Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანა თავზე გექცეოდეს და კარასინს მხოლოდ პურმარილზე ელაპარაკებოდე?!"
"ქვეყანა თავზე გექცეოდეს და კარასინს მხოლოდ პურმარილზე ელაპარაკებოდე?!"

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მი­სუ­ლებს ხა­ლი­სი­ა­ნი გან­წყო­ბა დაგ­ვხვდა. იმის ფონ­ზე, რაც შიდა ქარ­თლში ხდე­ბა, ასე­თი სი­ხა­ლი­სე გვე­უც­ნა­უ­რა, თუმ­ცა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ აგ­ვიხ­სნა: "ბავ­შვთა დაც­ვის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ღია კა­რის, "ევ­რო­პის დღე" მო­ვა­წყვეთ. თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა სკო­ლი­დან 70 მოს­წავ­ლე (მათ­გან 20 იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი­დან) სა­მი­ნის­ტრო­ში მო­ვიყ­ვა­ნეთ. პა­ტა­რე­ბი ჩავ­სვით ავ­ტო­ბუ­სებ­ში, და­ვუ­რი­გეთ პას­პორ­ტე­ბი, რომ­ლის ფურ­ცლებ­ზეც ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი და 11 სა­ელ­ჩო მო­ვა­ტა­რეთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვებს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ და ჩვენც მათი გან­წყო­ბა გად­მოგ­ვე­დო".

- რაკი მთე­ლი კვი­რა შიდა ქარ­თლში მავ­თულხლარ­თე­ბის გაბ­მა და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბაა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი თემა, ამით და­ვი­წყოთ. რო­გორ შე­ა­ფა­სებთ იმას, რაც კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ხდე­ბა?

- ეს სა­სი­ა­მოვ­ნო შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან რთუ­ლი კი­თხვით და­ი­წყეთ. ჩემ­თვის ალო­გი­კუ­რი და აუხ­სნე­ლია, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­წვა­ვე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ვცდი­ლობთ ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბას. ამ­დე­ნი და­დე­ბი­თი რამ მი­დის სა­ქარ­თვე­ლო­დან, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არც ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს არ გა­უ­კე­თე­ბია არც აგ­რე­სი­უ­ლი, არც უკ­მე­ხი და არც მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბა რუ­სეთ­ზე. ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა 2008 წლი­დან ხდე­ბო­და და მავ­თულხლარ­თე­ბის გაბ­მაც 2011 წელს და­ი­წყო, მაგ­რამ ამან ახლა ინ­ტენ­სი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო და მე­ში­ნია, მე­ტად არ გახ­შირ­დეს ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი რე­აქ­ცი­აც მძაფ­რი და მკაც­რი იყო.

- მას შემ­დეგ, რაც ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის პო­ლი­ტი­კას და­ად­გა, იყო მათ­გან პო­ზი­ტი­უ­რი სიგ­ნა­ლი, რომ ეს გამ­წვა­ვე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­გეჩ­ვე­ნათ?

- ჩვენ­გან არა­ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა ამ ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­კენ და ბურ­თი ახლა მათ მხა­რე­საა, ისი­ნი კი ასე გვპა­სუ­ხო­ბენ... რუ­სუ­ლი მხა­რი­სა­გან თუკი რა­მეს მო­ვე­ლო­დი, მო­ვე­ლო­დი პო­ზი­ტივს და არა ნე­გა­ტივს. ვერ ვი­ტყვი იმა­საც, რომ იყო რა­ი­მე სიგ­ნა­ლი, რაც ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს მომ­ცემ­და. ჩვენ ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თეთ ნორ­მა­ლი­ზე­ბის­თვის: იქ­ნე­ბო­და ეს რი­ტო­რი­კა (რაც არ არის უმ­ნიშ­ვნე­ლო რამ) თუ კონ­კრე­ტუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, თუნ­დაც სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­სუ­ხად ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­წვა­ვე­ბას არ ვე­ლო­დი. რა თქმა უნდა, არც იმის იმე­დი გვქონ­და, რომ რუ­სე­თი დღეს-ხვალ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბას უარ­ყოფ­და, მაგ­რამ ვე­ლო­დით მი­ნი­მუმ მცი­რე, სიმ­ბო­ლურ ნა­ბი­ჯებს რუ­სე­თის მხრი­დან.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნორ­მა­ლი­ზე­ბის პო­ლი­ტი­კის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე აცხა­დებ­დნენ, რო­გო­რი ენი­თაც უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ რუ­სეთს, ის აგ­რე­სი­ულ ბუ­ნე­ბას და ზრახ­ვებს არ შე­იც­ვლი­სო. იქ­ნებ რუ­სეთ­მა ჩვე­ნი პო­ზი­ცია დათ­მო­ბად ჩათ­ვა­ლა და უა­რე­სი გა­ა­კე­თა?

- ჩვენ მათ­ზე ნაკ­ლე­ბად არ ვი­ცით ის­ტო­რია და ის, ვის­თან გვაქვს საქ­მე, მაგ­რამ იმ ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მამ, რაც ადრე იყო, კარ­გი არა­ფე­რი მოგ­ვი­ტა­ნა. მისი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არის დათ­ბო­ბა.

რო­დე­საც აგ­რე­სი­ას არ მო­აქვს შე­დე­გი, მე­ო­რე ხერ­ხი უნდა იხ­მა­რო.

- ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის 300 მეტ­რით გად­მო­წე­ვის შე­სა­ხებ სა­გა­რეო უწყე­ბის სხვა­დას­ხვა წარ­მო­მად­გენ­ლი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნეთ. პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი ერთს ამ­ბობ­და, ზუ­რაბ აბა­ში­ძე - მე­ო­რეს, თქვენ - მე­სა­მეს. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცალ­კე­ულ შტო­ებს შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცია იყო დარ­ღვე­უ­ლი.

- 22-25 კი­ლო­მეტ­რის გას­წვრივ რუ­სე­თი სხვა­დას­ხვა სიღ­რმე­ზე შე­მო­იჭ­რა. თუ იმას გუ­ლის­ხმობთ, რომ თით­ქოს მე ვთქვი, - რუ­სე­ბი 25 კი­ლო­მეტ­რით შე­მო­იჭრ­ნე­ნო, ასე არ ყო­ფი­ლა. ჟურ­ნა­ლის­ტმა არას­წო­რად გა­ი­გო ჩემი ნათ­ქვა­მი. თუ იმ და­ლოც­ვილ­მა ის გა­ი­გო, რომ რუ­სე­თი 25 კი­ლო­მეტ­რით შე­მო­იჭ­რა, კი­თხვა რო­გორ არ გა­უჩ­ნდა, - ე.ი. უკვე თბი­ლის­ში ყო­ფი­ლან და აბა, სად არი­ა­ნო?

- ზუ­რაბ აბა­ში­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გად­მო­წე­ვის თემა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა ჩემი და გრი­გო­რი კა­რა­სი­ნის შეხ­ვედ­რა­ზე, ეს სა­კი­თხი ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზეა გან­სა­ხილ­ვე­ლიო, თქვენ კი ბრძა­ნეთ, ამ შეხ­ვედ­რა­ზე ეს თემა თუ არ გა­ნი­ხი­ლეს, აბა, სხვა რა უნდა გა­ნი­ხი­ლო­ნო. თა­ვის მხრივ, გრი­გო­რი კა­რა­სინ­მაც თქვა, ამა­ზე არ ვი­სა­უბ­რებ­თო... რა­ტომ იყო ამ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი?

- გპირ­დე­ბით, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა თქვა კა­რა­სინ­მა, ამ თე­მას ზუ­რაბ აბა­ში­ძე დას­ვამს. არ მით­ქვამს, რომ ამ შეხ­ვედ­რა­ზე ამ სა­კითხს დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად ვი­სა­უბ­რებთ. სა­ზო­გა­დოდ, ეს სა­კი­თხი მარ­თლაც ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბის ფორ­მატ­შია გან­სა­ხილ­ვე­ლი, მაგ­რამ... და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კა­რა­სი­ნი არ არის, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჩვენ ვართ და ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ქვე­ყა­ნა თავ­ზე მექ­ცე­ო­დეს, შევ­ხვდე კა­რა­სინს, ღვი­ნო­სა და პურ­მა­რილ­ზე ვე­ლა­პა­რა­კო და არ ვუ­თხრა, ბა­ტო­ნო გრი­გო­რი, რო­დე­საც დათ­ბო­ბა­სა და სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ასეთ რა­მეს რა­ტომ აკე­თებთ? აბა­ში­ძე მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხომ არ არის, კაცს სამ­შობ­ლო­ზე გული შეს­ტკი­ვა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე გა­ჩუმ­დეს?

- "ღვი­ნი­სა და პურ­მა­რი­ლის" თე­მა­ზე დღეს რუ­სე­თის მთა­ვარ­მა სა­ნი­ტარ­მა ონი­შენ­კო­მაც გა­მოთ­ქვა აზრი - "ბორ­ჯო­მი" დაგ­ვი­წუ­ნა და ღვი­ნის გა­სა­კე­თებ­ლად "ყუ­რძნის გა­ფუ­ჭე­ბა" დაგ­ვაბ­რა­ლა....

- მე ამ ადა­მი­ა­ნის გა­მოს­ვლებს მიღ­მა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აზ­რის და­ნახ­ვა მი­ჭირს და თქვენც და ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც გირ­ჩევთ, თავი არ აიტ­კი­ვოთ - რო­გორც იტყვი­ან, Take it Easy, ანუ გა­ვა­ტა­როთ.

- ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტმა ჟან-კლოდ მი­ნი­ონ­მა შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მავ­თულხლარ­თე­ბის გაბ­მის გამო. მისი შეშ­ფო­თე­ბის მე­ო­რე მი­ზე­ზი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბაა. ევ­რო­პა, შეშ­ფო­თე­ბის გარ­და, კი­დევ რას აკე­თებს?

- ევ­რო­კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი ქვე­ყა­ნა იყო საფ­რან­გე­თი, რო­დე­საც 2008 წელს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ 6-პუნ­ქტი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბას შუ­ა­მავ­ლობ­და. ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას რომ ახ­სე­ნებს რუ­სეთს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა, ფაქ­ტია, მაგ­რამ ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წი­ეთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რუ­სეთ­მა უნდა იგ­რძნოს წნე­ხი.

- და რა რე­აქ­ცია აქვს ამ წნეხ­ზე რუ­სეთს? ის ამას არც იმ­ჩნევს.

- რუ­სე­თის რე­აქ­ცია სხვა თე­მაა, მაგ­რამ წნე­ხი არ უნდა შე­სუს­ტდეს და არა­ვის უნდა გა­უჩ­ნდეს ილუ­ზია, რომ მსოფ­ლიო ოდეს­მე შე­ე­გუ­ე­ბა იმას, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. სტრა­ტე­გი­ას, რომ რუ­სეთ­ზე არ­სე­ბობ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო წნე­ხი, თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ეს პო­ლი­ტი­კა უსა­თუ­ოდ მო­ი­ტანს შე­დეგს.

- პრე­მი­ერ­მა კო­სო­ვო ჩვენ­თვის მი­სა­ბაძ მა­გა­ლი­თად და­ა­სა­ხე­ლა. ეს კონ­ფლიქ­ტი კი თუმ­ცა მშვი­დო­ბი­ა­ნად, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად, კო­სო­ვოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბით დამ­თავ­რდა...

- რო­დე­საც პრე­მი­ერ­მა კო­სო­ვოს შემ­თხვე­ვა მო­იყ­ვა­ნა მა­გა­ლი­თად, იგუ­ლის­ხმა, რომ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბიც ახერ­ხე­ბენ შე­რი­გე­ბას. თუმ­ცა ის და­სას­რუ­ლი - და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პრე­მი­ერ­საც კო­სო­ვო ამ აზ­რით არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია. ვფიქ­რობ, ამ­გვა­რი "მოგ­ვა­რე­ბა" მი­უ­ღე­ბე­ლია რო­გორც ჩვენ­თვის, ასე­ვე მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის­თვი­საც.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ქვეყანა თავზე გექცეოდეს და კარასინს მხოლოდ პურმარილზე ელაპარაკებოდე?!"

"ქვეყანა თავზე გექცეოდეს და კარასინს მხოლოდ პურმარილზე ელაპარაკებოდე?!"

საგარეო საქმეთა სამინისტროში მისულებს ხალისიანი განწყობა დაგვხვდა. იმის ფონზე, რაც შიდა ქართლში ხდება, ასეთი სიხალისე გვეუცნაურა, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აგვიხსნა: "ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად ღია კარის, "ევროპის დღე" მოვაწყვეთ. თბილისის სხვადასხვა სკოლიდან 70 მოსწავლე (მათგან 20 იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან) სამინისტროში მოვიყვანეთ. პატარები ჩავსვით ავტობუსებში, დავურიგეთ პასპორტები, რომლის ფურცლებზეც ევროკავშირის ქვეყნების ფოტოებია გამოსახული და 11 საელჩო მოვატარეთ. ეს ყველაფერი ბავშვებს ძალიან მოეწონათ და ჩვენც მათი განწყობა გადმოგვედო".

- რაკი მთელი კვირა შიდა ქართლში მავთულხლართების გაბმა და ადამიანების გატაცებაა უმნიშვნელოვანესი თემა, ამით დავიწყოთ. როგორ შეაფასებთ იმას, რაც კონფლიქტის ზონაში ხდება?

- ეს სასიამოვნო შეხვედრა ძალიან რთული კითხვით დაიწყეთ. ჩემთვის ალოგიკური და აუხსნელია, რატომ გადაწყვიტა რუსეთის ხელისუფლებამ ურთიერთობის გამწვავება მაშინ, როდესაც ვცდილობთ ურთიერთობის ნორმალიზებას. ამდენი დადებითი რამ მიდის საქართველოდან, როდესაც საქართველოს ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია არც აგრესიული, არც უკმეხი და არც მწვავე განცხადება რუსეთზე. ადამიანების გატაცება 2008 წლიდან ხდებოდა და მავთულხლართების გაბმაც 2011 წელს დაიწყო, მაგრამ ამან ახლა ინტენსიური ხასიათი მიიღო და მეშინია, მეტად არ გახშირდეს ასეთი შემთხვევები. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეაქციაც მძაფრი და მკაცრი იყო.

- მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პოლიტიკას დაადგა, იყო მათგან პოზიტიური სიგნალი, რომ ეს გამწვავება მოულოდნელად მოგეჩვენათ?

- ჩვენგან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ ურთიერთობის ნორმალიზებისკენ და ბურთი ახლა მათ მხარესაა, ისინი კი ასე გვპასუხობენ... რუსული მხარისაგან თუკი რამეს მოველოდი, მოველოდი პოზიტივს და არა ნეგატივს. ვერ ვიტყვი იმასაც, რომ იყო რაიმე სიგნალი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მომცემდა. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ნორმალიზებისთვის: იქნებოდა ეს რიტორიკა (რაც არ არის უმნიშვნელო რამ) თუ კონკრეტული შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, თუნდაც სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, პასუხად ურთიერთობის გამწვავებას არ ველოდი. რა თქმა უნდა, არც იმის იმედი გვქონდა, რომ რუსეთი დღეს-ხვალ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას უარყოფდა, მაგრამ ველოდით მინიმუმ მცირე, სიმბოლურ ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან.

- "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ნორმალიზების პოლიტიკის დაწყებისთანავე აცხადებდნენ, როგორი ენითაც უნდა ველაპარაკოთ რუსეთს, ის აგრესიულ ბუნებას და ზრახვებს არ შეიცვლისო. იქნებ რუსეთმა ჩვენი პოზიცია დათმობად ჩათვალა და უარესი გააკეთა?

- ჩვენ მათზე ნაკლებად არ ვიცით ისტორია და ის, ვისთან გვაქვს საქმე, მაგრამ იმ ურთიერთობის ფორმამ, რაც ადრე იყო, კარგი არაფერი მოგვიტანა. მისი ალტერნატივა არის დათბობა.

როდესაც აგრესიას არ მოაქვს შედეგი, მეორე ხერხი უნდა იხმარო.

- ადმინისტრაციული საზღვრის 300 მეტრით გადმოწევის შესახებ საგარეო უწყების სხვადასხვა წარმომადგენლისაგან განსხვავებული შეფასებები მოვისმინეთ. პაატა ზაქარეიშვილი ერთს ამბობდა, ზურაბ აბაშიძე - მეორეს, თქვენ - მესამეს. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ხელისუფლების ცალკეულ შტოებს შორის კოორდინაცია იყო დარღვეული.

- 22-25 კილომეტრის გასწვრივ რუსეთი სხვადასხვა სიღრმეზე შემოიჭრა. თუ იმას გულისხმობთ, რომ თითქოს მე ვთქვი, - რუსები 25 კილომეტრით შემოიჭრნენო, ასე არ ყოფილა. ჟურნალისტმა არასწორად გაიგო ჩემი ნათქვამი. თუ იმ დალოცვილმა ის გაიგო, რომ რუსეთი 25 კილომეტრით შემოიჭრა, კითხვა როგორ არ გაუჩნდა, - ე.ი. უკვე თბილისში ყოფილან და აბა, სად არიანო?

- ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თემა არ განიხილება ჩემი და გრიგორი კარასინის შეხვედრაზე, ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკებაზეა განსახილველიო, თქვენ კი ბრძანეთ, ამ შეხვედრაზე ეს თემა თუ არ განიხილეს, აბა, სხვა რა უნდა განიხილონო. თავის მხრივ, გრიგორი კარასინმაც თქვა, ამაზე არ ვისაუბრებთო... რატომ იყო ამდენად განსხვავებული შეფასებები?

- გპირდებით, რომ მიუხედავად იმისა, რა თქვა კარასინმა, ამ თემას ზურაბ აბაშიძე დასვამს. არ მითქვამს, რომ ამ შეხვედრაზე ამ საკითხს დეტალურად განიხილავენ, მაგრამ ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. საზოგადოდ, ეს საკითხი მართლაც ჟენევის მოლაპარაკების ფორმატშია განსახილველი, მაგრამ... დაზარალებული კარასინი არ არის, დაზარალებული ჩვენ ვართ და ვერ წარმომიდგენია, ქვეყანა თავზე მექცეოდეს, შევხვდე კარასინს, ღვინოსა და პურმარილზე ველაპარაკო და არ ვუთხრა, ბატონო გრიგორი, როდესაც დათბობასა და სიტუაციის გამოსწორებაზე ვლაპარაკობთ, ასეთ რამეს რატომ აკეთებთ? აბაშიძე მხოლოდ სპეციალური წარმომადგენელი ხომ არ არის, კაცს სამშობლოზე გული შესტკივა და როგორ შეიძლება ამაზე გაჩუმდეს?

- "ღვინისა და პურმარილის" თემაზე დღეს რუსეთის მთავარმა სანიტარმა ონიშენკომაც გამოთქვა აზრი - "ბორჯომი" დაგვიწუნა და ღვინის გასაკეთებლად "ყურძნის გაფუჭება" დაგვაბრალა....

- მე ამ ადამიანის გამოსვლებს მიღმა რაციონალური აზრის დანახვა მიჭირს და თქვენც და ქართველ საზოგადოებასაც გირჩევთ, თავი არ აიტკივოთ - როგორც იტყვიან, Take it Easy, ანუ გავატაროთ.

- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ მინიონმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გაბმის გამო. მისი შეშფოთების მეორე მიზეზი ვანო მერაბიშვილის დაკავებაა. ევროპა, შეშფოთების გარდა, კიდევ რას აკეთებს?

- ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა იყო საფრანგეთი, როდესაც 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი ხელშეკრულების დადებას შუამავლობდა. ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობას რომ ახსენებს რუსეთს აბსოლუტურად ყველა, ფაქტია, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. მიუხედავად ამისა, რუსეთმა უნდა იგრძნოს წნეხი.

- და რა რეაქცია აქვს ამ წნეხზე რუსეთს? ის ამას არც იმჩნევს.

- რუსეთის რეაქცია სხვა თემაა, მაგრამ წნეხი არ უნდა შესუსტდეს და არავის უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ მსოფლიო ოდესმე შეეგუება იმას, რაც საქართველოში ხდება. სტრატეგიას, რომ რუსეთზე არსებობდეს საერთაშორისო წნეხი, თავისი მნიშვნელობა აქვს. ეს პოლიტიკა უსათუოდ მოიტანს შედეგს.

- პრემიერმა კოსოვო ჩვენთვის მისაბაძ მაგალითად დაასახელა. ეს კონფლიქტი კი თუმცა მშვიდობიანად, მაგრამ ფაქტობრივად, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებით დამთავრდა...

- როდესაც პრემიერმა კოსოვოს შემთხვევა მოიყვანა მაგალითად, იგულისხმა, რომ დაპირისპირებული მხარეებიც ახერხებენ შერიგებას. თუმცა ის დასასრული - დამოუკიდებლობის აღიარება ჩვენთვის მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, პრემიერსაც კოსოვო ამ აზრით არ დაუსახელებია. ვფიქრობ, ამგვარი "მოგვარება" მიუღებელია როგორც ჩვენთვის, ასევე მსოფლიო თანამეგობრობისთვისაც.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა