36 წლის ფეხბურთელი და მრავალშვილიანი მამა დევიდ ბექჰემი, რომელიც ცოტა ხნის წინ აქტიურ ფეხბურთს გამოემშვიდობა, "საუკეთესო ცნობილი მამების" რეიტინგს ლიდერობს. სწორედ მას მიიჩნევენ ბრიტანელი მშობლები სანიმუშო მამად.
მიუხედავად იმისა, რომ ბექჰემი საშინლად დაკავებულია, ბოლო დრომდე ფეხბურთელის სრული დატვირთვით მუშაობდა, ბიზნესსაც უძღვება და ერთ-ერთი ყველაზე მოდური მამაკაციც არის, ყოველთვის პოულობს დროს შვილებისთვის, განსაკუთრებით კი ნანატრი გოგონასთვის, რომელიც 2011 წელს გაჩნდა. ასევე არასდროს ტოვებს უყურადღებოდ სამ ვაჟს - 14 წლის ბრუკლინს, 10 წლის რომეოსა და 8 წლის კრუზს.