მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მიიწვიეს ქუჩის მსახიობი გასტროლებზე მაროკოში
როგორ მიიწვიეს ქუჩის მსახიობი გასტროლებზე მაროკოში

სა­ქარ­თვე­ლო­ში თე­ატ­რა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ დუ­ნედ, მაგ­რამ მა­ინც ვი­თარ­დე­ბა. სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე ზრუნ­ვა მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატრსაც უწევს. რეზო გაბ­რი­ა­ძის მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რის და­სის ყო­ფილ­მა წევ­რმა, ბახ­ვა წე­რე­დი­ან­მა თე­ატ­რის ამ სა­ხე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის სხვა ხერ­ხს მი­აგ­ნო და წლე­ბის წინ აკა­დე­მი­უ­რი სცე­ნი­დან ქუ­ჩა­ში, კერ­ძოდ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც ყო­ველ სა­ღა­მოს აქვს წარ­მოდ­გე­ნა მის მიერ შექ­მნილ სხვა­დას­ხვა პერ­სო­ნაჟს.

- რეზო გაბ­რი­ა­ძის მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რის წევ­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მოხ­და რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა, რის გა­მოც წლე­ბის წინ თე­ატ­რი­დან წა­მო­ვე­დი. სახ­ლში ჯდო­მა, ლო­თო­ბა, დეპ­რე­სია და იმა­ზე ფიქ­რი, რომ გე­ნი­ო­სი ხარ, არაფ­რის მომ­ტა­ნია. იმ­ხა­ნად ჩემი ვაჟი ნი­კუ­შა პა­ტა­რა იყო და გა­მო­სავ­ლის ძებ­ნა და­ვი­წყე. შევ­ქმე­ნი პირ­ვე­ლი თო­ჯი­ნა - მე­ვი­ო­ლი­ნე ნი­კო­ლო, რო­მე­ლიც პა­გა­ნი­ნის პრო­ტო­ტი­პია, და გა­ვე­დი ქუ­ჩა­ში. ქარ­თვე­ლე­ბი მიჩ­ვე­უ­ლი ვართ ქუ­ჩის მუ­სი­კო­სებს, მოგ­ვწონს მი­მე­ბი უცხო ქვეყ­ნის ქუ­ჩებ­ში, მაგ­რამ ჩვენ­თან ცოტა სხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვა­მენ ამ ყვე­ლა­ფერს. ვი­ცო­დი, რომ ვი­ღა­ცას მა­თხო­ვა­რი ვე­გო­ნე­ბო­დი ან შე­მი­ცო­დებ­და და ამი­ტომ და­მეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ეს იყო ჩემი პო­ზი­ცია და ამი­ტომ გა­მო­ვე­დი ქუ­ჩა­ში. ჩემს მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატრს "ნი­კო­ლო" ჰქვია, სწო­რედ ამ თო­ჯი­ნით და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი. შე­იძ­ლე­ბა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქუ­ჩა­ში გავ­ხდი. როცა ღია ცის ქვეშ, ხალ­ხის პი­რის­პირ გი­წევს მუ­შა­ო­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბი. 6 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ სფე­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ნა­ი­რი ხელ­შე­წყო­ბა არა აქვს. რომ ნა­ხოთ, ჩემს სა­ხე­ლოს­ნო­ში რა პი­რო­ბებ­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა - მხო­ლოდ მშრალ ენ­თუ­ზი­აზმზე, იფიქ­რებთ, რომ გიჟი ვარ, მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად არ შე­მეძ­ლო, რად­გან ეს საქ­მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- არა­სო­დეს გიც­დი­ათ, დახ­მა­რე­ბა რო­მე­ლი­მე სტრუქ­ტუ­რის­თვის გე­თხო­ვათ?

- ბი­უ­როკ­რა­ტი­ას­თან მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. რთუ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, მაგ­რამ მთა­ვა­რი ხე­ლო­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. პო­ლი­ტი­კა და ხე­ლოვ­ნე­ბა ერ­თმა­ნეთ­ში არ უნდა ერე­ო­დეს. ორ­მა­გი გარ­ჯა მი­წევ­და, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ სა­სურ­ველ შე­დეგს მი­ვი­ღებ­დი, შრო­მა წყალ­ში არ ჩა­მეყ­რე­ბო­და და ასეც მოხ­და. წელს პირ­ვე­ლად მი­მიწ­ვი­ეს გას­ტრო­ლებ­ზე მა­რო­კო­ში. ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სუ­დან ფი­ცხე­ლა­უ­რი დაგ­ვი­კავ­შირ­და მე და ილუ­ზი­ო­ნისტ ზურა ვა­და­ჭ­კო­რი­ას. მა­რო­კო­ში არ არის ბა­ლე­ტი, პან­ტო­მი­მა და სხვა თე­ატ­რა­ლუ­რი ჟან­რე­ბი, ამი­ტომ ჩვენს წარ­მოდ­გე­ნებ­ზე სავ­სე იყო დარ­ბა­ზი. ახ­ლა­ხან მე­ო­რე მოწ­ვე­ვაც მი­ვი­ღე და ამ­ჯე­რად ერთი თვით მი­ვემ­გზავ­რე­ბი მა­რო­კო­ში. ფრან­გე­ბი და იტა­ლი­ე­ლე­ბი სხვებ­ზე ნი­ჭი­ე­რე­ბი კი არ არი­ან, მათ აქვთ გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ფი­ნან­სე­ბი, დიდი მას­შტა­ბე­ბი, უყ­ვართ შრო­მა და ამი­ტო­მაც აღი­ა­რებთ მთე­ლი მსოფ­ლიო.

- რის­გან ქმნით თო­ჯი­ნებს?

- თო­ჯი­ნის ფორ­მას ძი­რი­თა­დად თა­ბაშ­ირის­გან ვქმნი, მერე კი ამა თუ იმ პერ­სო­ნა­ჟის სა­ხეს ვაძ­ლევ. ჯერ მე­ვი­ო­ლი­ნე ნი­კო­ლო შევ­ქმე­ნი, შემ­დეგ მისი მე­წყვი­ლე პი­ა­ნის­ტი სე­ბას­ტი­ა­ნი, მათ ერ­თობ­ლი­ვი ნო­მე­რი ჰქონ­დათ. მერე შევ­ქმე­ნი თო­ჯი­ნე­ბი: სტივ უან­დე­რი, მა­იკლ ჯექ­სო­ნი, ან­დრეა ბო­ჩე­ლი, მა­და­გას­კა­რის პერ­სო­ნა­ჟე­ბი.

- რო­მე­ლი თო­ჯი­ნა უყ­ვართ პა­ტა­რებს ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- ბავ­შვი ყვე­ლა­ზე კარ­გი მა­ყუ­რე­ბე­ლია, მას ვერც ფუ­ფუ­ნე­ბით გა­აკ­ვირ­ვებ და ვერც ლა­მა­ზი მუ­სი­კით. თუ წრფე­ლი არ არის ის, რა­საც აჩ­ვე­ნებ, ვე­რაფ­რით მო­ხიბ­ლავ. უხა­რი­ათ, როცა ქუ­ჩა­ში გვხე­და­ვენ. არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ მა­და­გას­კა­რის ლო­მის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მე­ტად ან­დრეა ბო­ჩე­ლის თო­ჯი­ნა უყ­ვართ. სათ­ნო პერ­სო­ნა­ჟია და ალ­ბათ, ამი­ტო­მაც იხიბ­ლე­ბი­ან ასე. ბევ­რჯერ მო­სუ­ლან და უთ­ქვამთ, სტივ უან­დე­რის სა­ნა­ხა­ვად მო­ვე­დი­თო. ზოგს უნდა თან წა­იყ­ვა­ნოს თო­ჯი­ნა, ტი­რი­ან, ეფე­რე­ბი­ან... ერთხელ დედა-შვილ­მა ჩა­ი­ა­რა, ბავ­შვი ნი­კო­ლოს­თან გა­ჩერ­და და მერე დე­დას­თან მი­ირ­ბი­ნა. იმ­ხა­ნად მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი ერთ-ერთი თო­ჯი­ნა და­ი­კარ­გა და ბავ­შვს დე­დის­თვის უთ­ქვამს, მგო­ნი, ეს ის თო­ჯი­ნა­აო (იცი­ნის). ერთხელ სწო­რედ სტივ უან­დე­რის თო­ჯი­ნა მყავ­და გა­მოყ­ვა­ნი­ლი რუს­თა­ველ­ზე, რომა რცხი­ლა­ძემ მან­ქა­ნი­დან მოჰ­კრა თვა­ლი, გად­მო­ვი­და და გა­გი­ჟე­ბუ­ლი ეფე­რე­ბო­და თო­ჯი­ნას. ამ დროს მო­ვი­და ნას­ვა­მი მა­მა­კა­ცი, რა­ტომ­ღაც სტივ უან­დე­რის თო­ჯი­ნა "კო­ჯრის ტყის ზღაპ­რის" პერ­სო­ნაჟს მი­ამ­სგავ­სა და მი­მარ­თა, "ხეჩო, რო­გორ ხარო?"

ესა­უბ­რა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ მიიწვიეს ქუჩის მსახიობი გასტროლებზე მაროკოში

როგორ მიიწვიეს ქუჩის მსახიობი გასტროლებზე მაროკოში

საქართველოში თეატრალური ცხოვრება საკმაოდ დუნედ, მაგრამ მაინც ვითარდება. საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა მარიონეტების თეატრსაც უწევს. რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის დასის ყოფილმა წევრმა, ბახვა წერედიანმა თეატრის ამ სახეობის პოპულარიზაციის სხვა ხერხს მიაგნო და წლების წინ აკადემიური სცენიდან ქუჩაში, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა, სადაც ყოველ საღამოს აქვს წარმოდგენა მის მიერ შექმნილ სხვადასხვა პერსონაჟს.

- რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის წევრი ვიყავი, მაგრამ მოხდა რაღაც გაუგებრობა, რის გამოც წლების წინ თეატრიდან წამოვედი. სახლში ჯდომა, ლოთობა, დეპრესია და იმაზე ფიქრი, რომ გენიოსი ხარ, არაფრის მომტანია. იმხანად ჩემი ვაჟი ნიკუშა პატარა იყო და გამოსავლის ძებნა დავიწყე. შევქმენი პირველი თოჯინა - მევიოლინე ნიკოლო, რომელიც პაგანინის პროტოტიპია, და გავედი ქუჩაში. ქართველები მიჩვეული ვართ ქუჩის მუსიკოსებს, მოგვწონს მიმები უცხო ქვეყნის ქუჩებში, მაგრამ ჩვენთან ცოტა სხვანაირად აღიქვამენ ამ ყველაფერს. ვიცოდი, რომ ვიღაცას მათხოვარი ვეგონებოდი ან შემიცოდებდა და ამიტომ დამეხმარებოდა, მაგრამ ეს იყო ჩემი პოზიცია და ამიტომ გამოვედი ქუჩაში. ჩემს მარიონეტების თეატრს "ნიკოლო" ჰქვია, სწორედ ამ თოჯინით დაიწყო ყველაფერი. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ პროფესიონალი ქუჩაში გავხდი. როცა ღია ცის ქვეშ, ხალხის პირისპირ გიწევს მუშაობა, ყოველდღიურად იზრდები. 6 წელი გავიდა მას შემდეგ და შემიძლია ვთქვა, რომ ამ სფეროს საქართველოში არანაირი ხელშეწყობა არა აქვს. რომ ნახოთ, ჩემს სახელოსნოში რა პირობებში დავიწყე მუშაობა - მხოლოდ მშრალ ენთუზიაზმზე, იფიქრებთ, რომ გიჟი ვარ, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო, რადგან ეს საქმე ძალიან მიყვარს.

- არასოდეს გიცდიათ, დახმარება რომელიმე სტრუქტურისთვის გეთხოვათ?

- ბიუროკრატიასთან მუშაობა ჩემთვის მიუღებელია. რთულია ხელოვნება სახელმწიფოს დახმარების გარეშე, მაგრამ მთავარი ხელოვანის თავისუფლებაა. პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთში არ უნდა ერეოდეს. ორმაგი გარჯა მიწევდა, მაგრამ ვიცოდი, რომ სასურველ შედეგს მივიღებდი, შრომა წყალში არ ჩამეყრებოდა და ასეც მოხდა. წელს პირველად მიმიწვიეს გასტროლებზე მაროკოში. ქალბატონი რუსუდან ფიცხელაური დაგვიკავშირდა მე და ილუზიონისტ ზურა ვადაჭკორიას. მაროკოში არ არის ბალეტი, პანტომიმა და სხვა თეატრალური ჟანრები, ამიტომ ჩვენს წარმოდგენებზე სავსე იყო დარბაზი. ახლახან მეორე მოწვევაც მივიღე და ამჯერად ერთი თვით მივემგზავრები მაროკოში. ფრანგები და იტალიელები სხვებზე ნიჭიერები კი არ არიან, მათ აქვთ განვითარებისთვის საჭირო ფინანსები, დიდი მასშტაბები, უყვართ შრომა და ამიტომაც აღიარებთ მთელი მსოფლიო.

- რისგან ქმნით თოჯინებს?

- თოჯინის ფორმას ძირითადად თაბაშ­ირისგან ვქმნი, მერე კი ამა თუ იმ პერსონაჟის სახეს ვაძლევ. ჯერ მევიოლინე ნიკოლო შევქმენი, შემდეგ მისი მეწყვილე პიანისტი სებასტიანი, მათ ერთობლივი ნომერი ჰქონდათ. მერე შევქმენი თოჯინები: სტივ უანდერი, მაიკლ ჯექსონი, ანდრეა ბოჩელი, მადაგასკარის პერსონაჟები.

- რომელი თოჯინა უყვართ პატარებს ყველაზე მეტად?

- ბავშვი ყველაზე კარგი მაყურებელია, მას ვერც ფუფუნებით გააკვირვებ და ვერც ლამაზი მუსიკით. თუ წრფელი არ არის ის, რასაც აჩვენებ, ვერაფრით მოხიბლავ. უხარიათ, როცა ქუჩაში გვხედავენ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მადაგასკარის ლომის შემდეგ ყველაზე მეტად ანდრეა ბოჩელის თოჯინა უყვართ. სათნო პერსონაჟია და ალბათ, ამიტომაც იხიბლებიან ასე. ბევრჯერ მოსულან და უთქვამთ, სტივ უანდერის სანახავად მოვედითო. ზოგს უნდა თან წაიყვანოს თოჯინა, ტირიან, ეფერებიან... ერთხელ დედა-შვილმა ჩაიარა, ბავშვი ნიკოლოსთან გაჩერდა და მერე დედასთან მიირბინა. იმხანად მუზეუმში დაცული ერთ-ერთი თოჯინა დაიკარგა და ბავშვს დედისთვის უთქვამს, მგონი, ეს ის თოჯინააო (იცინის). ერთხელ სწორედ სტივ უანდერის თოჯინა მყავდა გამოყვანილი რუსთაველზე, რომა რცხილაძემ მანქანიდან მოჰკრა თვალი, გადმოვიდა და გაგიჟებული ეფერებოდა თოჯინას. ამ დროს მოვიდა ნასვამი მამაკაცი, რატომღაც სტივ უანდერის თოჯინა "კოჯრის ტყის ზღაპრის" პერსონაჟს მიამსგავსა და მიმართა, "ხეჩო, როგორ ხარო?"

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია