მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"Washington Post" - საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია
"Washington Post" - საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია

სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტია საფრ­თხე­შია, - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას "Washington Post"-ის სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭო. რო­გორც პუბ­ლი­კა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, უკა­ნას­კნე­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებს გა­მო­ეყვნენ და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი ცნო­ბი­ლი ამ­ბო­ხე­ბე­ბის შემ­დეგ ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე დად­გნენ.

სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, აშშ-მა და ევ­რო­კავ­შირ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბი და დიპ­ლო­მა­ტია გა­მო­ი­ყე­ნეს მათი არას­რულ­ყო­ფი­ლი პროგ­რე­სის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად და რუ­სე­თის მცდე­ლო­ბის მო­სა­გე­რი­ებ­ლად, რო­მე­ლიც ამ პრო­ცე­სის­თვის ძი­რის გა­მო­თხრას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

"სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ ეს საქ­მე და­უმ­თავ­რე­ბე­ლი დარ­ჩე­ბა. 2010 წლის დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი ზე­დამ­ხედ­ვე­ლობ­და მისი ძი­რი­თა­დი ოპო­ნენ­ტის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას და და­პა­ტიმ­რე­ბას, რა­მაც ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა შე­ა­ჩე­რა. ახლა კი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, რო­მელ­მაც 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ლი­დე­რე­ბი გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში და­ა­მარ­ცხა, მსგავ­სი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. გა­სულ კვი­რას პოს­ტრე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი გი­რა­ოს შე­უ­ფარ­დებ­ლად და­ა­პა­ტიმ­რეს. მას სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა ედე­ბა ბრა­ლად. ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს ასე­ვე ერთ-ერთი რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორს, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს შრო­მის მი­ნის­ტრი იყო. ისე­ვე, რო­გორც ია­ნუ­კო­ვიჩ­მა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მაც და­არ­წმუ­ნა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არ ავ­ნებს. სამ­წუ­ხა­როდ, არც ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცია და არც ბრი­უ­სე­ლი მას ღიად არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა", - წერს "Washington Post"-ი.

სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ორი ევ­რო­კო­მის­რის ფრთხი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ შე­ი­ცავს პრო­ტესტს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე და ამა­ვე პარ­ტი­ის სა­ვა­რა­უ­დო საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი იყო არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, წელს გა­ი­მარ­თე­ბა.

"ამის ნაც­ვლად და­სავ­ლე­თის მთავ­რო­ბებ­მა თქვეს, რომ პრო­ცესს "ყუ­რა­დღე­ბით" აკ­ვირ­დე­ბი­ან და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის იმე­დი აქვთ. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს ურ­ჩია, თა­ვი­დან აი­ცი­ლოს "პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის აღ­ქმა ან რე­ა­ლო­ბა" – ეს ხაზი კი ივა­ნიშ­ვილ­მა უკვე გა­დაკ­ვე­თა. "სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე­თი პრე­ზი­დენ­ტი დავ­კარ­გეთ" – ასე­თი სარ­კას­ტუ­ლი და ცი­ნი­კუ­რი იყო ივა­ნიშ­ვი­ლი ოპო­ნენ­ტის და­კა­ვე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას. სა­ქარ­თვე­ლოს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დამ­ნა­შა­ვე იყო კა­ნო­ნის გვერ­დის ავ­ლა­ში და ხან­და­ხან ოპო­ნენ­ტებ­სა და მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა­ში.

თუმ­ცა, ეს წყვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში და მა­ლე­ვე შე­უ­რიგ­და არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბას, რო­მელ­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი მო­იყ­ვა­ნა. იმის თქმა, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით არ იდევ­ნე­ბა, ისე­თი­ვე არა­და­მა­ჯე­რებ­ლია, რო­გორც ის, რომ უკ­რა­ი­ნის ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი იუ­ლია ტი­მო­შენ­კო და­ა­პა­ტიმ­რეს და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რო­მე­ლიც მან, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჩა­ი­დი­ნა. ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს, რო­მელ­მაც ქო­ნე­ბა რუ­სეთ­ში და­აგ­რო­ვა, სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მშვი­დო­ბი­ა­ნი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ შე­ეძ­ლო, თავი აე­რი­დე­ბი­ნა წინა რე­ჟი­მის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის­თვის და ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნა წინა წლე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის გამ­ყა­რე­ბა­ზე. ამის სა­ნაც­ვლოდ, ეკო­ნო­მი­კა გა­ჩერ­და, რამ­დე­ნა­დაც ახალ­მა მთავ­რო­ბამ შე­უ­ტია ოპო­ზი­ცი­ას სა­სა­მარ­თლო­ებ­სა და ქუ­ჩებ­ში", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

"Washington Post"-ი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბევ­რი ქარ­თვე­ლი, ვინც სა­ა­კაშ­ვილს მხა­რი არ და­უ­ჭი­რა, ამ­გვარ ტაქ­ტი­კას ეთან­ხმე­ბა. "თუმ­ცა, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" მტკი­ცე მემ­კვიდ­რე­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის ძლი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რა. დროა, ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რებ­მა და ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს გა­ნუ­მარ­ტონ, რომ თუ იგი ძი­რი­თა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას გა­ნაგ­რძობს, კარი და­ი­ხუ­რე­ბა", - წერს "Washington Post"-ი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"Washington Post" - საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია

"Washington Post" - საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია

საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "Washington Post"-ის სარედაქციო საბჭო. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველო და უკრაინა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს გამოეყვნენ და ავტორიტარული მთავრობის წინააღმდეგ გამართული ცნობილი ამბოხებების შემდეგ ლიბერალური დემოკრატიისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე დადგნენ.

სტატიის თანახმად, აშშ-მა და ევროკავშირმა მნიშვნელოვანი რესურსები და დიპლომატია გამოიყენეს მათი არასრულყოფილი პროგრესის გასამხნევებლად და რუსეთის მცდელობის მოსაგერიებლად, რომელიც ამ პროცესისთვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად.

"სამწუხაროდ, არსებობს საფრთხე, რომ ეს საქმე დაუმთავრებელი დარჩება. 2010 წლის დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ზედამხედველობდა მისი ძირითადი ოპონენტის სამართლებრივ დევნას და დაპატიმრებას, რამაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება შეაჩერა. ახლა კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" ლიდერები გასული წლის ოქტომბერში, დემოკრატიულ არჩევნებში დაამარცხა, მსგავსი ნაბიჯი გადადგა. გასულ კვირას პოსტრევოლუციური მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გირაოს შეუფარდებლად დააპატიმრეს. მას სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი გამოყენება ედება ბრალად. ბრალი წაუყენეს ასევე ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შრომის მინისტრი იყო. ისევე, როგორც იანუკოვიჩმა, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც დაარწმუნა თანამემამულეები, რომ ეს პოლიტიკური სასამართლო პროცესი დასავლეთთან ურთიერთობას არ ავნებს. სამწუხაროდ, არც ობამას ადმინისტრაცია და არც ბრიუსელი მას ღიად არ შეეწინააღმდეგა", - წერს "Washington Post"-ი.

სტატიის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ორი ევროკომისრის ფრთხილი განცხადებები არ შეიცავს პროტესტს ვანო მერაბიშვილის დაკავების მიმართ, რომელიც ოპოზიციური პარტიის მოქმედი თავმჯდომარე და ამავე პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი იყო არჩევნებზე, რომელიც მოგვიანებით, წელს გაიმართება.

"ამის ნაცვლად დასავლეთის მთავრობებმა თქვეს, რომ პროცესს "ყურადღებით" აკვირდებიან და კანონის უზენაესობის პატივისცემის იმედი აქვთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ურჩია, თავიდან აიცილოს "პოლიტიკური ანგარიშსწორების აღქმა ან რეალობა" – ეს ხაზი კი ივანიშვილმა უკვე გადაკვეთა. "სამწუხაროა, რომ ასეთი პრეზიდენტი დავკარგეთ" – ასეთი სარკასტული და ცინიკური იყო ივანიშვილი ოპონენტის დაკავების კომენტირებისას. საქართველოს წინა ხელისუფლება მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით დამნაშავე იყო კანონის გვერდის ავლაში და ხანდახან ოპონენტებსა და მედიაზე ზეწოლაში.

თუმცა, ეს წყვილი ხელმძღვანელობდა ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებს საქართველოს ისტორიაში და მალევე შეურიგდა არჩევნებში დამარცხებას, რომელმაც ხელისუფლებაში ივანიშვილი მოიყვანა. იმის თქმა, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური მიზეზებით არ იდევნება, ისეთივე არადამაჯერებლია, როგორც ის, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო დააპატიმრეს დანაშაულისთვის, რომელიც მან, როგორც პრემიერ-მინისტრმა ჩაიდინა. ბატონ ივანიშვილს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, სააკაშვილისგან მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ხელისუფლების მიღების შემდეგ შეეძლო, თავი აერიდებინა წინა რეჟიმის სამართლებრივი დევნისთვის და ფოკუსირება მოეხდინა წინა წლების ეკონომიკური ზრდის გამყარებაზე. ამის სანაცვლოდ, ეკონომიკა გაჩერდა, რამდენადაც ახალმა მთავრობამ შეუტია ოპოზიციას სასამართლოებსა და ქუჩებში", - ნათქვამია სტატიაში.

"Washington Post"-ი აღნიშნავს, რომ ბევრი ქართველი, ვინც სააკაშვილს მხარი არ დაუჭირა, ამგვარ ტაქტიკას ეთანხმება. "თუმცა, "ვარდების რევოლუციის" მტკიცე მემკვიდრეობაა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. დროა, ევროკავშირის ლიდერებმა და ობამას ადმინისტრაციამ ბატონ ივანიშვილს განუმარტონ, რომ თუ იგი ძირითადი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სამართლებრივ დევნას განაგრძობს, კარი დაიხურება", - წერს "Washington Post"-ი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა