პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუზეუმის მოჩვენება
მუზეუმის მოჩვენება

თბი­ლის­ში, კარ­გა­რე­თე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მუ­სი­კის, კი­ნოს, თე­ატ­რი­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უმ­ში არა­ერ­თხელ შე­უ­ნიშ­ნავთ მოჩ­ვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც მუ­ზე­უ­მის აი­ვან­ზე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას გა­მო­დის. თვითმხილ­ვე­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, ეს თა­ვად ტა­რი­ელ და­დი­ა­ნის მე­უღ­ლის, აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძის აჩ­რდი­ლია, რომ­ლის სი­ლა­მა­ზე და მა­მუ­ლიშ­ვი­ლო­ბა საქ­ვეყ­ნოდ იყო ცნო­ბი­ლი.

1895 წელს აშე­ნე­ბულ ამ ნა­გე­ბო­ბა­ზე უამ­რა­ვი ლე­გენ­და და­დის. შე­ნო­ბას "ერთი ღა­მის სა­სახ­ლეს" უწო­დე­ბენ. აქ ცხოვ­რობ­და აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც გერ­მა­ნელ­მა პრინცმა კონ­სტან­ტი­ნე ოლ­დენ­ბურ­გმა პირ­ვე­ლად თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ნახა, სპექ­ტაკლ "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში" აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძე ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის როლს თა­მა­შობ­და. პრინ­ცი ჯა­ფა­რი­ძის ქა­ლის სი­ლა­მა­ზემ და­ა­ტყვე­ვა, მაგ­რამ აგ­რა­ფი­ნა იმ­ხა­ნად უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო თა­ვად და­დი­ან­ზე... ციხე-დარ­ბა­ზის ტი­პის ნა­გე­ბო­ბას აქვს ღია ტე­რა­სა, ქვის მო­ა­ჯი­რე­ბი­ა­ნი კიბე, გუმ­ბათს პრინ­ცის საგ­ვა­რე­უ­ლო გერ­ბი ამ­შვე­ნებს, რო­მელ­ზეც ფრთი­ა­ნი ცხე­ნია გა­მო­სა­ხუ­ლი (ამ სიმ­ბო­ლოს მა­გი­უ­რი დამ­ცა­ვი ძალა ჰქო­ნია), სა­ა­თი კი ისეთ გან­წყო­ბას ქმნის, თით­ქოს აქ დრო გა­ჩერ­და. მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ახ­ლო­მახ­ლო მცხოვ­რებ­ნი ამ­ბო­ბენ, რომ აქ ხში­რად ის­მის სიმ­ღე­რის და ბავ­შვე­ბის სი­ცი­ლის ხმაც.

ხა­ტია წე­რე­თე­ლი: ამ ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ მსმე­ნია ბე­ბი­ის­გან. ეს სახ­ლი მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში სო­მე­ხი ვაჭ­რის­თვის აუ­შე­ნე­ბია იმ დრო­ის­თვის გა­მო­ჩე­ნილ უცხო­ელ არ­ქი­ტექ­ტორ პაულ შტერ­ნის, მაგ­რამ სო­მეხ ვა­ჭარს ამ სა­სახ­ლე­ში ერთ დღე­საც არ უცხოვ­რია. გერ­მა­ნელ პრინცს თა­ვად ტა­რი­ელ და­დი­ა­ნის მე­უღ­ლე აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძე ისე მოს­წო­ნე­ბია, რომ მას­თან ერთი ღა­მის გა­ტა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ და­დი­ა­ნის­თვის მი­ლი­ო­ნი ოქრო შე­უ­თა­ვა­ზე­ბია. მი­ლი­ო­ნი ოქრო დი­დძა­ლი თან­ხაა და თა­ვა­დიც დას­თან­ხმე­ბია ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. პრინცთან გა­ტა­რე­ბუ­ლი ერთი ღა­მის შემ­დეგ კი აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძეს ქმა­რი მი­უ­ტო­ვე­ბია და მას შემ­დეგ გრა­ფი­ნია ზარ­ნი­კა­უდ მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და. ხალ­ხს ამ ამ­ბავ­ზე ლექ­სიც შე­უ­თხზავს - "გრა­ფი­ნია კის­კი­საო, და­დი­ან­მა პრინცს მის­ცაო." პრინცს აგ­რა­ფი­ნა თავ­და­ვი­წყე­ბამ­დე შეჰ­ყვა­რე­ბია და უკი­თხავს, რით შევ­ძლებ შენი გუ­ლის მო­გე­ბა­სო, თა­ვა­დის ქალს ულა­მა­ზეს სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბა მო­უ­სურ­ვე­ბია და სწო­რედ აქ და­სახ­ლე­ბუ­ლან. მათ ოთხი შვი­ლი შეს­ძე­ნი­ათ, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი, რო­გორც გად­მო­ცე­მით ვიცი, სა­ხე­ლო­ვა­ნი ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის ბე­ბია იყო. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სის ჯარი შე­მო­ვი­და, აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძემ, რო­მელ­საც ძა­ლინ უყ­ვარ­და სა­ქარ­თვე­ლო, ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა­ზე უარი თქვა. მისი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი კი სა­ცხოვ­რებ­ლად საფ­რან­გეთ­ში გა­და­ვიდ­ნენ. ოლ­დენ­ბურ­გი მუ­დამ უგ­ზავ­ნი­და საყ­ვა­რელ ქალს წე­რი­ლებს, სთხოვ­და საფ­რან­გეთ­ში ჩა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ეს წე­რი­ლე­ბი ად­რე­სა­ტამ­დე ვერ აღ­წევ­და... აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძეს სული მარ­ტო­ო­ბა­ში აღ­მოხ­და. სა­სახ­ლი­დან გა­სახ­ლე­ბუ­ლი, ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში ცხოვ­რობ­და, ხან­და­ხან ლუკ­მა­პუ­რიც კი ენატ­რე­ბო­და. ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად ტრი­ა­ლებ­და იმ სა­სახ­ლის სი­ახ­ლო­ვეს, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრინცთან ერ­თად ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და. სიკ­ვდი­ლის ბოლო დღე­ე­ბის გა­ტა­რე­ბა აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძეს საყ­ვა­რე­ლი სა­სახ­ლის ეზო­ში მო­უ­სურ­ვე­ბია, ერთი კვი­რა უცხოვ­რია და იქვე გარ­დაც­ვლი­ლა, მე­ზობ­ლებს კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე და­უ­საფ­ლა­ვე­ბი­ათ.

- ხა­ტია, ამ­ბო­ბენ, რომ აქ ხში­რად ხე­და­ვენ ლან­დებს...

- მეც ვარ ამის მომსწრე. მუ­ზე­უ­მის აი­ვან­ზე თეთ­რებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ქა­ლის აჩ­რდი­ლი თა­ვა­დაც მი­ნა­ხავს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ ცენ­ტრში ვმუ­შა­ობ­დი, ზუს­ტად მუ­ზე­უ­მის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს. ხში­რად მი­წევ­და შუა ღა­მემ­დე მუ­შა­ო­ბა და სწო­რედ იქი­დან შევ­ნიშ­ნე პირ­ვე­ლად აჩ­რდი­ლი. მა­შინ მუ­ზე­უმს რეს­ტავ­რა­ცია არ ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, პირ­ველ სარ­თულ­ზე ჩავ­დი­ო­დი, და­ვი­ნა­ხე, რომ აი­ვან­ზე იდგა თეთ­რებ­ში ჩაც­მუ­ლი, თეთრთმი­ა­ნი ქალი, რო­მე­ლიც მთვა­რეს უყუ­რებ­და. ეს მოჩ­ვე­ნე­ბა ძი­რი­თა­დად სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დროს გა­მო­დის, ღა­მის სამ სა­ათ­ზე, როცა ირ­გვლივ სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მეა. ფან­ჯრი­და­ნაც და­მი­ნა­ხავს, რო­გორ მიდი-მო­დის შე­ნო­ბა­ში. ამ­ბო­ბენ, რომ ეს აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძის ლან­დია. სა­კუ­თა­რი თვა­ლით რომ არ მქონ­დეს ნა­ნა­ხი, ამას არას­დროს და­ვი­ჯე­რებ­დი.

თიკო სი­და­მო­ნი­ძე (ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი): აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძის ლან­დი რამ­დენ­ჯერ­მე შე­მი­ნიშ­ნავს მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბა­ში. ერთხელ მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა დაც­ვის წევ­რებ­საც კი ვთხო­ვეთ ღა­მით მუ­ზე­უმ­ში შე­ვეშ­ვით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უკაც­რი­ელ შე­ნო­ბა­ში გარ­კვე­ვით გვეს­მო­და ნა­ბი­ჯე­ბის ხმა. თით­ქოს ვი­ღაც კი­ბე­ებ­ზე ადი-ჩა­მო­დი­ო­და. მუ­ზე­უმ­ში უამ­რა­ვი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია და­ცუ­ლი. გახ­სოვთ, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ცა­ვი­დან უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბი რომ მო­ი­პა­რეს. დაც­ვის ბი­ჭებს კარ­გად ვიც­ნობთ და მათ გვი­თხრეს, მუ­ზე­უ­მი­დან ხმა­უ­რი კი შე­მოგ­ვეს­მა, მაგ­რამ იმი­ტომ არ მი­ვაქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა, გვე­გო­ნა, ისევ ლან­დი ხმა­უ­რობ­დაო. რო­გორც ჩანს, ქალი, რო­მე­ლიც ამ სა­სახ­ლე­ში ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და, ჰყავ­და საყ­ვა­რე­ლი ოჯა­ხი, ჰქონ­და ფული, ძვირ­ფა­სი სა­სახ­ლე, აქა­უ­რო­ბას ვერ შორ­დე­ბა, ახლა მისი აჩ­რდი­ლი დას­ტრი­ა­ლებს აქა­უ­რო­ბას...

ესა­უბ­რა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

მუზეუმის მოჩვენება

მუზეუმის მოჩვენება

თბილისში, კარგარეთელის ქუჩაზე მდებარე მუსიკის, კინოს, თეატრისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში არაერთხელ შეუნიშნავთ მოჩვენება, რომელიც მუზეუმის აივანზე სავსემთვარეობისას გამოდის. თვითმხილველების მტკიცებით, ეს თავად ტარიელ დადიანის მეუღლის, აგრაფინა ჯაფარიძის აჩრდილია, რომლის სილამაზე და მამულიშვილობა საქვეყნოდ იყო ცნობილი.

1895 წელს აშენებულ ამ ნაგებობაზე უამრავი ლეგენდა დადის. შენობას "ერთი ღამის სასახლეს" უწოდებენ. აქ ცხოვრობდა აგრაფინა ჯაფარიძე, რომელიც გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა პირველად თეატრის სცენაზე ნახა, სპექტაკლ "ვეფხისტყაოსანში" აგრაფინა ჯაფარიძე ნესტან-დარეჯანის როლს თამაშობდა. პრინცი ჯაფარიძის ქალის სილამაზემ დაატყვევა, მაგრამ აგრაფინა იმხანად უკვე დაოჯახებული იყო თავად დადიანზე... ციხე-დარბაზის ტიპის ნაგებობას აქვს ღია ტერასა, ქვის მოაჯირებიანი კიბე, გუმბათს პრინცის საგვარეულო გერბი ამშვენებს, რომელზეც ფრთიანი ცხენია გამოსახული (ამ სიმბოლოს მაგიური დამცავი ძალა ჰქონია), საათი კი ისეთ განწყობას ქმნის, თითქოს აქ დრო გაჩერდა. მუზეუმის თანამშრომლები და ახლომახლო მცხოვრებნი ამბობენ, რომ აქ ხშირად ისმის სიმღერის და ბავშვების სიცილის ხმაც.

ხატია წერეთელი: ამ ისტორიის შესახებ ბევრი რამ მსმენია ბებიისგან. ეს სახლი მე-19 საუკუნეში სომეხი ვაჭრისთვის აუშენებია იმ დროისთვის გამოჩენილ უცხოელ არქიტექტორ პაულ შტერნის, მაგრამ სომეხ ვაჭარს ამ სასახლეში ერთ დღესაც არ უცხოვრია. გერმანელ პრინცს თავად ტარიელ დადიანის მეუღლე აგრაფინა ჯაფარიძე ისე მოსწონებია, რომ მასთან ერთი ღამის გატარების სანაცვლოდ დადიანისთვის მილიონი ოქრო შეუთავაზებია. მილიონი ოქრო დიდძალი თანხაა და თავადიც დასთანხმებია ამ შემოთავაზებას. პრინცთან გატარებული ერთი ღამის შემდეგ კი აგრაფინა ჯაფარიძეს ქმარი მიუტოვებია და მას შემდეგ გრაფინია ზარნიკაუდ მოიხსენიებოდა. ხალხს ამ ამბავზე ლექსიც შეუთხზავს - "გრაფინია კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო." პრინცს აგრაფინა თავდავიწყებამდე შეჰყვარებია და უკითხავს, რით შევძლებ შენი გულის მოგებასო, თავადის ქალს ულამაზეს სასახლეში ცხოვრება მოუსურვებია და სწორედ აქ დასახლებულან. მათ ოთხი შვილი შესძენიათ, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც გადმოცემით ვიცი, სახელოვანი ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის ბებია იყო. როდესაც საქართველოში რუსის ჯარი შემოვიდა, აგრაფინა ჯაფარიძემ, რომელსაც ძალინ უყვარდა საქართველო, ქვეყნის დატოვებაზე უარი თქვა. მისი მეუღლე და შვილები კი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდნენ. ოლდენბურგი მუდამ უგზავნიდა საყვარელ ქალს წერილებს, სთხოვდა საფრანგეთში ჩასულიყო, მაგრამ ეს წერილები ადრესატამდე ვერ აღწევდა... აგრაფინა ჯაფარიძეს სული მარტოობაში აღმოხდა. სასახლიდან გასახლებული, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა, ხანდახან ლუკმაპურიც კი ენატრებოდა. ამბობენ, რომ ხშირად ტრიალებდა იმ სასახლის სიახლოვეს, სადაც წლების განმავლობაში პრინცთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა. სიკვდილის ბოლო დღეების გატარება აგრაფინა ჯაფარიძეს საყვარელი სასახლის ეზოში მოუსურვებია, ერთი კვირა უცხოვრია და იქვე გარდაცვლილა, მეზობლებს კუკიის სასაფლაოზე დაუსაფლავებიათ.

- ხატია, ამბობენ, რომ აქ ხშირად ხედავენ ლანდებს...

- მეც ვარ ამის მომსწრე. მუზეუმის აივანზე თეთრებში გამოწყობილი ქალის აჩრდილი თავადაც მინახავს. რამდენიმე წლის წინ გამაჯანსაღებელ ცენტრში ვმუშაობდი, ზუსტად მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს. ხშირად მიწევდა შუა ღამემდე მუშაობა და სწორედ იქიდან შევნიშნე პირველად აჩრდილი. მაშინ მუზეუმს რესტავრაცია არ ჰქონდა გაკეთებული, პირველ სართულზე ჩავდიოდი, დავინახე, რომ აივანზე იდგა თეთრებში ჩაცმული, თეთრთმიანი ქალი, რომელიც მთვარეს უყურებდა. ეს მოჩვენება ძირითადად სავსემთვარეობის დროს გამოდის, ღამის სამ საათზე, როცა ირგვლივ სამარისებური სიჩუმეა. ფანჯრიდანაც დამინახავს, როგორ მიდი-მოდის შენობაში. ამბობენ, რომ ეს აგრაფინა ჯაფარიძის ლანდია. საკუთარი თვალით რომ არ მქონდეს ნანახი, ამას არასდროს დავიჯერებდი.

თიკო სიდამონიძე (ადგილობრივი მცხოვრები): აგრაფინა ჯაფარიძის ლანდი რამდენჯერმე შემინიშნავს მუზეუმის შენობაში. ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა დაცვის წევრებსაც კი ვთხოვეთ ღამით მუზეუმში შევეშვით. წარმოიდგინეთ, უკაცრიელ შენობაში გარკვევით გვესმოდა ნაბიჯების ხმა. თითქოს ვიღაც კიბეებზე ადი-ჩამოდიოდა. მუზეუმში უამრავი ხელოვნების ნიმუშია დაცული. გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე წლის წინ საცავიდან უნიკალური ნივთები რომ მოიპარეს. დაცვის ბიჭებს კარგად ვიცნობთ და მათ გვითხრეს, მუზეუმიდან ხმაური კი შემოგვესმა, მაგრამ იმიტომ არ მივაქციეთ ყურადღება, გვეგონა, ისევ ლანდი ხმაურობდაო. როგორც ჩანს, ქალი, რომელიც ამ სასახლეში ბედნიერად ცხოვრობდა, ჰყავდა საყვარელი ოჯახი, ჰქონდა ფული, ძვირფასი სასახლე, აქაურობას ვერ შორდება, ახლა მისი აჩრდილი დასტრიალებს აქაურობას...

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია