მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში მიმდინარე პროტესტს ორი ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში მიმდინარე პროტესტს ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურ­ქე­თის მას­შტა­ბით გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. "სქაი ნი­უ­სი" ორ­გა­ნი­ზა­ცია "ამ­ნეს­თი ინ­თერ­ნე­ი­შე­ნალ­ზე" დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ სტამ­ბუ­ლის ტაქ­სი­მის მო­ე­დან­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

შა­ბა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო ასზე მეტი - და­შავ­და.

ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, თურ­ქე­თის მას­შტა­ბით, 90 საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა. დე­მონ­სტრან­ტე­ბი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დად­გო­მას მო­ი­თხო­ვენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სტამ­ბუ­ლის ქუ­ჩებ­ში გა­მო­სუ­ლი ათა­სო­ბით თურ­ქი ტაქ­სი­მის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე "გეზი პარ­კის" რე­კონ­სტრუქ­ცი­ას აპ­რო­ტეს­ტებს. სტამ­ბულ­ში, გუ­შინ, ტაქ­სი­მის მო­ე­დან­ზე პო­ლი­ცი­ამ მო­მი­ტინ­გე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად წყლის ჭავ­ლი და ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა. შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად სულ მცი­რე 138 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, ათე­უ­ლო­ბით დე­მონ­სტრან­ტი კი და­ა­კა­ვეს.

თურ­ქე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღა­ნი აღი­ა­რებს, რომ პო­ლი­ცი­ამ შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­დე­საც დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა. "სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის ქმე­დე­ბა­ში იყო შეც­დო­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი ამ სა­კითხს სწავ­ლობს", - აღ­ნიშ­ნა ერ­დო­ღან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თურქეთში მიმდინარე პროტესტს ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში მიმდინარე პროტესტს ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა. "სქაი ნიუსი" ორგანიზაცია "ამნესთი ინთერნეიშენალზე" დაყრდნობით იუწყება, რომ სტამბულის ტაქსიმის მოედანზე საპროტესტო აქციას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

შაბათის მონაცემებით, საპროტესტო აქციის მონაწილე ათასამდე ადამიანია დაკავებული, ხოლო ასზე მეტი - დაშავდა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, თურქეთის მასშტაბით, 90 საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.

როგორც ცნობილია, სტამბულის ქუჩებში გამოსული ათასობით თურქი ტაქსიმის რაიონში მდებარე "გეზი პარკის" რეკონსტრუქციას აპროტესტებს. სტამბულში, გუშინ, ტაქსიმის მოედანზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად სულ მცირე 138 ადამიანი დაშავდა, ათეულობით დემონსტრანტი კი დააკავეს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აღიარებს, რომ პოლიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. "სამწუხაროდ, ჩვენი უსაფრთხოების ძალების ქმედებაში იყო შეცდომები, განსაკუთრებით ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემთხვევაში. მინისტრთა კაბინეტი ამ საკითხს სწავლობს", - აღნიშნა ერდოღანმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა