სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახი კალაძე - თქვენი სიყვარული მომცემს ძალას ვემსახურო საქართველოს!
კახი კალაძე - თქვენი სიყვარული მომცემს ძალას ვემსახურო საქართველოს!

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი და ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი კახა კა­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გულ­შე­მატ­კი­ვარს მად­ლო­ბას უხ­დის.

"მინ­და უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით და მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბით მო­გე­ფე­როთ ყვე­ლას, ვინც გუ­შინ ჩემ­თან ერ­თად იყა­ვით, ვინც ეს წლე­ბი იდე­ქით ჩემს გვერ­დით და ხა­რობ­დით, იზი­ა­რებ­დით ყვე­ლა იმ გა­მარ­ჯვე­ბას თუ წარ­მა­ტე­ბას, რო­მელ­საც ვაღ­წევ­დი. თა­ნა­მიგ­რძნობ­დით და გა­ნიც­დი­დით ჩემ­თან ერ­თად ყვე­ლა პრო­ფე­სი­ულ თუ პი­რად ტკი­ვილს...

დიდი მად­ლო­ბა მხარ­ში დგო­მის­თვის, გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის და ნდო­ბის­თვის, რა­საც მთე­ლი ჩემი სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე ვღე­ბუ­ლობ­დი თქვენ­გან და ამის დაგ­ვირ­გვი­ნე­ბა იყო ჩვე­ნი გუ­შინ­დე­ლი ზე­ი­მი.

თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და თქვე­ნი პა­ტი­ვის­ცე­მა არის ჩემ­თვის ის სტი­მუ­ლი, ის ნა­თე­ლი სხი­ვი, რაც გაყ­ვე­ბა ამი­ე­რი­დან ჩემს პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რას და მომ­ცემს ძა­ლას გემ­სა­ხუ­როთ თქვენ - ჩემს საყ­ვა­რელ ხალ­ხს! ჩემს სა­ქარ­თვე­ლოს!", - წერს კა­ლა­ძე.

გუ­შინ თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­ზე გა­მარ­თუ­ლი კახა კა­ლა­ძის ფეხ­ბურ­თი­დან გა­ცი­ლე­ბის მატ­ჩი "კა­ლა­ძის მე­გობ­რებ­სა" და იტა­ლი­ის "მი­ლანს" შო­რის, იტა­ლი­ე­ლის ვარ­სკვლა­ვე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით 1:3 დას­რულ­და.

მატჩზე, ისე­თი რან­გის ქარ­თვე­ლი და იტა­ლი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი თა­მა­შობ­დნენ, რო­გო­რე­ბიც ფრან­კო ბა­რე­ზი, პა­ო­ლო მალ­დი­ნი, ფა­ბიო კა­ნა­ვა­რო, ან­დრეი შევ­ჩენ­კო, სე­ბას­ტი­ა­ნო როსი, გი­ორ­გი ქინ­ქლა­ძე, შოთა არ­ვე­ლა­ძე, გოჩა ჯა­მა­რა­უ­ლი და სხვა ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან.

35 წლის კახა კა­ლა­ძე სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში", კი­ე­ვის "დი­ნა­მო­სა" და იტა­ლი­ურ "მი­ლან­ში" გა­მო­დი­ო­და. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში მას 83 შეხ­ვედ­რა აქვს გა­მარ­თუ­ლი, იტა­ლი­ის "მი­ლან­ში"კი 284 შეხ­ვედ­რა­ში მის ან­გა­რიშ­ზე 13 გო­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

კახი კალაძე - თქვენი სიყვარული მომცემს ძალას ვემსახურო საქართველოს!

კახი კალაძე - თქვენი სიყვარული მომცემს ძალას ვემსახურო საქართველოს!

ენერგეტიკის მინისტრი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გულშემატკივარს მადლობას უხდის.

"მინდა უდიდესი სიყვარულით და მადლიერების გრძნობით მოგეფეროთ ყველას, ვინც გუშინ ჩემთან ერთად იყავით, ვინც ეს წლები იდექით ჩემს გვერდით და ხარობდით, იზიარებდით ყველა იმ გამარჯვებას თუ წარმატებას, რომელსაც ვაღწევდი. თანამიგრძნობდით და განიცდიდით ჩემთან ერთად ყველა პროფესიულ თუ პირად ტკივილს...

დიდი მადლობა მხარში დგომისთვის, გულშემატკივრობისთვის და ნდობისთვის, რასაც მთელი ჩემი საფეხბურთო კარიერის მანძილზე ვღებულობდი თქვენგან და ამის დაგვირგვინება იყო ჩვენი გუშინდელი ზეიმი.

თქვენი სიყვარული და თქვენი პატივისცემა არის ჩემთვის ის სტიმული, ის ნათელი სხივი, რაც გაყვება ამიერიდან ჩემს პოლიტიკურ კარიერას და მომცემს ძალას გემსახუროთ თქვენ - ჩემს საყვარელ ხალხს! ჩემს საქართველოს!", - წერს კალაძე.

გუშინ თბილისის "დინამოს" სტადიონზე გამართული კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი "კალაძის მეგობრებსა" და იტალიის "მილანს" შორის, იტალიელის ვარსკვლავების გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

მატჩზე, ისეთი რანგის ქართველი და იტალიელი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი, ფაბიო კანავარო, ანდრეი შევჩენკო, სებასტიანო როსი, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, გოჩა ჯამარაული და სხვა ცნობილი ფეხბურთელები არიან.

35 წლის კახა კალაძე საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თბილისის "დინამოში", კიევის "დინამოსა" და იტალიურ "მილანში" გამოდიოდა. საქართველოს ნაკრებში მას 83 შეხვედრა აქვს გამართული, იტალიის "მილანში"კი 284 შეხვედრაში მის ანგარიშზე 13 გოლია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს