი ტომრით მოიტანეს"

26 მა­ისს გარ­დაც­ვლი­ლი სუ­ლი­კო ასა­თი­ა­ნი­სა და ნიკა კვინ­ტრა­ძის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. თა­ვის დრო­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ცხედ­რე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ის სა­ხუ­რავ­ზე იპო­ვეს, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად კი გა­წყვე­ტილ ელექტრო­სა­დენ­თან შე­ხე­ბა და­სა­ხელ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იმა­ვე მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნემ, ოლეგ ჟვა­ნი­ამ, სა­ჯა­როდ აღი­ა­რა, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მას ცრუჩ­ვე­ნე­ბის მი­ცე­მას აი­ძუ­ლებ­დნენ:

"უნდა და­მე­დას­ტუ­რე­ბი­ნა, რომ 26 მა­ისს გა­ი­თი­შა შუქი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ელექტრო­სა­დე­ნის აღ­დგე­ნის მიზ­ნით "თე­ლასს" მივ­მარ­თე, თუმ­ცა მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ მო­ვიდ­ნენ. არა­და, 26 მა­ისს მა­ღა­ზი­ას შუქი არ გას­თიშ­ვია". ამ­ჯე­რად რა დე­ტა­ლე­ბის დად­გე­ნას ცდი­ლობს გა­მო­ძი­ე­ბა და რა და­ი­წე­რა სუ­ლი­კო ასა­თი­ა­ნის ექ­სჰუ­მი­რე­ბუ­ლი ცხედ­რის გან­მე­ო­რე­ბი­თი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში? ამის გა­სარ­კვე­ვად "კვი­რის პა­ლიტ­რა" სუ­ლი­კო ასა­თი­ა­ნის მე­უღ­ლეს, შო­რე­ნა ადე­იშ­ვილ­სა და ვაჟს, პა­ა­ტა ასა­თი­ანს ესა­უბ­რა.

შო­რე­ნა ადე­იშ­ვი­ლი: - 21 მა­ისს "სა­ხალ­ხო კრე­ბის" ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბად სუ­ლი­კო სამ­ტრე­დი­ი­დან თბი­ლის­ში წა­მო­ვი­და. ელო­და, რომ პო­ლი­ცია მო­მი­ტინ­გე­ებს და­არ­ბევ­და - აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის უთ­ქვამს, რამე უბე­დუ­რე­ბა თუ და­მა­ტყდა თავს, ჩემს შვილს, პა­ა­ტას მი­მი­ხე­დე­თო.

- ე.ი. ცუდი წი­ნათ­გრძნო­ბა ჰქონ­და?

- კი, ნამ­დვი­ლად ჰქონ­და. ამ­ბობ­და, პო­ლი­ცია ხალ­ხს არ და­ინ­დობს და სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­დე­ბაო. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს 25 მა­ისს, ნა­შუ­ა­დღე­ვამ­დე უნა­ხავთ სუ­ლი­კო, შემ­დეგ კი მისი კვა­ლი და­ი­კარ­გა.

- ბო­ლოს ვინ ნახა?

- ნატო დვა­ლიშ­ვილ­მა, ვილ­ჰელმ მა­ხა­რა­ძემ და სხვებ­მა (ყვე­ლას გვა­რი არ მახ­სოვს). ერთ-ერთ მათ­განს სუ­ლი­კოს­თვის უთ­ქვამს, მგო­ნი, ისე მი­დის საქ­მე, დრო­შე­ბის ტა­რე­ბის თავ­დაც­ვის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბაო. სუ­ლი­კოს უპა­სუ­ხია, დრო­შის ტარი რად მინ­და, თავ­დამ­სხმელს ისე­დაც მო­ვი­გე­რი­ებ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა ქარ­თვე­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა იქ­ნე­ბა. ოღონდ ეს არ მოხ­დეს და თუნ­დაც სი­ცო­ცხლეს გავ­წი­რა­ვო. ასე­თი სუ­ლის­კვე­თე­ბის და უში­შა­რი იყო ჩემი მე­უღ­ლე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არე­უ­ლო­ბის დროს გაქ­ცე­ვას და და­მალ­ვას არ შე­ეც­დე­ბო­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"მამაჩემის ნაწამები ცხედარი შავი ტომრით მოიტანეს"

"მამაჩემის ნაწამები ცხედარი შავი ტომრით მოიტანეს"

26 მაისს გარდაცვლილი სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძის საქმეზე გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის. თავის დროზე, სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ცხედრები თავისუფლების მოედანზე მდებარე მაღაზიის სახურავზე იპოვეს, გარდაცვალების მიზეზად კი გაწყვეტილ ელექტროსადენთან შეხება დასახელდა. მოგვიანებით, იმავე მაღაზიის მეპატრონემ, ოლეგ ჟვანიამ, საჯაროდ აღიარა, რომ პოლიციელები მას ცრუჩვენების მიცემას აიძულებდნენ:

"უნდა დამედასტურებინა, რომ 26 მაისს გაითიშა შუქი და დაზიანებული ელექტროსადენის აღდგენის მიზნით "თელასს" მივმართე, თუმცა მისი წარმომადგენლები არ მოვიდნენ. არადა, 26 მაისს მაღაზიას შუქი არ გასთიშვია". ამჯერად რა დეტალების დადგენას ცდილობს გამოძიება და რა დაიწერა სულიკო ასათიანის ექსჰუმირებული ცხედრის განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნაში? ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" სულიკო ასათიანის მეუღლეს, შორენა ადეიშვილსა და ვაჟს, პაატა ასათიანს ესაუბრა.

შორენა ადეიშვილი: - 21 მაისს "სახალხო კრების" ორგანიზებულ აქციაზე დასასწრებად სულიკო სამტრედიიდან თბილისში წამოვიდა. ელოდა, რომ პოლიცია მომიტინგეებს დაარბევდა - აქციის მონაწილეებისთვის უთქვამს, რამე უბედურება თუ დამატყდა თავს, ჩემს შვილს, პაატას მიმიხედეთო.

- ე.ი. ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა?

- კი, ნამდვილად ჰქონდა. ამბობდა, პოლიცია ხალხს არ დაინდობს და საშინელება მოხდებაო. აქციის მონაწილეებს 25 მაისს, ნაშუადღევამდე უნახავთ სულიკო, შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა.

- ბოლოს ვინ ნახა?

- ნატო დვალიშვილმა, ვილჰელმ მახარაძემ და სხვებმა (ყველას გვარი არ მახსოვს). ერთ-ერთ მათგანს სულიკოსთვის უთქვამს, მგონი, ისე მიდის საქმე, დროშების ტარების თავდაცვისთვის გამოყენება დაგვჭირდებაო. სულიკოს უპასუხია, დროშის ტარი რად მინდა, თავდამსხმელს ისედაც მოვიგერიებ, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ქართველებს შორის დაპირისპირება იქნება. ოღონდ ეს არ მოხდეს და თუნდაც სიცოცხლეს გავწირავო. ასეთი სულისკვეთების და უშიშარი იყო ჩემი მეუღლე. დარწმუნებული ვარ, არეულობის დროს გაქცევას და დამალვას არ შეეცდებოდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ