პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანანა თოდაძე - "რუსები ჩვენს კონცერტებზეც დადიან, აპლოდისმენტებსაც არ იშურებენ და ხელოვნების დაფასებაც არ ეშლებათ"
 მანანა თოდაძე - "რუსები ჩვენს კონცერტებზეც დადიან, აპლოდისმენტებსაც არ იშურებენ და ხელოვნების დაფასებაც არ ეშლებათ"

მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე მომ­ღე­რა­ლი მა­ნა­ნა თო­და­ძე მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში 31 მა­ისს წარ­დგა. მა­ნამ­დე კი ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი მოს­კო­ვუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ და­ი­წყო.

- ცუ­დია, რომ პო­ლი­ტი­კამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ა­ფუ­ჭა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქარ­თველ და რუს ერებს ხე­ლოვ­ნე­ბა­ში სა­და­ვო არა­ფე­რი გვაქვს. რუ­სე­ბი ჩვენს კონ­ცერ­ტებ­ზეც და­დი­ან, აპ­ლო­დის­მენ­ტებ­საც არ იშუ­რე­ბენ და ხე­ლოვ­ნე­ბის და­ფა­სე­ბაც არ ეშ­ლე­ბათ... პო­ლი­ტი­კა­ში არ ვე­რე­ვი და არც მა­ინ­ტე­რე­სებს. ჩემს საქ­მეს გუ­ლით და მონ­დო­მე­ბით ვა­კე­თებ. სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სებ­ზე ხში­რად მიწ­ვე­ვენ ჟი­უ­რი­ში. კონ­ცერ­ტებ­ზეც ხში­რად გვიწ­ვე­ვენ, ქუ­ჩა­შიც გვცნო­ბენ, მა­ღა­ზი­ა­შიც, აფ­თი­აქ­შიც და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­შიც. გვე­ფე­რე­ბი­ან და იმა­საც გვაგ­რძნო­ბი­ნე­ბენ, რომ ქარ­თულ სიმ­ღე­რა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბას აფა­სე­ბენ. უყ­ვართ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა, ცეკ­ვა და ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი. რი­გი­თი რუ­სე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი და მტკივ­ნე­უ­ლია ის, რაც გა­სულ წლებ­ში მოხ­და, - ის, რომ ქარ­თვე­ლე­ბი შე­ყა­რეს თვითმფრი­ნა­ვებ­ში და გა­მო­ა­დე­პორ­ტეს. ამის გამო უხერ­ხუ­ლად გრძნო­ბენ თავს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს პრობ­ლე­მა კულ­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს არ შე­ხე­ბია. რუ­სუ­ლი ესტრა­დის მომ­ღერ­ლებ­საც უყ­ვართ ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი. კორ­პო­რა­ცი­ულ კონ­ცერ­ტებ­ზეც ხში­რად გვი­წევს სცე­ნა­ზე ერ­თად დგო­მა... მოკ­ლედ, მოს­კოვ­ში სის­ხლსავ­სე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ. სამ­წუ­ხა­როდ, წლე­ბის წინ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხე და გა­მო­სავ­ლის მო­სა­ძებ­ნად მოს­კოვ­ში გა­ვემ­გზავ­რე... დღეს იქ ქარ­თულ საქ­მეს ვა­კე­თებ, რი­თაც ვა­მა­ყობ.

- ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი თუ ახერ­ხებთ ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მას, შეხ­ვედ­რებს?

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში უფრო იგ­რძნო­ბა, რამ­დე­ნად სა­ჭი­როა ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მა. დიახ, ხე­ლო­ვა­ნე­ბი ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბით, ერ­თად კონ­ცერ­ტებ­საც ვმარ­თავთ. თუ გა­ვი­გეთ, რომ რო­მე­ლი­მე ქარ­თველს უჭირს, მა­შინ­ვე მის და­სახ­მა­რებ­ლად ვერ­თი­ან­დე­ბით, - საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებს ვა­ტა­რებთ და ერ­თმა­ნეთს ასე ვეხ­მა­რე­ბით. უერ­თმა­ნე­თოდ ნამ­დვი­ლად გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, მოს­კოვ­ში პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვით...

- სა­ბავ­შვო მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დია მაქვს. და­ინ­ტე­რე­სე­ბა დი­დია. რუს ბავ­შვებს ქარ­თულ სიმ­ღე­რებ­საც ვას­წავ­ლი. ისი­ნიც სი­ა­მოვ­ნე­ბით და მონ­დო­მე­ბით მღე­რი­ან ქარ­თულ და მეგ­რულ სიმ­ღე­რებს. 31 მა­ი­სის კონ­ცერ­ტის­თვის ქარ­თულ ენა­ზე მომ­ღე­რა­ლი რუსი მო­ზარ­დე­ბი მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში ჩა­მოვ­ლენ და მა­ყუ­რე­ბე­ლი ნა­ხავს და მო­ის­მენს, რა დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ას­რუ­ლე­ბენ ისი­ნი ქარ­თულ სიმ­ღე­რებს.

- თბი­ლის­ში ხში­რად ჩა­მო­დი­ხართ, მაგ­რამ უკვე წლე­ბია, კონ­ცერ­ტი არ გა­გი­მარ­თავთ...

- კი, ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვარ. თბი­ლი­სის მი­მართ სა­ო­ცა­რი ნოს­ტალ­გია მაქვს. უკვე რამ­დე­ნი წე­ლია, რაც აქე­დან წა­ვე­დი, მაგ­რამ ვერ შე­ვე­გუე იმას, რომ ამ ქა­ლაქ­ში არ ვცხოვ­რობ... ჩემი ბოლო კონ­ცერ­ტი თბი­ლის­ში 10 წლის წინ გა­ი­მარ­თა. ამი­ტომ ოც­ნე­ბად მქონ­და გა­დაქ­ცე­უ­ლი, ქარ­თველ მსმე­ნელს მოვ­ფე­რე­ბო­დი სცე­ნი­დან, კონ­ცერ­ტი გა­მე­მარ­თა, მაგ­რამ არ გა­მო­დი­ო­და, ბევ­რი ხე­ლის შემ­შლე­ლი პი­რო­ბა არ­სე­ბობ­და. ბო­ლოს მკაც­რად და­ვი­სა­ხე მიზ­ნად, სოლო კონ­ცერ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა. ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, ბი­ძი­ნა სირ­ბი­ლა­ძე დამ­პირ­და, - თუ სოლო კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას გა­და­წყვეტ, ყვე­ლა­ფერ­ში და­გეხ­მა­რე­ბიო. ჩემი შვი­ლიც, ლე­ი­ლაც მთხოვ­და, რომ გა­მე­ბე­და და კონ­ცერ­ტი მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა. მოკ­ლედ, ეს პრო­ექ­ტი, ჩემი სურ­ვი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩემი მოს­კო­ვე­ლი და ქარ­თვე­ლი ახ­ლობ­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვის წყა­ლო­ბით და­ი­გეგ­მა. ამ კონ­ცერ­ტის მომ­ზა­დე­ბა­ში დიდი წვლი­ლი "რუ­სე­თის ქარ­თველ­თა კავ­შირ­საც" მი­უ­ძღვის.

- რას გვე­ტყვით რე­პერ­ტუ­არ­ზე?

- პროგ­რა­მა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. წლე­ბის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი სიმ­ღე­რა მაქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ამ კონ­ცერ­ტის­თვის რე­პერ­ტუ­ა­რის არ­ჩე­ვა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ვფიქ­რობ, არ გა­მომ­რჩეს ისე­თი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც მსმე­ნელს ძა­ლი­ან უყ­ვარს და მისი მოს­მე­ნა კი­დევ სურს. გა­დავ­წყვი­ტე, ყვე­ლა ის სიმ­ღე­რა შე­ვას­რუ­ლო, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლია და ხალ­ხს უყ­ვარს. მოკ­ლედ, მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე რო­გორც ახა­ლი, ასე­ვე ძვე­ლი ჰი­ტე­ბი­თაც წარვდგე­ბი, ოღონდ ყვე­ლა ძვე­ლი სიმ­ღე­რის ხე­ლა­ხა­ლი და­მუ­შა­ვე­ბა, ახ­ლე­ბუ­რი გა­ორ­კესტრე­ბა და ჩა­წე­რა მოხ­და, მაგ­რამ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია ის ფორ­მა, რომ­ლი­თაც მსმე­ნელ­მა ისი­ნი შე­იყ­ვა­რა.

- რო­გორც ვიცი, ერთ-ერთი სიმ­ღე­რა, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც 31 მა­ისს გა­ი­მარ­თა, უც­ნა­ურ გა­რე­მო­ში და­ი­წე­რა...

- სიმ­ღე­რა დათო არჩვა­ძეს ეკუთ­ვნის. სა­ერ­თოდ, ამ სიმ­ღე­რის შექ­მნა და და­თოს გაც­ნო­ბა კუ­რი­ო­ზულ ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და. ჩემს მე­გო­ბარს, ბი­ძი­ნა სირ­ბი­ლა­ძეს ვთხო­ვე, დათო არჩვა­ძეს­თან და­ვე­კავ­ში­რე­ბი­ნე. ბი­ძი­ნა და დათო მე­გობ­რე­ბი არი­ან და ად­ვი­ლად მო­ხერ­ხდა ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა. ერ­თმა­ნე­თი კა­ფე­ში გა­ვი­ცა­ნით. და­თოს ვთხო­ვე, სოლო კონ­ცერ­ტის­თვის ჩემ­თვის სიმ­ღე­რა და­ე­წე­რა. უცებ დათო წა­მოხ­ტა და პი­ა­ნი­ნოს მი­უჯ­და... მოკ­ლედ, თვალ­სა და ხელს შუა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­ლო­დია შექ­მნა. მე­ლო­დი­ას ტექ­სტი სჭირ­დე­ბო­და და ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე და­თომ ნანა კა­ლან­და­ძეს და­უ­რე­კა. მერე, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ და ნი­ჭი­ერ ქალ­ბა­ტონს შუ­ა­ღა­მი­სას სახ­ლში მი­ვა­დე­ქით. ნა­ხევ­რად მძი­ნა­რე მას­პინ­ძე­ლი ჩაით გაგ­ვი­მას­პინ­ძლდა. სა­ნამ ჩაის გე­ახ­ლე­ბო­დით, ნა­ნას მე­ლო­დი­ის­თვის ტექ­სტი უკვე მზად ჰქონ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ულა­მა­ზე­სი სიმ­ღე­რა გა­მო­ვი­და.

- რას გვე­ტყვით ლე­ი­ლა­ზე?

- ძნე­ლია სა­კუ­თარ შვილ­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ქა­ლა­ქურ სიმ­ღე­რებ­ზე უკეთ ჯაზ­სა და სო­ულს მღე­რის. ის უიტ­ნი ჰი­უს­ტო­ნის რე­პერ­ტუ­ა­რის უბად­ლო შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი ლე­ი­ლას ფაქ­ტობ­რი­ვად, ნაკ­ლე­ბად იც­ნობს... ჩვენს ოჯახ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყვე­ლა მღე­რის. ამი­ტომ კონ­ცერ­ტზე ჩემი დის­შვი­ლი, მაია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლიც გა­მო­ვა სცე­ნა­ზე. მა­ი­კოს ჰყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მომ­ღე­რა­ლი შვი­ლი - სოფო სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლი სა­სიმ­ღე­რო კა­რი­ე­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა და ჩემს სოლო კონ­ცერ­ტზე მო­სუ­ლი მსმე­ნე­ლი სო­ფო­საც მო­უს­მენს. იმ­ღე­რე­ბენ ჩემი "ივე­რი­ე­ლე­ბიც": ქარ­თუ­ლი სა­ესტრა­დო სცე­ნის "არ­წი­ვი" თე­მურ წიკ­ლა­უ­რი და ნუგ­ზარ კვა­შა­ლი. სიმ­ღე­რას ძვე­ლი რე­პერ­ტუ­ა­რი­დან შე­ვას­რუ­ლებთ. მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ვა ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, ლიკა დო­ლი­ძე. ასე­ვე შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის უბად­ლო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, გი­ორ­გი მე­ლი­ქიშ­ვი­ლი. ეს ბიჭი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია და მსმე­ნე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად შე­იყ­ვა­რებს მის შე­მოქ­მე­დე­ბას. მეტს აღა­რა­ფერს ვი­ტყვი, არ მინ­და, სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა წი­ნას­წარ გა­მო­ვა­ცხა­დო, სი­ურპრი­ზებს სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში მო­სულ მა­ყუ­რე­ბელს და­ვახ­ვედ­რებ.

- რო­გორც ვიცი, ამ კონ­ცერ­ტის­თვის სიმ­ღე­რა ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილ­მაც და­გი­წე­რათ...

- მოკ­ლედ, სულ 3 სიმ­ღე­რის პრე­მი­ე­რა იქ­ნე­ბა. აქე­დან 2 - დათო არჩვა­ძეს ეკუთ­ვნის, მე­სა­მე კი - ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილს. წლე­ბია, ჯე­მა­ლი და მე ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობთ, მაგ­რამ მისი სიმ­ღე­რა არას­დროს მქო­ნია რე­პერ­ტუ­არ­ში, ცოტა ხნის წინ და­მი­რე­კა და მი­თხრა, - სიმ­ღე­რა და­გი­წე­რეო. ამ ამ­ბავ­მა გა­მა­ხა­რა. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვინც ჩემ­თვის სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა­ში მეხ­მა­რე­ბა. მათ შო­რის არის მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე უნი­ჭი­ე­რე­სი ახალ­გაზ­რდა პი­ა­ნის­ტი - ნიკა ნიკ­ვაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ კონ­ცერ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლია.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მანანა თოდაძე - "რუსები ჩვენს კონცერტებზეც დადიან, აპლოდისმენტებსაც არ იშურებენ და ხელოვნების დაფასებაც არ ეშლებათ"

 მანანა თოდაძე - "რუსები ჩვენს კონცერტებზეც დადიან, აპლოდისმენტებსაც არ იშურებენ და ხელოვნების დაფასებაც არ ეშლებათ"

მოსკოვში მოღვაწე მომღერალი მანანა თოდაძე მსმენელის წინაშე თბილისის საკონცერტო დარბაზში 31 მაისს წარდგა. მანამდე კი ქალბატონმა მანანამ ჩვენთან საუბარი მოსკოვური ცხოვრების შესახებ დაიწყო.

- ცუდია, რომ პოლიტიკამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააფუჭა. საბედნიეროდ, ქართველ და რუს ერებს ხელოვნებაში სადავო არაფერი გვაქვს. რუსები ჩვენს კონცერტებზეც დადიან, აპლოდისმენტებსაც არ იშურებენ და ხელოვნების დაფასებაც არ ეშლებათ... პოლიტიკაში არ ვერევი და არც მაინტერესებს. ჩემს საქმეს გულით და მონდომებით ვაკეთებ. საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსებზე ხშირად მიწვევენ ჟიურიში. კონცერტებზეც ხშირად გვიწვევენ, ქუჩაშიც გვცნობენ, მაღაზიაშიც, აფთიაქშიც და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც. გვეფერებიან და იმასაც გვაგრძნობინებენ, რომ ქართულ სიმღერასა და ხელოვნებას აფასებენ. უყვართ ქართული სიმღერა, ცეკვა და ყველაფერი ქართული. რიგითი რუსებისთვის მიუღებელი და მტკივნეულია ის, რაც გასულ წლებში მოხდა, - ის, რომ ქართველები შეყარეს თვითმფრინავებში და გამოადეპორტეს. ამის გამო უხერხულად გრძნობენ თავს. საბედნიეროდ, ეს პრობლემა კულტურულ ურთიერთობებს არ შეხებია. რუსული ესტრადის მომღერლებსაც უყვართ ქართველი მომღერლები. კორპორაციულ კონცერტებზეც ხშირად გვიწევს სცენაზე ერთად დგომა... მოკლედ, მოსკოვში სისხლსავსე შემოქმედებითი ცხოვრებით ვცხოვრობ. სამწუხაროდ, წლების წინ ჩემს ქვეყანაში, გარკვეული მიზეზების გამო, შემოქმედებითი თვითრეალიზაცია ვეღარ მოვახერხე და გამოსავლის მოსაძებნად მოსკოვში გავემგზავრე... დღეს იქ ქართულ საქმეს ვაკეთებ, რითაც ვამაყობ.

- ქართველი ხელოვანები თუ ახერხებთ ერთმანეთის თანადგომას, შეხვედრებს?

- უცხო ქვეყანაში უფრო იგრძნობა, რამდენად საჭიროა ერთმანეთის თანადგომა. დიახ, ხელოვანები ხშირად ვიკრიბებით, ერთად კონცერტებსაც ვმართავთ. თუ გავიგეთ, რომ რომელიმე ქართველს უჭირს, მაშინვე მის დასახმარებლად ვერთიანდებით, - საქველმოქმედო კონცერტებს ვატარებთ და ერთმანეთს ასე ვეხმარებით. უერთმანეთოდ ნამდვილად გაგვიჭირდებოდა.

- როგორც შევიტყვე, მოსკოვში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით...

- საბავშვო მუსიკალური სტუდია მაქვს. დაინტერესება დიდია. რუს ბავშვებს ქართულ სიმღერებსაც ვასწავლი. ისინიც სიამოვნებით და მონდომებით მღერიან ქართულ და მეგრულ სიმღერებს. 31 მაისის კონცერტისთვის ქართულ ენაზე მომღერალი რუსი მოზარდები მოსკოვიდან თბილისში ჩამოვლენ და მაყურებელი ნახავს და მოისმენს, რა დიდი სიყვარულით ასრულებენ ისინი ქართულ სიმღერებს.

- თბილისში ხშირად ჩამოდიხართ, მაგრამ უკვე წლებია, კონცერტი არ გაგიმართავთ...

- კი, ხშირად ჩამოვდივარ. თბილისის მიმართ საოცარი ნოსტალგია მაქვს. უკვე რამდენი წელია, რაც აქედან წავედი, მაგრამ ვერ შევეგუე იმას, რომ ამ ქალაქში არ ვცხოვრობ... ჩემი ბოლო კონცერტი თბილისში 10 წლის წინ გაიმართა. ამიტომ ოცნებად მქონდა გადაქცეული, ქართველ მსმენელს მოვფერებოდი სცენიდან, კონცერტი გამემართა, მაგრამ არ გამოდიოდა, ბევრი ხელის შემშლელი პირობა არსებობდა. ბოლოს მკაცრად დავისახე მიზნად, სოლო კონცერტი აუცილებლად ჩამეტარებინა. ჩემი უახლოესი მეგობარი, ბიძინა სირბილაძე დამპირდა, - თუ სოლო კონცერტის გამართვას გადაწყვეტ, ყველაფერში დაგეხმარებიო. ჩემი შვილიც, ლეილაც მთხოვდა, რომ გამებედა და კონცერტი მომემზადებინა. მოკლედ, ეს პროექტი, ჩემი სურვილის პარალელურად, ჩემი მოსკოველი და ქართველი ახლობლების ძალისხმევის წყალობით დაიგეგმა. ამ კონცერტის მომზადებაში დიდი წვლილი "რუსეთის ქართველთა კავშირსაც" მიუძღვის.

- რას გვეტყვით რეპერტუარზე?

- პროგრამა მრავალფეროვანია. წლების მანძილზე ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს შესრულებული. ამ კონცერტისთვის რეპერტუარის არჩევა რთული აღმოჩნდა. ვფიქრობ, არ გამომრჩეს ისეთი სიმღერა, რომელიც მსმენელს ძალიან უყვარს და მისი მოსმენა კიდევ სურს. გადავწყვიტე, ყველა ის სიმღერა შევასრულო, რომელიც პოპულარულია და ხალხს უყვარს. მოკლედ, მსმენელის წინაშე როგორც ახალი, ასევე ძველი ჰიტებითაც წარვდგები, ოღონდ ყველა ძველი სიმღერის ხელახალი დამუშავება, ახლებური გაორკესტრება და ჩაწერა მოხდა, მაგრამ შენარჩუნებულია ის ფორმა, რომლითაც მსმენელმა ისინი შეიყვარა.

- როგორც ვიცი, ერთ-ერთი სიმღერა, რომლის პრემიერაც 31 მაისს გაიმართა, უცნაურ გარემოში დაიწერა...

- სიმღერა დათო არჩვაძეს ეკუთვნის. საერთოდ, ამ სიმღერის შექმნა და დათოს გაცნობა კურიოზულ ვითარებაში მოხდა. ჩემს მეგობარს, ბიძინა სირბილაძეს ვთხოვე, დათო არჩვაძესთან დავეკავშირებინე. ბიძინა და დათო მეგობრები არიან და ადვილად მოხერხდა ჩვენი შეხვედრა. ერთმანეთი კაფეში გავიცანით. დათოს ვთხოვე, სოლო კონცერტისთვის ჩემთვის სიმღერა დაეწერა. უცებ დათო წამოხტა და პიანინოს მიუჯდა... მოკლედ, თვალსა და ხელს შუა, არაჩვეულებრივი მელოდია შექმნა. მელოდიას ტექსტი სჭირდებოდა და ღამის პირველ საათზე დათომ ნანა კალანდაძეს დაურეკა. მერე, არაჩვეულებრივ და ნიჭიერ ქალბატონს შუაღამისას სახლში მივადექით. ნახევრად მძინარე მასპინძელი ჩაით გაგვიმასპინძლდა. სანამ ჩაის გეახლებოდით, ნანას მელოდიისთვის ტექსტი უკვე მზად ჰქონდა. საბოლოოდ, ულამაზესი სიმღერა გამოვიდა.

- რას გვეტყვით ლეილაზე?

- ძნელია საკუთარ შვილზე საუბარი, მაგრამ ქალაქურ სიმღერებზე უკეთ ჯაზსა და სოულს მღერის. ის უიტნი ჰიუსტონის რეპერტუარის უბადლო შემსრულებელია. ქართველი მსმენელი ლეილას ფაქტობრივად, ნაკლებად იცნობს... ჩვენს ოჯახში ტრადიციულად, ყველა მღერის. ამიტომ კონცერტზე ჩემი დისშვილი, მაია ყარყარაშვილიც გამოვა სცენაზე. მაიკოს ჰყავს არაჩვეულებრივი მომღერალი შვილი - სოფო სააკაშვილი, რომელიც სერიოზული სასიმღერო კარიერისთვის ემზადება და ჩემს სოლო კონცერტზე მოსული მსმენელი სოფოსაც მოუსმენს. იმღერებენ ჩემი "ივერიელებიც": ქართული საესტრადო სცენის "არწივი" თემურ წიკლაური და ნუგზარ კვაშალი. სიმღერას ძველი რეპერტუარიდან შევასრულებთ. მოსკოვიდან ჩამოვა ჩემი უახლოესი მეგობარი, ლიკა დოლიძე. ასევე შემოგვიერთდება ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, გიორგი მელიქიშვილი. ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერია და მსმენელი აუცილებლად შეიყვარებს მის შემოქმედებას. მეტს აღარაფერს ვიტყვი, არ მინდა, საკონცერტო პროგრამა წინასწარ გამოვაცხადო, სიურპრიზებს საკონცერტო დარბაზში მოსულ მაყურებელს დავახვედრებ.

- როგორც ვიცი, ამ კონცერტისთვის სიმღერა ჯემალ სეფიაშვილმაც დაგიწერათ...

- მოკლედ, სულ 3 სიმღერის პრემიერა იქნება. აქედან 2 - დათო არჩვაძეს ეკუთვნის, მესამე კი - ჯემალ სეფიაშვილს. წლებია, ჯემალი და მე ოჯახებით ვმეგობრობთ, მაგრამ მისი სიმღერა არასდროს მქონია რეპერტუარში, ცოტა ხნის წინ დამირეკა და მითხრა, - სიმღერა დაგიწერეო. ამ ამბავმა გამახარა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემთვის საპასუხისმგებლო კონცერტის გამართვაში მეხმარება. მათ შორის არის მოსკოვში მოღვაწე უნიჭიერესი ახალგაზრდა პიანისტი - ნიკა ნიკვაშვილი, რომელიც ამ კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელია.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება