Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიშა ანდღულაძე: "კოჭებში მეტყობოდა, რომ განვითარებადი ტიპი ვიყავი"
მიშა ანდღულაძე: "კოჭებში მეტყობოდა, რომ განვითარებადი ტიპი ვიყავი"

მიშა ან­დღუ­ლა­ძეს ინ­ტერ­ვი­უს­თვის იმ დროს მი­ვა­დე­ქი, როცა "კო­მე­დი შოუს" ჩა­წე­რის და­წყე­ბას შვი­დი წუთი აკ­ლდა. სა­ში­ნელ დროს მოხ­ვე­დი, შე­იძ­ლე­ბა შუა ინ­ტერ­ვი­უ­დან გა­ვიქ­ცეო, მი­თხრა. ძა­ლი­ან ვე­ცა­დე, 10 წუთ­ში ინ­ტერ­ვიუ სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­სუ­ლი­ყო.

- მიშა, დღეს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე მინ­და ვი­სა­უბ­როთ და მოდი იმ გა­მოც­დი­ლე­ბი­დან და­ვი­წყოთ, რო­მე­ლიც მი­ი­ღე მშობ­ლე­ბის­გან, ოჯა­ხის­გან და იმ გა­რე­მო­დან, რო­მელ­შიც იზ­რდე­ბო­დი.

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, ნო­მერ პირ­ველ სამ­შო­ბი­ა­რო­ში. გა­ვი­ზარ­დე გლ­და­ნის მე-2 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში. გლ­დანს ჩრდი­ლო­ე­თი­დან გად­მოჰ­ყუ­რებს ისე­თი ლა­მა­ზი მხა­რე, რო­გო­რიც არის თემ­ქა, აღ­მო­სავ­ლე­თი­დან - თბი­ლი­სის ზღვა და და­სავ­ლე­თი­დან - ამე­რი­კა, სწო­რედ ამ გა­რე­მო­ში აღ­ვი­ზარ­დე და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი მებ­რძოლ პი­როვ­ნე­ბად.

- მშობ­ლებ­ზე რას მე­ტყვი, რა პრო­ფე­სი­ის არი­ან...

- დედა სტო­მა­ტო­ლო­გია, ამ­ჟა­მად დი­ა­სახ­ლი­სი, მაგ­რამ ამას წი­ნათ ვი­ყა­ვი მას­თან და სა­ო­ცა­რი ოს­ტა­ტო­ბით ამო­მი­ღო სიბ­რძნის კბი­ლი. სე­რი­ო­ზუ­ლი ქი­რურ­გია, თუმ­ცა თვი­თონ უს­წავ­ლია ქი­რურ­გო­ბა, ისე თე­რა­პევ­ტია. მამა ინ­ჟი­ნერ-მე­ქა­ნი­კო­სი გახ­ლავთ და თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბით მუ­შა­ობს. ჩემი ძმა დრო­ე­ბით უმუ­შე­ვა­რია და რო­დემ­დე, არ ვიცი!

- უფ­რო­სია შენ­ზე?

- კი, ოთხი წლით. ოჯა­ხი არ აქვს ჯერ. არ ვიცი, რა მო­ვუ­ფიქ­რო... ეზო­ში ვარ გაზ­რდი­ლი. დე­ბი­ლო­ბებს ვა­კე­თებ­დით ბავ­შვე­ბი. ქვის, "სუ­რი­კის­გან" და "ბრონ­ზის­გან" ასა­ფეთ­ქებ­ლებს ვა­კე­თებ­დით.

- რის­გან?

- ქვის, "სუ­რი­კის" და "ბრონ­ზის­გან". არ­სე­ბობს ასე­თი ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა, გლ­და­ნე­ლებ­მა მო­ი­ფიქ­რეს.

- მშობ­ლე­ბის­გან ვინ უფრო მკაც­რი იყო?

- არც ერთი. უბ­რა­ლოდ, მა­მა­ჩე­მის რიდი უფრო მქონ­და. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ დე­დას­თან უფრო ხში­რად ვი­ყა­ვით. მა­მის ხათ­რი აქვთ ხოლ­მე ბავ­შვებს.

- და შენც ხათ­რი­ა­ნი იყა­ვი ვი­თომ?

- არა, ჩემ­ზე უფრო ცელ­ქი ით­ქმო­და. რო­გორც ჰყვე­ბი­ან, ძა­ლი­ან რთუ­ლად აღ­საზ­რდე­ლი ვყო­ფილ­ვარ.

- სა­მა­გა­ლი­თო დას­ჯა გახ­სოვს?

- არ მსჯიდ­ნენ. მა­მა­ჩემს ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, სა­ნამ არ ეს­მის ბავ­შვს, მის დას­ჯას აზრი არ აქვს. რომ გა­იზ­რდე­ბა, მერე გა­უბ­რაზ­დი­თო. რომ გა­ვი­ზარ­დე, მივ­ხვდი, რომ გა­კე­თე­ბაც ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით შე­მეძ­ლო, რო­გო­რი­თაც გა­ფუ­ჭე­ბა და და­ვი­წყე კე­თე­ბა.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­რი­გე­ბა თუ გახ­სენ­დე­ბა მშობ­ლე­ბის­გან?

- კი. დე­და­ჩემ­მა იცის ხოლ­მე ასე­თი ფრა­ზე­ბის თქმა, - რად გინ­და მან­ქა­ნა ჯერ. რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა ას­ვლა, ხალ­ხი ყუ­რა­დღე­ბას რომ მაქ­ცევს-მეთ­ქი, - ნე­ტავ ერთი, ვინ გა­წუ­ხებ­სო, მე­უბ­ნე­ბო­და.

- არ ამა­ყობს დედა შე­ნით?

- არ უყ­ვარს ამის აფი­ში­რე­ბა, არას­დროს მა­ქებ­და. ერთი ნა­თე­სა­ვი მყავს, თა­ვის შვილ­ზე ამ­ბობს, ბავ­შვი გაკ­ვე­თილ­ზე თუ არ არის, მას­წავ­ლე­ბე­ლი გაკ­ვე­თილს არ ატა­რებ­სო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დე­და­ჩე­მი ამ კა­ტე­გო­რი­ას არ ეკუთ­ვნის. საქ­ვეყ­ნოდ შვი­ლე­ბის ქება-დი­დე­ბა ჩემს მშობ­ლებს არ უყ­ვართ. ისე, კო­ჭებ­ში მე­ტყო­ბო­და, რომ გან­ვი­თა­რე­ბა­დი ტიპი ვი­ყა­ვი, დას­ვი და თვი­თონ გა­ივ­ლის ბა­ღა­ნაო, რომ ამ­ბო­ბენ, ჩემ­ზეა ნათ­ქვა­მი.

- ეზო­ში გა­ვი­ზარ­დეო, მი­თხა­რი, ე.წ. ქუ­ჩის აკა­დე­მია თუ იყო შენს ცხოვ­რე­ბა­ში და ამ პე­რი­ოდ­მა რა მოგ­ცა გა­მოც­დი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით?

- ეზო­ში რომ ვიზ­რდე­ბო­დი, ბევრ რა­მეს თვით­ნე­ბუ­რად ვსწავ­ლობ­დი. ქუ­ჩუ­რი ბა­ზა­რი ვი­ცო­დი, მაგ­რამ არ მიხ­დე­ბო­და. დღემ­დე არ მიხ­დე­ბა სი­გა­რე­ტი, ქუ­ჩუ­რი ბა­ზა­რი და ძველ­ბი­ჭო­ბა, თუმ­ცა მა­ინც მი­წევ­და, გა­რე­მო­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაგ­რამ ვერ ვი­ტან ეგეთ რა­ღა­ცებს.

- ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გო­რი იყო ოჯახ­ში?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 90-იანი წლე­ბის შვი­ლი ვარ. მაგ პე­რი­ოდ­ში ვის­წავ­ლე მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბა, კარ­ტო­ფი­ლის მოყ­ვა­ნა, წის­ქვი­ლის ჩარ­თვა-გა­მორ­თვა, მინ­დის აღე­ბა. დღე­საც გვაქვს მე-9 სარ­თულ­ზე წის­ქვი­ლი, ახლა უკვე ოჯა­ხის რე­ლიკ­ვი­აა, ან­ტიკ­ვა­რი. ხომ იცი, წის­ქვი­ლი რა არის?

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მიშა ანდღულაძე: "კოჭებში მეტყობოდა, რომ განვითარებადი ტიპი ვიყავი"

მიშა ანდღულაძე: "კოჭებში მეტყობოდა, რომ განვითარებადი ტიპი ვიყავი"

მიშა ანდღულაძეს ინტერვიუსთვის იმ დროს მივადექი, როცა "კომედი შოუს" ჩაწერის დაწყებას შვიდი წუთი აკლდა. საშინელ დროს მოხვედი, შეიძლება შუა ინტერვიუდან გავიქცეო, მითხრა. ძალიან ვეცადე, 10 წუთში ინტერვიუ სრულყოფილი გამოსულიყო.

-  მიშა, დღეს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე მინდა ვისაუბროთ და მოდი იმ გამოცდილებიდან დავიწყოთ, რომელიც მიიღე მშობლებისგან, ოჯახისგან და იმ გარემოდან, რომელშიც იზრდებოდი.

-  თბილისში დავიბადე, ნომერ პირველ სამშობიაროში. გავიზარდე გლდანის მე-2 მიკრორაიონში. გლდანს ჩრდილოეთიდან გადმოჰყურებს ისეთი ლამაზი მხარე, როგორიც არის თემქა, აღმოსავლეთიდან - თბილისის ზღვა და დასავლეთიდან - ამერიკა, სწორედ ამ გარემოში აღვიზარდე და ჩამოვყალიბდი მებრძოლ პიროვნებად.

-  მშობლებზე რას მეტყვი, რა პროფესიის არიან...

-  დედა სტომატოლოგია, ამჟამად დიასახლისი, მაგრამ ამას წინათ ვიყავი მასთან და საოცარი ოსტატობით ამომიღო სიბრძნის კბილი. სერიოზული ქირურგია, თუმცა თვითონ უსწავლია ქირურგობა, ისე თერაპევტია. მამა ინჟინერ-მექანიკოსი გახლავთ და თავისი სპეციალობით მუშაობს. ჩემი ძმა დროებით უმუშევარია და როდემდე, არ ვიცი!

-  უფროსია შენზე?

-  კი, ოთხი წლით. ოჯახი არ აქვს ჯერ. არ ვიცი, რა მოვუფიქრო... ეზოში ვარ გაზრდილი. დებილობებს ვაკეთებდით ბავშვები. ქვის, "სურიკისგან" და "ბრონზისგან" ასაფეთქებლებს ვაკეთებდით.

-  რისგან?

-  ქვის, "სურიკის" და "ბრონზისგან". არსებობს ასეთი ქიმიური შემადგენლობა, გლდანელებმა მოიფიქრეს.

-  მშობლებისგან ვინ უფრო მკაცრი იყო?

-  არც ერთი. უბრალოდ, მამაჩემის რიდი უფრო მქონდა. ალბათ იმიტომ, რომ დედასთან უფრო ხშირად ვიყავით. მამის ხათრი აქვთ ხოლმე ბავშვებს.

-  და შენც ხათრიანი იყავი ვითომ?

-  არა, ჩემზე უფრო ცელქი ითქმოდა. როგორც ჰყვებიან, ძალიან რთულად აღსაზრდელი ვყოფილვარ.

-  სამაგალითო დასჯა გახსოვს?

-  არ მსჯიდნენ. მამაჩემს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, სანამ არ ესმის ბავშვს, მის დასჯას აზრი არ აქვს. რომ გაიზრდება, მერე გაუბრაზდითო. რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ გაკეთებაც ისეთივე წარმატებით შემეძლო, როგორითაც გაფუჭება და დავიწყე კეთება.

-  განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდება მშობლებისგან?

-  კი. დედაჩემმა იცის ხოლმე ასეთი ფრაზების თქმა, - რად გინდა მანქანა ჯერ. რომ ვეუბნებოდი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუხერხულება ასვლა, ხალხი ყურადღებას რომ მაქცევს-მეთქი, - ნეტავ ერთი, ვინ გაწუხებსო, მეუბნებოდა.

-  არ ამაყობს დედა შენით?

-  არ უყვარს ამის აფიშირება, არასდროს მაქებდა. ერთი ნათესავი მყავს, თავის შვილზე ამბობს, ბავშვი გაკვეთილზე თუ არ არის, მასწავლებელი გაკვეთილს არ ატარებსო. საბედნიეროდ, დედაჩემი ამ კატეგორიას არ ეკუთვნის. საქვეყნოდ შვილების ქება-დიდება ჩემს მშობლებს არ უყვართ. ისე, კოჭებში მეტყობოდა, რომ განვითარებადი ტიპი ვიყავი, დასვი და თვითონ გაივლის ბაღანაო, რომ ამბობენ, ჩემზეა ნათქვამი.

-  ეზოში გავიზარდეო, მითხარი, ე.წ. ქუჩის აკადემია თუ იყო შენს ცხოვრებაში და ამ პერიოდმა რა მოგცა გამოცდილების თვალსაზრისით?

-  ეზოში რომ ვიზრდებოდი, ბევრ რამეს თვითნებურად ვსწავლობდი. ქუჩური ბაზარი ვიცოდი, მაგრამ არ მიხდებოდა. დღემდე არ მიხდება სიგარეტი, ქუჩური ბაზარი და ძველბიჭობა, თუმცა მაინც მიწევდა, გარემოდან გამომდინარე, მაგრამ ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს.

-  ეკონომიკური მდგომარეობა როგორი იყო ოჯახში?

-  მოგეხსენებათ, 90-იანი წლების შვილი ვარ. მაგ პერიოდში ვისწავლე მიწაზე მუშაობა, კარტოფილის მოყვანა, წისქვილის ჩართვა-გამორთვა, მინდის აღება. დღესაც გვაქვს მე-9 სართულზე წისქვილი, ახლა უკვე ოჯახის რელიკვიაა, ანტიკვარი. ხომ იცი, წისქვილი რა არის?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება