პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 მაისის აქციაზე "პალიტრა ტვ"-ს ჟურნალისტი ხალხის აგრესიისგან პოლიციამ დაიცვა
17 მაისის აქციაზე "პალიტრა ტვ"-ს ჟურნალისტი ხალხის აგრესიისგან პოლიციამ დაიცვა

"პა­ლიტ­რა ტვ"-ს, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი­სა" და რა­დიო "პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი გოგა ბე­რი­ძე მრა­ვა­ლაქ­ცი­ა­გა­მოვ­ლი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კა­ტე­გო­რი­ას ეკუთ­ვნის, მაგ­რამ 17 მა­ი­სის აქ­ცი­ამ მას­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. ლგბტ პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის წევ­რე­ბი არა მხო­ლოდ თა­ვად ლგბტ პი­რებ­სა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს, არა­მედ ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც ას­ფალ­ტის ნა­ტე­ხე­ბით "გა­უ­მას­პინ­ძლდნენ". გოგა ამ­ბობს, რომ პო­ლი­ცი­ამ და­იც­ვა ის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის­გან და სი­ტუ­ა­ცი­ას გა­მო­ა­რი­და. და­ნარ­ჩენ­ზე თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა.

- 18 წე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, მათ შო­რის, 8 წე­ლია, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ვარ, მერე დაგ­ვე­მა­ტა რა­დიო და "პა­ლიტ­რა ტვ". თუნ­დაც ბოლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც კი აქ­ცია ყო­ფი­ლა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის თუ სხვა მო­თხოვ­ნით, ყვე­ლა მათ­გან­ზე ვმუ­შა­ობ­დი, რო­გორც რე­პორ­ტი­ო­რი. რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ზო­გი­ერ­თი მი­ტინ­გის დარ­ბე­ვის შემ­დეგ ია­რებს ით­ვლიდ­ნენ, მე უვ­ნე­ბე­ლი გა­მოვ­დი­ო­დი, თუ ერთი-ორ მუჯ­ლუ­გუნს არ ჩავ­თვლი. ეს მუჯ­ლუ­გუ­ნე­ბი არა მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტებს, არა­მედ აქ­ცი­ის რი­გით მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებ­საც მოხ­ვედ­რი­ათ. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ აქ­ცი­ებ­ზე პო­ლი­ცია ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას გვაქ­ცევ­და, ვი­ნა­ი­დან იცოდ­ნენ, რომ ჩვენ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, აქ­ცი­ებ­ზე ვმუ­შა­ობ­დით და არ წარ­მო­ვად­გენ­დით არც ერთ მხა­რეს. ვმუ­შა­ობ­დი ავადსახ­სე­ნე­ბელ 17 მა­ის­საც. თავ­და­პირ­ვე­ლად ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტის წინ მი­ვე­დი, სა­დაც ჭინჭრი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და აქ­ცი­ის სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დამ­ხვდნენ.

ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტის კი­ბე­ე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და ბა­სილ მკა­ლა­ვიშ­ვილს და სხვა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­საც კი გა­მოთ­ქვამ­დნენ, რომ მამა ბა­სილ­მა მათ და­ას­წრო და კი­ბე­ე­ბი თა­ვად და­ი­კა­ვა. ჩავ­წე­რე ორი ქალ­ბა­ტო­ნი, სხვა ჩემი კო­ლე­გე­ბი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს წერ­დნენ, ამი­ტო­მაც მე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან უნდა მე­მუ­შა­ვა. და­ვუს­ვი ქალ­ბა­ტო­ნებს კი­თხვა, რა­ტომ იყ­ვნენ ჭინჭრე­ბით მო­სუ­ლე­ბი. ისე­თი რამ მი­პა­სუ­ხეს, თა­ნაც სე­რი­ო­ზუ­ლად, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე, არ გამ­ცი­ნე­ბო­და და თა­ვად არ მომ­ხვედ­რო­და ის ჭინ­ჭა­რი. მი­პა­სუ­ხეს, რომ ჭინ­ჭა­რი არის სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე, ბევრ და­ა­ვა­დე­ბას შვე­ლის და აუ­ცი­ლებ­ლად უშ­ვე­ლის იმ ავად­მყო­ფებ­საც, რომ­ლე­ბიც აქ­ცი­ის გა­მარ­თვას აპი­რებ­დნენ, ამი­ტომ ჭინ­ჭარს და­უ­შენ­დნენ მათ ერთ ად­გი­ლას, იმ ად­გი­ლებ­საც ეშ­ვე­ლე­ბო­და და მათ ფსი­ქი­კა­საც.

ამის შემ­დეგ მი­ვი­ღე ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყო­ფი­ლი საკ­რე­ბუ­ლო­სა და მე­რი­ის წინ იგეგ­მე­ბო­და და­პი­რე­ბუ­ლი ფლეშ­მო­ბის გა­მარ­თვა. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­თან პო­ლი­ცი­ის დიდი კორ­დო­ნი დამ­ხვდა. პო­ლი­ცია ატა­რებ­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გარ­და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი­სა და მე­ო­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სა. ერთი კორ­დო­ნი გა­ვი­ა­რე, შემ­დეგ მე­ო­რე და მე­სა­მე. ყვე­ლა იმ ქუ­ჩა­ზე და პროს­პექ­ტზე, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის­კენ მი­დი­ო­და, პო­ლი­ცია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე და პუშ­კი­ნის სკვერ­ში იყ­ვნენ, წარ­მო­ად­გენ­დნენ ლგბტ პი­რებს, რად­გან მათ გარ­და იქ ვე­რა­ვინ მოხ­ვდე­ბო­და. მათ შო­რის იყ­ვნენ ლეს­ბო­სე­ლე­ბიც, გე­ე­ბიც, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბიც, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათ­თან ახ­ლოს რომ მი­ვე­დი, ისეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­დნენ, რო­გორ­საც ამ სა­კი­თხებ­ში კარ­გად გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ა­კე­თებ­დნენ. მინ­დო­და მათი ჩა­წე­რა, მაგ­რამ არ­ქივ­ში შე­მო­ნა­ხუ­ლი მაქვს ორი კად­რი, რომ ვი­წყებ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რას და ამ დროს ისი­ნი გარ­ბი­ან. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა იყ­ვი­რეს, ყვე­ლა­ნი წა­მო­დით და ავ­ტო­ბუს­ში ჩას­ხე­დი­თო. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­იძ­რა ავ­ტო­ბუ­სე­ბის­კენ და ვე­ღარ გა­არ­ჩევ­დით, სად იყო ლგბტ პირი და სად მისი უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი. რომ გა­ვი­ხე­დე რუს­თა­ვე­ლის­კენ, უკვე კორ­დო­ნი გა­მორღვე­უ­ლი იყო და ხალ­ხი ჩვენ­კენ გა­მორ­ბო­და.

- არ შე­გე­შინ­და?

- არას­დროს არაფ­რის მე­ში­ნია, რად­გან ყო­ველ­თვის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ვარ ჟურ­ნა­ლის­ტის ატ­რი­ბუ­ტე­ბით, დიქ­ტო­ფო­ნით, კა­მე­რით და ა.შ. დარ­ბე­ვე­ბი­სა და აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლის დროს ხი­ფა­თი არ შემ­ქმნია. თა­ნაც, მე მეც­ვა მა­ი­სუ­რი წარ­წე­რით "რა­დიო პა­ლიტ­რა". ეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მი­ა­ნიშ­ნებ­და იმას, რო­მელ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ვად­გენ­დი. მხა­რე არ გახ­ლდით და არც მა­ინ­ტე­რე­სებ­და ეს. რე­ა­ლო­ბას აღვწერ­დი და ვერ­თვე­ბო­დი რა­დი­ო­ში, გად­მოვ­ცემ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას "ინ­ტერპრეს­ნი­უსს". მაგ­რამ იქ ისე­თი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა, რომ ძაღ­ლი პატ­რონს ვერ ცნობ­და. სხვა­თა შო­რის, ჩემი კო­ლე­გე­ბის­გან მო­ვის­მი­ნე, რომ სამი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ავ­ტო­ბუს­ში ლგბტ პი­რებ­თან ერ­თად აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ისი­ნი გა­და­ე­ფარ­ნენ მათ და უთხრეს მე­ო­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, ჯერ მე ჩამ­ქო­ლეთ და მერე ესე­ნიო. სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და მო­რა­ლის თვალ­საზ­რი­სით მო­იქ­ცნენ ასე... მე თან მქონ­და მიკრო­ფო­ნი - ეს არის შავი ღრუ­ბე­ლი, ზედ კი "პა­ლიტ­რა ტვ"-ს ლო­გოა გა­მო­სა­ხუ­ლი, პა­ლიტ­რის სხვა­დას­ხვა ფე­რით. ერთ-ერ­თმა იქ მყოფ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ ეს იყო ლგბტ ჯგუ­ფის მიკრო­ფო­ნი. ამას დიდი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა, რა­ტომ აშუ­ქე­ბენ ამ აქ­ცი­ა­სო. მერე მიხ­ვდნენ, რომ "პა­ლიტ­რა" იყო და ბო­დი­შიც მო­ი­ხა­დეს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

17 მაისის აქციაზე "პალიტრა ტვ"-ს ჟურნალისტი ხალხის აგრესიისგან პოლიციამ დაიცვა

17 მაისის აქციაზე "პალიტრა ტვ"-ს ჟურნალისტი ხალხის აგრესიისგან პოლიციამ დაიცვა

"პალიტრა ტვ"-ს, "ინტერპრესნიუსისა" და რადიო "პალიტრის" ჟურნალისტი გოგა ბერიძე მრავალაქციაგამოვლილი ჟურნალისტების კატეგორიას ეკუთვნის, მაგრამ 17 მაისის აქციამ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ლგბტ პირების წინააღმდეგ გამართული აქციის წევრები არა მხოლოდ თავად ლგბტ პირებსა და უფლებადამცველებს, არამედ ჟურნალისტებსაც ასფალტის ნატეხებით "გაუმასპინძლდნენ". გოგა ამბობს, რომ პოლიციამ დაიცვა ის სერიოზული დაზიანებისგან და სიტუაციას გამოარიდა. დანარჩენზე თავად გვესაუბრება.

- 18 წელია ჟურნალისტი ვარ, მათ შორის, 8 წელია, "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ვარ, მერე დაგვემატა რადიო და "პალიტრა ტვ". თუნდაც ბოლო 8 წლის განმავლობაში, რაც კი აქცია ყოფილა, ხელისუფლების ცვლილების თუ სხვა მოთხოვნით, ყველა მათგანზე ვმუშაობდი, როგორც რეპორტიორი. როდესაც ჟურნალისტები ზოგიერთი მიტინგის დარბევის შემდეგ იარებს ითვლიდნენ, მე უვნებელი გამოვდიოდი, თუ ერთი-ორ მუჯლუგუნს არ ჩავთვლი. ეს მუჯლუგუნები არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ აქციის რიგით მონაწილეებსა და პოლიტიკოსებსაც მოხვედრიათ. მინდა აღვნიშნო, რომ აქციებზე პოლიცია ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას გვაქცევდა, ვინაიდან იცოდნენ, რომ ჩვენ, ჟურნალისტები, აქციებზე ვმუშაობდით და არ წარმოვადგენდით არც ერთ მხარეს. ვმუშაობდი ავადსახსენებელ 17 მაისსაც. თავდაპირველად ყოფილი პარლამენტის წინ მივედი, სადაც ჭინჭრიანი ქალბატონები, სასულიერო პირები და აქციის სხვა მონაწილეები დამხვდნენ.

ყოფილი პარლამენტის კიბეები დაკავებული ჰქონდა ბასილ მკალავიშვილს და სხვა სასულიერო პირები უკმაყოფილებასაც კი გამოთქვამდნენ, რომ მამა ბასილმა მათ დაასწრო და კიბეები თავად დაიკავა. ჩავწერე ორი ქალბატონი, სხვა ჩემი კოლეგები სასულიერო პირებს წერდნენ, ამიტომაც მე აქციის მონაწილეებთან უნდა მემუშავა. დავუსვი ქალბატონებს კითხვა, რატომ იყვნენ ჭინჭრებით მოსულები. ისეთი რამ მიპასუხეს, თანაც სერიოზულად, რომ ყველანაირად ვეცადე, არ გამცინებოდა და თავად არ მომხვედროდა ის ჭინჭარი. მიპასუხეს, რომ ჭინჭარი არის სამკურნალო მცენარე, ბევრ დაავადებას შველის და აუცილებლად უშველის იმ ავადმყოფებსაც, რომლებიც აქციის გამართვას აპირებდნენ, ამიტომ ჭინჭარს დაუშენდნენ მათ ერთ ადგილას, იმ ადგილებსაც ეშველებოდა და მათ ფსიქიკასაც.

ამის შემდეგ მივიღე ინფორმაცია, რომ ყოფილი საკრებულოსა და მერიის წინ იგეგმებოდა დაპირებული ფლეშმობის გამართვა. თავისუფლების მოედანთან პოლიციის დიდი კორდონი დამხვდა. პოლიცია ატარებდა ჟურნალისტებს გარდა სამოქალაქო პირებისა და მეორე აქციის მონაწილეებისა. ერთი კორდონი გავიარე, შემდეგ მეორე და მესამე. ყველა იმ ქუჩაზე და პროსპექტზე, რომელიც თავისუფლების მოედნისკენ მიდიოდა, პოლიცია მობილიზებული იყო. მოქალაქეები, რომლებიც თავისუფლების მოედანზე და პუშკინის სკვერში იყვნენ, წარმოადგენდნენ ლგბტ პირებს, რადგან მათ გარდა იქ ვერავინ მოხვდებოდა. მათ შორის იყვნენ ლესბოსელებიც, გეებიც, უფლებადამცველებიც, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათთან ახლოს რომ მივედი, ისეთ განცხადებებს აკეთებდნენ, როგორსაც ამ საკითხებში კარგად გარკვეული ადამიანები გააკეთებდნენ. მინდოდა მათი ჩაწერა, მაგრამ არქივში შემონახული მაქვს ორი კადრი, რომ ვიწყებ ინტერვიუს ჩაწერას და ამ დროს ისინი გარბიან. პოლიციელებმა იყვირეს, ყველანი წამოდით და ავტობუსში ჩასხედითო. უამრავი ადამიანი დაიძრა ავტობუსებისკენ და ვეღარ გაარჩევდით, სად იყო ლგბტ პირი და სად მისი უფლებების დამცველი. რომ გავიხედე რუსთაველისკენ, უკვე კორდონი გამორღვეული იყო და ხალხი ჩვენკენ გამორბოდა.

- არ შეგეშინდა?

- არასდროს არაფრის მეშინია, რადგან ყოველთვის შეიარაღებული ვარ ჟურნალისტის ატრიბუტებით, დიქტოფონით, კამერით და ა.შ. დარბევებისა და აქციების დაშლის დროს ხიფათი არ შემქმნია. თანაც, მე მეცვა მაისური წარწერით "რადიო პალიტრა". ეს, რასაკვირველია, მიანიშნებდა იმას, რომელ მედიასაშუალებას წარმოვადგენდი. მხარე არ გახლდით და არც მაინტერესებდა ეს. რეალობას აღვწერდი და ვერთვებოდი რადიოში, გადმოვცემდი ინფორმაციას "ინტერპრესნიუსს". მაგრამ იქ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. სხვათა შორის, ჩემი კოლეგებისგან მოვისმინე, რომ სამი სასულიერო პირი ავტობუსში ლგბტ პირებთან ერთად აღმოჩნდა, რადგან ისინი გადაეფარნენ მათ და უთხრეს მეორე აქციის მონაწილეებს, ჯერ მე ჩამქოლეთ და მერე ესენიო. სულიერებისა და მორალის თვალსაზრისით მოიქცნენ ასე... მე თან მქონდა მიკროფონი - ეს არის შავი ღრუბელი, ზედ კი "პალიტრა ტვ"-ს ლოგოა გამოსახული, პალიტრის სხვადასხვა ფერით. ერთ-ერთმა იქ მყოფმა ჩათვალა, რომ ეს იყო ლგბტ ჯგუფის მიკროფონი. ამას დიდი რეაქცია მოჰყვა, რატომ აშუქებენ ამ აქციასო. მერე მიხვდნენ, რომ "პალიტრა" იყო და ბოდიშიც მოიხადეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები