მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგთიფანის" ყველაზე ცელქი მონაწილე 5 წელი ქუჩაში უკრავდა
"მაგთიფანის" ყველაზე ცელქი მონაწილე 5 წელი ქუჩაში უკრავდა

ალექ­სი კიკ­ვი­ძე არის კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­მაც "მაგ­თი­ფა­ნის" მა­ყუ­რე­ბე­ლი ტე­ლე­ეკ­რანს მი­ა­ჯაჭ­ვა. იმე­რუ­ლი აქ­ცენ­ტი, იუ­მო­რი, ონა­ვა­რი, ცელ­ქი ხა­სი­ა­თი საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა იმის­თვის, რომ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­საც და მა­ყუ­რე­ბელ­საც ალექ­სი შეჰ­ყვა­რე­ბო­და. მას მერე, რაც პრო­ექ­ტი და­ტო­ვა, ალექ­სი "მაგ­თი­ფა­ნის" სახ­ლში ხან მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სა და ხა­ნაც მა­ყუ­რებ­ლის თხოვ­ნით რამ­დენ­ჯერ­მე შე­იყ­ვა­ნეს. ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, მუ­სი­კო­სი უფრო ახ­ლოს გა­გაც­ნოთ.

- უხერ­ხუ­ლია სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი. რა გი­თხრათ, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, აფა­სებ­დნენ ჩემს ხა­სი­ათს, იუ­მორს. შე­ვუყ­ვარ­დი ბავ­შვებს, გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რებს, კა­მე­რებ­საც კი. რომ ვე­კი­თხე­ბო­დი, ხომ კარ­გი ბიჭი ვარ-მეთ­ქი, თავს მიქ­ნევ­დნენ კა­მე­რე­ბი.

- 29 წლის გახ­დი 19-ში. და­ბა­დე­ბის დღე აღ­ნიშ­ნე "მაგ­თი­ფან­ში", მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ექ­ტი­დან უკვე გა­მო­ვარ­დნი­ლი იყა­ვი.

- ძა­ლი­ან მინ­დო­და, და­ბა­დე­ბის დღ­ეზე პრო­ექ­ტში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და პრო­დი­უ­სე­რებ­მა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ექ­ტი დავ­ტო­ვე, ოც­ნე­ბა შე­მის­რუ­ლეს და ბავ­შვებ­თან შე­მიშ­ვეს. ძვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც შე­მო­იყ­ვა­ნეს და კარ­გად მო­­ვულ­ხი­ნეთ. წინა შე­ს­ვლა და­უ­გეგ­მა­ვი იყო. ნას­ვა­მი მი­ვე­დი "მაგ­თი­ფა­ნის" სახ­ლთან. ვთხო­ვე, შე­მიშ­ვით, ლუდი უნდა შე­ვუ­ტა­ნო ბავ­შვებს, მო­წყუ­რე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან-მეთ­ქი და შე­მიშ­ვეს.

- შენი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ რას მე­ტყვი?

- წყალ­ტუ­ბო­ში და­ვი­ბა­დე. მა­მამ ადრე მიგ­ვა­ტო­ვა, მა­შინ 3 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, ორი შვი­ლი დავ­რჩით დე­დას. მა­მამ შემ­დეგ სხვა ოჯა­ხი შექ­მნა, სა­ი­და­ნაც ერთი ძმა კი­დევ მყავს. მა­მის სით­ბო არ მახ­სოვს. 5 წლის ვი­ყა­ვი, მამა რომ გარ­და­იც­ვა­ლა. დე­დას­თვის არა­ფე­რი მი­კი­თხავს მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, ვხვდე­ბო­დი, რომ არ სი­ა­მოვ­ნებ­და ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი. 7 წლამ­დე წყალ­ტუ­ბო­ში ვიზ­რდე­ბო­დი. დედა მოს­კოვ­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ და მალე ჩვენც წაგ­ვიყ­ვა­ნა. სკო­ლა მოს­კოვ­ში და­ვამ­თავ­რე. რუ­სუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ და­მა­ვი­წყდა უკვე ეს ენა. 2000 წელს დავ­ბრუნ­დი თბი­ლის­ში. დედა 3 წლის წინ გარ­და­მეც­ვა­ლა, 54 წლის ასაკ­ში, მაგ­რამ სხვა თე­მა­ზე ვი­სა­უბ­როთ რა, არ მიყ­ვარს თა­ვის შე­ცო­დე­ბა...

- მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში უკ­რავ­დი, რო­გორც ვიცი...

- ჰო, მგო­ნი არ დარ­ჩე­ნი­ლა მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი ქა­ლაქ­ში, სა­დაც არ და­მიკ­რავს. მოს­კო­ვი­დან რომ დავ­ბრუნ­დით, შოთა მი­ლო­რა­ვას სა­ხე­ლო­ბის სა­ცირ­კო-სა­ესტრა­დო სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვა­ბა­რე ვო­კა­ლის გან­ხრით. 4 წელი ვის­წავ­ლე, დიპ­ლო­მი არ ამი­ღია, რაში დამ­ჭირ­დე­ბა-მეთ­ქი, ვი­ფიქ­რე. მერე გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა ვის­წავ­ლე.

5 წელი ვუკ­რავ­დი ქუ­ჩა­ში. ძა­ლი­ან დიდი სა­მე­გობ­რო შე­ვი­ძი­ნე. აუ­დი­ტო­რია დიდი მყავ­და, ჩემი მა­ყუ­რე­ბე­ლი ყო­ველ სა­ღა­მოს მო­დი­ო­და. ეტყო­ბა, ჩემი იუ­მო­რიც მოს­წონ­დათ, რა­შიც ლუდი მეხ­მა­რე­ბო­და (იღი­მე­ბა). შო­უ­ებს ვდგამ­დი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"მაგთიფანის" ყველაზე ცელქი მონაწილე 5 წელი ქუჩაში უკრავდა

"მაგთიფანის" ყველაზე ცელქი მონაწილე 5 წელი ქუჩაში უკრავდა

ალექსი კიკვიძე არის კონკურსანტი, რომელმაც "მაგთიფანის" მაყურებელი ტელეეკრანს მიაჯაჭვა. იმერული აქცენტი, იუმორი, ონავარი, ცელქი ხასიათი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პროექტის მონაწილეებსაც და მაყურებელსაც ალექსი შეჰყვარებოდა. მას მერე, რაც პროექტი დატოვა, ალექსი "მაგთიფანის" სახლში ხან მონაწილეებისა და ხანაც მაყურებლის თხოვნით რამდენჯერმე შეიყვანეს. ჩვენ შევეცდებით, მუსიკოსი უფრო ახლოს გაგაცნოთ.

- უხერხულია საკუთარ თავზე ლაპარაკი. რა გითხრათ, ყველა მონაწილესთან კარგი ურთიერთობა მქონდა, აფასებდნენ ჩემს ხასიათს, იუმორს. შევუყვარდი ბავშვებს, გადაცემის პროდიუსერებს, კამერებსაც კი. რომ ვეკითხებოდი, ხომ კარგი ბიჭი ვარ-მეთქი, თავს მიქნევდნენ კამერები.

- 29 წლის გახდი 19-ში. დაბადების დღე აღნიშნე "მაგთიფანში", მიუხედავად იმისა, რომ პროექტიდან უკვე გამოვარდნილი იყავი.

- ძალიან მინდოდა, დაბადების დღ­ეზე პროექტში ვყოფილიყავი და პროდიუსერებმა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დავტოვე, ოცნება შემისრულეს და ბავშვებთან შემიშვეს. ძველი მონაწილეებიც შემოიყვანეს და კარგად მო­­ვულხინეთ. წინა შე­ს­ვლა დაუგეგმავი იყო. ნასვამი მივედი "მაგთიფანის" სახლთან. ვთხოვე, შე­მიშვით, ლუდი უნდა შევუტანო ბავშვებს, მოწყურებულები იქნებიან-მეთქი და შემიშვეს.

- შენი წარსულის შესახებ რას მეტყვი?

- წყალტუბოში დავიბადე. მამამ ადრე მიგვატოვა, მაშინ 3 წლის ვიქნებოდი, ორი შვილი დავრჩით დედას. მამამ შემდეგ სხვა ოჯახი შექმნა, საიდანაც ერთი ძმა კიდევ მყავს. მამის სითბო არ მახსოვს. 5 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. დედასთვის არაფერი მიკითხავს მათი დაშორების შესახებ, ვხვდებოდი, რომ არ სიამოვნებდა ამ თემაზე ლაპარაკი. 7 წლამდე წყალტუბოში ვიზრდებოდი. დედა მოსკოვში წავიდა სამუშაოდ და მალე ჩვენც წაგვიყვანა. სკოლა მოსკოვში დავამთავრე. რუსული განათლება მაქვს, მაგრამ დამავიწყდა უკვე ეს ენა. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში. დედა 3 წლის წინ გარდამეცვალა, 54 წლის ასაკში, მაგრამ სხვა თემაზე ვისაუბროთ რა, არ მიყვარს თავის შეცოდება...

- მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდი, როგორც ვიცი...

- ჰო, მგონი არ დარჩენილა მიწისქვეშა გადასასვლელი ქალაქში, სადაც არ დამიკრავს. მოსკოვიდან რომ დავბრუნდით, შოთა მილორავას სახელობის საცირკო-საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე ვოკალის განხრით. 4 წელი ვისწავლე, დიპლომი არ ამიღია, რაში დამჭირდება-მეთქი, ვიფიქრე. მერე გიტარაზე დაკვრა ვისწავლე.

5 წელი ვუკრავდი ქუჩაში. ძალიან დიდი სამეგობრო შევიძინე. აუდიტორია დიდი მყავდა, ჩემი მაყურებელი ყოველ საღამოს მოდიოდა. ეტყობა, ჩემი იუმორიც მოსწონდათ, რაშიც ლუდი მეხმარებოდა (იღიმება). შოუებს ვდგამდი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება